აჰა, ჩემო საყვარელო ოქროსხელებავ, ინებე! ოღონდ პირობა ძალაში რჩება - მოამზადებ დ ჩამაბარებ
პან ბრიოში (ძალიან მაგარი ცომი ღვეზელებისთავის) (ა ლა LUTA)
250 გ ფქვილი.
40 გრამი რძე,
7გრამი დაწნეხილი (კარაქივით როა, ცოცხალი) საფუარი,
90 გრამი კვერცხი (მთლიანი)
1 ჩ/კ შაქარი
7 გრამი თაფლი
90 გრამი კარაქი
მწიკვი მარილი.
მოზადება: ფქვილი და შაქარი ჩავყაროთ ჯამში, მოვაყაროთ საფუარი და დავამატოთ რძე. დავიწყოთ ზელვა. ნელ–ნელა დავამატოთ კვერცხი (ნახევარ პორცია კვერცხს რო შევურევთ, მეორე ნახვეარი ცოტ–ცოტა დავამატოთ, რომ ცომი არ გაგვითხელდეს), თაფლი, მარილი და კრემივით დარბილებული კარაქი. (მეორე ინგრედიენტი არ ემატება, სანამ პირველი კარგად არ იქნება შერეული). კარაქი კარგად უნდა იყოს დარბილებული, ნელ–ნელა ხელებზე ისვამდე და თან ცომის ზელვას აგრძელებდე. ცომი უნდა იყოს წებვადი, მაგრამ არა თხელი (პასკის ცომის, დაახლოებით). მოზელილი ცომი გავახვიოთ ცელოფანში და მთელი ღამით დავდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ და 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. გადავზილოთ მსუბუქად. გავაბრტყელოთ და მოვჭრათ პატარა ოთხკუთხედები, გავახვიოთ შიგნით გულსართი (ციცქნა რულეტები) და დავაწყოთ გასაფუებლად. გამოცხობის წინ გადავუსვათ ზევიდან კვერცხის და რძის ნაზავი. ცხვება მაღალ ცეცხლზე–180–200 გრადუსზე.
სულ ეს არის. ხო, სამზარეულოს სასწორი დაგჭირდება, უმაგისოდ ვერ გამოვა რაც უნდა გამოვიდეს. ფოტოსაც გაჩვენებდი, მაგრამ
მე და ფოტოების დადება ხომ ვერ ვმეგობრობთ...

თუ ვინმე მასწავლის მარტივად ტელეფონიდან როგორ ავტვირთო ფოტო, ჩემი ღვეზელებით მოვიწონებდი თავს

ამას წინათ მასტერამ სცადა დამხმარებოდა, მაგრამ ვერ გამომივიდა მაინც...