BadbadGirl მეც დაგიწერ. აქაური, ფორუმული რეცეპტია, ოღონდ, სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს არც იუზერი და სახელი...
მთლად ღვეზელი არ არის, უფრო მისი "დაჭრილი" ვარიანტია:
10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.)
1 ცალი მარგარინი სამარხვო
1 ჩ/ჭიქა წყალი
1.5 ჩ/ჭიქა შაქარი
1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი
გამოდის 40 ცალი
ცომი:
გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს).
გული:
ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით.
ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს.
ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ).
ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე.
გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი.
(ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი)
Levan_LionMr.aravin La renieროგორ ხართ, ყოჩაღებო?
nadya-nadyaუზომოდ მიყვარს შენი რცეპტები, ყველას ვინახავ!
elchinia4uჩემი არ იყოს, ჩანს, ვეღარ ახერხებთ დაპოსტვას...
This post has been edited by aninia on 28 Nov 2016, 13:49