MasterJCგუშინ ველაპარაკე აგრარულის ხალხს, არა აკადემიიდან.
სამი დღე გვაჭმევდნენ ბუფეტში ბაგრატის კერძებსო
და გადარეული იყო, ძაან გემრიელი იყო ყველაფერიო!!!
მე ვკითხე, ხო ყველანი გადარჩით-მეთქი და კიო
Mrs.aravin დეგუსტაციისთვის გეყოფა ეგ ერთი ფორთოხალი...მერე შეინახე ზამთრამდე ეგ რეცეპტი -
და აწი ფორთოხლის კანი თუ ივარგებს, თვითონ ამ დროს "გამოშტერდება"-ხოლმე...
ახლა მარწყვს და ჟოლოს მიაწექი და მოცვს კიდევ...
* * *
ეგოისტკაამ რეცეპტს წავაწყდი ჩვენი sofa-ს ფეისბუქ გვერდზე,
დავაკოპირებ და იმედია არც სოფოს ეწყინება და არც ავტორს - Irina Miller-ს,
რომელსაც არ ვიცნობ.
კრემი მომეწონა, ადვილია და ცოტა და მარტივი ინგრედიენტები ესაჭიროება.
"მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის კრემი, რომელსაც არც ფქვილი ჭირდება და არც ნაღები. ეხლახან აღმოვაჩინე და გამოგადგებათ როგორც ტორტების მოსართავად, ასევე მაფინებისთვისაც.
შოკოლადის კრემი.
მასალა:
210მლ რძე
55გრ შაქარი
3ც კვერცხის გული
100გრ მუქი შოკოლადი რომელიც ბევრ კაკაოს შეიცავს %ლად.
95გრ რძიანი შოკოლადი
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ რძე და შევათბოთ, შემდეგ კვერცხის გულები და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ და დავასხათ რძე.
ავურიოთ, ჩავასხათ ქვაბში და დავადგათ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ.
არ ავადუღოთ ანუ ადუღებას ,რომ დაიწყებს გადმოვდგათ ცეცხლიდან.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და კარგად ავურიოთ ხის კოვზით, რომ ჩადნეს.
შოკოლადი კარგად რომ გაიხსნება კრემში, გააცივეთ და მორთეთ თქვენი ტორტი."
მგონია, რომ კრემი კარგად შეინარჩუნებს ფორმას მორთვისას.
იგივე ალბათ თეთრი შოკოლადითაც შეიძლება