Mrs.aravinუმარტივესია!
და ფანტაზია და მარჯვე ხელები ჭირდება
რაც შენ არ გაკლია
მოკლედ -
ყაბაყის "ალადიკები"
(ყველაფერი თვალის ზომით)
გახეხავ მსხვილ სახეხზე ყაბაყს და მოაყრი ცოტა მარილს.
ცოტა ხანს გააჩერებ და წვენს რომ გამოუშვებს, გაწურავ კარგად.
მერე ჩაახლი ერთ-ორ კვერცხს, ჩააჭრი ცოტა მწვანე ხახვს და ქინძს ან რაც გაქვს,
მოაყრი ცოტ-ცოტა ხმელ სუნელს - ქინძს, უცხოს,
პილპილს, მარილს,
ცოტა სოდას ძმრით, კარგად მოურევ, გემოს გაუსინჯავ და თუ რამე აკლია, დაამატებ.
მერე ჩაუმატებ ცოტა ფქვილს, რომ საალადიკე სისქის ცომი მიიღო,
ცოტა ხანი გააჩერებ და ზეთიან ტაფაზე გამოაცხობ...
არაჟნით ან მაწვნით არის კარგი...
მე გაწურულ მაწონში ცოტა წვრილად დაჭრილი მწვანილები და პილპილ-მარილი ჩავამატე...
საზაფხულოა, მსუბუქი და გემრიელი
გემრიელად მიირთვით
Tio გამომრჩა აღნიშვნა,
ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ჭრილში!...
კრემი როგორი აქვს, რამე მსუბუქი მოუხდებოდა ალბათ
კრემიც არის და შოკოლადიც ფენებს შორის?
This post has been edited by nia4u on 6 Jun 2017, 15:06