მოკლედ დრეზდენმა ყოველ მხრივ აღმაფრთოვანა.
ზღაპარი სილამაზე რომ არის უჩემოდაც მოგეხსენებათ,
მაგრამ ამდენ სასიამოვნო აღმოჩენას არ ველოდი:
1. ის რომ თეთრი გლუვაინი (გლინტვეინი) არსებობდა ვიცოდი, მაგრამ ამისთანა კარგი თუ იყო - არა.
ცვინგერის სასახლის ამ ფლიგელში არსებულ კაფეში ვიკითხე დაღლილზე, მხოლოდ თეთრი გვაქვსო.
დაასხით, ერთი გავსინჯავ რა არის მეთქი.

მოკლედ ნახევარ საათიან ნირვანაში მამყოფა :დ

მერე საშობაო ბაზრობაზეც მაგით გავაგრძელე, მაგრამ ისეთი კაი არ იყო, როგორც ის...

2. ბაზრობაზე გაიჩითა ასევე ბელგიური ცხელი ლუდი, რაც ჩემთვისაც კი ახალი იყო.

ძალიან სასიამოვნო დასალევი

3. ბერლინში დაბრუნების წინ, სუპერმარკეტ რევეში შევიარე და ჰოი საოცრებავ...


მოკლედ ავენტინუსის აისბოკმა გაამართლა ჩემი იმედები, სალვატორისგან განსხვავებით
გადასარევი ლუდია, საუკეთესო გერმანულებს შორის, რაც გამისინჯავს და ნამდვილად იმსახურებს ერთერთ მოწინავე ადგილს ბელგიური და ამერიკული გრანდების გვერდზე.
ხელს წამოვაყოლე ეს კრაფტიც, სახელად პროპელერი :დ
ჯერ არ გამისინჯავს და ვნახავ

პს. დესერტად XV საუკუნის ისლანდიური ყანწი, წარწერით - თუ კარგად ხარ, სტუმრებსაც ელოდეო

. დრეზდენის ერთერთ მუზეუმში გადავუღე ჩუმად (არ შეიძლებოდა). ისლანდიელები მაგით რა თქმა უნდა ლუდს მიირთმევდნენ, იქ ღვინის არ არსებობის გამო

This post has been edited by Tutto on 21 Dec 2017, 11:48