ვარაზში კოშმარი გადაგვხდა. არასოდეს აღარ მივალ!!
არადა ახლოს არის ჩემს სახლთან, გარემო ძალიან მომწონდა მენიუც არაჩვეულებრივი იყო. გემრიელი საჭმელები, რაც მთავარია. ფასს არასოდეს შევუშფოთებივარ
ეხლა, ამ პეტრე-პავალობის მარხვაში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. სამარხვო პიცის შეკვეთა მივეცით - მოგვიტანეს ძალიან პრიმიტიული - ცომზე დალაგებული მხოლოდ პომიდვრები და ბულგარული წიწაკა, არა მაიონეზი/ზეთის ხილი და სხვა დანარჩენი ბოსტნეული. ასვე, " მოგვართვეს" ე.წ. "ბერძნული სალათა" სალათის ფურცლები და კიტრი/პომიდორი, სხვა ინგრედიენტებით არა, რათქმა უნდა.
ასევე, 2 ჭიქა პაულანერი გაფილტრული და არაფერი სხვა აბსოლუტურად. და რა გადავიხადეთ??? 65 ლარი!!!!! ამას რა თქმა უნდა ისე არ დავტოვებდი და შევედი/შევხვდი ადმინიტრაციის წარმომადგენელს ვაჩვენე ჩეკი, იბლუყუნა რაღაც ვაა, ხორცი არაფერი არ იყო და ამხელა თანხაოოო? გაუკვირდა. ჩემი სათქმელი ვუთხარი და სამუდამოდ დავემშვიდობე. მაგათ ჩემი და ჩემი ოჯახის, სამეგობროს სახით სერიოზული სისტემატიური მომხმარებელი დაკარგეს
* * *
<<Innamorata>>
..........