la reine:*
ჰაი ჰაი,
მხოლოდ ვიჭყიტები ბოლო პერიოდი,
ფოტოებს აღარ ვიღებ, კი ვაკეთებ რაღაცეებს.
დღეს 5 წლის დიშვილს გავაკეთებინე ბლინები შოკოლადით.
სულ მთხოვს და მარტივი ავარჩიეთ, თავად მოამზადა ცომი, ნუ მე ჩავუყარე ინგრედიენტები.
აპარატით დააცხო ბლინები, ცოტა მაგაშიც მივეხმარე და შოკოლადის მინანქარიც მე გავუკეთე:დ
გადაკეცვით ერთად დავკეცეთ.
უყვარს სამზარეულოში ყოფნა, ხრაშუნებსაც ვაცხობთ ხოლმე.

ძალიან ამაყობდა მე გავაკეთე ფოტო დამიდე ფეისბუქზეო

ფბ-ზე არადა და აქ დავუდებ:დ

ბრუსელის კომბოსტოზე შევჯექი.
ხან ღუმელში ვწვავ ხან ტაფაზე ვშუშავ.
ნიორი, ზეითუნის ზეთი, ორეგანო, მარილი.
და ზოგჯერ გახეხილ სულგუნს ვაყრი თავზე.