სალამი ლუდის მოყვარულებო! როგორ ხართ? : )
რამდენიმე თვეა არ დამიპოსტავს, თემაში კი შემოვიჭყიტები ხოლმე და ვკითხულობ რაღაცებს : )))
ჩემი ფავორიტი სტილი არის იპა, რაც სვიაზე ორიენტირებული ლუდების სმა დავიწყე იმის მერე ჩვეულებრივი ლომკები მაქვს სვიის სუნზე, არომატზე, გემოზე

თან ამ სეზონს უხდება ძალიან

ზამთრისთვის ტრაპისტების საკაიფო მარაგი მაქვს და თან დაძველდება მანამდე ჩემი 750-იანი ლურჯი შიმეები.
რაც შეეხება ბაიოს, ბიჭები მართლა ძალიან ბევრს შრომობენ და გამოსდით კიდეც. ბოლო პერიოდი ხშირად ვიღებ ხოლმე 12pack-ს ბაიოს სახარშიდან, ფასი იმპორტირებულთან შედარებით ბევრად იაფია, ხარისხი არანაკლები და რაც მთავარია ხელი ეწყობა ქართული კრაფტის განვითარებას : )
კონკრეტულ ლუდზე თუ რაიმე შენიშვნა ან რჩევა მაქვს აუცილებლად ვეუბნები ხოლმე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ, იმის მიხედვით არის თუ არა შესაძლებელი გამოსწორება/შეცვლა შემდეგი ხარშვის დროს. მთავარი შენიშვნა მარაგებია! : ))) მოთხოვნიდან გამომდინარე მარაგების პრობლემა სულ არის ხოლმე და ფაქტობრივად წინასწარ დარეკვა და თხოვნა გიწევს რომ შეგინახონ.
ამ ეტაპზე როგორც ვიცი ვაიცენსაც ხარშავენ, ბლონდსაც, იპასაც, ბალტიკ პორტერსაც, სტაუტსაც და პილსნერსაც. ასერომ თითქმის არცერთი სტილის მოყვარული არ დარჩება უკმაყოფილო და ვურჩევ ყველას შეიძინოს ბაიოს ლუდი

და საერთოდაც არამარტო ბაიოს, ყველა ქართულ კრაფტ სახარშს უნდა ვუწყობდეთ ხელს რომ კარგი პროდუქცია აწარმოონ, რომ არ მოგვიწიოს იმპორტირებულ 330-იან ბოთლებში 25 ლარების გადახდა.

This post has been edited by Laca on 11 Aug 2020, 12:15