ენაც ძვალი არა აქვსო, ორგანოზე კი არ თქმულა
ათასნაირი არგუმენტი, 'წესი' და ნორმა შეიძლება კაცმა აღმოაჩინოს.
სალიტერატურო ენა ყოველთვის იცვლება და ძნელია ერთმნიშვნელოვნად რამის დადგენა.
"მადლობა" - კი ბატონო, სწორი ფორმაა ცალკე აღებული, მაგრამ ვიღაცას უთხრა უბრალოდ "მადლობა!"....

რავი აბა, მთლად გამართული ფორმა არ უნდა იყოს

ან შეიძლება ჩემთვის არის ცოტა უცხო....
უმეტესწილად რაიონში მცხოვრები ზოგიერთი მეგობრებისგან მესმოდა ხოლმე ბავშვობაში და ყოველთვის ეხამუშებოდა ყურს.... თუმცა აქ კატეგორიულობა დაუშვებელია, იგივე "ბოდიში" ჩემთვის ჩვეული და უფრო ხშირად გამოყენებადი ფორმაა (და არა "ბოდიშს გიხდით" და ა.შ.).
რაც შეეხება "გ-მადლობ(თ)"-ს, გ-ს ამბავი მართლა უნდა გავაკრვიო, თორემ უკვე დავიბენი. მე ვიცოდი, რომ "გმადლობ(თ)" არის სწორი ფორმა და, ჯერ-ჯერობით, ამ აზრზე ვრჩები.
n1n@