წავიკითხე ყველა გვერდი, საინტერესო იყო, ბევრი ვიცინე, ბოლოს ცოტა ცრემლიც მომერია, იმ სენს, რომ ვერ დააღწიეთ თავი რასაც ერთმანეთის შეურაცხყოფა ჰქვია
საბჭოთა კავშირის საქართველოში დავიბადე, მაგრამ ისე არ მახსოვს ის „ჯოჯოხეთი“, როგორც მაგალითად შარლს

ძალიან პატარა ვიყავი, როცა დაიშალა ჯერ კიდევ მაშინ, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა ასეთი წყობის ქვეშ ცხოვრება. თუმცაღა, ამას ხომ ცხოვრება არ ქვია და სხვა არაფერია თუ არა არსებობა.
დღეს, საფრანგეთში ვცხოვრობ, რომელიც იმართება ასევე სოციალისტური პარტიის მიერ, თუმცა რა ნამუსით უნდა შევადარო საბჭოთა კავშირს?!
სამსახურის შოვნა მარტივად შესაძლებელია ენის ცოდნის შემთხვევაში
თუ სამსახური არ არის, სახელმწიფო მიხდის მინიმალურ საარსებო თანხას, რომელიც შეადგენს 509 ევროს თვეში
თუ ვიმუშავე მაგალითად ექვსი თვე (მინიმალური ვადა) მინიმალურ ხელფასზე, ესეეგი თვეში 140 საათი/1150 ევრო ანაზღაურება და ამ დროის შემდეგ დავკარგე სამსახური, სახელმწიფო მიხდის ექვსი თვის მანძილზე დაახლოებით 900 ევროს თვეში
სწავლის შემთხვევაში, შემიძლია მივიღო უმაღლესი უნივერსალური განათლება ან პროფესიული განათლება უფასოდ
უმეტეს შემთხვევაში ფულს სწავლაში აქეთ იხდიან
მაგალითად, თუ ვინმეს სურს გახდეს მცხობელი, შეუძლია ორი წლის მანძილზე ისწავლოს და ყოველ თვე (სწავლის პერიოდში) გადაუხდიან დაახლოებით 750 ევროს
სადაც მე ვცხოვრობ, იმ ქალაქში, საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობა უფასოდ მაქვს, + ფასდაკლებები თითქმის ყველაფერზე: კინო, თეატრი, მუსიკის ფესტივალი, აუზი, სპორტი, ზაფხულში ან ზამთარში დასვენებაზე ფასდაკლებები (მაგალითად, სულ რაღაც 200 ევროდ ერთ კვირას გაატარებთ ალპებში ზამთარში და ნიცაში ზაფხულში) და სხვა ბევრი რამ
რაც მთავარია კიდევ და უპირველესი (ბოლოში კი ვამბობ

) ეს არის - თავისუფლება!
ნუ, ისიც ითქვა, რომ ზარმაცი და უქნარა, არსად არ ვარგა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს სოციალისტური წყობა აძლევს საშუალებას ადამიანს გახდეს ზარმაცი, მეტა: თუ არ ვიმუშავებ, არაუშავს, შიმშილით არ მოვკვდები, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ვისაც ჰყოფნის ჯერდება იმას, რასაც სახელმწიფო აძლევს, მაგრამ სამაგიეროდ ვისაც მეტი უნდა, ხელსაც არავინ უშლის ქონდეს მეტი. ხელს არავინ უშლის იმუშაოს, ისწავლოს, ან სხვა ქვეყანაში წავიდეს, თუნდაც სამუშაოდ ან სასწავლად და თუ სურს საცხოვრებლადაც კი.
პ.ს საბჭოთა კავშირში, რომ მეცხოვრა მეც დამხვრეტდნენ