იმედია, არ დავარღვევ ფორუმის წესებს, თუ აქ დავსვამ კითხვას: ხომ არ იცით დეტალურად, ვინ შევარდა 2015 წლის 22 ნოემბერს შენობაში და კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური ჩაშალა?
* * *
ცნობისათვის, კინგსის მათემატიკის ტური ჩაიშალა კვირას 12 საათზე, როცა მეორეკლასელებს უნდა ეწერათ ტესტი. კინგსის საიტზე, ჯერჯერობით, ფაქტს არ ახმაურებენ და საორგანიზაციო ხარვეზის საბაბით, ბრალს საკუთარ თავზე იღებენ კინგსის ორგანიზატორები.
ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილის კითხვის პასუხად ფეისბუქზე მხოლოდ ეს დაწერეს:
"კინგსის ოფიციალური გვერდი: ქალბატონო ნატალია, 12:00 საათიან ნაკადზე ათასზე მეტი დაურეგისტრირებელი მეორე კლასელი გამოცხადდა, მშობლებმაც რატომღაც შიგნით შემოსვლა მოინდომეს, წესების მიუხედავად, ამან გამოიწვია გაუგებრობა.

"