#46393209 · 5 Dec 2015, 12:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დედამიწაზე იმდენი ადამიანი რომ გაჩნდეს, რომ აღარ დაეტიონ, რამოხდება |
კანიბალიზმი "დალოცვლილი" რამეა. იქაც კი, სადაც კანიბალიზმი არ ვლინდება უხეში ფორმით (ადამიანის ფიზიკური სხეულით სტომაქის ამოვსება), სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კანიბალიზმის სხვა ფორმა არ ქმედებს. უბრალოდ სხვადასხვა ტერმინს აფარებენ ხოლმე ადამიანებს თვალებში, თორემ სინამდვილეში მაინც კანიბალიზმია. ძალიან უდახვეწილესი ფორმებითაც კი შეიძლება ვლინდებოდეს კანიბალიზმი და მას შეცდომით უწოდებენ სიყვარულს. შესაბამისად ადამიანის ფიზიკური სხეულის შეთვისებით გამოხატული კანიბალიზმი არასოდეს იქნება პლანეტარული მასშტაბის, ვინაიდან სხვადასხვა ფორმის კანიბალიზმის მსხვერპლია ადამიანთა აურაცხელი რაოდენობა და ეს ასე თუ ისე აბალანსებს (აკონტროლებს) უხეში ფორმის კანიბალიზმის საფრთხეს, თუმცა ამით კანიბალიზმის არსი არ იცვლება. კანიბალიზმის სხვადასხვა ფორმების ეფექტურობისთვის არსებობს სხვადასხვა სტატისტიკა, რომლებიც, ერთი შეხედვით, ვითომცდა ამა თუ იმ პრობლემატიკას ასახავენ, თუმცა საფუძველში კანიბალიზმის სხვადასხვა ფორმათა სტატისტიკაა. დროთა განმავლობაში და სხვადაწხვა სტატისტიკათა შედეგების გაფილტვრით აუცილებლად განისაზღრვრება კანიბალისმიზ ამა თუ იმ ფორმის, ან ფორმათა ყველაზე უფრო ძლიერი ეფექტი და აუცილებლად გახორციელდება (ხელი შეეწყობა გახოპრციელებას) ის ერთი ანდაც რამოდენიმე ფორმა და, ცხადია, უფრო დახვეწილი სახით. აი ესაა, რაც მოისაზრება აქ -> "ახალ აღმავალ ფაზაშია". სამი მხარე ვლინდება და ყოველთვის გამოვლინდება ამ კუთხითაც: 1. ვინც მოუწოდებს სიფრთხილისკენ 2. ვინც მოუწოდებს დაახლოებით ასე - "ყველაფერი კარგად არის", ანდაც პირიქით ადამიანს აჩვევს და თავს ახვევს, რომ ადამიანია საზიზღარი და ძალიან უცხო ისევ ყოველი ადამიანისთვის. გამოიყენებენ ყველა ნიშნით. ესენუი არიან ისინი, ვინც იქნება კანიბალი (პირობითად) 3. ის, ვინც იქნება შეჭმული (პირობითად), თუმცა ზოგიერთი უკვე არის (თუკი ზოგიერთში საკმაოდ დიდიი რაოდენობის ადამიანებს ვიგულისხმებთ). ადრეც, ახლაც და მომავალშიც მესამენი არ ათხოვებდნენ გულისყურს პირველთ, არც ახლა უსმენენ და მომავაკლში კი საერთოდ ატროფირებული ექნებათ შემეცნების მარცვალიც კი და ისინი უბრალოდ თუთიყუშებივით იმეორებენ მეორეთა სიტყვებს, რითიც მეორენი ახასიათებენ პირველებს - "გონებაშეზღუდულები". მესამეებს უხარიათ ის, რომ არიან მხოლოდ მომხმარებელნი (ყველაფრის - იდეისაც კი), რაც მათი წარმოებული არ არის და მიეწოდებათ მეორეებისგან და ამავდროულად თვითონ მომხმარებლები ხდებიან მეორეთა სამომხმარებო პროდუქტი (ყველა გაგებით).
This post has been edited by passko on 5 Dec 2015, 12:34
|