ქადაგება ნარკომანებისათვის.
დებო და ძმებო ახალგაზრდობაში მეც მომიწევია პლანი. მახსოვს კაიფში როგორ დავდიოდი დედამიწაზე ქალაქებს ვაბიჯებდი.
ასე ვთქვათ ხაფანგში მეც გავები , მაგრამ მადლობა ღმერთს ცოტა ხნით. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ესეც კი დამეხმარა სხვა განზომილებაში სიცოცხლის არსებობის შესწავლაში. ამ მხრივ თქვენც დიდი უპირატესობა გაქვთ ბევრ ათეისტთან,რომლებმაც ამ განზომილებების შესახებ არაფერი იციან.
მაგრამ რად გინდათ ისეთი უპირატესობა რომელსაც ცუდად გამოიყენებთ. შეიძლება ადამიანს ყავდეს ბოლო მოდელის ლამბორჯინი,მაგრამ თუ წესიერი ტარება არ იცის,არც მოძრაობის წესებს იცავს და სიჩქარესაც აჭარბებს დამეთანხმებით ცუდის მეტს არაფერს მოუტანს.თუ მძღოლი ტარებას და მოძრაობის წესებს შეისწავლის, ამ საოცარი მანქანით სეირნობას რა სჯობს.
თუ გიფიქრიათ როგორ ექცევით თქვენს ცოდნას სხვა განზომილებების შესახებ?
დარწმუნებული ვარ ყველა ფიქრობთ ამ საოცრებაზე,ასევე დარწმუნებული ვარ პარალელებს ატარებთ სასულიერო სწავლებასთან,
მაგრამ მთავარი ხომ ისაა თუ რა დასკვნები გამოგაქვთ?
ამ საოცარი განზომილებების შესახებ კაცობრიობა დასაბამიდან ფიქრობს და მსჯელობს, რამეთუ ეს განზომილებები ადამიდან დაწყებული,ადამიანს თავს ახსენებდა სიზმრით,კომატოზური მდგომარეობით,კლინიკური გარდაცვალებით,მედიტაციით და უბრალო გულის წასვლის დროსაც.
უფრო მოგვიანებით კაცობრიობამ მიაგნო ამ განზომილებებში გასვლის ხელოვნურ მეთოდს - ნარკოტიკს.
პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან ”კრაკადილამდე”
http://www.kvirispalitra.ge/versia/16645-p...akadilamde.html ,,სამი თვის შემდეგ თბილისში დავბრუნდი... აქ კი "კრაკადილი" დამხვდა, ზის მთელი ქალაქი ამ შხამზე და თუ ადრე საკუთარ სიკვდილში 100 დოლარს მაინც იხდიდი, ეხლა სულ რაღაც კაპიკები გიჯდება, ერთი ორჯერ შევხედე როგორ ხარშავდნენ და მეც დავიწყე ხარშვა... აქაც იღბალი და გამართლება უნდა თუ სწორედ ვერ მოხარშავ, არა მარტო შენ მოკვდები არამედ კიდევ რამდენმე ადამიანის ცოდვას გაიყოლებ იმ ქვეყნად... ერთ გაკეთებას, მეორე მოყვა და ასე აეწყო ჩემი კრაკადილური ცხოვრება, დამზადებისას ისეთი სპეციფიკური სუნი დგება, რომ ტანსაცმელშიც ჯდება, ამიტომ ტანზე ვიხდიდი რომ სუნი არ მქონოდა, მაგრამ როდესაც სტაჟიანი მკეთებელი ხარ, უკვე თავად შენი სხეული ყარს''
უმძიმესია ამ ადამიანების მდგომარეობა.არადა თუ მოინდომე რა მარტივად შეიძლება ამ მდგომარეობბიდან გამოსვლა.
ორი მთავარი აზრი მართავდა მთელ მსოფლიოს დასაბამიდან:
1.სიცოცხლე მრავალგანზომილებიანია და მარადიული -იდეალიზმი.
2.სიცოცხლე მხოლოდ ამქვეყნიურია და დროებითი-მატერიალზმი.
უკვე ერთი საუკუნეა რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ,კვანტურმა ბიოლოგიამ აღიარა, რომ სიცოცხლე მრავაგანზომილებიანია.
ამით მოხდა თეოლოგიური და მეცნიერული აზროვნების გაერთიანება ,ის რაზეც მაქს პლანკი საუბრობდა რეალობად იქცა.
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
ისმის კითხვა:
ეს აზრობრივი გაერთიანება თუ მოხდა მეცნიერებას და რელიგიას შორის ,რატომ ვერ იგებენ რიგითი ადამიანები?
უფრო მეტიც ნარკომანმა ადამიანებმა იციან რეალური ,,თავგადასავლებით'' იმ ქვეყნიური სხვა განზომილებების შესახებ,
მაგრამ სასუფევლის არა სწამთ.
სად არის სათავე ურწმუნოების?
პავლეს ეპისტოლენი,რომაელთა მიმართ,თავი მეხუთე
12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
ნუთუ დებო და ძმებო გადავხედავთ რა კაცობრიობის ისტორიას ვერ ვრწმუნდებით იმაში, რომ პირველი ადამიანი რაღაც კონფლიქტის გამო დაშორდა მარადიულ განზომილებას.
სიკვდილი რითაც დაისაჯა ადამიანი ამ მარადიულ განზომილებასთან და მის გონიერებასთან , ღმერთთან დაპირისპირება იყო.კვანტური დროებითი ,,დამკვირვებელი'' ადამიანი, დაშორდა მარადიულ,,დამკვირვებელს'' ღნერთს.
ნაწილი მოწყდა მთლიანს , მაგრამ ნაწილი ისევ გამთლიანებისკენ ილტვის.
თქვენშიც ხომ არის ეს სწრაფვა მთლიანისკენ? რა თმა უნდა არის, მაგრამ ნარკოტიკი დროებით გამთლიანების მოჩენებით შეგრძნებებს გაძლევთ.
ამ დროებითი გამთლიანებით კი ვერ მიაღწევთ სასიკეთო შედეგს.
დამეთნხმებით რომ დროებითობა ვერ გახდება მარადიული, თუ არ შეიმეცნა და დაიჯერა მარადისობის.
ნარკოტიკი თავისი მოჩვენებითი,დროებითი გასვლებით სხვა განზომილებებში უფრო და უფრო გაშორებთ მას,რამეთუ დროებით არსში უნდა მოხდეს თქვენი მონანიება საწყისი ადამის ცოდვისათვის და ეს მონანიება დაგიმკვიდრებთ მარადიულ სასუფეველს უფალ იესო ქისტესთნ ერთდ.
ამ მონანიებაზე ფიქრს კი ვერ ახერხებთ ნარკოტიკული თრობის გამო,ნარკოტიკისთის საჭირო ახსრების ძებვის გამო და უამრავი სხვა.
კიდევ ერთხელ გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება საწყის დაპირისირებაზე დროებითსა და მარადიულს შორის.
აქ არის ჩვენი ბიოლოგიური სათავე.
თუ თქვენი გენეტიკური მეხსიერება გაიხსენებს და მიხვდება მონანიების აუცილებლობას, ჩათვალეთ რომ ახალ ადამიანად დაიბადეთ უფალში.
პავლეს ეპისტოლენი,რომაელთა მიმართ,თავი მეხუთე
17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
დებო და ძმებო თვენ შგიძლიათ დაიბადოთ უფალში და დაიმკვიდროთ ქრისტიანული ცხოვრებით სასუფეველი .
თქვენ შგიძლიათ შცვალოთ თქვენი ცხოვრება თვენი და თვენი ოჯახის სასიკეთოდ.
მთავარია თქვენი სურვილი.
გწყალობდეთ ქრისტე!