კი ბატონო

პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ "გონი/გონიერება" და "ინტელექტი"...
დედამიწაზე არსებობს მრავალი ცხოველი (ფრინველი და ა.შ.) რომელსაც განვითარებული ტვინი გააჩნია და ჩვენი გადმოსახედიდან გონიერები ჩანან.
ეს აისახება იგივე კოლექტიური ცხოვრების (მტაცებლებში - თავდასხმის) უპირატესობის გამოყენების მიგნებაში; იგივე ადაპტაციის უნარში და ა.შ.
ი ვსო...
მაგალითად მაიმუნს შეუძლია გამოიყენოს ჯოხი, როგორც იარაღი, მაგრამ არ შეუძლია იგივე ჯიხისგან და ქვის ნატეხისგან შუბის გაკეთება...
რაც შეეხება ადამიანს...
ადამიანს გააჩნია მკვეთრად განვითარებული მეტყველების, ინფორმაციის დაგროვებისა და გადაცემის უნარი, რაც დანარჩენ არსებებში ძალიან პრიმიტიულ დონეზეა და მხოლოდ მწირი სტანდარტული "ფრაზებით" შემოიფარგლება...
+ ადამიანს გააჩნია ირაციონალური აზროვნების უნარი და ქცევა...
იგივე არარსებულის წარმოსახვის ტენდენცია; ქიმერიული წარმოდგენები; გარკვეული ქცევებისა თუ მოვლენების (იგივე სიკვდილის) რიტუალიზაცია და ა.შ...
აქ ჩემზე კარგად თუ ვინმე ფსიქოლოგია ის ახსნის...

თქვენის ნებართვით გავაგრძელებ ტექსტების დადებას...
უბრალოდ აკრეფას უნდა დიდი დრო და ასე რომ ნაწილ-ნაწილ დავდებ

ტექსტის ნაწილი აღებულია დ. დემეტრაშვილის წიგნიდან "კაცობრიობა და უცხოპლანეტელები", რომელშიც აღწერს დენიკენის თეორიას და ა.შ.
ასევე თვითონ დენიკენის წიგნიდან "ღმერთების ორთვალები" (Chariots of the Gods)
+ნაწილი ჩემი ჩამატებულია სხვადასხვა წყაროებიდან
"XIX საუკუნეშივე განვითარდა არქეოასტრონავტული თეორიის მეორე ნაწილი - იდეა კაცობრიობაზე უცხოპლანეტელთა გავლენის შესახებ. იგი პირველად გამოთქვა ინგლისელმა მწერალმა ჰერბერტ უელსმა (Herbert Walls) რომანში „სამყაროთა ბრძოლა“ (გამოიცა 1894 წელს) სადაც აღწერილია მარსის მკვიდრთა თავდასხმა დედამიწაზე.
არქეოასტრონავტული თეორიის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი ჩარლზ ჰ. ფორსტი. მან ოთხ სქელტანიან წიგნში თავი მოუყარა ზღვა მასალას, რომლითაც ფაქტობრივად ადასტურებდა თავის თეორიას. მისი ძირითადი აზრი არის ის, რომ დედამიწა და მისი მცხოვრებლები უცხოპლანეტელთათვის რაღაც საშუალოა საცდელ ტერარიუმსა და სამეცნიერო ლაბორატორიას შორის. 1919 წელს იგი წერდა: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიღაცის საკუთრება ვართ. მგონია, რომ მიწა ოდესღაც უპატრონო იყო, მაგრამ თანდათანობით გამოიკვლიეს, კოლონიად აქციეს და შემდეგ სხვადასხვა სამყაროს მკვიდრნი მისი მფლობელობისათვის ერთმანეთს მეტოქეობდნენ. ამჟამად ჩვენ მათ შორის ყველაზე მღალგანვითარებული გვმართავს“.
ფორსტმა 1931 წელს დააარსა ჟურნალი (იგი დრემდე გამოდის შეცვლილი სახელწოდებით „ეჭვები“), რომელსაც წაუმძღვარა სიტყვები: „დაიცავით მეცნიერება მეცნიერებისაგან“.
ევროპაში ფორსტის საქმე გააგრძელა ორმა მკვლევარმა - ცნობილმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჟაკ ბერჟიემ და ფილოსოფოსმა, ჟურნალისტმა დიუის პაუელსმა. ისინი შეეცადნენ უცხოპლანეტელთა კვალი დედამიწაზე არქეოლოგიაში, რელიგიაში, მისტიკურ მოვლენებში ეპოვათ. მათ თავიანთი შეხედულებები განაზოგადეს 1960 წელს გამოცემულ წიგნში „ჯადოქართა დილა“. „ჩვენ არ უარვყობთ ვარაუდს - კოსმოსიდან მოსულთა ვიზიტს, არ უარვყობთ იმის შესაძლებლობას, რომ წარსულის ცივილიზაციას ჰქონდა ცოდნა და ტექნიკა, რომელიც შეიძლება შევადაროთ ჩვენსას“.
ინტერესის ახალი ტალღა გამოიწვია დესმონდ ლესლის და ჯორჯ ადამსკის წიგნმა „მფრინავი თეფშები დაეშვნენ“. იგი გამოვიდა 1953 წელს და დააკანონა ტერმინი UFO (ამო - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი).
XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს არქეოასტრონავტული თეორიის საბოლოო ვარიანტი ჩამოაყალიბა ერიხ ფონ დენიკენმა (Erich Von Daniken) წიგნში „მოგონებები მომავალზე“ (გამოიცა 1968 წელს). მან წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი და შეძლო ფართო მასებში გაევრცელებინა თავისი იდეა.
დენიკენის მცდელობა დააგვირგვინა ამერიკელმა იურისტმა ჯ. ფილიპსმა, რომელმაც1973 წლის 14 სექტემბერს ჩიკაგოში ჩამოაყალიბა „შორეული წარსულის კოსმონავტიკის კვლევის საზოგადოება“. დღეისათვის ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ცენტრი აერთიანებს მრავალი ქვეყნის იმ საზოგადოებებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ უცხოპლანეტელების გავლენა ცივილიზაციის განვითარებაზე.
ფონ დენიკენის თეორიის ძირითადი პოსტულატებია:
ა) უხსოვარ დროში დედამიწას რამდენჯერმე ესტუმრნენ უცხოპლანეტელები;
ბ) მათ ხელოვნური მუტაციის გზით ჰუმანოიდის სახე მისცეს დედამიწის მაშინდელ მობინადრეებს;
გ) უცხოპლანეტელების ვიზიტები დედამიწაზე აისახა უძველეს რელიგიებში, რიტუალებში, ლეგენდებში, ზღაპრებში, აგრეთვე საკულტო საგნებსა და ნაგებობებში.
ბუნებრივია გაგვიჩნდება შეკითხვები - რატომ მოფრინდნენ უცხოპლანეტელები მაინცდამაინც დედამიწაზე? რატომ სწორედ ამ პერიოდში? რა მიზნები ჰქონდათ?
პირველი შეკითხვა უსაგნოა - ჩვენ კავშირი არც ერთ ცივილიზაციასთან არ გვაქვს დამყარებული და არც ის შეიძლება ვიცოდეთ უცხოპლანეტელები მილიონობით გალაქტიკის რამდენ სხვა პლანეტას ესტუმრნენ.
ასევე უსაგნოა საკითხის რაიმე „პერიოდით“ შემოფარგვლა. ადამიანების ნებისმიერი თაობა ასევე იტყოდა - იქნებოდა ეს უცხოპლანეტელების მიერ ხელოვნური მუტაციის გზით შექმნილი „ჰომო საპიენს“-ის პირველი გენერაცია თუ დღევანდელი თაობა.
რაც შეეხება მათ მიზანს, ამაზე უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ უცხოპლანეტელებს სურდათ კოსმოსის სიცოცხლის ინტელექტუალური ფორმებით დასახლება და ამით კოსმოსური კომუნიკაციების ქსელის გაფართოება.
ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორმა მ. ტაუბემ და გერმანელმა ასტრონომმა, მიუნჰენის უნივერსიტეტის პროფესორმა ნ. ვოგსმა გაიანგარიშეს რა დრო დასჭირდებოდათ უცხოპლანეტელებს ჩვენი გალაქტიკის დასასახლებლად. შედეგი - 5 მილიონი წელი - საკმაოდ რეალურია.
ჯერჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი სხვა არანაკლები მნიშვნელოვანი პრობლემები. მაგალითად, რატომ ჰგვანან უცხოპლანეტელები თითქმის ყველა წყაროში ადამიანებს? და კიდევ ეწინააღმდეგება თუ არა არქეოასტრონავტული თეორია ევოლუციის თეორიას?
ცნობილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი სერ ფრედ ჰოილი თავის წიგნში „ევოლუცია კოსმოსიდან“ გამოთქვამს ჰიპოთეზას, რომ არც სიცოცხლე საერთოდ და არც ადამიანი დედამიწაზე არ გაჩენილა. მისი აზრით, ადამიანი უძველესი ცივილიზაციის მეორედ აღდგენილი ფორმაა. ამ უცხო, უძველესი ცივილიზაციიდან სიცოცხლის ნაირსახეობები მთელ კოსმოსში გავრცელდა. პირველადმა ბიოლოგიურმა ან მოლეკულუმა ქსოვილმა დედამიწამდეც მოაღწია და „დედა“ ცივილიზაციის მსგავსი სიცოცხლე ჩასახა. ანალოგიურად იმისა, რომ გარკვეული მცენარის თესლით მხოლოდ შესაბამისი ნაყოფი შეიძლება მივიღოთ.
ნობელის პრემიის ლაურეატის, დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმომჩენის, ფრენსის კირკის აზრით, საპლანეტათაშორისო ხომალდებს გალაქტიკების „სიცოცხლით“ კოლონიზაციისათვის არასაკმარისი სიჩქარე აქვთ და გაცილებით უკეთესი იქნებოდა უშუალოდ ისეთი ორგანიზმების ტრანსპორტირება, რომლებიც ძნელ გზას ადვილად გადაიტანდნენ და პირველყოფილი ოკეანის წყლებშიც გამრავლდებოდნენ. ამ როლს ყველაზე უკეთ ბაქტერიები შეასრულებდნენ. ბაქტერია უმცირესი ზომისაა, შეიძლება მისი დიდი რაოდენობით გაფანტვა, სიცოცხლისუნარიანობას ძალზე დაბალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს და მით უმეტეს თავისუფლად ადაპტირდება ოკეანის სივრცეებში. პროფესორი კირკი იმასაც ვარაუდობს, რომ აღმოჩენილი უძველესი ორგანიზმები სწორედ ასეთ ტიპს შეესაბამება.
სადღაც კოსმოსში აღმოცენდა პირველი სიცოცხლე - წმინდა თეორიული თვალსაზრისით ეს ადგილი შეიძლება დედამიწაც ყოფილიყო, თუ აქ უცხოპლანეტელთა ყოფნის ფაქტს ვერ დავადასტურებთ. პირველმა ცივილიზაციამ კოსმოსის ყველა მიართულებით მილიარდობით „სიცოცხლის კონა“ გაისროლა. ბევრმა მათგანმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია და ალბათ, დღესაც მიჰქრის კოსმოსის მარადიულობაში ან რომელიმე მზის ცეცხლში შთაინთქა. მცირე ნაწილმა კი შესაფერის პლანეტას მიაღწია, სადაც ევოლუციის კანონების შესაბამისად თავის მსგავს სიცოცხლეს დაუდო სათავე. ამრიგად, თუკი დავუშვებთ, რომ ჩვენ სხვა ცივილიზაციებიდან სიცოცხლის გადანერგვით გავჩნდით, მაშინ ჩვენი და უცხოპლანეტელების გარეგნული მსგავსება სულ ადვილად აიხსნება. მაგრამ ეს თანამედროვე შეხედულება სულაც არ გამორიცხავს, რომ კოსმოსი სიცოცხლის სხვა ფორმებით იყოს სავსე, თანაც ნაწილობრივ ისეთით, რომლის წარმოდგენაც ჩვენ არ შგვიძლია.
არქეოასტრონავტული თეორის მიმართებას დარვინის ევოლუციის თეორიასთან ერიხ ფონ დენიკენი ასე აყალიბებს: „შორეულ წარსულში დედამიწაზე უცხოპლანეტელების ხომალდი მოფრინდა. ეს შეიძლება ოცი, ორმოცდაათი ან სულაც ასი ათასი წლის წინ მომხდარიყო. დარვინის ევოლუციური პრინციპების მიხედვით განვითარებული ჰომინიდებიდან უცხოპლანეტელებმა ერთ-ერთი შეარჩიეს, ერთი უჯრედი ამოიღეს, გენეტიკურად შეუცვალეს და სპერმატოზოიდად აქციეს. შემდეგ ის ხელოვნურად მდედრი ჰომინიდის საშვილოსნოში შეიტანეს. დაბადებული ჩვილი გარეგნულად მშობლების მსგავსი იქნებოდა, მაგრამ ხელოვნური მუტაციის გზით შეიძენდა იმას, რაც სხვებს არ გააჩნდათ - ინტელექტს. ინტელექტით აღჭურვილ ჰომინიდს მეტყველების, ინფორმაციის დაგროვების და გადაცემის უნარი განუვითარდებოდა და ეს კი მას თანამოძმეების წინაშე უპირატესობას მიანიჭებდა. მსგავსი ექსპერიმენტი სულ ცოტა ორჯერ უნდა ჩატარებულიყო, მამრ და მდედრ ჰომინიდებზე, რათა ინტელექტუალური პოპულაცია გაჩენილიყო. ალბათ აქედან მოდის მითი ადამისა და ევას შესახებ.
მოყვანილი მოდელი არც დარვინის ევოლუციურ თეორიას ეწინააღმდეგება და არც რელიგიას. უბრალოდ „Missing Link“, ანუ ევოლუციის პროცესის დარვინისეული ახსნის შემაკავშირებელი რგოლი არა სელექცია და ადაპტაცია, არამედ მართვადი, მიზანმიმართული მუტაცია იქნება. და საერთოდ, მეცნიერებმა თავიანთ საქმიანობაში უცხოპლანეტელების არსებობის და კაცობრიობის განვითარებაში მათი მონაწილეობის ფაქტორი უფრო ფართოდ რომ გამოიყენონ, ბევრი საიდუმლოებით მოცული მოვლენის ახსნას შესძლებდნენ. მათ შორის სიცოცხლისა და მოაზროვნე ჰომინიდების წარმოშობის საკითხს. რელიგია შემთხვევით როდი ამტკიცებს, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა „სახედ და ხატად თვისა"“.
(
აქ ჩნდება კიდევ ერთი ფანტასტიკური ვარაუდი - თუკი უცხოპლანეტელებს სჭირდებოდათ ჰომინიდების პოპულაციის წარმოშობა და განვითარება, აუცილებელი იქნებოდა ჯერ მათთვის ხელსაყრელი ბიოლოგიური გარემოს ჩამოყალიბება. ნუთუ დამთხვევაა ის ფაქტი, რომ ადამიანთა წინაპრები გაჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეზოზოური ერის ბოლოს დინოზავრებმა, ხოლო კაინოზოურის დასაწყისში დიდი ზომის მტაცებელმა ძუძუმწოვრებმა და ე.წ. „მკვლელმა ჩიტებმა“ არსებობს შეწყვიტეს. იყო თუ არა ეს ხელოვნური პროცესი?)
კაცობრიობის წინაისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა ერთი შეხედვით მკვეთრი განსხვავება ადამიანებს და მის უახლოვეს ნათესავებს - აფრიკისა და აზიის ლიოპოდებს შორის. გარეგნულ სხვაობას ემატება სხვაობა ფიზიოლოგიურ ნიშნებსა და ქცევაში. თუ ადამიანის ფუნქციურ და ანატომიურ თავისებურებებს თავს მოვუყრით, დავინახავთ, რომ ადამიანს სხვა ორგანიზმებისაგან ოთხი ძირითადი ფაქტორი განასხვავებს: ტანადობა, თავი, კანი და გენეტალიების აგებულება.
1. მხოლოდ ადამიანს აქვს ფეხები ხელებზე გრძელი და შეუძლია გამართული სიარული;
2. მხოლოდ ადამიანს აქვს კანქვეშა ცხიმის ფენა და სხეულის ნაწილობრივი თმიანი საფარი. მართალია, სხვა პრიმატებსაც შეუძლიათ ცურვა, მაგრამ მხოლოდ ადამიანს ახასიათებს ბრადიკარდია - გულისცემის ავტომატური შენელება ყვინთვისა და წყალქვეშ ცურვის დროს;
3. მხოლოდ ადამიანს აქვს 1000 სმ3-ზე უფრო დიდი მოცულობის თავის ქალა. ეშვები კი სიგრძით ისეთივე, როგორც საკბეჩი და სხვა კბილები. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ნებით მართოს სუნთქვა, ხმის გამოცემა და მოდულაცია. ხოლო ტვინი საშუალებას აძლევს ილაპარაკოს, მოიპოვოს ცეცხლი და შექმნას შრომის იარაღები;
4. მხოლოდ ადამიანის მდედრს აქვს გამოწეული მკერდი, გაგრძელებული საშო და გამოკვეთილი საჯდომი. ადამიანები სქესობრივ აქტს ერთმანეთისაკენ სახით ატარებენ და წლის განმავლობაში აქტის ჩატარების სეზონური აკრძალვა არ ახასიათებთ.
ამ ჰომინიდური ანომალიების საუკეთესო ახსნა მოცემულია ელისტერ ჰარდის, კარლ ზაუერის და ელაინ მორგანის შრომებში, სადაც დაწყებული 1960 წლიდან, განვითარებულია თეორია, რომ პლიოცენში, ე.ი. ძველი სამყაროს მაიმუნების მიოცენური გავრცელების შემდეგ და გამყინვარების (პლეისტოცენის) დაწყებამდე, ჩვენი წინაპრები ინდოეთის სანაპიროზე ნახევრად წყალში ცხოვრობდნენ. ცურვამ კანის თმიანი საფარი გააქრო და გაჩნდა კანქვეშ ცხიმი. ყვინთვას ბრადიკარდიასა და კონტროლირებად სუნთქვამდე მივყავართ. ამითვე აიხსნება მდედრის გამოწეული მკერდი (ჩვილს საშუალება ეძლეოდა წყალში წოვისას ძუძუს ჩასჭიდებოდა), გაგრძელებული საშო (რაც კვერცხსადენამდე წყლისა და ლამის შეღწევას უშლიდა ხელს), გამოკვეთილი, მომრგვალებული საჯდომით ადვილი იყო პლაჟზე ქვებზე შესვენება, პირისპირ შეწყვილება კი ტიპიურია ზღვის ძუძუმწოვრებისთვის.
ადამიანის და მისი ნახელავის უძველესი ნაშთები შემორჩენილია პლეისტოცენის ხანიდან. ამ პერიოდიდან იწყება, მაგალითად, მიცვალებულის მოკაზმვა და კლდეზე ნახატების შესრულება. პლეისტოცენის შუა ნაწილში ადამიანებში ხორცისმჭამელობა და კანიბალიზმი გავრცელდა. მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად ადამიანებმა თავიანთი ბელადების საფლავებში ცოცხალი მსახურების ჩატანება დაიწყეს. მსხვერპლთშეწირვისათვის განკუთვნილ ხალხს ახრჩობდნენ, გუდავდნენ ან ნაწილებად კეპავდნენ. ასეთი სისასტიკე იმით შეიძლება აიხსნას, რომ მაშინ ადამიანები ხშირად გლობალური კატასტროფებისა და თანამოძმეების მასიური სიკვდილის მომსწრეები ხდებოდნენ, ხოლო მსხვერპლთშეწირვა თავისებური ვედრება იყო „ვიღაცის მიმართ“ გადარჩენისა და დახმარებისათვის.
მიწათმოქმედების განვითარებას პირველი მეგალითური ნაგებობების შექმნაც ემთხვევა. ყველა კონტინენტზე, ავსტრალიის გარდა, არსებობს ქვის მონუმენტები, რომელთა აგების წესი და დანიშნულება დღესაც უცნობია. არსებობს, აგრეთვე, ფრაგმენტული ცნობები ორივე ნახევარსფეროს შორის ტრანსატლანტიკური კავშირის შესახებ, სკანდინავიურ და იბერიულ მიგრაციებზე გაცილებით ადრე. ამ მოსაზრებას ადასტურებს წარწერები ქანაანიდან, რომაული მონეტები, სპილოს ბარელიეფები ოკეანიის კუნძულებზე და, რაც მთავარია, აფრიკელი და აზიელი ადამიანების გამოსახულებები სამხრეთ ამერიკაში.
მეტად საინტერესოა უძველესი ადამიანის ირაციონალური აზროვნება და ქცევა. ირაციონალური აზროვნების ერთ-ერთი გამოვლინებაა ქიმერიული წარმოდგენების ანუ არარსებული არსებების წარმოსახვის ტენდენცია. ასეთი არსებებია ურჩხულები, ალები, მარტორქები, ჯადოქრები და სხვა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ქიმერები ხანდახან გამოჩენილიყვნენ დედამიწაზე კატასტროფების მიერ გამოწვეული მუტაციების შედეგად. შესაძლებელია ყველაფერ ამას საფუძველი დაედო გლობალური კატაკლიზმებისა და ცის კაბადონზე მიმდინარე ცვლილებების დროს ნანახი რაღაც ფორმები.
(
2003 წელს ავსტრალიელმა ანთროპოლოგებმა, მაიკ მორვუდის ხელმძღვანელობით, ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე, კირქვის გამოქვაბულში იპოვეს 12 ათასი წლის წინანდელი უცნობი რასის წარმომადგენელი ცხრა ადამიანის ჩონჩხი. მათი სიმაღლეა დაახლოებით 1 მ, ტვინის მოცულობა - შიმპანზეს ტვინის ზომის. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო მიკროცეფალიით დაავადებული ადამიანთა ჩონჩხები, მაგრამ თავის ქალას ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ეკუთვნოდა ნორმალურ, მოზრდილ ინდივიდს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის კაცობრიობის იზოლირებული განშტოება, რომელიც ტანამედროვე ადამიანის პარალელურად ცხოვრობდა. ლაპარაკია პირველყოფილ, უნიკალურ ადამიანზე, რომელსაც დროთა განმავლობაში, გარემო პირობების და კუნძულზე იზოლაციის გამო ჩამოუყალიბდა დაბალი ტანი. გამოქვაბულში აღმოჩენილია ცეცხლის კვალი და ცხოველთა დამუშავებული ძვლები. სხვათა შორის, ამავე პერიოდში კუნძულზე ჯუჯა სპილოები და ვეებერთელა ხვლიკებიც ბინადრობდნენ.
წარმოადგენს თუ არა ეს რასა ბუნებრივი ევოლუციის შედეგს, თუ წარუმატებელ (ანდაც წარმატებულ) მუტაციურ ექსპერიმენტს, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია.)
ირაციონალური ქცევის გამოვლინებაა სიკვდილის რიტუალიზაცია. ადამიანები მიცვალებულებს არასოდეს იშორებდნენ მხოლოდ სანიტარული თვალსაზრისით; იგულისხმება გვამის დაწვა, წყალში გადაგდება, დამარხვა. ყოველივე ეს საზეიმო ვითარებაში ხდებოდა. ასეთი რიტუალიზაცია დაკავშირებულია სხეულთან და მის ფუნქციებთან. სხეულზე უმიზეზოდ ხელის შეხება, შიშველი სიარული, მონელებული საკვების გამოყოფის გამომზეურება ყოველთვის აკრძალული იყო. ყოველი ხალხი კრძალავს გარკვეული სახის საჭმლის გამოყენებას და მართლაც საყოველთაოა ირაციონალური დამოკიდებულება ინტიმურ კავშირთან. პირველყოფილ კულტურაში მამაკაცის სასქესო ორგანოს ერექციის ან სექსუალური აქტის საჯარო ასახვა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. პირიქით, ეს უაღრესად რიტუალური ცერემონია იყო და მიწის ნაყოფიერების აუცილებელ პირობას გამოხატავდა. ამის გარეშე მიწა გაუნაყოფიერებელი დარჩებოდ და ადამიანები შიმშილით დაიხოცებოდნენ.
ადამიანის ირაციონალური ხასიათის კიდევ ერთი გამოვლინებაა ფსიქიკური მოშლილობა და მათ შორის ყველა გავრცელებული - შიზოფრენია. გარემოსადმი თითქმის სრულიად გულგრილი შიზოფრენიკები საოცრად მგრძნობიარენი არიან სხვა ადამიანებისათვის შეუმჩნეველ „კოსმოსურ გავლენაზე“.
კატაკლიზმების თეორიის პარადიგმები ახალი არაა. მასზე ჟორჟ კიუვედან დაწყებული, ბევრი მეცნიერი მუშაობდა. თუმცა არსებობს წინაისტორიის ისეთი საიდუმლოებები, რომლებსაც ვერც კატაკლიზმების სესახებ თეორია სხნის, მათ შორის - ადამიანის ტვინის სიდიდე და პლეისტოცენის პერიოდში მისი სწრაფი განვითარება. იმის ვარაუდი, რომ ასეთი დიდი ტვინი გამყინვარების პერიოდში გადარჩენაზე ზრუნვისას განვითარდა, უსაფუძვლოა.ბევრი სხვა ორგანიზმი, რომლებსაც პატარა ტვინი გააჩნიათ, ან იგი საერთოდ არ აქვთ, მშვენიერად ცოცხლობდნენ მაშინაც და ახლაც.
მეორე ამოუხსნელი მოვლენაა სისხლისაღრევის აბსენცია. იგი ვრცელდება როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ადამიანზეც, აგრეთვე ადამიანისმსგავს მაიმუნებზე. რითი შეიძლება ეს აიხსნას? ბიოლოგიური დეგენერაციის ინსტინქტური შიშით? საეჭვოა...
მეცნიერებისთვის იდუმალებით არის მოცული წინაისტორიის სუპერნატურალისტური საიდუმლოც. ჯერ კიდევ ნეანდერტალელებს სჯეროდათ სულების არსებობის. შემდეგ თაობებში ისინი ღმერთებად აღიარეს. ამ მოვლენას ვერ ავხსნით ადამიანის ლტოლვით ოცნების ასრულებისაკენ, რაგდან ღმერთები კეთილებიც იყვნენ და ბოროტებიც.
უცხოპლანეტელების კოსმოსში ძიებისა და კატაკლიზმების შესახებ თეორიის ისტორიული რეალობის განხილვის შემდეგ დედამიწას დავუბრუნდეთ. განვიხილოთ ის აღმოჩენები, რომლებსაც არქეოასტრონავტული თეორიის მიმდევრები თავიანთი მოძღვრების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. ერთ-ერთია ადამიანის ნაშთების არსებობა.
ერიხ ფონ დენიკენი თავის შრომებში ადამიანის ბიოლოგიურ ევოლუციაში ჩარევის სამ ფორმას ასახელებს:
1. დედამიწელების დაუცხოპლანეტელების სქესობრივი კავშირი;
2. ჰომინიდების ხელოვნური განაყოფიერება;
3. უცხოპლანეტელების მიერ ჰომინიდების გენეტიკური კოდის ხელოვნური შეცვლა.
იგი თავისი მოსაზრების ქვაკუთხედად ადამიანის მიერ მიცვალებულთა გაპატიოსნების წესს ასახელებს. თუ ჰომო ერექტუსები სხვა საკვებთან ერთად თანამოძმეების ხორცსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ, დროის მცირე მონაკვეთში მათ ეს ჩვევა დაივიწყეს. დენიკენი მიიჩნევს, რომ ეს უცხოპლანეტელთა დამსახურება იყო.
მიცვალებულის სხეულის გაპატიოსნება ადამიანებმა 70 ათასი წლის წინ დაიწყეს. თავიდან მათ უბრალოდ მარხავდნენ. შანიდარში, ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, 50 ათასი წლის წინანდელ სამარხში მიცვალებული უკვე ყვავილების თაიგულშია ჩასვენებული.მოგვიანებით სამარხებში ხორცის ნაჭრებს, ქვის ხელსაწყოებს, სამკაულებს აწყობდნენ, რათა გარდაცვლილს ახალ ცხოვრებაში აუცილებელი ნივთები ჰქონოდა. გარდა ამისა, გვამს წითელ მტვერს აყრიდნენ, ამით მისთვის ცოცხალი ადამიანის ფერის მინიჭება უნდოდათ. უკვე მაშინ სწამდათ, რომ ყოველგვარი ვნებებისა და ტკივილისაგან გათავისუფლებული, იგივე მოთხოვნილებებით, მაგრამ ახალი სიხარულით გაბედნიერებული ადამიანები ხელმეორე სიცოცხლეს იწყებდნენ.
...."
To be continued...
* * *
დაპირებისამებრ: წიგნები
Erich Von Daniken:
Колесницы богов
http://www.link.ge/file/164678/-----------...------.doc.html და
Золото богов. Инопланетяне среди нас
http://www.link.ge/file/164680/-----------...------.doc.htmlინჯოი
This post has been edited by nick_el_son on 11 Aug 2007, 12:23