ეჰ სულ მივივიწყე ეს თემა

მოკლედ გავაგრძელებ და დავდებ ხოლმე ცოტ-ცოტას...
.............
დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა კულტურებსა და ადგილებში ეს წარმოდგენები სიკვდილზე გარკვეულად ემსგავსებოდა ერთმანეთს. მიცვალებულების გაპატიოსნების ყველაზე რთული, სრულყოფილი წესი უძველესმა ცივილიზაციებმა შეიმუშავეს. ისინი გაპატიოსნების ძირითად ამოცანად სხეულის ფიზიკურ შენარჩუნებას მიიჩნევდნენ. ამაში განსაკუთრებით ეგვიპტელები დახელოვნდნენ. მუმიფიკაციის მეთოდი მათ იმდენად დახვეწეს, რომ მუმიები დღესაც, 4000 წლის შემდეგაც ბრწყინვალედაა შემონახული.
ერიხ ფონ დენიკენის აზრით, მუმიფიკაცია კმკვდრეთით აღდგომასაც ითვალისწინებდა, რისი საიდუმლოც ძველ ეგვიპტელებს უცხოპლანეტელებმა ასწავლეს. მეცნიერი პარალელს ავლებს დღევანდელ კრიონიკასთან (გვამის გაყინვა). იგი აგრეთვე მოიხსენიებს ოკლაჰომის უნივერსიტეტში (University of Oklahoma) ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომელმაც თითქოს ეგვიპტის დედოფალ მენეს მუმიიდან აღებული კანის ქსოვილის სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა.
ნათელია, რომ ძველ ეგვიპტეში მუმიფიკაციას რთული რელიგიური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ედო საფუძვლად. მათი რწმენით, სხეულ სიცოცხლეს შთაბერავდა სამი სულიერი პრინციპი - აჰ, ბა და კა. სიკვდილი შემდეგ მიწიერი და ციური ცხოვრების შუალედური გარდამავალი პერიოდი დგება, რომელიც 70 დღე გრძელდება. სწორედ ამდენ ხანს ჩანს ეგვიპტის თავზე ძველეგვიპტური რელიგიის უმნიშვნელოვანესი ვარსკვლავი სოპდეტი ანუ სირიუსი. მუმიფიკაციის მიზანი იყო მიცვალებულის გარეგნობის რაც შეიძლება უკეთ და მეტი ხნით შენახვა, რათა სულსსხეულში დაბრუნების საშუალება ჰქონოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მარად იხეტიალებდა.
მუმიფიკაციასთანაა დაკავშირებული ლეგენდა ოსირისისა და სეტის შესახებ. ოსირისის სხეული მისმა დაუძინებელმა მტერმა სეტმა დაფლითა და მთელს ეგვიპტეში მიმოფანტა. მიუხედავად ამისა, ოსირისის ერთგულმა მეუღლემ, ისიდამ მისი სხეული კვლავ შეაკოწიწა და ქმარი მკვდრეთით აღადგინა. ეგვიპტელების რწმენით, ყოველი გარდაცვლილი ოსირისად იქცეოდა. დაკრძალვის დღეს ოსირისის სხეულის ნაწილებს განსაკუთრებული რიტუალით აერთებდნენ, რომელსაც „ბაგეების გახსნა“ ეწოდებოდა. იგი ოსირისს შვილმა, ჰორმა ჩაუტარა.
ცნობები მუმიფიკაციის ტექნიკაზე თითქმის არ გვაქვს. პირველ ინფორმაციას ანტიკურ ლიტერატურაში ჰეროდოტესთან (Herodotus) ვხვდებით (ჩვ. წ. აღ-მდე V საუკუნე). დადგინდა, რომ ძირითადი იყო შინაგანი ორგანოების ამოღება, სხეულის დანარჩენი ნაწილების სრული გამოშრობა და შემოხვეული სხეულით გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ტვინის ამოღებას ენიჭებოდა. ეს პროცესი ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ XII დინასტიის დროს, ჩვ. წ. აღ-მდე 2000 წელს დაამუშავეს და არა XVIII დინასტიის დროს (ჩვ. წ. აღ-მდე 1400 წ.). მუიფიკაციამ სრულყოფილი სახე XXI-XXV დინასტიებისას, ჩვ. წ. აღ-მდე 1085-664 წლებში მიიღო.
ამრიგად, ადამიანებმა უკანასკნელი 100 ათასი წლიდან სულ რაღაც რამდენიმე ათასწლეულში გასაოცრად ბევრი მოვლენა თუ საგანი აღმოაჩინეს და გამოიგონეს. ეს მაშინ, როდესაც ადამიანს თავისი ცხოვრების წესი და პრიმიტიული იარაღები მთელი მილიონნახევარი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ გაუუმჯობესებია.
არამიწიერ ცივილიზაციათა გავლენის ასახვა ისტორიულ ძეგლებსა და ლეგენდებშიარქეოასტრონავტული თეორიის მიხედვით, არ შეიძლება უცხოპლანეტელებს სადმე თავიანთი კვალი მაინც რომ არ დაეტოვებინათ. ერიხ ფონ დენიკენი მიიჩნევს, რომ კოსმოსიდან მოსულებს კარგად ესმოდათ თუ რა საშიშროებები ემუქრეობდა (მიკროორგანიზმებისა და დროის მოქმედება, კატაკლიზმები, ომები, ცვილებელი ადამიანთა მსოფლმხედველობაში და ა.შ.) მათ მიერ დატოვებულ ნივთმტკიცებებს. ამიტომ თავიანთი ნიშნები გადაინახეს ადამიანის გენში, მეზობელ „მკვდარ’ პლანეტებზე (კლდოვანი წარმონაქმნები კეპლერის კრატერში, ლუბნიცკის კრატერის პირამიდები მთვარეზე; ადამიანის სახე მარსზე), ჩამწერ სატელიტებში ჩვენს გალაქტიკაში (ისინი აღნუსხავენ დედამიწიდან წამოსულ სატელევიზიო და რადიო სიგნალებს), ასტეროიდების სარტყელში (ფრანგი მეცნიერის მიშელ პაპაჯანისის თეორია), ატომურ აფეთქებებში (ინგლისელი ასტრონომის დანკან ლუნანის (Duncan Lunan) თეორია), ასევე „ჩააკოდირეს“ დედამიწაზე აღმართულ საკულტო თუ სხვა დანიშნულების ნაგებობებსა და მონუმენტებში.
დენიკენის აზრით ყველა ამ მოვლენას აერთიანებს ერთი საერთო ნიშანი - მათ ყველას ძებნა სჭირდება! დედამიწის ორი მესამედი წყლითაა დაფარული, ნაწილი კი: უდაბნოებით, გაუვალი ტყეებით, ყინულით. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით კოსმოსზე.
„ჩვენ გვგონია, რომ კოსმოსიდან მოსულებმა ალბათ შეგნებულად დატოვეს სხვადასხვა ადგილას ისეთი ნიშნები, რომლების შემდგომში მომავალი ტექნიკური საზოგადოების ადამიანებს დაფიქრებისაკენ უბიძგებდნენ. ხო არ არის სადმე დაფარული ობიექტური მტტკიცებულებანი ასეთი სტუმრობების შესახებ? ისინი თავიანთ ნიშნებს განზრახ აბნევდნენ, რომ მომავალ თაობებში ფიქრი აღეძრათ. მათ უნდოდათ, რომ ეს ნიშნები საღმრთო წიგნებში მოხვედრილიყო. იცოდნენ, პრიმიტიულ ადამიანთა შთამომავლობა, რომელთაც ეწვივნენ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება ტექიკის საუკუნეში, ისინი თითონ ააგებენ მფრინავ ხომალდებს, ვერტმფრენებს, შექმნიან სკაფანდრებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაუნათდებათ გონება, აეხილებათ თვალები და გაიგებენ, რომ საღვთო ტექსტები მოუთხრობენ არა წმინდანთა გამოცხადებებზე, ბუნებრივ კატასტროფებზე და ტომობრივ წეს-ჩვეულებებზე, არამედ ოდესღაც სინამდვილეში მომხდარ მოვლენებზე. ყველაფერ ამას გამოუცნობ ნაგებობებთან, საკულტო საგნებთან და ქანდაკებებთან ერთად, ადრე თუ გვიან უნდა გამოეწვია კითხვა: კოსმოსიდან მოსულან თუ არა ჩვენთან? ვიპოვოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.“ - წერს დენიკენი.
მეცნიერების აზრით, უძველესი ცივილიზაციები დღესაც გვახსენებენ თავს წინაისტორიული არქეოლოგიური ნაშთების გასაოცარი გამოსხივებით, მაგნიტური ველის კვანძებით. თეოლოგები და მითოლოგები ფიქრობენ, რომ კაცობრიობის უძველესი რელიგია იყო მზის თაყვანისმცემლობა, გაერთიანებული ვარსკვლავების ღმერთებთან და ნაყოფიერების კულტთან. არქეოლოგებმა კი ამ საერთო, საკაცობრიო რელიგიის არსებობის დამამტკიცებელი საბუთები აღმოაჩინეს ყველგან - ამერიკდან იაპონიამდე. მათი აზრით ესაა უცხოპლანეტელების კოსმოსური რელიგიის ნარჩენები.
მთელს პლანეტაზე ადამიანები იყენებდნენ საოცარ მოწყობილობას გიგანტური ბლოკების აღმართვისა და გამოცალკევებისათვის, რომლებსაც წრიულად აწყობდნენ. ეს მოწყობილობა გამოიყენებოდა სვეტების დასადგმელად; პირამიდების, მიწისქვეშა გვირაბების, ვეება ქვებით მოედნების ასაგებად, რომელიც ხშირად ასტრონომიული ობსერვატორიის ფუნქციას ასრულებდა. ისინი შეერთებული იყვნენ გზებით, ყორღანებითა და მასზე მიწაყრილებით. ბრიტანეთში არსებობს ძალთა წირის სისტემა, რომელიც აკავშირებს ყველა ისტორიამდელ დასახლებას. ეს სისტემა ხშირად ემთხვევა რელიეფის ზვირთებს, მაგნიტური ძალების კერებს, წმინდა ადგილებს, სადაც დღეს ეკლესიებია აღმართული. როგორც ფოტოსურათები მოწმობენ, მეგალითები დღემდე გარშემორტყმულია რაღაც საოცარი ძალის ველით. ეს ადასტურებს, რომ ახლაც მოქმედებს შორეული ცივილიზაციის პროდუქტი - ელექტრომაგნიტური ველი. ისეთ ბუნებრივ სისტემას, როგორიცაა პოლარული მაგნეტიზმი და მზის ენერგია, იყენებდნენ ძველ ჩინეთში. იქ ლანდშაფტებს ისე ქმნიდნენ, რომ ის უჩინარი არხების ქსელის შესატყვისი ყოფილიყო, რომლის გასწვრივ გადიოდა ციური სხეულიდან მომდინარე „ურჩხულის ნაკადი“.
პოლონელი მკვლევარები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მათ ქვეყანაზე გავლებული ელექტრომაგნიტური ველების უძველესი ხელოვნური ქსელი და რომ სწორედ ამ ქსელის თავისუფალი სივრცეებიდან იჭრებიან ატმოსფეროში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. იქნებ ეს ღმერთ-მასაწავლებლები არიან, რომლებმა თავის დროზე შექმნეს ლემურიის და ატლანტიდის ცივილიზაციები და ახლა უბრუნდებიან თავიანთ მემკვიდრეებს?
არქეოასტრონავტული თეორიის მიმდევრებს დამუშავებული აქვთ ორი პროექტი: SETI (უცხოპლანეტელ ცივილიზაციათა ძიება) და SETA (არამიწიერი წარმოშობის არტეფაქტების ძიება). ამ პროექტების ერთ-ერთი თანაავტორი რობერტ ფრეიტასი (Robert Freitas) „ბრიტანეთის ინპლანეტარული საზოგადოების“ (British Interplanetary Society) ჟურნალში ამტკიცებდა, რომ არამიწიერი წარმოშობის საგნების ძიება ჩვენს მზის სისტემაში უნდა წარიმართოს, რადგან უცხოპლანეტელები თავიანთ კვალს სწორედ იქ დატოვებდნენ. ნაწილი მეცნიერებისა კი მიიჩნევს, რომ შეუძლებელი იყო მათ გვერდი აევლოთ დასახლებული პლანეტისათვის და ამიტმომ ყურადღების კონცენტრაციას დედამიწაზე მოითხოვენ. მათ მტელი რიგი ფაქტები მოჰყავთ, მათ შორის: ებრაელთა შენობის გუმბათი, რომლის ნაშთებიც მითოლოგიური ტრადიციის თანახმად, ღრმად დევს მიწაში; ქალაქ აქსუმის (Axum) ნაშთები მარიამის კათედრალის ქვეშ ეთიოპიაში; ქააბში (Kaaba) მდებარე მუსლიმების წმინდა ქვა, რომელიც დედამიწაზე მთავარანგელოზმა გაბრიელმა ჩამოიტანა; ლითონის იდუმალი სარკე (Yata no Kagami), იგი მზის ქალღმერთმა ამატერასუმ (Amaterasu) ჩვ. წ. აღ-მდე 660 წელს იაპონიის იმპერატორთა დინასტიის ჯიმუს (Jimmu) დამაარსებელს აჩუქა, სარკე ნიადაგის რამდენიმე შრის ქვეშ კუნძულ ჰონსიუზე, ქალაქ ისეს ტაძრის შიგა სამალავშია მოთავსებული.
საძიებელი მართლაც უამრავია. მაგალითად რას მოგვითხრობენ ინგლისის, შოტლანდიის, მალტის იდუმალებით მოცული მეგალითური კულტურები? რა ინფორმაციაა კოდირებული საფრანგეთში, ბრეტანში ათი ათასობით ტონა წონის მქონე მწყობრად განლაგებულ ქვის მონუმენტებში? რომელმა უძველესმა მბრძანებელმა ააგო გიგანტური მიწისქვეშა ლაბირინთები, ე.წ. ჩანკანასები, პერუში, ქალაქ კუსკოს ქვეშ? ერთი ჩასასვლელი ამ მიწისქვეშა ქალაქში აღმოჩენილია სანტა დომინგოს ტაძრის ქვეშ, მაგრამ იგი დღემდე შეუსწავლელია. რა დანიშნულების ნაგებობები იყო აღმართული თავის დროზე ინკების ციხე-სიმაგრე საკსაიჰუამანზე (Sacsayhuamán)? რატომ გამოსახეს სხვადასხვა კულტურის ადამიანებმა პრაქტიკულად ერთნაირი, მხოლოდ ჰაერიდან შესამჩნევი გიგანტური ნახატები მაშინ, როდესაც ერთმანეთთან კონტაქტი არა ჰქონიათ?
არქეოასტრონავტული ჰიპოთეზისა და კატაკლიზმების შესახებ თეორიის მიმდევრები თავიანთი მოსაზრებების დასამტკიცებლად ზოგიერთ ბუნებრივ წარმონაქმნსაც იყენებენ.
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ჩამოყალიბებულ ტექტონიკებს ისინი უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდის რეაქტიული საქშენიდან გამოდევნილი ჭავლის ან ატომური აფეთქებების პროდუქტებად მიიჩნევენ. მათი აზრით ოდენცოვოში (მოსკოვის ოლქი, რუსეთი) მდებარე ქვა უცხოპლანეტელის კრისტალიზებული ტვინია; მუსლიმების წმინდა ქვა ქააბში - „ღმერთის“ კოსმოსური საჩუქარი; პერუში მაღალმთიან პლატო მარკაუას (Markawasi) ქანდაკებები დედამიწის უძველესი ცივილიზაციების ან უცხოპლანეტელების ხელოვანთა ნამუშევარია; ქვის ბურთები კოსტა-რიკაში და ციკლოპის კედელი ბაჰამის კუნძულებზე უაღრესად განვითარებული მეგალითური კულტურის წარმომადგენლებმა დატოვეს.
ლუდვიგ სოუჩეკი ასე მსჯელობს: „ნუთუ შემთხვევითია, რომ კრისტალიზებული ფენის დამდნარი წვეთები ტექტონიკურ ქანებს ქმნიან მსოფლიოს მხოლოდ გარკვეულ, გეოლოგიურად მსგავს ადგილებში? მით უმეტეს რომ ეს ადგილები ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არიან. როგორც ჩანს ეს წარმონაქმნები ისეთი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, რომელმაც მაღალი ტემპერატურით, სულ ცოტა 1800 0C-ით გრანიტი უცნაურ ბუნებრივ კრისტალად აქცია. იქნებ ასეთი მაღალი ტემპერატურის წყარო ანუ X ფაქტორი უცხოპლანეტელთა ხომალდის ძრავებიდან გამოტყორცნილი ცეცხლის ალი იყო? ქვიშისა და სხვა ქანების დადნობა შეიძლება სხვა ფაქტორსაც, მაგალითად ატომურ აფეტქებას გამოეწვია.“
რაც შეეხება მაჰმადიანთა წმინდა ქვას ქააბში, მისი ქიმიური შემადგენლობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მის შესასწავლად ქვის გაბურღვაა საჭირო, ამის უფლებას კი ორთოდოქსი მორწმუნეები არავის მისცემენ. ზედაპირული დაკვირვებით, მკვლევარების ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ქვა ბაზალტური წარმოშობისაა. სხვების აზრით იგი მეტეორიტის ნატეხია. ორივე ვარიანტი სავსებით რეალურია. ქააბის მახლობლად ბაზალტის საკმაოდ დიდი საბადოა, მეტეორიტი კი საკულტო საგნად ბევრი ხალხის რელიგიაში იქცა. არსებობს მოსაზრება, რომ ქვა თავდაპირველად თეთრი ფერის იყო და შემდეგ, დროთა განმავლობაში მლოცველთა ხელის შეხებით გაშავდა. ფაქტი კი ისაა, რომ ვიდრე ქვის მეცნიერული შესწავლა არ მოხდება, ძნელი დასადგენი იქნება იგი დედამიწური წარმოშობისაა თუ მართლაც „ღვთის“ საჩუქარია.
1952 წელს პერუელმა მკვლევარმა დანიელ რუზომ (Daniel Ruzo) ანდების მაღალმთიან მონაკვეთზე, ქალაქ ლიმას მახლობლად პლატო მარკაუაზე ოთხი გასაოცარი ფორმის კლდოვანი წარმონაქმნი აღმოაჩინა. მისი აზრით ეს წარმონაქმნები ადამიანის ხელითაა შექმნილი და ვიდრე ბუნების მოვლენების ზემოქმედება მათ ფორმებს ნაწილობრივ შეცვლიდა წარმოადგენდა ადამიანის ოთხ გიგანტურ თავს. ერთ მათგანს აშკარად ინდიელი რასისათვის დამახასიათებელი ნაკვთები აქვს; მეორეს - სემიტურის; მესამეს - შავკამიანის; მეოთხეს კი - რომელიღაც უცნობის რასის. ამის გარდა რუზომ კუს, ბუს, თევზის და სხვა ისეთი ცხოველების გამოსახულებებს მიაგნო, რომლებსაც სამხრეთ ამერიკაში ან არასოდეს უცხოვრიათ, ან მილიონობით წლის წინად გადაშენდნენ, მაგალითად: აქლემი, ლომი, სპილო, სტეგოზავრი. რუზომ თავის წიგნში, რომელიც მდიდრულადაა ილუსტრირებული, გამოთქვა მოსაზრება, რომ „ეს ნამუშევრები, როგორც ჩანს, დედამიწის ზურგზე არსებული უძველესი ცივილიზაციის კვალია. იგი მრავალი მილიონი წლის წინ არსებობდა და თუ ეს ასე არაა, მაშინ ქანდაკებები უცხოპლანეტელების შექმნილია.“
საგნებიარსებობს პირველყოფილი ადამიანის ცალკეული საყოფაცხოვრებო საგნები, რომელთა დამზადების ტექნოლოგია იმდროინდელი ცივილიზაციისთვის მიუწვდომელ ტექნიკას საჭიროებდა. ეს არქეოასტრონავტული თეორიის მიმდევრებს საბაბს აძლევს მათი შექმნა უცცხოპლანეტელებს მიაწერონ.
ერთ-ერთი ასეთი საგანი თხელი, ბასრი ქვის ბუნიკია. აღმოჩნდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო სკალპელის მაგივრობის გაწევა. პროფესორმა ანელმა 1983 წლის 6 მაისს ოპერაცია ასეთი ბუნიკით ჩაატარა. მას ორი საკითხი აფიქრებდა: გაუძლებდა თუ არა ქვის ბუნიკი სტერილიზაციას და ოპერაციის მიმდინარეობისას მას მიკროსკოპული სიდიდის ნაწილი ხომ არ ჩამოატყდებოდა. აი რას წერს იგი ოპერაციის შემდეგ: „უძველესი ადამიანის ბუნიკი დღევანდელ, სპეციალური შენადნობისაგან დამზადებულ სკალპელზე ბასრი გამოდგა. ვფიქრობ, ახლო მომავალში მსგავს ბუნიკებს განსაკუთრებით ფრთხილი ოპერაციებისათვის გამოვიყენებთ. ეს შეიძლება თვალზე ჩატარებული ან პლასტიკური ოპერაციები იყოს, მოკლედ, იმ ოპერაციებში, სადაც მაქსიმალურად თხელი კვეთაა საჭირო.“
ამ ამბიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ვაშინგტონში საზოგადოება „აცტექნიკსი“ ჩამოყალიბდა. ეს საზოგადოება ქვის სკალპელებს ამზადებდა და მომხმარებლებს უგზავნიდა. მათ სარეკლამო ბიულეტენში ეწერა: „ქვის სკალპელები უძველესი ადამიანის მსგავსი ტექნოლოგიითაა დამზადებული. ასეთ ბუნიკებს სავარაუდოდ ქირურგიული ოპერაციებისას და ადამიანის სხეულზე რიტუალური ცვლილებებისათვის მაიას ტომები და აცტეკები იყენებდნენ. ჩვენი პროდუქცია ქვის ხანის ტექნოლოგიის და თანამედროვე მედიცინის სრულყოფილი სინთეზია.“
კოსმონავტიკის ამერიკელი სპეციალისტი სტიუარტ გრინვუდი ათეული წლებია, რაც ჩვენს პლანეტაზე უცხოპლანეტელების ყოფნის დამადასტურებელ ნივთიერ საბუთებს ეძებს. მისი აზრით, „წარსულში დედამიწაზე უცხოპლანეტელების სტუმრობის პირდაპირი დამადასტურებელი საბუთი ჯერაც არაა მიგნებული. ამიტომ, იძულებულნი ვართ, ვეძიოთ მითოლოგიური ცნობები და არტეფაქტები, რომლებიც მსგავსნი იქნებიან საპლანეტთაშორისო ხომალდებისა. ასეთი არტეფაქტები აღმოჩენილია კოლუმბიაში.“
აივან სანდერსონი (Ivan Terrance Sanderson) თავის წიგნში „აუხსნელის კვლევა“ (Investigating the Unexplained, 1972), მოგვითხრობს მსგავს არტეფაქტებზე. ავტორი მათ „ოქროს თვითმფრინავებს“ უწოდებს, რადგან ისინი ძალიან ჰგვანან კოსმოსურ ხომალდებს. არტეფაქტები დამზადებულია სუფთა ოქროსაგან ჩვ. წ. აღ-მდე 1000-400 წლებში და ინახებოდნენ სარკოფაგებში. დღეისათვის ოცამდე მათგანია ნაპოვნი. ერთ-ერთი ტყუპისცალივით ჰგავს აშშ-ს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტოპლან „შატლს“. იგი ექსპონირებულია ისტორიის მუზეუმში, ვაშინგტონში. ბოგოტის რესპუბლიკურ ბანკში დაცულ მეორე არტეფაქტს აქვს უაღრესად საინტერესო კუდის ფრთები (თვითმფრინავის მსგავსი), რომელიც არც ერთ ფრინველს არ გააჩნია და ამრიგად, გამორიცხულია მისი მსგავსება ცოცხალ ორგანიზმებთან. გარდა ამისა, მისი ზურგი გადახსნილია და შიდა ნაწილი აბსოლუტურად მსგავსია „შატლის“ საბარგო კონტეინერისა.

შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ იაპონური (კუნძული ჰონსიუ) თიხის ფიგურები „დოგუ“ (Dogū). მათ აქვთ ასტრონავტის გარეგნობა: აღჭურვილობა, სკაფანდრი, უცნაური სათვალეები...

ინდოეთში, ქალაქ დელის მახლობლად, მეჰრაულის (Mehrauli) ტაძრის ეზოში ლითონის სვეტია აღმართული. სვეტი, თავისი არსებობის დაახლოებით 2500 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ დაჟანგულა. როგორც ჩანს, იგი ბრწყინვალე ინჟინრებმა დაამზადეს, როგორც თავიანთი კულტურის განვითარების უმაღლესი დონის მარადიული სიმბოლო. არც თუ ისე დიდ ხნის წინ ჩატარდა სვეტის დეტალური ქიმიური ანალიზი. აღმოჩნდა, რომ იგი მართლაც უნიკალური ქმნილებაა. სვეტი ჰომოგენური ლითონის არაა. მის შემადგენობა დაახლოებით ასეთია: ნახშირბადი 0.5%, ფოსფორი 0.25%, სილიციუმი 0.005%, აზოტი 0.02%, მანგანუმი 0.15%, თუჯი 0.03%, ნიკელი 0.05%, ხოლო დანარჩენი კი რკინა. ამრიგად დღევანდელ შენადნობებთან შედარებით იგი ნაკლებ მანგანუმს და გოგირდს და პირიქით - მეტ ფოსფორს შეიცავს. სვეტის ფუძე მიწაშია მოქცეული. მისი ეს ნაწილი დაფარულია 50-500 მგ ოქსიდის სქელი დამცავი ფენით, რომლის შემადგენობა ასეთია: Fe3O4 67%, Fe0 13.5%, H2O 14.8%, FePO4 1.7% და SiO2 3.1%.

სვეტზე ამოტვიფრულია წარწერა, რომელიც მის წარმოშობაზე მოგვითხრობს. სვეტი მეფე ჩანდრის ანუ ჩანდრაგუპტა II-ის (ჩვ. წ. აღ-მდე 375-413 წწ) ომში გამარჯვების აღსანიშნავად დაიდგა. მისი სიმაღლეა 720 სმ, დიამეტრი: ძირში 49 სმ, ხოლო წვერში 30 სმ, მასა კი 6 ტონა. ასეთი დიდი ზომის მთლიანი საგნების ჩამოსხმა ევროპაში მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყეს. დღემდე დაუდგენელია თუ როგორ მოახერხეს მისი შექმნა ძველმა ოსტატებმა. სვეტს მხოლოდ მათი უროების დარტყმის კვალი ეტყობა.
პირველი სეისმოგრაფი, რომელიც დედამიწის ქერქის მოძრაობას შეიგრძნობდა გამოგონილ იქნა ჩინელი ასტრონომის ჩჟან ხენომის მიერ 132 წელს. ხელსაწყო წარმოადგენს ბრინჯაოს დიდ ჭურჭელს, რომლის დიამეტრი ორ მეტრს უტოლდება. მასზე წრიულად დამაგრებულია გველეშაპის რვა ხახადაღებული თავი. თითოეულს პირში ბურთი აქვს მოთავსებული. ჭურჭლის ძირას ვერცხლის გომბეშოების სხედან. ხელსაწყოს შიგნით, ცენტრში ქანქარაა, რომელიც მყესებითაა მიმაგრებული გველეშაპების თავებთან. ამ სეისმოგრაფის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: ქანქარა მოძრაობის შემთხვევაში იმ მყესს ამუშავებდა, საიდანაც მიწისქვეშა ბიძგი შეიგრძნობოდა. მყესი კი, თავის მხრივ იმ გველეშაპზე ზემოქმედებდა, რომელთანაც მიმაგრებული იყო. მოძრაობისას გველეშაპი უფრო მეტად აღებდა ყბებს, იქიდან ბურთი ცურდებოდა და გომბეშოს ღია ხახაში ვარდებოდა. როგორც აღმოჩნდა ეს ხელსაწყო ძალიან მგრძნობიარეა. იგი იჭერდა მიწისქვეშა ბიძგებს, რომელთა ეპიცენტრი 600 კილომეტრით იყო დაშორებული. საინტერესოა რაში სჭირდებოდათ ძველ ჩინელებს ასეთი ზუსტი სეისმოგრაფი ან ვინმემ ხომ არ ჩააგონა მათ მისი გაკეთება?

საიდუმლოებითაა მოცული ჩინელი მეომრების საბრძოლო აბჯარზე ლითონის ფირფიტების (ჩვ. წ. აღ. IV ს) და სამხრეთ ამერიკული პლატინის საომარი აღჭურვილობის (პერუ, კოლუმბია) ჩამოსხმის ტექნოლოგიაც. ამ ლითონების მეტალურგიული დამუშავება მხოლოდ XIX საუკუნეში და ისიც ელექტროენერგიის გამოყენებით შეძლეს. გასაოცარია თუ როგორ მოახერხეს მათ 1800 0C-ის მიღება და შენარჩუნება? იქნებ ეს იმ ცივილიზაციის წარმომადგენლების ნახელავია, რომელიც ბოლივიური და პერუული ლეგენდების თანახმად არამიწიერ ტომთან ომში განადგურდა? არამიწიერ არსებებს წითელი სისხლი არ ჰქონიათ. ან იქნებ ეს ნივტები სწორედ მათმა ხელოსნებმა დაამზადეს?
ინკების იმპერიის დამპყრობი ესპანელი კონკისტადორები გაოცებული იხსენებდნენ მოწინააღმდეგის სპილენძის იარაღს, რომელიც მათ ტოლედურ ხმლებზე ურო მაგარი, ბასრი და დრეკადი იყო. თანამედროვე მეტალურგებს სპილენძის მრავალგვარი შენადნობის მიღება შეუძლიათ, თუნდაც ფოლადივით მაგარის, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში - დრეკადის. სამწუხაროდ ინკების ასეთი იარაღის არცერთ ნიმუშს ჩვენამდე არ მოუღწევია.
To be continued...