იარაღით არავინ მისდევს "ჭეშმარიტ" ათეისტს. ეგრე რომ იყოს უნდა დაგვეხოცა ბებიებისა და ბაბუების უმეტესობა. დავა რა საკადრისია

ასე ვფიქრობ უბრალოდ: მარგინალობა მოდაშია. რადიკალური სტატუსის მოპოვება რთულია. ან ენდი უორჰოლი უნდა იყო, ან სემი ბეკეტი. პრინციპში ესეც ანაქრონიზმია უკვე, მაგრამ მაგალითისთვის გამოდგება. ჰოდა უორჰოლობა არაა მთლად მარტივი საქმე. ადგება მერე სამყაროზე გაჯავრებული ვიღაც და იტყვის: არ მწამს ღმერთიო. ეს მარტივია. თუ არ გწამს, ამის აფიშირება რა საჭიროა ვერ ვხვდები გარდა იმ შემთხვევისა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. აფიშირებას თავი დავანებოთ, "ათეისტები ვიდევნებით" უფრო ასე "ითარგმნება" : ათეისტები სამწუხაროდ არ ვიდევნებით და გთხოვთ ბიძიებო, დეიდებო, მართმადიდებელ მშობელთა კავშირო, მეზობლებო, დაგვილეწეთ ცხვირი, პირი, ყბები! გთხოვთ დაგვარტყით! რა ათეისტი ვიქნები თუ ჭეშმარიტად არ მოვინათლე ლანძღვით, ჯოხით ან ბასრი იარაღით?
საბედნიეროდ, მსგავსი ათეისტების რიცხვი არც თუ ისე ბევრია.
საუბედუროდ, იგივე ხანდახან "ღრმადმორწმუნე" მართმადიდებელსაც მოსდის.
მაგალითად მომსვლია ასეთი წერილი (ვიღაცამ გაავრცელა): "ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს"
— ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)" ...
პასუხად თავად ავტორსვე ვციტირებ: "ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები". ესეც ასე... ესე იგი თუ სიმღერა გიყვარს, მომღერალს სცემ პატივსო... ბნელი წლებისთვის დამახასიათებელი დემაგოგიაა. სულაც არ მიმაჩნია, რომ 2 დოლარად მინეტის კეთება კარგი საქციელია და არც დიდად პატივსაცემი, მაგრამ განა ამის გამო ჯენის ჯოპლინის (მგონი 1 დოლარადც) ვთქვათ "კოსმიური ბლუზი" ცუდი სიმღერაა? ან პირიქით, თუ
კარგი სიმღერაა, (არადა უკეთესი რა გინდა), ამის გამო იძულებული ვარ მომღერალსაც პატივი ვცე?
დაუფიქრებელი არგუმენტია. რაც უფრო დააძალებ ათეისტს რწმენად დაყუდებას, უფრო ხალისით გაირიყავს თავს.
საქმე იმაშია, რომ ეპისკოპოსიც შეიძლება იყოს ბრიყვი და ათეისტსაც არ წყალობდნენ IQ ღმერთები.
ყველაფერი დასაშვებია.
პ.ს. მარტო მართლმადიდებლები რომ ვიყოთ ამ ქვეყნად, ჯორჯ ჰარისონი ვერ დაწერდა ბოლო სიმღერებს. მარტო ამადაც კი ღირდა კრიშნას არსებობა. ჰოდა იყოს ბუდა მისთვის, შივა მისთვის და... ათეისტსაც რას ვერჩით? დავანებოთ თავი.