ხელთ მაქვსსაპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემული ბიბლია. იქ ვკითხულობთ:
"10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღიდან ბაღის (რუსულ თაგრამნში рай !!!) მოსარწყავად, მერე იქმნება ოთხი ნაკადი.
11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
....
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
"
(დაბადება 2-10, 1-14)
შევადაროთ რუსული თარგმანი:
«Из Едема выходила река для орошения
рая и потом разделялась на четыре реки. Имя одной Фисон: она обтекает всю землю Хавила, ту, где золото; и золото той земли хорошее; там бдолах и камень оникс. Имя второй реки Гихон (Геон): она обтекает всю землю Куш. Имя третьей реки Хиддекель (
Тигр): она протекает перед Ассириею. Четвертая река
Евфрат. И взял Господь Бог человека, (которого создал), и поселил его в саду Едемском, чтобы возделывать его и хранить его» (Бытие 2.10-15).
იოანე დამასკელის აზრით, პირველი ორი უცნობი მდინარეა - განგი და ნილოსი. თურმე ოდესღაც ამ 4 მდინარეს ერთი სათავე ჰქონია.

ნუ, მსგავს კურიოზებზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. შეგახსენებთ რომ, როდესაც ღმერთმა ადამიანი გააძევა სამოთხიდან, სამოთხეს მცველად მიუჩინა ანგელოზი, ცეცხლოვანი მახვილით. ბიბლიაში არსად არაა მინიშნებაც კი იმაზე, რომ ღმერთმა სამოთხე გაანადგურა, ან რაც გინდათ დაარქვით, სხვა - განზომილებაში, რეალმში დ.ა.შ. გადაიტანა. ძველი აღთქმის სამოთხე არ გახლავთ "იმქვეყნიური", ფსიქოდელიკური რემინენსცენცია დ.ა.შ. ის არის აბსოლუტურად ფიზიკური - მას რწყავენ მატერიალური მდინარეები. ის მდებარეობს მიწაზე. და თან, კონკრეტულად, სადღაც ტიგროსსა და ევფრატს შორის. ჰოდა ისმის კითხვა:
1. სად გაქრა სამოთხე ან ცეცხლმახვილოვანი ანგელოზი?
2. როგორ მოხდა, რომ აბსოლუტურად მატერიალური სამოთხე გადაიქცა რაღაც იმქვეყნიურად? ანდა, როგორ გამორჩათ ძველი აღთქმის ავტორებს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი?
3. და საერთოდ, ყოველივე ეს საერთოდ ეჭვის ქვეშ ხომ არ აყენებს სამოთხის არსებობას?
This post has been edited by Makumba666 on 7 Jun 2007, 18:02