sidhartha
+++
ტაკ, ეს ვიდეო რას შეიძლება გვეუბნებოდეს, უკვე ავხსენი. ახალს არაფერს? ზოგიერთისთვის ასეც არის, მაგრამ საგულისხმოა არა ის, რა ან რამდენი ვიცით, არამედ ასევე ისიც, თუ რამდენად ვითვალისწინებთ და ვააქტიურებთ, ანუ რამდენად ვიყენებთ იმ ცოდნას და განსჯა-ანალიზის უნარს, რაც მოცემული გვაქვს (და ბუნებრივია დაჩლუნგდება, თუ გავაზარმაცეთ).
ხშირად ასეთ თემებში მეკითხებიან, მორწმუნე ვარ თუ არა, უფრო ხშირად კი არც მაწუხებენ ზედმეტად, ავტომატურად ასკვნიან, რომ ”მებრძოლი ათეისტი” ვარ.
არ მიყვარს ამაზე საუბარი, ამიტომ გავუმარტივებ ბევს ამოცანას და აქვე შეუძლიათ მსურველთ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე ჩათვალონ, რომ ვარ მარქსისტი, ’რელიგიური ტურისტი’, სციენტიზმით გაჟღენთილი მეტიჩარა, რომელიც ჩუმ-ჩუმად ეკლესიის კედლის აგურებს ღრღნის და ცოტა მემარცხენეობს კიდევაც (+

). ეს არა არის საკუთარი აზრი ჩემს თავზე, მაგრამ მერწმუნეთ, დროს დავზოგავთ

მოკლედ
რისი თქმა მინდოდა
ნუ... ჩემი აზრის:
ქრისტიანობის ისტორიას ახსოვს არაერთი გადაცდენა და სიცრუე, რომელიც მერე უარყოფილა. თანამედროვე გლობალიზაციის, ეკონომიკური კავშირების ინტენსიურობის და, რაც მთავარია, საინფორმაციო სივრცის ელასტიურობის გამოისობით ხალხს აქვს საშუალება, არა უბრალოდ ბევრი, არამედ უაღრესად მრავალფეროვანი ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, არ მიწევს არც ექსპერიმენტების ტარება და არც ქიმიკოსობა. მით უმეტეს არ ვაპირებ იმის გადმოთარგმნა-კონსპექტირებას, რა ზღვა მასალაცაა. იქ არ წერია ის, მე რას ვფიქრობ. უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებლად შემიძლია ავხსნა და სიყალბეც გამოვავლინო, ზოგჯერ არც ძალმიძს, ისევე როგორც ვერანაირად ვერ ვხსნი დავიდ კოპერფილდის არაერთ ’საოცრებას’, ენტონი ბასის დაუჯერებელ წარმოდგენებს... მაგრამ სრული პასუხისმგებლობით და სერიოზულობით ვამბობ: მე ვხედავ მფრინავ კოპერფილდს, მაგრამ ის ნამდვილად არ დაფრინავს თავისით
სხვათა შორის, დაახლ. ასეთი მომენტი იყო ზუსტად ერთ-ერთი წყაროში, როდესაც ყველას გააზრებული აქვს, რომ ცეცხლი ღვთისგან არაა... ”ის ღვთიური არ არის, მაგრამ ის ხომ წმინდაა?” ძალიან მაგარი რეპლიკა იყო, თუ მკითხავთ
შეიძლება კოპერფილდთან და ფოკუსნიკობასთან შედარება ვინმემ გადაჭარბებულად ჩათვალოს. ასეც იქნება, იმიტომ რომ ეს ’მაგიკოსები’ უფრო პატიოსნად იქცევიან, ისინი თავიანთ თავს ილუზიონისტებს უწოდებენ.
პირადად ჩემი ამოსავალი არაა რაციონალიზმი, უფრო სწორედ არის, მაგრამ ’რელიგიური რაციონალიზმია’. ჯერ ერთი სამწუხაროა, რომ რწმენის პროფანაცია და გატუტუცება ხდება უამრავი ფოტო-აუდიო-ვიდეო და სხვა ტექნიკური მაქინაციებით, მორწმუნეს არ უნდა სჭირდებოდეს ”აბა მანახე აბა დამარწუნე” ყოველ კვირას (სამწუხაროდ, ამის აღმოფხვრის ნაცვლად ბევრი მრევლის შენარჩუნება-მოზიდვისთვის პირიქით, ’დაკვეთას’ ასრულებს). ასევე არ არის ჩემი მოთხოვნილება, მართლაც შიგნით შემიშვან და დამარწმუნონ, რომ არ ტყუიან, არ მჭირდება ეს, ისედაც ვიცი.
ფაქტია, რომ საეკლესიო ორგანიზაციები უცდომელნი არ არიან, ხშირად კი განგებ სცოდავენ;
ფაქტია, რომ ყველაფერი არ ვიცი და ვერც გავიგებ, მაგრამ ვიცი ცუდი გამოცდილება, რომელიც წინა წინადადებას ადასტურებს.
და გადამწყვეტი მომენტი:
არ მწამს, (1) რომ ყოველწლიურად კონკეტული კალენდრის დათქმულ-განსაზღვრულ რიცხვში ცეცხლი გადმოდის ღვთისგან, ეს არის (ჩემი მოკრძალებული აზრით) უფლის მადლის უპატიებელი გამასხარავება ”გრაფიკში”, როცა არ გამოსდიოდათ, ლამისაა და დავალიანება დაუგროვდა ზეციერს (2) არ მწამს რომ ის, რაც იერუსალიმში და ტაძარში იმ დღეს ხდება (ზედახორა, ველურობა, მასობრივი ფსიქოზი, ცხოველური ინსტინქტების ზეიმი), რამენაირად ახლოს იყოს საეკლესიო მისტერიასთან და მადლთან და უფალი ამას პასუხობდეს. ანუ მეც რწმენას ვეყრდნობი.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს (ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი) სიცრუე - ’წმინდა ცეცხლის გარდმოვლენა’ უარვყავი და არ მივიღე, ერთადერთი ადამიანი მეგონა ჩემი თავი, ვინც ასე ფიქრობდა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ათეისტი და არამორწმუნე ჩემთვის შორეული და ბუჩქებში ჩასაფრებული ჯოჯო იყო

მხოლოდ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ სკეფსისს დიდი ტრადიცია აქვს და სწორედ რომ ჯანსაღი აზრია უშულოდ მართლმადიდებლებს შორის.
ეს ’უმცირესობის აზრი’ მართლმადიდებლებს შორის დიდი ხანია არსებობს, არ გაჩენილა ამ და წინა საუკუნეში და დღესაც არსებობს. მადლობა ღმერთს! თორემ ათეისტს ამაზე გაეღიმება და ჩაივლის, მისთვის ეს ცეცხლი ისეთივე კატეგორიის სიყალბეა, როგორც თავად რელიგია.
ზემოთ რაც შემოგთავაზეთ, ეს იყო მიქაელ კალოპულოსის ცდა-ექსპერიმენტი (უფრო სწორად, დემონსტრაცია), რომელმაც უბრალოდ დაამტკიცა, რასაც მანამდე ამბობდა, და რის გამოც ჭამდნენ, თუმცა ყველამ იცოდა: ის, რომ თეთრ ფოსფორში ამოვლებული სანთელი დაახლ. 20 წუთის შემდეგ და უფრო გვიანადაც (თუ შესაბამისი პროცედურები დაიცვა ადამიანმა) შეიძლება ”თავისით აინთოს”. არაფერი ახალი არ აღმოუჩენია, მაგრამ აღმოაჩენინა ხალხს ის, რომ ცოდნას, რაც დალექილი აქვთ, კრიტიკულად არ იყენებენ საჭირო მომენტში, ისევე როგორც მაგალითად ვიღაცა მაშინვე ვერ ’მოწვავს’, როგორ მოძრაობის ’ანტიგრავიტაციულად’ გამჭირვალე კუბის შიგნით მოქცეული ადამიანი და ა.შ. მაგრამ საკმარისია სამი ვერსია დაუსახელო, რომ ილუზია ქრება.
ამ დემონსტრაციაზე გაცილებით საყურადღებო და მნიშვნელოვანი გადმოცემები არსებობს, ვაპირებდი დადებას, მაგრამ მივხვდი, რომ ამას საათები და დღეებიც დასჭირდებოდა, ამიტომ მათი ნაწილი აქ არის და თავად გამოიტანეთ დასკვნა. ვიკიპედია ხშირად არ არის სანდო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წყაროები მითითებულია, ამჯერად სრულიად მისაღებია:
http://en.wikipedia.org/wiki/Holy_fire#Criticismიხილეთ ასევე მისი რუსული ვარიანტი და საერთო ჯამში, პორფირეს მასალები.
ვიმეორებ: ვიკიპედია გეტყვით, რომ უბრალოდ არსებობს განსხვავებული აზრი, ხოლო რა აზრია და როგორ მყარდება ის, ეს უკვე შესაბამის მისამართებზეა.
მე დაახლ. 30%-ს გავეცანი და პრინციპში დრო დავკარგე, მითხრა ის, რაც ისედაც ვიცოდი.
დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ხალხის დამოკიდებულება კრიტიკული იქნება და მიფარებულ ადგილას ’აღსრულებულ სასწაულს’ - ფანდს - შესაბამის პასუხს გასცემს, სასულიერო (და პოლიტიკური) ლიდერები შეწყვეტენ ამ უღირს პრაქტიკას. ჯერ-ჯერობით ძალიან ბევრი და ძალიან გავლენიანი ’მოთამაშეა’ ამის შინარჩუნებაში დაინტერესებული, დაწყებული ისრაელის ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოხელით, დამთავრებული პუტინით, რომელიც ამ ცეცხლს ხვდება ხოლმე დიდის ამბით რუსეთში ’ჩაბრძანებისას’ (ესეც დოკუმენტებში), ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ბოლოს მოითხოვენ ყველაფერი აღბეჭდილ-დამოწმებული იყოს, როგორც იბრაგიმ ფაშამ ’მიიმწყვდია’ ფოკუსნიკები და ათქმევინა... ჩვენ გვაპატიეთ, მაგრამ შეგვაქვს ცეცხლი, თუმცა ეს ჩვენში დარჩესო
This post has been edited by ლიშთოთა on 27 Apr 2008, 06:21