#26713610 · 31 Jul 2011, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
merkuriela
| QUOTE | | უფრო კონკრეტულად არ შეიძლება? |
მოგეხსენება არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, ანუ ენერგია სამყაროდან არსად არ მიდის და ყოველთვის ერთი ფორმიდან მეორეში ტრანსფორმირდება, იგივე ინფრომარციაზე, ინფორმაციის გადაცემაც ენერგიის გაცვლაა, შავი ხვრელი როგორც ცნობილია ყველაფერს ისრუტავს, ნებისმიერ მატერიას ენერგიას და თვით სინათლესაც კი, ადრე ითვლებოდა უფრო ზუსტად სტივენ ჰოკინგი ამბობდა რომ შავი ხვრელები არღვევენ ამ კანონს, რადგან ისინი ნებისმიერ რამეს ყლაპავენ და მისი კვალიც აღარ რჩებაო. ეს ნიშნავდა იმას რომ ლამის მთელი ფიზიკა იყო თავიდან გადასახედი, მაგრამ მერე ლეონარდ სასკინდმა შეიმუშავა ახალი მოდელი, რომელიც ახლა სწორად ითვლება, რომლის მიხედვით შავი ხვრელი რომ ყლაპავს მატერიას, მის მოვლენათა ჰორიზონტზე, ინფორმაცია ამ მატერიის შესახებ რადიაციის სახით რჩება ჩვენ სამყაროში. ანუ ენერგია და ინფორმაცია არსად არ ქრება,
This post has been edited by michael_ on 31 Jul 2011, 17:39
--------------------
ხანდახან როცა არავის სურს გეკამათოს, ნუ იჩქარებ იზეიმო გამარჯვება, დაფიქრდი იქნებ იმიტომ არ სურთ შენთან კამათი რომ *ლე ხარ.
"We are a way for the cosmos to know itself” Carl Sagan
michaelimages.wordpress.com
|