რამდენიმე ფოსტის გადაკითხვის შედეგად, მინდა ავღნიშნო შემდეგი:
იმედი იმისა, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდებოდა მითვისებული,
წართმეული თუ მოპარული (როგორც გენებოთ ის უწოდეთ, ყველაფერი ჯდება)
ტაძრების დაბრუნება იყო დიდი.
ვერ დადგა ხელსუფლება და სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე.
აქ სხვა რამეშია საქმე, ვიდრე მარტო "მიშას სასამართლო"
და ამის დიფერენცირება აუცილებლად უნდა მოხდეს.
აქ იკეთება ორი ფაქტორი:
1. საზოგადოება.
საზოგადოება, რომელიც არის რელიგიურად გაუნათლებელი და კათოლიკობა სექტანტობა ჰგონია.
თუმცა აქვე ავღნიშნავ, სულ ერთია კონფენსია .. ყოველს უნდა ეცეს პატივი.
ამ საზოგადოებისთვის კათოლიკური ეკლესიის მითვისება, "მითვისება" არაა ...
ეს არაა საკითხი, სადაც თანამოქალაქის დაცვის სურვილი შინაგანად და ავტომარტურად ჩნდება.
ესაა ლოგიკური თანხვედრილობა მართმადიდებლური ეკლესიის ინტერებსა და მისი მრევლის ინტერესს შორის.
სწორედ ამ საზოგადოების წევრნი არიან მოსამართლებიცა და ხელისუფლებაც.
მართლია ზოგი ლიბერალური თვალსაზრისით უდგება საკითხს და კანონის უზენაესობაზე მიგვითითებს,
მაგრამ მაშინ, როდესაც არაა შინაგანი მაზობა, შინაგანი მოწოდება და თანხვედრა კანონის უზენაესობასა
და ღირებულებით, მორალურ სიდიდეებს შორის, ბევრად უფრო რთულდება საქმე.
2. ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო რაფორმები და შეაჩერა.
რატომ შეაჩერა? იმიტომ რომ საზოგადოებამ მოსთხოვა მას ეს,
(იგივე საგადოებამ, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნე ლიგიკურ თანხვედრილობაში მოდის პრიორიტეტული ეკლესიის ინტერესებთან).
მე სწორედ ამაში ვადანაუშაულებ მიშას და მთელს მის გუნდს, რომ შეშინდნენ,
რომ არ დაიცვეს ის ღირებულებები ბოლომდე, რაზეს ფსონი ჰქონდათ დადებული.
რომ დაემსგავსნენ სწორედ იმ მასას, რომელსაც იმას აწვდიან, რაც ის მას სთხოვს.
პარტიარქთან სირბილებილისა და ხატზე დაფიცებების ჩათვლით.
თუმცა მეორე მხრივ ისმევა კითხვა, იყო კი ეს გამიჟვნა შესაძöებელი?
იყო კი საზოგადოება ამისთვის მზად, რომ დაეცვათ თითოეული თანამოქალაქის ინტერესი,
რომც შეწინააღმეგოდა ეს საპატრიარქოს ინტერესს?
არა!
გაჭ###ტილი კი ვინ დარჩა, რჩება და ვშიშობ დარჩება არის ეს ხალხი,
რომელიც ამ ვიდეოზე ვიხილეთ და რომელიც
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ წინაპართა მემკვიდრეობას იცავს,
ცდილობს მაინც დღემდე.
იმას უნგრევენ რაზეც თავად სჩივიან დღენიადაგ.
ჩემი დასკვნა კი ასეთია:
სანამ არ განათლდება მავანი არაფერი შეიცვლება.
კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის სხვაობის ცონდა კი არა და
ჯერ ის უნდა ასწავლონ მართლმადიდებელ მრევლს,
რომ "სულიწმინდა წმინდა გიორგის სახით არ შედის არავის სხეულში",
რომ "თუ სასურველი პრეზიდენტი არ ხარ და არ გადადექი ცოდვაა",
რომ "პარტიარქს თუმრე სიკვდილის ეშინია." არადა არ უნდა ეშინოდეს წესით, რამეთუ ის მიდის მასთან ვისაც მსახურობს და უყვარს,
და ას. შ. და ას. შ.
რამდენი ჩამოვთვალო?
ეს კი ვინ უნდა გააკეთოს?
ვინ უნდა შეიცნოს ეს პრობლემა და აღმოგხვრას ძალიან ლოგიკური პასუხი აქვს და ამაზე ნუ შემომედავებით.
This post has been edited by Ganeli on 27 May 2009, 21:44