#14118743 · 3 Jun 2009, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | საშიშროება არსებობს, რომ ეს ჯგუფი სასულიერო პირებისა, მრევლისა და მაღალიერარქებისა მოიპოვებს სერიოზულ გავლენას საქართველოს ეკლესიაში, რაც უპირობოდ გამოიწვევს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიკსრედიტაციას, ვინაიდან 21-ე საუკუნეში შეუძლებელია და დაუშვებელია ქრისტიანულ ეკლესიაში ფანატიზმი და შეუწყნარებლობა სუფევდეს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ხალხის ეკლესიისაგან დაშორებას, ვინაიდან ბევრი ადამიანი ვერ შეურიგდება იმ დამოკიდებულებას, აზროვნებას და მსოფლმხედველობას, რასაც ეს ჯგუფი ნერგავს და ასწავლის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, ეკლესიის სწავლებასთან და უფალთან. |
აბსოლუტურად გეთანხმებით... უფრო უარესი მოხდა რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში, ერთერთი კონფერენციის მსვლელობისას, ვითომ მართლმადიდებელმა მშობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ერთერთ გამომსვლელს, რომელიც იყო კათოლიკე და კითხულობდა თემას ლაიციზმზე... თემა თემად დარჩებოდა და ოპონენტებიც მოიძებნებოდნენ, რადგან ეს კონფერენცია ტარდებოდა ქრისტეანობის კვლევის ცენტრის ეგიდით უნივერსიტეტში, მაგრამ ამ უგვანებმა არათუ შეურაცხყოფა მიაყენეს კათოლიკე აღმსარებელს, არამედ დანარჩენ იქ დამსწრე ტიტულოვან მეცნიერებსაც, დაემუქრნენ მათ და ერთი სიტყვით, ჩაშალეს კონფერენცია...
ახლა მე გეკითხებით თქვენ... როცა ასეთი ტიპის თვითმარქვია მართლმადიდებლები, დანარჩენი მართლმადიდებლების სახელით ახორციელებენ ჩემის აზრით ,,ინკვიზიციას'' 21 საუკუნეში (რასაც ქართულ მართლმადიდებლობის ისტორიაში ადგილი არ ჰქონია), კონფერენციის მონაწილეებმა ჩააყენეს საქმის კურსში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დაცვის უფროსობა, მათ კი, იმის მაგივრად, განედევნათ აღნიშნული თვითმარქვია დესტრუქტურული მართლმადიდებლები, ხელი შეუწყვეს კონფერენციის ჩაშლას...
მაშ რა გამოდის? ვის აწყობს მათი ქმედებანი და მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია? არამც და არამც ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ქართულ სამოციქულო ეკლესიას, არამედ მათში დანერგილ, რომელიღაცა მართულ ძალას....
რომ ბასილ კობახიძის მსგავს სულიწმინდისმადლ გამწყრალ პიროვნებას გასაქანი მიეცეს....
მე მრცხვენია რომ ასეთი რამ ხდება ჩვენში...
--------------------
დააბოლეთ კოლა! (მე)
http://www.myvideo.ge/?video_id=566362
|