#15301820 · 1 Sep 2009, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული მცნება მართლ-მადიდებლობა არის თარგმანი ბერძნულის სიტყვის ორთოდოქსია. ორთო (ορθός) ნიშნავს მართალს, დოქსა (δόξα ) დიდებას.
იმ ეპოქაში, როდესაც საფუძველი ედებოდა ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბებას (III-V სს) ყველა ქრისტიანული დაჯგუფება საკუთარ თავს მართმადიდებელს უწოდებდა, რადგან ყველას ქონდა იმის პრეტენზია რომ სიმართლეს, ჭეშმარიტებას ქადაგებდა. საბოლოოდ დიდი თეოლოგიური ბრძოლების შედეგაგ გაიმარჯვა ქრისტიანეთა იმ ჯგუფმა, რომლებიც აღიარებდნენ ნიკეისა და ქალკედონიის კრებას.
ასევე სიტყვა კათოლიკე, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს (καθολικος) ნიშნავს მსოფლიო, ყოვლისმომცველს. ამ ორივე ტერმინმა დღესდღეობით მიიღო კონფესიების მნიშვნელობა. თუმცა კი კათოლიკური ეკლესია დღესაც თავის თავს უწოდებს მართლმადიდებულს, იდევე როგორც მართვლადიდებული ეკლესია საკუთარ ეკლესიას კათოლიკედ მოიხსენიბს.
გავიხსენოთ მრწამსი: მწამს ... ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
|