Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(25)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რელიგიური ფილმები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1713
წევრი No.: 76315
რეგისტრ.: 27-November 08
#13234651
· 4 Apr 2009, 17:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Armor @ 4 Apr 2009, 17:34 )
Lashab
QUOTE
ღმერთი რომელიც ამას უშვებს ის სიყვარული არაა
არის ... მაგრამ ამასთანავე სამართლიანია. მისმა სამართალმა დაუშვა ეს ...
QUOTE
მაშინ ყოვლისშემძლე არაა...
ჩვენთან შედარებით ყოვლისშემძლეა ...
დანარჩენი არ ვიცი, პირადად როცა ვნახავ მერე გავიგებ, თუ დამაინტერესაა ...
QUOTE
ზოგი მაგად ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგი ბევრ უსამართLობას ნახულობს, ეს უფრო სოციალური დარვინიზმია და "ყველაზე ძლიერი გადარჩება"-ს პრინციპი, ვიდრე მოყვარული ღმერთის შექმნილი სამყაროს პრინციპი...
დაირღვა "მოყვარული ღმერთის შექმნილი სამყაროს პრინციპი" და შედაგეად მივიღეთ: "ზოგი მაგად ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგი ბევრ უსამართლობას ნახულობს" ...
ღმერთი რა შუაშია? მე (შენ, ჩვენ) ავირჩიე(თ) ეგ გზა ...
მიდი და მოყვარული ღმერტის ფენომენი აფრიკელ ობოლ ბავშვებს უქადაგე საჭმლის ფული რომ არაა აქვთ
კაი ერთი, დაირღვა და არიქა ღმერთი ზემოდან უყურებს ხალხის ტანჯვას და არაფერს აკეთებს
მაგალითად სახლის ქურდი სანამ მოიპარავს ღმერტს დახმარებას შესთხოვს, და მერე რომ მოიპარავს ეტყვის: მადლობა ღმერთო რომ დამეხმარე, მართლაც არსებობო
--------------------
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bazi
Nihilistus
ჯგუფი: Members
bazi
Nihilistus
ჯგუფი: Members
წერილები: 2510
წევრი No.: 8727
რეგისტრ.: 14-February 05
#13234678
· 4 Apr 2009, 17:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Armor
და 2 წლის ბავშვი რომელსაც სისხლის გათეთრება აქვს და ბოლო ერთი წელი საავადმყოფოში აქვს გატარებული მაგან რა გზა აირჩია??? თუ მშობლების ცოდვებისთვის ისჯება??? თუ უბრალოდ ღმერთი სასუფეველს უმზადებს და აქ კენწეროში გატკბილდების პრინციპი მოქმედებს???
QUOTE
ღმერთი რა შუაშია? მე (შენ, ჩვენ) ავირჩიე(თ) ეგ გზა ...
რა ცინიკურად ჟღერს შენი სიტყვები
--------------------
ჰე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
წერილები: 2369
წევრი No.: 37858
რეგისტრ.: 7-July 07
#13244572
· 5 Apr 2009, 13:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხალხო რამდენს წერთ. ამას წაკითხვა არ უნდა?
ჯიბ, გადავხედე შენს ლინკებს და აი რა მინდა გითხრა:
1. ვერ დავიჩემებ, რომ თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, მაგრამ რაღაც არსად მომხვდა თვალში 40/30/30 პროცენტულობა. შეგიძლია ზუსტად მიმითითო წყარო? თანაც სარწმუნო და არა ვიკიპედია.
2. მართლაც 30% რომ ათეისტი იყოს და 30% აგნოსტი, რელიგიურები მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდით. იყო დრო, რომ აგნოსტები ათეისტებზე მეტად თუ არა ნაკლებად არ ილანძღებოდნენ მორწმუნეების მიერ. დღეს კი რატომღაც აგნოსტები უკვე თქვენიანებად მიგაჩნიათ.
3. ცალკეული ადამიანების რელიგიურობას არანაირი მნიშვნელობა აქვს. აინშტაინის მორწმუნეობის მითზე კი საერთოდ საუბარიც აღარ მინდა. ადრე დავწერე ეს უკვე ერთხელ, მართლმადიდებელიც რომ ყოფილიყო აინშტაინი, არაფერს გადაწყვეტდა. ერთი 7-8 წლის წინ ძალიან საინტერესო წიგნს ვკითხულობდი დიდ აფეთქებაზე, შავ ხვრელებზე და ა.შ. ჰოდა, იქ წავიკითხე ისტორია, როდესაც აინშტაინი საკმაოდ სერიოზულად შეცდა, შეცდომაზე რომ მიუთითეს გაცხარდა და იჩხუბა, მაგრამ ბოლოში აღიარება მოუწია. (სამწუხაროდ დეტალები აღარ მახსოვს) ჩემთვის ფეტიშები არ არსებობენ. აინშტაინი ჩემზე ბევრად ჭკვიანი იყო, მაგრამ ღმერთის არსებობა თუ წამდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცდებოდა და არა მე.
4. ამბობ, რომ ღმერთის არსებობა/არარსებობის დამტკიცება პრინციპულად შეუძლებელიაო. მე არ ვეთანხმები ამას. ღმერთის არარსებობას მართლაც ვერავინ ვერავის ვერასოდეს დაუმტკიცებს. არსებობა კი აუცილებლად დამტკიცდებ(ოდ)ა ოდესმე. მაგალითად ღმერთს შეუძლია დაგვენახოს და დამთავრდება ყველაფერი. გინდაც არ დაგვენახოს, სიკვდილის (ან ღმერთის არსებობის შემთხვევაში გარდაცვალების) შემთხვევაში ათეისტები და არასწორი რელიგიის მიმდევრები აუცილებლად გავიგებთ, რომ ვცდებოდით და სწორი ღმერთის მორწმუნეები კი ნიშნისმოგებით მოიფშვნიტავენ ხელებს. ანუ, დაუდგენლობა მხოლოდ ცალმხრივად მუშაობს. არარსებობა ვერასოდეს დამტკიცდება, არსებობა აუცილებლად დამტკიცდება ოდესმე და ყოველთვის არის შანსი, რომ ზუსტად ახლა, ამ წუთში დამტკიცდეს.
5. ავტორიტეტული მორწმუნე მეცნიერების პროტესტანტონას (დავუშვათ) ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ, მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებელს უფლება ეკარგება მათი არსებობა თავისი რწმენის სისწორის არგუმენტად გამოიყენოს. თუ ელიტარული მეცნიერების "დიდი პროცენტზე" იმიტომ ლაპარაკობ, რომ აგერ ეს ჭკვიანი ხალხიც ფიქრობს, რომ ღმერთი არსებობსო და თუ მიგაჩნია, რომ რადგან ისინი გენიოსები არიან, ამიტომ თავი უნდა დავხარო და ღმერთის არსებობა ვაღიარო, მაშინ შენც უნდა გწამდეს ზუსტად ის, რაც იმ გენიოსებს.
მათემატიკას რაც შეეხება, თავს
ყოფილ
მათემატიკოსად მივიჩნევ, დიდი ხანია ფინანსებში გადავედი. თუ პროფილში ასაკი სწორად გიწერია, მაშინ კი შეიძლება მიცნობდე, თუ ლექტორი იყავი
და ამ შემთხვევაში ძალიან გამიტყდება, შენობით რომ გელაპარაკები
ისე, გამოყენებითი მაქვს დამთავრებული. პატიოსნად გეტყვი, რომ გიოდელის თეორემა უნივერსიტეტში არ მისწავლია. დღეს ვკითხულობდი ვიკიზე და ძალიან მოვიხიბლე
("ბავშვობა" გამახსენდა, ჩემს დას რომ დავდევდი, ნახე რა ლამაზი თეორემაა მეთქი და გიჟი ხარ, თეორემის სილამაზე ვის გაუგიაო რომ მეუბნებოდა
) მერე მინდა კარგად გავარჩიო.
შენს არგუმენტს რაც შეეხება კი, მე მგონი მესმის რისი თქმაც გინდა. მესმის, რომ ღმერთის არსებობას რაღაცნაირად გრძნობ და გინდა, რომ ჩვენ ეს გავიგოთ. შეგიძლია დარწმუნებით მითხრა, მე რომ ვიგრძნო, რომ ეკლესია არის ანეგდოტების მოყოლისა და ხარხარისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, შენ ამაზე პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდება და ჩემს გრძნობებს ისეთივე გაგებით მოეპყრობი, როგორსაც შენ ჩემგან ითხოვ? შენ თავისუფალი ხარ გწამდეს ის, რაც გინდა. მე თავისუფალი ვარ შენი რწმენა სისულელედ მივიჩნიო. ასევე თავისუფალი ვარ ავღშფოთდე, როდესაც ვთვლი, რომ ჩემი გადასახადებიდან შესული ფულები ვიღაცის ილუზიებს ხმარდება და როდესაც ვხედავ, რომ ჩემს შვილს სკოლაში ლოცვებს ათქმევინებენ დღეში სამჯერ. შენ კი ასევე თავისუფალი ხარ, რომ ამით აღტაცებული და გახარებული იყო.
კი, მაქვს well-demonstrated reasonი რომ ლოგიკა ავტორიტეტად მივიღო. დაკვირვებული ვარ, რომ ყოველთვის, როდესაც ლოგიკას ვიყენებ, სწორ პასუხს ვიღებ. შესაბამისად ეს ჩემთვის უკვე well-demonstrated-ა. მაგალითად, ვთამაშობ ჩემს საყვარელ ნერვების დასაწყნარებელ თამაშს - მინებს. ყოველთვის როდესაც ლოგიკურად გამოვითვლი, რომ რომელიმე უჯრაში მინა არაა, მართალი აღმოვჩნდები. როდესაც გავიჭედები და ვიღაც მაბოლებს, რომ უჯრაში მინა არაა, თუ დავუჯერებ, ხანდახან ვფეთქდები. დაგაკმაყოფილა ახსნამ?
ჰო, ასევე ლოგიკის (უმარტივესის
) გამოყენებით, ზუსტად ამ წუთას შენი სახელი და გვარი გავიგე და ვიცი, რომ ჩემი ლექტორი არ იყავი. თუმცა ჩემს ასპირანტურის პროფესორს ალბათ იცნობდი იმიტომ, რომ ერთად გიმუშავიათ. ქურდულად რომ მოგწოლოდი, მეტყოდი?
ახლა შენ ამიხსენი, რატომ თვლი, რომ შენი გრძნობა უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ლოგიკა, ან ჩემი გრძნობა.
ჰო, დაბადების დღეს გილოცავ
This post has been edited by
Kaisa
on 5 Apr 2009, 14:12
--------------------
Whatever the f#$% it takes!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48238
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#13245452
· 5 Apr 2009, 14:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
აზრის სისაღე მე და შენ თუ სხვადასხვანაირად გვესმის ჯერ ეგ არ უნდა გავარკვიოთ?
ჰო მაშინ დავდგეთ და ყველა სიტყვა რომელიც ჩიხში შეგიყვანს შენებურად წარმოადგინე, აგერ ეს კომიქსი შეგეფერება:
http://freethoughtpedia.com/images/Ideology.gif
QUOTE
რა შუაშია აქ დაშვება, რა შუაშია?
არ შეგიძლია და იმ შუაში
QUOTE
ნეტა ყოველთვის ეგრე შვებოდე - როცა ვერაფერს დაწერ, არც არაფერს წერდე
ნამდვილად, ვანგას მეზობელს როგორ გინდა რამე დაუწერო იმაზე, რომ წინასწარ ჭვრეტს დაშვების უაზრობას
QUOTE
ესეიგი მაინც უნდა ამახსნევიოს ელემენტარული რამე რა.
შენ რასაც ეძახი ამოცანის დაშვებით ამოხსნას მაგას ქვია დამტკიცება საწინააღმდეგოს დაშვებით. გინდა დაამტკიცო A. ამისთვის დაუშვებ, რომ არა-A სრულდება, და ამ დაშვებიდან ცდილობ მიიღო წინააღმდეგობა. მსჯელობ ასე - რახან არა-Aს დაშვებას წინააღმდეგობამდე მივყავართ, ესე იგი არა-A მცდარი დაშვებაა და ესე იგი A ყოფილა ჭეშმარიტი (ნუ, ყოველ შემთხვევაში თუ ორმაგი უარყოფის კანონს გამოიყენებ, ზოგი მას არ ენდობა მაინცდამაინც). თუ წინააღმდეგობა ვერ მიიღე, ეგ ჯერ არ ნიშნავს რომ ან A ან არა-А დაგიმტკიცებია. ვერ იმუშავა მეთოდმა, თუ ვერ მიიღე წინააღმდეგობა.
შენ რა დაშვებასაც მთავაზობ, მანდედან არანაირ წინააღმდეგობას არ ვღებულობთ, ეგრევე ვღებულობთ შენ რასაც იძახი, იმას. და ვრჩებით ესე. იმიტომ რომ იმ დაშვების მართებულობაზე არაფერი ვიცით. წინააღმდეგობა რო მიგვეღო, დავასკვნიდით, რომ დაშვება მცდარია. რახან ვერ მივიღეთ, ეგ ჯერ არ ნიშნავს რო ჭეშმარიტია ან მცდარია. არაფერს არ ნიშნავს ჯერ.
ვა, კიდე რეების განჭვრეტა შეგიძლია წინასწარ?
არ ამოატრიალა მთელი არითმეტიკა ბიჯოს.
QUOTE
დამიჯერე, მშვენივრად მახსოვს რა გკითხე. მე გკითხე, შენ, როგორც ინდივიდუუმი, რაციონალური მსჯელობით როგორ მიხვალ იქამდე, რომ სოციუმისთვის მომგებიანის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადად შენთვის მომგებიანის გაკეთება. შენ რახან ამ კითხვას გაურბიხარ, ეგ არ ნიშნავს რო სხვა რამე გკითხე
უკვე მესამეჯერ გადააკეთე, როგორ მიხვალ და როგორც ახლა არაერთხელ ნახე რომ ასეა, ისე მივა და მიდის ყველა, გარდა ამისა სოც.სარგებელს აქვს ის რაც არ აქვს რელიგიას - მისი სარგებლის შემწომება შეიძლება, ამიტომ თუ მსჯელობით ვერ მიდიხარ - შეგიძლია გამოსცადო.
QUOTE
აი ნახე, მოვიპარე მილიარდი ისე რო ვერავინ ვერაფერი გაიგო, ვიყიდე კუნძული წყნარ ოკეანეში და ვცხოვრობ იქ ჩემთვის. შენ მოდიხარ და მეუბნები, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეები რო გეკეთებია, მოგვიანებით უფრო დიდ სარგებელს ნახავდიო. მე გეუბნები, მეტი მე არაფერი სარგებელი მინდა, რაც მინდოდა უკვე ვნახეო. ამის მერე შენ რას მეუბნები? (აწი სუ მასე უნდა გელაპარაკო )
დავიწყოთ იქიდან რომ მილიარდი საიდან მოიპარე? ხომ ვიღაცას წაართვი? ითაღლითე? მოკლედ საიდან იშოვე? რომელიღაც სოციუმიდან ხომ აიღე?
ჰოდა იმ სოციუმის წევრებმა შექმნეს პოლიცია, შსს და სპეცრაზმი, რომელიც მაშინვე დაგადგება თავს, როდესაც კუნძულის სახელმწიფოს ვერ წარუდგენ ფულის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ჩაგიყვანს იმ ხალხის წინაშე და გაგებინებს პასუხს, სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობით.
აი მერე მოვალ მე და გეტყვი არ ჯობდა არ "გეჩალიჩა" მეთქი? მიხვდი ახლა?
მასე ჯობია ნმადვილად მელაპარაკო, იმიტომ რომ ისე აბდაუბდას წერ და თვითონვე ეხვევი.
QUOTE
ოო, მეც მანდა ვარ. ადამიანს თუ პირადი სარგებელი ურჩევნია საზოგადოების კეთილდღეობას და ათეისტია, ვერანაირი რაციონალური მსჯელობით ვერ დაუმტკიცებ, რო პირადს საზოგადოებრივი უნდა ერჩივნოს. თუ მორწმუნეა, ესე იგი სწამს, რომ ღვთის ნება მის პირად სარგებელზე განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება მაინც პირადს მისდევს, მაგრამ იცის რომ საკუთარი რწმენის წინააღმდეგ მიდის.
ჰოდა მეც ეგ არ გითხარი? მოწმუნე სიკეთეს სჩადის მარტო და მარტო იმიტომ რომ ღმერთის და ჯოჯოხეთის ეშინია ან როგორც შენ ამბობ "ღმერთია სიკეთე" და ა..შ. , როცა ათეისტი ამას აკეთებს გუნდში ყველას სასარგებლოდ.
QUOTE
ებიჯო მე შენს არსებობაზე კი არ გკითხე მანდ, კაცობრიობის არსებობაზე გკითხე. რად გინდა მთელი კაცობრიობა ცხოვრებისგან გამოწვეული სიამოვნების მისაღებად? დაიტოვე მარტო ისინი, ვინც ამისთვის გჭირდება, გაჟუჟე დანარჩენები და იღე სიამოვნება სიკვდილამდე.
როგორ არ მინდა? დანარჩენი კაცობრიობა იგონებს ისეთ რამეებს რაც სიამოვნებას მანიჭებს, ყველას თავისი პროფესია აქვს და ყველას თავისი წვლილი შეაქვს საერთო დოვლათის შექმნაში. ასე რომ ვერავინ ვერავის ვერ გაჟუჟავს, ყველას ყველა სჭირდება.
QUOTE
ვახ სწორედ იმას გეკითხები, თუ არაა ჩემთვის ნაკლები, მაშინ მეთქი?
რამდენჯერ უნდა გითხრა - არ არსებობს სიტუაცია სადაც შენი პირადი ინტერესი აღმატებეულია იმ სარგებელზე, რომელსაც მიიღებ სოციუმში მონაწილეობისგან, თუ თვლი რომ არსებობს - დაასახელე რეალური მაგალითი (სუპერმენი და ბავშვობა არა)
QUOTE
კი, კი, დამოკიდებულია. ჰოდა ის ვარიანტი მაინტერესებს, როცა ამ ყველაფრის წყალობით პირადი სარგებელი ჩემთვის ნაკლები კი არა მეტია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეხლა რაციონალურად დამისაბუთე რო პირიქითაა.
მეტი აღარ შემიძლია რა, ათასნაირად აგიხსენი და ვერ გაგაგებინე, თუ მასე თვლი ჩაატარე მარტივი ექსპერიმენტი და რას მიიღებ ეგეც ვნახოთ.
QUOTE
არა რა მაინც მაგარი უნამუსო ხარ
Jack the Ripperმა არ გაისწორა თავისი? დაიჭირა ვინმემ?
ო ჯეი სიმფსონი წიგნებს წერს სადაც ყვება თავისი ცოლი და საყვარელი როგორ მოკლა და მაგით ირჩენს თავს.
ლუგავოი დუმის წევრია, გამოდის და გვმოძღვრავს ეკრანიდან.
ლევან პირველი კონფერენციებს აწყობს, საქართველო როგორ გადავარჩინოთო.
აესენიც გადაიკითხე
http://en.wikipedia.org/wiki/Cold_case
უნდა მჭირდებოდეს ეხლა ეგეთების მტკიცება?
და რა მერე? Jack the Ripper იყო სერიული მკვლელი, რომელიც კაცმა არ იცის, ერთი იყო თუ უამრავი, აიყვანეს უამრავი ეჭვმიტანილი და არავინ იცის მათ შორის იყო თუ არა, ეს ყველაფერი მალე კულტურაში გადაიზარდა და კაცმა არ იცის რა სიმართლეა და რა ტყუილი - გაისწორა არა გამოისწორა, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ვერ გაიგებს სოც.სარგებლის მნიშვნელობას და ეცდება სათავისოთ გამოიყენოს - მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე იქნება - თან სოციუმი მუდმივად ვითარდება, რომ რაც შეიძლება უკეთ გამოიჭიროს ასეთი ადამიანები, დახვეწოს კანონები, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამონაკლისი დაიშვას. ასე რომ არ იყოს და ყველაფერი მართლა "ზეცის ზნეობაზე" იყოს, მაშინ კანონები არ იქნებოდა, პოლიცია არ იქნებოდა, მარტო მღვდლები და ბერები
QUOTE
ჰო რა გენაღვლება, დანარჩენებს ნივიჟუს გაუკეთებ, ჩემს არგუმენტაციას დაიკიდებ და ქე შეგრჩება ხახვივით
შენი არგუმენტაცია რაღაც არ მახსენდება, შეიძლება იმიტომ რომ არც არასდროს მოგიყვანია. მარტო რაღაცეებს ჭვრეტ
QUOTE
დაუკინსს მიწერე ამ საოცარი აღმოჩენის შესახებ? ბოროტების ფუძე რწმენა კი არა, მშიშრობა ყოფილა თქო, ის იწვევს რწმენას და მხოლოდ მერე იწვევს რწმენა ბოროტებას თურმე თქო. მაგრა გაუხარდება, შეიძლება ახალი ფილმიც გადაიღოს.
ეგრეა, ყველას სხვადასხვა წყარო აქვს - შენ რაღაც სხვა, რომელსაც ვერ ასახელებ, უმრავლესობა ქართველებს - მშობლები აბოლებენ, სხვები - წიგნიდან ბოლდებიან, ზოგს თვითმფრინავის ეშინია, საბოლოო ჯამში ყველა იღებს რწმენას მტკიცებულების და საფუძვლის გარეშე და აი აქ იწყება ბოროტება.
QUOTE
არა ჯიგარო, შენ თქვი, "რელიგიურ რწმენაზეა საუბარი, სადაც თითოეული ორგანიზებული რელიგია ამტკიცებს..."
ჰოდა შენ მკითხე - სად მანდო? მე გიპასუხე - დედამიწაზე მეთქი - რა არ მოგეწონა?
QUOTE
მრწამსი არაფერს არ ამტკიცებს. მრწამსი ამბობს, რა გწამს. ცალკეულ კონფესიებში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია რწმენის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ეს რწმენის ავკარგიანობაზე არ ამბობს იმაზე მეტს, ვიდრე ლენინის ან მაოს მიერ ათეიზმის გამოყენება საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.
მრწამსი რა გწამს კი არა - როგორ გწამს არის და ყველა ირწმუნება რომ თავად არის ჭეშმარიტება.
QUOTE
რამე თუ გინდა, ეგ ჯერ არ ნიშნავს, რომ კარგ რამედ მიგაჩნია.
აბა მაშინ რატომ გინდა?
QUOTE
და თუ არსებობს მაგრამ შენზე გავლენას ვერ ახდენს? სხვაზე ახდენს, შენზე კი ვერ ახდენს. აი მაგარი ხარ და ვერ ახდენს.
მაშინ სოციუმში არ ყოფილხარ.
QUOTE
მორწმუნეებს ჯერათ რომ არსებობს აბსოლჲუტური ზნეობა, მათი რაციონალური შეხედულებებისგან დამოუკიდებელი და მათთვის მიუწვდომელი. ეგ არ ნიშნავს რომ ისინი ჩემობენ, ეს ზნეობა ზუსტად ვიცით რა არისო. პირიქით, თვლიან, რომ არ იციან. მაგრამ ჯერათ, რომ ღმერთი მომადლებს ამის ცოდნას ყოველივეს, ვინც მისგან ამას ითხოვს. და რწმენის არასრულყოფილობის გამო უმრავლესობა ამ ცოდნას ან არ ითხოვს, ან სხვა რამეში ურევს და ამახინჯებს.
მე გეკითხები - რატომ არ არის ყველა ქვეყანაში ერთიდაიგივე ზნეობის სტანდარტი, თუკი მისი წყარო ერთია?
QUOTE
აგეგმილებ რაღაც პრიმიტიულ სიტუაციებზე და გამოგდის სისულელე. ეს "მონა" და "ან ისე მოიქცევი როგორც გინდა" არასწორია, ყველა ვარიანტში ისე მოიქცევი, როგორც გინდა. რამდენიმე გზა გაქვს და ერთ-ერთს ირჩევ შენით იმას, რაც გინდა. როგორ გგონია, მორწმუნეები არ ცოდავენ? ზოგს ზუსტად ეგრე გონია შენ რა პრიმიტიულადაც ხატავ და მაინც იმ მეორეს ირჩევენ.
მოკლედ პასუხი არ გაქვს, არც მაშინ გქონდა. (ისე რა საოცარია, რომ შენი მაგალითები კუნძულის შესახებ არაპრიმიტიულია )
არა რა, ეს მორწმუნესთვის დამახასიათებელი ამპარტავნება მაინც გაქვს, ხან ჭვრეტაში ვლინდება ხან მაგალითების არა-პრიმიტიულობაში
QUOTE
ღმერთი მორწმუნესთვის ნიშნავს აბსოლჲუტურ და ამოუცნობ სიკეთეს, სიბრძნეს, სილამაზეს, სინათლეს, სიყვარულს. სანტა კლაუსი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. მიგახვედრე ცოტა?
და რა - ჩემთვის თუ სანტა-კლაუსი ნიშნავს სინათლეს და სხვა ბლა-ბლა-ბლას ამიტომ არსებობს?
მე გეკითხები არსებობა - არ არსებობას, შენ კიდევ მიხსნი რას ნიშნავს გამოგონილი პერსონაჟები
ეგ იცი რას ნიშნავს? იმას რომ უბრალოდ მაგრად გინდა არსებობდეს, კალქია და ამიტომ არსებობსო, აი პატარა ბავშვი რო ფეხების ბაკუნს იწყებს მაგ სიტუაციაში ხარ.
QUOTE
და რწმენა აქ რა შუაშია? ათეისტს არ შეიძლება ეგონოს რო სწორედ ის არის ჭეშმარიტი რასაც თვითონ ფიქრობს და თავისი აზრებით წყვეტდეს რა არის სიკეთე და რა ბოროტება? მოგიყვანო ასეთი ათეისტების მაგალითები? კონა ხუთ თეთრად?
რა შუაშია და ათეისტებს არ აქვთ ფილიალები, ძალაუფლება, სიმდიდრე, ლობი, მიწები, უამრავი ადამიანის კონტროლის საშუალება და ა.შ და ა.შ.
QUOTE
და ეს რამეს ამტკიცებს რწმენაზე? მხოლოდ საფრანგეთის რევოლჲუციაზე, ლენინზე, მაოზე და წითელ ბრიგადებზე ლაპარაკი რამეს ამტკიცებს ათეიზმის აუცილებელ ბოროტებაზე?
QUOTE
არ შეუფერხებია არა სტალინს აზროვნება და მეცნიერება? ან მაოს მიერ გაჟუჟულთა სისხლი ყველა ათეისტზეა?
მაო და სტალინი არ ყოფილან ათეისტები, მაგ დროს რელიგიად გარდაქმნილი იდეოლოგია იყო და სხვათაშორის საბჭოთა-კავშირი უსწრაფესად ვითარდებოდა - ტენქიკური პროგრესით აშშ-საც არ ჩამორჩებოდა და ბევრ რამეში უსწრებდა. ასე რომ მაგ დროს გაჟუჟული ხალხი ისევ რელიგიის კისერზეა.
QUOTE
ღმერთის ნების გაგება სხვაა და მისი მცნებები სხვაა. მე ხო არ გთხოვ ამიხსენი მეთქი ერთ პოსტში სიმების თეორია ან ვაბშემც სამყაროს მოწყობა, და არც იმას გეუბნები რო ესენი ერთი და იგივეა. ბიბლიაზე თუ გინდა ცალკე თემა გავხსნათ და სათითაოდ გავარჩიოთ რეები წერია.
მე ახსნას არ გთხოვ, მე იმას გეუბნები რასაც ასწავლის ძველი აღქმა. სიმების თეორია და არცერთი სამეცნიერო თეორია მსგავს არაფერს ასწავლის
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13248169
· 5 Apr 2009, 18:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kaisa @ 5 Apr 2009, 13:34 )
ხალხო რამდენს წერთ. ამას წაკითხვა არ უნდა?
შენი თემაა, ვალდებული ხარ ყველა პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხო
QUOTE
1. ვერ დავიჩემებ, რომ თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, მაგრამ რაღაც არსად მომხვდა თვალში 40/30/30 პროცენტულობა. შეგიძლია ზუსტად მიმითითო წყარო? თანაც სარწმუნო და არა ვიკიპედია.
ჩემთვის ვიკიპედია სავსებით სანდო ავტორიტეტია, და მანდაც ცხადია მითითებულია წყაროები:
http://www.sciencemag.org/cgi/content/summary/277/5328/890
QUOTE
Science 15 August 1997:
Vol. 277. no. 5328, pp. 890 - 893
DOI: 10.1126/science.277.5328.890
SCIENTIFIC COMMUNITY:
Science and God: A Warming Trend?
Gregg Easterbrook
Can rational inquiry and spiritual conviction be reconciled? Although some scientists contend that the two cannot coexist, others believe they have linked destinies.
http://www.nature.com/nature/journal/v386/...df/386435a0.pdf
QUOTE
Nature 386, 435-436 (3 April 1997) | doi:10.1038/386435a0
Scientists are still keeping the faith
Edward J. Larson & Larry Witham
Department of History, University of Georgia, Athens, Georgia 30602, USA, and at the Discovery Institute, 1201 Third Avenue, Seattle, Washington 98101, USA (e-mail: edlarson@uga.cc.uga.edu).
3816 Lansdale Court, Burtonsville, Maryland 20866, USA.
Abstract
Although the suggestion eighty years ago that four in ten scientists did not believe in God or an afterlife was astounding to contemporaries, the fact that so many scientists believe in God today is equally surprising.
ესენი სამწუხაროდ ფასიანია, მე ვერ შევდივარ. თუ Science magazineზე და Natureზე მიგიწვდება ხელი, კი ნახავ, ისე ვერა.
უფასო (და უფრო ახალი) ესაა:
http://religion.ssrc.org/reforum/Ecklund.pdf
QUOTE
Religion and Spirituality among University Scientists
By Elaine Howard Ecklund
University at Buffalo, State University of New York
QUOTE
2. მართლაც 30% რომ ათეისტი იყოს და 30% აგნოსტი, რელიგიურები მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდით. იყო დრო, რომ აგნოსტები ათეისტებზე მეტად თუ არა ნაკლებად არ ილანძღებოდნენ მორწმუნეების მიერ. დღეს კი რატომღაც აგნოსტები უკვე თქვენიანებად მიგაჩნიათ.
აგნოსტიციზმი ცხადია რწმენისადმი რაიმე დადებით დამოკიდებულებას არ გულისხმობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცნიერისთვის პატიოსანი პოზიციაა იმისგან განსხვავებით რასაც დაუკინსი აწვება. მე არც დამისახავს მიზნად იმაზე კამათი, მეცნიერები მორწმუნეები უნდა იყვნენ თუ არა. მე ვეკამათები დაუკინსის თეზისს, რომ რწმენა ცალსახად შეცდომაა, რომელიც თანაც ცალსახად ბოროტებას იწვევს.
QUOTE
3. ცალკეული ადამიანების რელიგიურობას არანაირი მნიშვნელობა აქვს.
ისევე როგორც ცალკეული ადამიანების ათეისტობას. ელიტაზე კიდევ შენ დაიწყე ლაპარაკი, ჰოდა მეცნიერული ელიტიდანაც მოგიყვანე მაგალითები.
QUOTE
აინშტაინის მორწმუნეობის მითზე კი საერთოდ საუბარიც აღარ მინდა.
მისი მორწმუნეობა არც მე მიხსენებია. მაგრამ მე მგონი არც ათეისტი იყო და არც აგნოსტიკოსი. არ მეთანხმები?
QUOTE
ადრე დავწერე ეს უკვე ერთხელ, მართლმადიდებელიც რომ ყოფილიყო აინშტაინი, არაფერს გადაწყვეტდა.
და შენ რო ელიტა ახსენე, ეგ რამეს წყვეტდა?
QUOTE
ერთი 7-8 წლის წინ ძალიან საინტერესო წიგნს ვკითხულობდი დიდ აფეთქებაზე, შავ ხვრელებზე და ა.შ. ჰოდა, იქ წავიკითხე ისტორია, როდესაც აინშტაინი საკმაოდ სერიოზულად შეცდა, შეცდომაზე რომ მიუთითეს გაცხარდა და იჩხუბა, მაგრამ ბოლოში აღიარება მოუწია. (სამწუხაროდ დეტალები აღარ მახსოვს) ჩემთვის ფეტიშები არ არსებობენ. აინშტაინი ჩემზე ბევრად ჭკვიანი იყო, მაგრამ ღმერთის არსებობა თუ წამდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცდებოდა და არა მე.
ელიტა, ელიტა
QUOTE
4. ამბობ, რომ ღმერთის არსებობა/არარსებობის დამტკიცება პრინციპულად შეუძლებელიაო. მე არ ვეთანხმები ამას. ღმერთის არარსებობას მართლაც ვერავინ ვერავის ვერასოდეს დაუმტკიცებს. არსებობა კი აუცილებლად დამტკიცდებ(ოდ)ა ოდესმე. მაგალითად ღმერთს შეუძლია დაგვენახოს და დამთავრდება ყველაფერი.
აი მათემატიკოსისგან ასეთ მსჯელობას არ მოველოდი რა. რახან შეუძლია დაგვენახოს აქედან რატო გამომდინარეობს რო აუცილებლად დაგვენახება? ვისთვისაც დანახებას საჭიროდ ჩათვლის, იმას დაენახება, ვისთვისაც არა და არა. სავლეს დაენახა მაგალითად, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ქრისტიანების მდევნელიდან ქრისტიანობის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. შენ რამენაირად შეგიძლია დაადგინო რო მაინც და მაინც შენ უნდა დაგენახოს?
QUOTE
გინდაც არ დაგვენახოს, სიკვდილის (ან ღმერთის არსებობის შემთხვევაში გარდაცვალების) შემთხვევაში ათეისტები და არასწორი რელიგიის მიმდევრები აუცილებლად გავიგებთ, რომ ვცდებოდით და სწორი ღმერთის მორწმუნეები კი ნიშნისმოგებით მოიფშვნიტავენ ხელებს. ანუ, დაუდგენლობა მხოლოდ ცალმხრივად მუშაობს.
ეგ რის სასარგებლოდაა არგუმენტი ვერ გავიგე. და ხელების ფშვნეტაც კიდევ ვის რატო უნდა მოუნდეს საიქიოში არც ეგ ვიცით არავინ.
QUOTE
არარსებობა ვერასოდეს დამტკიცდება, არსებობა აუცილებლად დამტკიცდება ოდესმე და ყოველთვის არის შანსი, რომ ზუსტად ახლა, ამ წუთში დამტკიცდეს.
არა ცდები, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ადამიანებს თუ შეუძლიათ ერთმანეთს ეგ დაუმტკიცონო, თორემ ღმერთი თვითონ თუ მოინდომებს ცხადია დამტკიცებაც არ დაჭირდება, უბრალოდ ისე იზამს, რო ირწმუნებ. მაგრამ როგორც ხედავ, ეგრე არ უნდა, მაშინ აზრი ეკარგება რწმენას – რწმენის არჩევანი ყოველთვის თავისუფალი ნებით ხდება.
QUOTE
5. ავტორიტეტული მორწმუნე მეცნიერების პროტესტანტონას (დავუშვათ) ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ, მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებელს უფლება ეკარგება მათი არსებობა თავისი რწმენის სისწორის არგუმენტად გამოიყენოს. თუ ელიტარული მეცნიერების "დიდი პროცენტზე" იმიტომ ლაპარაკობ, რომ აგერ ეს ჭკვიანი ხალხიც ფიქრობს, რომ ღმერთი არსებობსო და თუ მიგაჩნია, რომ რადგან ისინი გენიოსები არიან, ამიტომ თავი უნდა დავხარო და ღმერთის არსებობა ვაღიარო, მაშინ შენც უნდა გწამდეს ზუსტად ის, რაც იმ გენიოსებს.
არა, იგივე შეცდომას უშვებ რაც ვოლჶსპელი, ჩვენ ვლაპარაკობთ რწმენაზე როგორც ასეთზე. რწმენიდან ყველას თავისი დასკვნები გამოაქვს და არც ერთი მათგანი არაა შეუცდომელი, ეგ ცალკე საკითხია, მე კი სხვა რამეს ვეკამათები, დაუკინსი რო ამბობს, ყველა ეს დასკვნები თავიდან ბოლომდე მცდარია და ბოროტების მომტანიო, იმას.
QUOTE
მათემატიკას რაც შეეხება, თავს
ყოფილ
მათემატიკოსად მივიჩნევ, დიდი ხანია ფინანსებში გადავედი. თუ პროფილში ასაკი სწორად გიწერია, მაშინ კი შეიძლება მიცნობდე, თუ ლექტორი იყავი და ამ შემთხვევაში ძალიან გამიტყდება, შენობით რომ გელაპარაკები ისე, გამოყენებითი მაქვს დამთავრებული.
ოჰ ეს რა საფიქრალია, ჯერ ერთი ლექტორი არ ვყოფილვარ, რამდენიმე სემინარი მიმყავდა, თანაც არა გამოყენებითზე, და რომც ვყოფილიყავი, ვითომ შენობით რო მელაპარაკო რატოა ცუდი? ფორუმზე ბპგსაც და ზუზუმბოსაც ყველა შენობით ელაპარაკება.
QUOTE
პატიოსნად გეტყვი, რომ გიოდელის თეორემა უნივერსიტეტში არ მისწავლია. დღეს ვკითხულობდი ვიკიზე და ძალიან მოვიხიბლე ("ბავშვობა" გამახსენდა, ჩემს დას რომ დავდევდი, ნახე რა ლამაზი თეორემაა მეთქი და გიჟი ხარ, თეორემის სილამაზე ვის გაუგიაო რომ მეუბნებოდა
) მერე მინდა კარგად გავარჩიო.
ჰო, გჲოდელის თეორემა მეც ძალიან ლამაზი მგონია. აქ არის თემა მეცნიერებასა და განათლებაში მაგაზე, წეღან ვოლჶს დავუდე
გოდელის თეორემა
, შეგიძლია მაგასაც გადახედო.
QUOTE
შენს არგუმენტს რაც შეეხება კი, მე მგონი მესმის რისი თქმაც გინდა. მესმის, რომ ღმერთის არსებობას რაღაცნაირად გრძნობ და გინდა, რომ ჩვენ ეს გავიგოთ.
არა, ამ თემაში ამაზე არც მიფიქრია, აქ მე მხოლოდ ის მინდა დაგანახოთ, რომ დაუკინსი ჟულიკობს. და ამისთვის რწმენას კი არა, ელემენტარულ ლოგიკას ვეყრდნობი.
QUOTE
შეგიძლია დარწმუნებით მითხრა, მე რომ ვიგრძნო, რომ ეკლესია არის ანეგდოტების მოყოლისა და ხარხარისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, შენ ამაზე პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდება და ჩემს გრძნობებს ისეთივე გაგებით მოეპყრობი, როგორსაც შენ ჩემგან ითხოვ? შენ თავისუფალი ხარ გწამდეს ის, რაც გინდა. მე თავისუფალი ვარ შენი რწმენა სისულელედ მივიჩნიო. ასევე თავისუფალი ვარ ავღშფოთდე, როდესაც ვთვლი, რომ ჩემი გადასახადებიდან შესული ფულები ვიღაცის ილუზიებს ხმარდება და როდესაც ვხედავ, რომ ჩემს შვილს სკოლაში ლოცვებს ათქმევინებენ დღეში სამჯერ. შენ კი ასევე თავისუფალი ხარ, რომ ამით აღტაცებული და გახარებული იყო.
მაგაზე ამ თემაში არ ვდავობ, მე აქ მხოლოდ იმას ვამბობ, არაა მეთქი სწორი იძახო, რწმენას ცალსახად ბოროტებისკენ მივყავართო, და ამის არგუმენტების მაგიერ ათასი ექსტრემისტი და აფერისტის აზრები მოგყავდეს. ვერ ამტკიცებს ცალკეული მორწმუნეების რწმენიდან გამოყვანილი ესა თუ ის დასკვნები, რომ რწმენიდან მხოლოდ მცდარი და ბოროტი დასკვნების გამოყვანა შეიძლება.
QUOTE
კი, მაქვს well-demonstrated reasonი რომ ლოგიკა ავტორიტეტად მივიღო. დაკვირვებული ვარ, რომ ყოველთვის, როდესაც ლოგიკას ვიყენებ, სწორ პასუხს ვიღებ. შესაბამისად ეს ჩემთვის უკვე well-demonstrated-ა. მაგალითად, ვთამაშობ ჩემს საყვარელ ნერვების დასაწყნარებელ თამაშს - მინებს. ყოველთვის როდესაც ლოგიკურად გამოვითვლი, რომ რომელიმე უჯრაში მინა არაა, მართალი აღმოვჩნდები. როდესაც გავიჭედები და ვიღაც მაბოლებს, რომ უჯრაში მინა არაა, თუ დავუჯერებ, ხანდახან ვფეთქდები. დაგაკმაყოფილა ახსნამ?
არა რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ურევ ორ სხვადასხვა ადგილს ჩვენს კამათში. მე well-demonstrated reasonზე ვსაუბრობდი მაშინ, როცა ვაკრიტიკებდი დაუკინსს, რომელიც იძახის, რწმენას რახან well-demonstrated reason არ გააჩნია, ის მცდარიაო. რაც სისულელეა. სულ სხვა ადგილას კიდევ ვიძახოდი, რომ ლოგიკური მსჯელობის წესების მართებულობის ლოგიკური მსჯელობითვე დასაბუთებაა შეუძლებელი. როგორც მათემატიკოსს იმედია გესმის რო შენ რასაც ამბობ ეგ ლოგიკური მსჯელობის წესების ლოგიკური მსჯელობით დასაბუთება არ არის.
QUOTE
ჰო, ასევე ლოგიკის (უმარტივესის
) გამოყენებით, ზუსტად ამ წუთას შენი სახელი და გვარი გავიგე და ვიცი, რომ ჩემი ლექტორი არ იყავი. თუმცა ჩემს ასპირანტურის პროფესორს ალბათ იცნობდი იმიტომ, რომ ერთად გიმუშავიათ. ქურდულად რომ მოგწოლოდი, მეტყოდი?
ვერც ეგაა ლოგიკური მსჯელობით დასაბუთება. და თანაც ქურდულად მოწოლა მით უმეტეს ლოგიკისგან შორსაა. ან როგორც გინდა მომაწვე
საიდან უნდა გამოვიცნო ვიზე ლაპარაკობ? ისე მართლა დამაინტერესა ვინაა.
QUOTE
ახლა შენ ამიხსენი, რატომ თვლი, რომ შენი გრძნობა უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ლოგიკა, ან ჩემი გრძნობა.
ეგეთს არაფერს არ ვთვლი დამერწმუნე. ერთადერთი რაც მე აქ მაწუხებს არის ის რო ვიღაც მეუბნება, რახან გწამს, ესე იგი გეშლება და თანაც ბოროტი ხარო.
QUOTE
ჰო, დაბადების დღეს გილოცავ
ვა დიდი მადლობა! მარა ეჰ, რაღა მოლოცვა, სამსახურში ვზივარ და ვმუშაობ
ვსაჩკაობ უფრო სწორად რომ ვთქვათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
წერილები: 2369
წევრი No.: 37858
რეგისტრ.: 7-July 07
#13252087
· 5 Apr 2009, 23:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
შენი თემაა, ვალდებული ხარ ყველა პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხო
ყველა პოსტი რომ წავიკითხო ის ოთხი-ხუთი საათიც აღარ მეძინება დღეში, ახლა რომ მძინავს
QUOTE
...წყაროები:
გადავხედე ლინკებს და 40/30/30 მაინც ვერსად ვნახე. მორწმუნე მეცნიერები რომ არსებობენ ისედაც ვიცი, მაგაზე ლინკები არ მჭირდება, ლაპარაკი სტატისტიკაზე იყო.
QUOTE
აგნოსტიციზმი ცხადია რწმენისადმი რაიმე დადებით დამოკიდებულებას არ გულისხმობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცნიერისთვის პატიოსანი პოზიციაა იმისგან განსხვავებით რასაც დაუკინსი აწვება. მე არც დამისახავს მიზნად იმაზე კამათი, მეცნიერები მორწმუნეები უნდა იყვნენ თუ არა. მე ვეკამათები დაუკინსის თეზისს, რომ რწმენა ცალსახად შეცდომაა, რომელიც თანაც ცალსახად ბოროტებას იწვევს.
დაუკინსის თეზისზე მე პასუხს ვერ ვაგებ. მე პირადად რწმენაზე პრობლემა არა მაქვს. ვუშვებ, რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს, თუმცა to me it is possible but not probable. ვირივით გაჯიუტებული ათეისტი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთის არსებობის არანაირი პროცენტი არსებობს, პირადად მე არ შემხვედრია. სხვისთვის შეიძლება ალბათობა მეტად ჩანდეს და პატივს ვცემ მათ გრძნობებს, როგორც თავისუფალი ადამიანებისას. თუმცა, ასევე როგორც თავისუფალი ადამიანი, ჩემს გრძნობებსაც გამოვხატავ და ვკამათობ. აი რელიგიაზე კი დიდი პრობლემა მაქვს ყველანაირად და დიახაც ვთვლი, რომ რელიგიურობა ათეიზმზე უფრო ამორალურია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამორალური ათეისტი და მორალური მორწმუნე არ არსებობს.
QUOTE
ისევე როგორც ცალკეული ადამიანების ათეისტობას. ელიტაზე კიდევ შენ დაიწყე ლაპარაკი, ჰოდა მეცნიერული ელიტიდანაც მოგიყვანე მაგალითები.
ცალკეული ადამიანების არც ათეისტობას აქვს მნიშვნელობა და არც მორწმუნეობას. ლაპარაკი იყო სტატისტიკაზე. არა მგონია ვერ ხვდებოდე რას ვამბობ.
და სტატისტიკაზე ლაპარაკი იმის შემდეგ დავიწყე, რაც შენ დაუკინსის აზრს, რომელსაც სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბევრი ჭკვიანი ადამიანი ეთანხმება, სისულელე დაუძახე.
QUOTE
მისი მორწმუნეობა არც მე მიხსენებია. მაგრამ მე მგონი არც ათეისტი იყო და არც აგნოსტიკოსი. არ მეთანხმები?
აინშტაინი ვინ იყო, მე მგონი არავინ იცის წესიერად. მე უბრალოდ ნერვები მეშლება როდესაც აინშტაინის რწმენა მოყავთ ლოგიკურ არგუმენტად გინდა მორწმუნეებს და გინდა ათეისტებს, არ არსებობს ადამიანი, რომლის ყველა აზრს ჭეშმარიტად მივიჩნევ, რაც უნდა გენიოსი იყოს. ესაა და ეს.
QUOTE
და შენ რო ელიტა ახსენე, ეგ რამეს წყვეტდა?
არა, არც ელიტის მორწმუნეობა წყვეტს არაფერს. ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიმართლე ყოველთვის მრავალრიცხოვნებთან არაა. ვიმეორებ, ელიტა იმიტომ ვახსენე, რომ შენ ახსენე "სისულელე".
QUOTE
აი მათემატიკოსისგან ასეთ მსჯელობას არ მოველოდი რა. რახან შეუძლია დაგვენახოს აქედან რატო გამომდინარეობს რო აუცილებლად დაგვენახება? ვისთვისაც დანახებას საჭიროდ ჩათვლის, იმას დაენახება, ვისთვისაც არა და არა. სავლეს დაენახა მაგალითად, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ქრისტიანების მდევნელიდან ქრისტიანობის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. შენ რამენაირად შეგიძლია დაადგინო რო მაინც და მაინც შენ უნდა დაგენახოს?
ჩემს აზრებს კონტექსტიდან გლეჯ და მერე მსჯელობას მიწუნებ.
ის, რომ ღმერთს შეუძლია დაგვენახოს და თავისი არსებობა დაამტკიცოს, ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობა/არარსებობის დამტკიცებას ერთნაირი შანსი არა აქვთ. შენ ამბობ, რომ ორივე პრინციპულად შეუძლებელია, მე კი გიმტკიცებ, რომ არარსებობის დამტკიცება პრინციპულად შეუძლებელია და არსებობის დამტკიცება შეიძლება. ეს ერთი. მეორეც, როდესაც მე ვთქვი, რომ არსებობა აუცილებლად დამტკიცდებოდა მეთქი, მერე არგუმენტიც მოვაყოლე, რომელიც შენ ამოგლიჯე და გამოიყვანე, თითქოს მე ვამბობდი რადგან ღმერთს შეუძლია დაგვენახოს, აუცილებლად დაგვენახებაო. მე კი აი რას ვამბობდი: ის, რომ როგორც უკვე ვთქვი, ღმერთს შეუძლია დაგვენახოს, შენს არგუმენტს - არსებობის პრინციპულად დაუმტკიცებლობას false-ად აქცევს. თანაც, თუ ღმერთი არსებობს, თითოეულ ჩვენგანს დაუმტკიცდება ეს გარდაცვალების მერე. ანუ, რომ შევაჯამოთ: ღმერთის არსებობის დამტკიცების შანსი სიცოცხლეში ყოველთვის არის და გარდაცვალების შემდეგ 100%-იანია. არარსებობის დამტკიცების არანაირი შანსია არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ.
QUOTE
არა ცდები, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ადამიანებს თუ შეუძლიათ ერთმანეთს ეგ დაუმტკიცონო, თორემ ღმერთი თვითონ თუ მოინდომებს ცხადია დამტკიცებაც არ დაჭირდება, უბრალოდ ისე იზამს, რო ირწმუნებ. მაგრამ როგორც ხედავ, ეგრე არ უნდა, მაშინ აზრი ეკარგება რწმენას – რწმენის არჩევანი ყოველთვის თავისუფალი ნებით ხდება.
მერე რა, ჰაერზე ხომ არ უმტკიცებენ ადამიანები? მოყავთ არგუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები. მორწმუნეებს ყოველთვის შეუძლიათ მოიყვნანონ უძლიერესი დამამტკიცებელი საბუთი: გამოცხადებული ღმერთი. ასე რომ, დიახაც რომ არსებობის დამტკიცება შეიძლება და არარსებობის არა.
QUOTE
არა, იგივე შეცდომას უშვებ რაც ვოლჶსპელი, ჩვენ ვლაპარაკობთ რწმენაზე როგორც ასეთზე. რწმენიდან ყველას თავისი დასკვნები გამოაქვს და არც ერთი მათგანი არაა შეუცდომელი, ეგ ცალკე საკითხია, მე კი სხვა რამეს ვეკამათები, დაუკინსი რო ამბობს, ყველა ეს დასკვნები თავიდან ბოლომდე მცდარია და ბოროტების მომტანიო, იმას.
შეიძლება შენ ლაპარაკობ რწმენაზე, როგორც ასეთზე. მე რელიგიაზე ვლაპარაკობ და ღმერთზე, რომელიც მორწმუნეებმა გამოგონებულ ზღაპრებში უმდაბლესი თვისებებით "დააჯილდოეთ", მაგალითად პატივმოყვარეობით და შურისმაძიებლობით. დეისტების ღმერთზე პრობლემა არა მაქვს.
QUOTE
ოჰ ეს რა საფიქრალია, ჯერ ერთი ლექტორი არ ვყოფილვარ, რამდენიმე სემინარი მიმყავდა, თანაც არა გამოყენებითზე, და რომც ვყოფილიყავი, ვითომ შენობით რო მელაპარაკო რატოა ცუდი? ფორუმზე ბპგსაც და ზუზუმბოსაც ყველა შენობით ელაპარაკება.
ვიცი, რომ ფორუმის ეტიკეტი შენობით ლაპარაკია, მაგრამ არ გამიხარდებოდა ყოფილ ლექტორთან შეყბედება.
თუ დამიჯერებ დაცრეცილი ჩათვლის წიგნაკიც გადმოვიღე, რომ ლექტორები გამეხსენებინა
QUOTE
ჰო, გჲოდელის თეორემა მეც ძალიან ლამაზი მგონია. აქ არის თემა მეცნიერებასა და განათლებაში მაგაზე, წეღან ვოლჶს დავუდე გოდელის თეორემა, შეგიძლია მაგასაც გადახედო.
დიდი მადლობა ლინკისთვის, აუცილებლად წავიკითხავ გიოდელის თეორიაზე თემას, თუმცა ვანოს თემებს არ უნდა ვკითხულობდე, გამოცანების ტოპიკში ერთერთ გამოცანაზე ვკამათობდით და ბოლოში დამაიგნორა
QUOTE
როგორც მათემატიკოსს იმედია გესმის რო შენ რასაც ამბობ ეგ ლოგიკური მსჯელობის წესების ლოგიკური მსჯელობით დასაბუთება არ არის.
ლოგიკაზე მეგონა მიხვდებოდი, რომ ნახევრად ხუმრობით გიპასუხე. არ მიმაჩნია შენი შეკითხვა სერიოზულად და იმიტომ. როგორც მათემატიკოსს, შენც უნდა გესმოდეს, რომ არსებობს აქსიომები, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს. 1. მე ვამბობ, რომ რაღაც ლოგიკურად მტკიცდება. 2. შენ მეკითხები რატომ მიმაჩნია ლოგიკა უფრო ძლიერ არგუმენტად, ვიდრე ქურდული გაგება 3. ლოგიკა უფრო ძლიერ არგუმენტად საყოველთაოდ არის მიჩნეული, ეს აქსიომაა. 4. შენ თუ თვლი, რომ ასე არაა, შენ უნდა დამიმტკიცო საწინააღმდეგო და არა მე.
QUOTE
ვერც ეგაა ლოგიკური მსჯელობით დასაბუთება. და თანაც ქურდულად მოწოლა მით უმეტეს ლოგიკისგან შორსაა. ან როგორც გინდა მომაწვე საიდან უნდა გამოვიცნო ვიზე ლაპარაკობ? ისე მართლა დამაინტერესა ვინაა.
ვერ გავიგე რას მეუბნები. შენი სახელი და გვარი გამოვიცანი ლოგიკური მსჯელობით და ასევე ლოგიკური მსჯელობით (პრიმიტიულით, მაგრამ მაინც ლოგიკურით) დავასკვენი, რომ ჩემი ლექტორი არ ყოფილხარ მეთქი. და გეხუმრე ქურდულად რომ მოგწოლოდი, არ მეტყოდი მეთქი.
ჩემი პროფესორი კი თამაზ ვაშაყმაძე იყო.
QUOTE
ეგეთს არაფერს არ ვთვლი დამერწმუნე. ერთადერთი რაც მე აქ მაწუხებს არის ის რო ვიღაც მეუბნება, რახან გწამს, ესე იგი გეშლება და თანაც ბოროტი ხარო.
მესმის, რომ გაწუხებს, როდესაც ვიღაც გეუბნება, რადგან გწამს გეშლებაო. მაგრამ შენ თავად ხარ კატეგორიული ადამიანი, რომელიც ხშირად ეუბნები სხვას, რომ "არაა სწორი", "ეშლება", "ვერ გაიგო" და ასე შემდეგ. იქნებ იმათაც აწუხებთ?
არავინ გეუბნება, რადგან გწამს ბოროტი ხარო. მსგავსი რამის დაბრალება თქვენსკენ მოიკითხე. ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა ჩემი ათეისტობის გამო. შეიძლება შენ კეთილი ხარ, მაგრამ შენი რელიგია ვითომ შეფარულად ქადაგებს შეუწყნარებლობას და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ჩემი აზრით დიდი ბოროტებაა.
QUOTE
ვა დიდი მადლობა! მარა ეჰ, რაღა მოლოცვა, სამსახურში ვზივარ და ვმუშაობ ვსაჩკაობ უფრო სწორად რომ ვთქვათ.
სამსახურში ჯდომიდან მუშაობა არ გამომდინარეობს
იმედია საღამოს მაინც გაატარე დრო კარგად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13257129
· 6 Apr 2009, 12:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Internet_Contraband @ 5 Apr 2009, 14:48 )
QUOTE
აზრის სისაღე მე და შენ თუ სხვადასხვანაირად გვესმის ჯერ ეგ არ უნდა გავარკვიოთ?
ჰო მაშინ დავდგეთ და ყველა სიტყვა რომელიც ჩიხში შეგიყვანს შენებურად წარმოადგინე
ჩვენ ორივეს ჩიხში შეგვიყვანს ყველა სიტყვა, რომელსაც ვიხმართ ისე რომ არ გვეცოდინება, რომელი მასში რა აზრს ვდებთ.
QUOTE
, აგერ ეს კომიქსი შეგეფერება:
http://freethoughtpedia.com/images/Ideology.gif
ეგ ნაღდად ჩაგეთვალა, მაგარია
QUOTE
QUOTE
რა შუაშია აქ დაშვება, რა შუაშია?
არ შეგიძლია და იმ შუაში
მე არც ორასკილოიანი შტანგის აწევა შემიძლია, ნიშნავს ეს რომ შენ ხარ მართალი და მე მტყუანი?
QUOTE
QUOTE
ნეტა ყოველთვის ეგრე შვებოდე - როცა ვერაფერს დაწერ, არც არაფერს წერდე
ნამდვილად, ვანგას მეზობელს როგორ გინდა რამე დაუწერო იმაზე, რომ წინასწარ ჭვრეტს დაშვების უაზრობას
ბიჯო რა უნდა მაგის განჭვრეტას, ერთნაბიჯიანი მსჯელობაა. არჩევანს ჭირდება როგორც მინიმუმ მომენტი არჩევამდე, არჩევანის მომენტი და მომენტი არჩევანის შემდეგ. თუ დრო არ არსებობს, ეგენიც არა გაქვს და არჩევანიც შეუძლებელია, ესე იგი შენ მართალი ხარ. გათავდა. დავამტკიცეთ ამით რამე?
QUOTE
ვა, კიდე რეების განჭვრეტა შეგიძლია წინასწარ?
ნუ ორ-სამ სვლიან მსჯელობებს სხოდუ ვხვდები, დანარჩენზე მეტი და მეტი დაფიქრება მჭირდება, ზოგს საერთოდ ვერ ვერევი. შენ რა გაინტერესებს?
QUOTE
არ ამოატრიალა მთელი არითმეტიკა ბიჯოს.
რა ამოვატრიალე კაცო?? რის არითმეტიკა?
QUOTE
QUOTE
დამიჯერე, მშვენივრად მახსოვს რა გკითხე. მე გკითხე, შენ, როგორც ინდივიდუუმი, რაციონალური მსჯელობით როგორ მიხვალ იქამდე, რომ სოციუმისთვის მომგებიანის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადად შენთვის მომგებიანის გაკეთება. შენ რახან ამ კითხვას გაურბიხარ, ეგ არ ნიშნავს რო სხვა რამე გკითხე
უკვე მესამეჯერ გადააკეთე, როგორ მიხვალ და როგორც ახლა არაერთხელ ნახე რომ ასეა, ისე მივა და მიდის ყველა
როგორ, როგორ, რა ვნახე, როდის ვნახე, რა გადავაკეთე? შენ ხვდები ნელ-ნელა რას ვამბობ და მე მაბრალებ გადააკეთეო?
QUOTE
, გარდა ამისა სოც.სარგებელს აქვს ის რაც არ აქვს რელიგიას - მისი სარგებლის შემწომება შეიძლება
მისი სარგებლის შემოწმება
სოციუმისთვის
შეიძლება კი არა ზედმეტია, ეს მისი უშუალო განმარტებაა. მე სხვა რამეს გეკითხები, შეგიძლია მეთქი ლოგიკურად დაუსაბუთო ინდივიდუუმს, რომ სოციუმისთვის სარგებელი უფრო ღირებულია, ვიდრე მისი პირადი სარგებელი?
QUOTE
, ამიტომ თუ მსჯელობით ვერ მიდიხარ - შეგიძლია გამოსცადო.
კამათი იყო რაციონალურ მსჯელობაზე და არა გამოცდილებაზე. ყოველი გამოცდილება პრინციპულად შეზღუდულია, შენ არასდროს იცი შემდგომი გამოცდილება შენს წინა გამოცდილებას შეეთანხმება თუ შეეწინააღმდეგება. მეორეც, გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანისას ისევ და ისევ რაიმე მექანიზმით ხო სარგებლობ? აი მაგ მექანიზმის სისწორის რაციონალური დასაბუთება გაგაჩნია?
QUOTE
დავიწყოთ იქიდან რომ მილიარდი საიდან მოიპარე? ხომ ვიღაცას წაართვი? ითაღლითე? მოკლედ საიდან იშოვე? რომელიღაც სოციუმიდან ხომ აიღე?
კი, საიდანაც გაგიხარდება.
QUOTE
ჰოდა იმ სოციუმის წევრებმა შექმნეს პოლიცია, შსს და სპეცრაზმი, რომელიც მაშინვე დაგადგება თავს, როდესაც კუნძულის სახელმწიფოს ვერ წარუდგენ ფულის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ჩაგიყვანს იმ ხალხის წინაშე და გაგებინებს პასუხს, სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობით.
კაი რა ხო გესმის რო ეგეც მოგვარებადია ჩვენს დროში. ათასნაირი ოჶშორული ზონები არსებობს, სადაც ტრილიონობით შემოსავლების გადასახადებიდან არიდება ხდება, მასეთ კუნძულსაც გაჩითავს მილიარდერი, რომელზეც შენს სოციუმს ხელი არ მიუწვდება. რამდენსაც გინდა მოგიძებნი ინტერნეტში ეგეთ შემთხვევებს რო ბოროტმოქმედები წარმატებით იმალებოდნენ მასე და სიკვდილამდე ვერავინ თითიც ვერ დააკარა.
QUOTE
მასე ჯობია ნმადვილად მელაპარაკო, იმიტომ რომ ისე აბდაუბდას წერ და თვითონვე ეხვევი.
რავი რატომღაც შენ გიწევს ახალი და ახალი (მაგრამ ყოველთვის ხარვეზიანი) არგუმენტების მოფიქრება, თუ ვეხვევი, ეგ რაში უნდა გჭირდებოდეს? ალბათ მაინც მე კი არ ვწერ აბდაუბდებს, შენ ვერ გებულობ თავიდან რას ვწერ, მერე უფრო დაწვრილებით რო გიწერ, ნელ-ნელა ხვდები და გგონია რო სხვა რამეებზე გადავდივარ, ამ დროს იგივეს გეუბნები უფრო პრიმიტიულად.
QUOTE
QUOTE
ოო, მეც მანდა ვარ. ადამიანს თუ პირადი სარგებელი ურჩევნია საზოგადოების კეთილდღეობას და ათეისტია, ვერანაირი რაციონალური მსჯელობით ვერ დაუმტკიცებ, რო პირადს საზოგადოებრივი უნდა ერჩივნოს. თუ მორწმუნეა, ესე იგი სწამს, რომ ღვთის ნება მის პირად სარგებელზე განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება მაინც პირადს მისდევს, მაგრამ იცის რომ საკუთარი რწმენის წინააღმდეგ მიდის.
ჰოდა მეც ეგ არ გითხარი? მოწმუნე სიკეთეს სჩადის მარტო და მარტო იმიტომ რომ ღმერთის და ჯოჯოხეთის ეშინია ან როგორც შენ ამბობ "ღმერთია სიკეთე" და ა..შ. , როცა ათეისტი ამას აკეთებს გუნდში ყველას სასარგებლოდ.
აუ გადაიკითხე რა, მე რასაც ვამბობ და შენ რასაც ამბობ ერთია? სად ვთქვი შიშის გამო მეთქი? აეხლა კარგად დაუკვირდი.
ათეისტსაც და მორწმუნესაც შეიძლება გააჩნდეთ ღირებული პრინციპები (სხვადასხვა), რომლებიც მათი საკუთარი სარგებლის მიღმა არიან და ზოგჯერ მას ეწინააღმდეგებიან კიდეც. არც ერთ მათგანს არ შეუძლია ამ პრინციპების პირადზე მეტი ღირებულების რაციონალურად ახსნა.
მორწმუნეს უბრალოდ მწამს ამ პრინციპების უპირატესი ღირებულება. შიშის გამო კი არა, იმის გამო, რომ მჯერა ჩემთვის რაციონალურად პრინციპულად მიუწვდომელი არსებისა, რომელსაც აბსოლჲუტური ცოდნა გააჩნია და რომელსაც შეუძლია მე ეს ცოდნა მომადლოს, თუკი მე ამას მოვისურვებ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ამ ცოდნა სრულყოფილად შევინახავ, პირიქით, უმეტეს შემთხვევებში ამა თუ იმ ასპექტში დავამახინჯებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ აბსოლჲუტური პრინციპების თვით არსებობა მწამს.
ათეისტს ამის საშუალება არა აქვს, იმიტომ რომ რწმენას პრინციპულად უარყოფს და რაციონალური მსჯელობისა და საკუთარი გამოცდილების მიღმა არაფერს ცნობს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ის თავისი პრინციპები, რომლებიც რაციონალური მსჯელობით არ აიხსნება, რაზე უნდა დააფუძნოს. მაგალითად, იგივე სოც.სარგებელი, რომელზეც შენ ლაპარაკობ, როგორ უნდა აუხსნა ათეისტს რომ მის პირად სარგებელზე მაღლა დგას, თუკი ისევ შიშს არ მოიშველიებ (რაც შენ სხვათა შორის შენიღბულად ძირითად არგუმენტად ხმარობ), ჩემთვის გაუგებარია, და შენ ამის რაიმე ახსნა ჯერ-ჯერობით არ მოგიყვანია.
QUOTE
QUOTE
ებიჯო მე შენს არსებობაზე კი არ გკითხე მანდ, კაცობრიობის არსებობაზე გკითხე. რად გინდა მთელი კაცობრიობა ცხოვრებისგან გამოწვეული სიამოვნების მისაღებად? დაიტოვე მარტო ისინი, ვინც ამისთვის გჭირდება, გაჟუჟე დანარჩენები და იღე სიამოვნება სიკვდილამდე.
როგორ არ მინდა? დანარჩენი კაცობრიობა იგონებს ისეთ რამეებს რაც სიამოვნებას მანიჭებს, ყველას თავისი პროფესია აქვს
ყველა? ხელს არავინ გიშლის? არც ზედმეტი არავინაა? დაიტოვე ერთი ჰა ხუთასი, არ გეყოფა სიცოცხლის ბოლომდე ყველანაირი სიამოვნებისთვის?
QUOTE
და ყველას თავისი წვლილი შეაქვს საერთო დოვლათის შექმნაში.
შენი სიამოვნებისთვის რაში გაინტერესებს საერთო დოვლათი? ეხლა რაც დოვლათია შექმნილი მსოფლიოში სიკვდილამდე არ გეყოფა? ნუ ჰა სვეჟი მაწონი და ყველი თუ გინდა ყოველდღე, ერთი კაი ფერმა დაიტოვე და მოგაწვდის.
QUOTE
ასე რომ ვერავინ ვერავის ვერ გაჟუჟავს, ყველას ყველა სჭირდება.
აუ რანაირად გჭირდება შენ პირადად ყველა თუკი სიკვდილამდე მათი პროცენტის მეასედის არსებობის შეტყობასაც ვერ მოასწრებ?
QUOTE
QUOTE
ვახ სწორედ იმას გეკითხები, თუ არაა ჩემთვის ნაკლები, მაშინ მეთქი?
რამდენჯერ უნდა გითხრა - არ არსებობს სიტუაცია სადაც შენი პირადი ინტერესი აღმატებეულია იმ სარგებელზე, რომელსაც მიიღებ სოციუმში მონაწილეობისგან, თუ თვლი რომ არსებობს - დაასახელე რეალური მაგალითი (სუპერმენი და ბავშვობა არა)
ხო დაგისახელე კაცო. და საერთოდაც ცალკეული "იდეურების" გარდა ინდივიდუუმთა უმრავლესობისთვის ცხადია სწორედ მასეა. ამ პოსტშიც კიდევ გისახელებ ბევრს ცოტა მოგვიანებით.
QUOTE
QUOTE
კი, კი, დამოკიდებულია. ჰოდა ის ვარიანტი მაინტერესებს, როცა ამ ყველაფრის წყალობით პირადი სარგებელი ჩემთვის ნაკლები კი არა მეტია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეხლა რაციონალურად დამისაბუთე რო პირიქითაა.
მეტი აღარ შემიძლია რა, ათასნაირად აგიხსენი და ვერ გაგაგებინე, თუ მასე თვლი ჩაატარე მარტივი ექსპერიმენტი და რას მიიღებ ეგეც ვნახოთ.
რა ექსპერიმენტი ჩავატარო, უამრავი მაგალითი ვიცი ხალხის, რომელიც საზოგადოების ხარჯზე წარმატებით ახერხებს ცხოვრებას ისე რო სიკვდილამდე არაფერი უშავდებათ, არ იცნობ კაცო ეგეთს არავის?
QUOTE
და რა მერე? Jack the Ripper იყო სერიული მკვლელი, რომელიც კაცმა არ იცის, ერთი იყო თუ უამრავი, აიყვანეს უამრავი ეჭვმიტანილი და არავინ იცის მათ შორის იყო თუ არა, ეს ყველაფერი მალე კულტურაში გადაიზარდა და კაცმა არ იცის რა სიმართლეა და რა ტყუილი - გაისწორა არა გამოისწორა
აუჶ
დაჭერით არავინ დაუჭერიათ, დაკითხეს ვიღაცეები და ეგ იყო. ან რომც დაეჭირათ, რა არ იცი მსგავსი შემთხვევები როცა საერთოდ ვერც ერთ ეჭვმიტანილსაც ვერ პოულობდნენ?
QUOTE
, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ვერ გაიგებს სოც.სარგებლის მნიშვნელობას და ეცდება სათავისოთ გამოიყენოს - მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე იქნება - თან სოციუმი მუდმივად ვითარდება, რომ რაც შეიძლება უკეთ გამოიჭიროს ასეთი ადამიანები, დახვეწოს კანონები, რომ რაც შეიძლება ნაკლები გამონაკლისი დაიშვას.
ვახ მე კი არ გეუბნები ყველა მასეა მეთქი. ესეთ ადამიანს მეთქი რაციონალურად როგორ დაუსაბუთებ მეთქი სოც.სარგებლის უპირატესობას? აი წარმოიდგინე რო მყარი რაციონალისტია, რაიმე კორექტულ რაციონალურ მსჯელობას თუ ჩაუტარებ, ეგრევე აღიარებს ამ მსჯელობას. ეხლა როგორ უხსნი რო მის პირად სარგებელზე მაღლა დგას სოც.სარგებელი?
QUOTE
ასე რომ არ იყოს და ყველაფერი მართლა "ზეცის ზნეობაზე" იყოს, მაშინ კანონები არ იქნებოდა, პოლიცია არ იქნებოდა, მარტო მღვდლები და ბერები
ეგ იმ შემთხვევაშიც კი არ იქნებოდა ცხადია, ყველა რო მორწმუნე იყოს. მე იმას კი არ ვამბობ, რო ყველა მორწმუნე თავისი რწმენიდან სწორ დასკვნებს აკეთებს. მე მხოლოდ იმის დანახვება მინდა, რომ რწმენიდან შეცდომილობა და ბოროტება ცალსახად არანაირად არ გამომდინარეობს, როგორც ამის წარმოჩენას დაუკინსი ცდილობს თავისი პროპაგანდით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
QUOTE
QUOTE
ჰო რა გენაღვლება, დანარჩენებს ნივიჟუს გაუკეთებ, ჩემს არგუმენტაციას დაიკიდებ და ქე შეგრჩება ხახვივით
შენი არგუმენტაცია რაღაც არ მახსენდება, შეიძლება იმიტომ რომ არც არასდროს მოგიყვანია. მარტო რაღაცეებს ჭვრეტ
აუ არ გადამრიო, ამ ელემენტარულ ადგილზე მაინც ნუ იძახი, არგუმენტაცია არ მახსენდებაო. შენ გამოაცხადე, რწმენა წიგნიდან მოდის და სხვა არსაიდანო. მაგის საწინააღმდეგო არგუმენტები არ მომიყვანია? აბა რაღატო დაიწყე გამოძრომა, რაღაც უკეთესი ვარიანტი ავირჩიეო და რაღაცეები? რა კონტრარგუმენტია ეგ საერთოდ, უკეთესი ვარიანტი რა შუაშია?
QUOTE
ეგრეა, ყველას სხვადასხვა წყარო აქვს - შენ რაღაც სხვა, რომელსაც ვერ ასახელებ, უმრავლესობა ქართველებს - მშობლები აბოლებენ, სხვები - წიგნიდან ბოლდებიან, ზოგს თვითმფრინავის ეშინია, საბოლოო ჯამში ყველა იღებს რწმენას მტკიცებულების და საფუძვლის გარეშე
გაიგე კაცო მტკიცებულება თუ გაგაჩნია რწმენა რაღაში გჭირდება? აი ნახე, ვიღაცას ენდობი სიტყვაზე (ვინმეს ხო ენდობი?), მასესხე ფული და ჩაგასესხებო. თუ გარანტიები მოგცა, თავისი მანქანა დაგიყენა მაგალითად გარაჟში, მაშინ ხო ნდობაზე აღარაა ლაპარაკი? ხო ვეღარ იტყვი, ვენდეო?
QUOTE
და აი აქ იწყება ბოროტება.
ცალსახად იწყება? არც დაუკინსს არც შენ ამაზე არანაირი დასაბუთება არ მოგიყვანიათ. მაჩვენებთ უამრავ მორწმუნეს, რომელიც ბოროტებას ჩადის. ეგ ვერ ამტკიცებს რო რწმენას ცალსახად ბოროტება მოაქვს, ისევე როგორც მხოლოდ უამრავი ათეისტის მიერ ჩადენილი ბოროტებით ვერ დაამტკიცებ რომ ათეიზმს ცალსახად ბოროტება მოაქვს.
QUOTE
QUOTE
არა ჯიგარო, შენ თქვი, "რელიგიურ რწმენაზეა საუბარი, სადაც თითოეული ორგანიზებული რელიგია ამტკიცებს..."
ჰოდა შენ მკითხე - სად მანდო? მე გიპასუხე - დედამიწაზე მეთქი - რა არ მოგეწონა?
ნუთუ არ გესმის? შენ გინდა რამენაირად გამოიყვანო მხოლოდ რელიგიური რწმენიდან თითოეული ორგანიზებული რელიგიის შესახებ რაღაც. ასეთი გამოყვანა არ იცი და ამ გამოყვანის იმიტაციად ხმარობ სიტყვას "სადაც", რომელიც სრულიად არაფერს არ ნიშნავს აქ. რელიგიური რწმენა არ არის ადგილი, "სადაც" რამე შეიძლება ხდებოდეს. რწმენა არის რწმენა, ეხლა უნდა დაასაბუთო, რომ ვინც მორწმუნეა, ის ცალსახად ცდება და ცალსახად მიდის ბოროტებისკენ. "სადაც" კი არ უნდა თქვა, უნდა გამოიყვანო რამენაირად.
QUOTE
მრწამსი რა გწამს კი არა - როგორ გწამს არის
არა ბატონო სიტყვა მრწამსი აღნიშნავს იმის ჩამოყალიბებას, რისიც გჯერა.
QUOTE
და ყველა ირწმუნება რომ თავად არის ჭეშმარიტება.
ნუ ურევ რწმენას და ჭეშმარიტებას. მე მწამს რომ არსებობს ადამიანის რაციონალური განსჯისთვის პრინციპულად მიუწვდომელი ჭეშმარიტება, რომლის ცოდნაც ადამიანს შეიძლება მოემადლოს. მე არ ვიძახი, რომ ეს ჭეშმარიტება უკვე სრულად და დაუმახინჯებლად მომადლებული მაქვს, და მხოლოდ იქედან რო ადამიანი მორწმუნეა, არანაირადაც არ გამოდის რო ის ამას იძახის.
QUOTE
QUOTE
რამე თუ გინდა, ეგ ჯერ არ ნიშნავს, რომ კარგ რამედ მიგაჩნია.
აბა მაშინ რატომ გინდა?
ხოში მაქვს.
QUOTE
QUOTE
და თუ არსებობს მაგრამ შენზე გავლენას ვერ ახდენს? სხვაზე ახდენს, შენზე კი ვერ ახდენს. აი მაგარი ხარ და ვერ ახდენს.
მაშინ სოციუმში არ ყოფილხარ.
კაცო როგორ არა, სარგებლობ მეთქი ამ სოციუმით, მის ხარჯზე ცხოვრობ მეთქი ვა.
QUOTE
მე გეკითხები - რატომ არ არის ყველა ქვეყანაში ერთიდაიგივე ზნეობის სტანდარტი, თუკი მისი წყარო ერთია?
იმიტომ რომ ადამიანებს გააჩნიათ ჭეშმარიტების გაუკუღმართების მრავალფეროვანი საშუალებები, და არა მარტო ზნეობრივის, არამედ რაციონალურ-მსჯელობრივის. ინდოელების ნავჲა-ნჲაჲას დარსანები არაფრით გავს არისტოთელეს ლოგიკას და ამ უკანასკნელმაც არსებითი ტრანსფორმაციები განიცადა დროის განმავლობაში. ქურდულ ლოგიკაზე ხო აღარაფერს ვლაპარაკობ
QUOTE
QUOTE
აგეგმილებ რაღაც პრიმიტიულ სიტუაციებზე და გამოგდის სისულელე. ეს "მონა" და "ან ისე მოიქცევი როგორც გინდა" არასწორია, ყველა ვარიანტში ისე მოიქცევი, როგორც გინდა. რამდენიმე გზა გაქვს და ერთ-ერთს ირჩევ შენით იმას, რაც გინდა. როგორ გგონია, მორწმუნეები არ ცოდავენ? ზოგს ზუსტად ეგრე გონია შენ რა პრიმიტიულადაც ხატავ და მაინც იმ მეორეს ირჩევენ.
მოკლედ პასუხი არ გაქვს, არც მაშინ გქონდა.
როგორ არ მაქვს, გიპასუხე. კი მეთქი, ბევრ მორწმუნეს მართლა ეგრე პრიმიტიულად ესმის მარა მაინც მეორეს ირჩევს მეთქი.
QUOTE
(ისე რა საოცარია, რომ შენი მაგალითები კუნძულის შესახებ არაპრიმიტიულია )
ვინ გითხრა რო არაპრიმიტიულია? სწორედ პრიმიტიულზე გადმოვედი მეც იმიტომ რომ არაპრიმიტიულები არ მოგწონს ხოლმე, შენ თვითონვე დამიდასტურე რო პრიმიტიულები გირჩევნია.
QUOTE
არა რა, ეს მორწმუნესთვის დამახასიათებელი ამპარტავნება მაინც გაქვს
ამპარტავნება მორწმუნეობის სპეციფიკა არაა, საყოველთაო სენია. მე და შენაც სამწუხაროდ მეტწილად ამ კამათში ამპარტავნობა გვამოძრავებს. ეგ რო ხელს არ გვიშლიდეს, დროს არ დავხარჯავდით კინკლაობა-ჭიდაობაზე და ამის მაგიერ ერთობლივი ძალებით სიმართლის გარკვევაზე დავკონცენტრირდებოდით.
QUOTE
, ხან ჭვრეტაში ვლინდება ხან მაგალითების არა-პრიმიტიულობაში
ეგ რაღაც ვერ გავიგე, რას ვჭვრეტ კაცო ელემენტარულად ვმსჯელობ. ან არაპრიმიტიულობის მცდელობა რატოა ამპარტავნობა?
QUOTE
და რა - ჩემთვის თუ სანტა-კლაუსი ნიშნავს სინათლეს და სხვა ბლა-ბლა-ბლას ამიტომ არსებობს?
კაცო შენ თუ მაგ ყველაფერს სანტა-კლაუსს ეძახი ეგ ყოფილა და საერთოდ სანტა კლაუსი სხვა რამეს ნიშნავს.
QUOTE
მე გეკითხები არსებობა - არ არსებობას, შენ კიდევ მიხსნი რას ნიშნავს გამოგონილი პერსონაჟები
ეგ იცი რას ნიშნავს? იმას რომ უბრალოდ მაგრად გინდა არსებობდეს, კალქია და ამიტომ არსებობსო, აი პატარა ბავშვი რო ფეხების ბაკუნს იწყებს მაგ სიტუაციაში ხარ.
შენ რო ფეხების ბაკუნზე ზღაპრების შეთხზვით არ ყოფილიყავი დაკავებული, დაინახავდი, რომ ზუსტად იმაზე გაგეცი პასუხი, რაც მკითხე.
შენ მკითხე, რა განსხვავებაა ღმერთის რწმენასა და სანტა-კლაუსის რწმენას შორის. მე განგიმარტე, ღმერთი რო გწამს ესე იგი აბსოლჲუტური სიყვარულის და სხვა აბსოლჲუტური სიკეთის გწამს მეთქი, და სანტა კლაუსი რო გწამს ეგ ნიშნავს რო გწამს ისეთი ვინმესი ვისაც საშობაო საჩუქრები მოაქვს. არ არის განსხვავება აბსოლჲუტურ სიბრძნესა და დასაქოქ დათუნიას შორის?
QUOTE
რა შუაშია და ათეისტებს არ აქვთ ფილიალები, ძალაუფლება, სიმდიდრე, ლობი, მიწები, უამრავი ადამიანის კონტროლის საშუალება და ა.შ და ა.შ.
არა ბიჭო. საბჭოთა კავშირი ათეისტების მიერ არ იმართებოდა? ჩინეთი არ იმართება?
QUOTE
მაო და სტალინი არ ყოფილან ათეისტები
სიგნაჩების გამოცხობაზე გადახვედი არა?
QUOTE
, მაგ დროს რელიგიად გარდაქმნილი იდეოლოგია იყო
არაა ჩემთვის არანაირი განსხვავება პოლიტიზებულ ათეიზმსა და პოლიტიზებულ რწმენას შორის. მეც მანდა ვარ რო ათეიზმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ასეთი ჯერ არაფერს ამბობს ათეიზმის ავკარგიანობაზე ისევე როგორც რწმენის მსგავსი გამოყენება რწმენის ავკარგიანობაზე.
QUOTE
და სხვათაშორის საბჭოთა-კავშირი უსწრაფესად ვითარდებოდა - ტენქიკური პროგრესით აშშ-საც არ ჩამორჩებოდა და ბევრ რამეში უსწრებდა.
რავი რატომღაც კი დაერხა. ალბათ მორწმუნეების ხრიკების გამო ხო?
QUOTE
ასე რომ მაგ დროს გაჟუჟული ხალხი ისევ რელიგიის კისერზეა.
არა რა ნაგლობა მინახავს მარა ასეთი! საღოლ რა
ათეზმზე დამყარებული რელიგია რახანაა ესე იგი ათეიზმი აღარაფერ შუაშია ხო? შეკაიადამიანო, მაშინ რწმენაზე დამყარებულ პოლიტიკურ მანიპულჲაციებთან რაღატოა რწმენა შუაში?
QUOTE
მე ახსნას არ გთხოვ, მე იმას გეუბნები რასაც ასწავლის ძველი აღქმა. სიმების თეორია და არცერთი სამეცნიერო თეორია მსგავს არაფერს ასწავლის
გარჩევა ჭირდება მეთქი ერთსაც და მეორესაც, მე რო გითხრა, სიმების თეორია თავიდან ბოლომდე სისულელეა მეთქი, ხო უნდა გაგირჩიო? თუ დამიჯერებ ისე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20505
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04
#13259493
· 6 Apr 2009, 15:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
ამ თეორემის თანახმად უკვე არითმეტიკასაც კი სრულად ვერასდროს აღწერ
QUOTE
ამაში რო ეჭვი შეიტანო, მაგალითად, გჲოდელის თეორემასთან მიმართებაში ნიშნავს, რომ თვით ლოგიკური მსჯელობის ძირეულ პრინციპებში შეიტანო ეჭვი, ანუ მე და შენ რო ერთმანეთს რაღაცეებს უმტკიცებთ, თვით ეს მტკიცებები მსჯელობის რა კანონებს ემყარება, იმაში უნდა შევიტანოთ ეჭვი. გასაგებია, რომ მაშინ ჩვენი კამათი საერთოდ აზრს კარგავს.
მათემატიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი წარმოდგენით იმ კანონების უმეტესობას რაზეც ფიზიკა და შესაბამისად ალბათ მეცნიერების სხვა დარგებიცაა დაფუძნებული ბუნებაზე ჩვენი მწირი შესაძლებლობებით, ჩვენი თითო ოროლა ინფორმაციის არასრულყოფილი არხებით (მხედველობა, სმენა .. ა.შ.), უზარმაზარი სამყაროს იმ ერთი ციცქნა ნაწილის, დედამიწისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით ვიცნობთ ისეთს როგორიც მეცნიერებამ იცის.
სამყაროს სხვა კუთხეში, სხვა გარემოში, სხვანაირი მოაზროვნე არსებებისთვის შეიძლება ზოგი კანონი სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს.
საქმე იმაშია, რომ მაინც არ მესმის ჩვენი და ჩვენი მეცნიერების არასრულყოფილება რატომაა არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ.
QUOTE
ეგ შენ ეხლა თეორიებზე კი არა ჰიპოთეზებზე ლაპარაკობ, ეს სულ სხვა რამეა. მეცნიერული ჰიპოთეზის სტატუსი აქვს დებულებას, რომელიც თავის შემოწმებას ელოდება. თუ ამ დებულების პრინციპული შეუმოწმებადობა მკაცრად დამტკიცდა, ის სხვა სფეროში გადადის.
ღმერთს რატომ არ აქვს ჰიპოთეზის სტატუსი?
და თუ აქვს - რატომ არის, რომ კოსმიური ჩაიდნის ჰიპოთეზა სასაცილოა და მის ალბათობას არავინ განიხილავს, ღმეთის ჰიპოთეზას კი (ღმერთისა რომელმაც სამყარო და ადამიანი შექმნა იმისათვის, რომ ყოველი ადამიანის ლოცვები ისმინოს, განსაჯოს ვინ ჯოჯოხეთში წავა და ვინ სამოთხეში და დაგვიდგინოს ყოველ ჩვენგანს როდის რას შევჭამთ, ვისთან დავწვებით და ვის რას ვეტყვით) სრული სერიოზულობით განიხილება. მეტიც - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შიშით შეიძლება ადამიანმა საკუთარი აზრი ვერ გამოხატო ზოგჯერ.
QUOTE
თუ ამ დებულების პრინციპული შეუმოწმებადობა მკაცრად დამტკიცდა, ის სხვა სფეროში გადადის.
ე.ი. მე რომ განვაცხადო, რომ ამა თუ იმ პლანეტაზე მცხოვრები უჩინარი მუსტანგი მელაპარაკება ხოლმე და მომავალს მიწინასწარმეტყველებს, ვინაიდან ამ ჰიპოთეზას ვერავინ დაამტკიცებს გამოდის, რომ მისი ალბათობა სერიოზულად უნდა განიხილონ? 50-50% ?
QUOTE
შენ ისევ და ისევ ტრიალებ ისეთი რამეების გარშემო, რასაც მეცნიერება ჯერ ვერ მიწვდომია, მაგრამ ოდესღაც შეიძლება მიწვდეს. მე ისეთ რამეებზე გელაპარაკები, რასაც ის პრინციპულად ვერ მიწვდება.
მაგალითად?
იმედია ზემოთ გაგეცი ამაზე პასუხი.
პრინციპულად დაუმტკიცებელი თუა რაიმე (რაც ჩემი აზრით მაინც არ გამორიცხავს იმის თეორიულ შესაძლებლობას რომ ოდესმე დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნეს ეს თუ ის ჰიპოთეზა) რატომ ნიშნავს ეს იმას, რომ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება თუ სიმცდარე ერთი და იგივენაირად შესაძლებელია? (კოსმიური ჩაიდნის და უცხოპლანეტელი მუსტანგის მაგალითები) რატომ განიხილება რელიგიური ჰიპოთეზები სერიოზულად (ამათგან ყველა არა, მხოლოდ ზოგიერთი.. ზევსი მაგალითად სასაცილოდაც არ ყოფნის ადამიანს) და ზოგი კი - არა?
QUOTE
გარდა ამისა არ გიპასუხია კითხვაზე: რომელი რელიგიური დოგმებია სწორი და რომელი მცარი?
როგორ არა, გიპასუხე, ყველა მათგანში არის გარკვეულწილი სიმართლე და გარკვეულწილი სიყალბე მეტ-ნაკლებად, ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად, ისევე როგორც ყოველ მეცნიერულ თვალსაზრისში.
მე როგორც ვიცი არც ერთი მოძღვარი არ დაგეთანხმება იმაში, რომ დოგმები გარკვეულწილად სიყალბეს შეიცავენ
ვინ გეტყვის, რომ ღმერთი ნაწილობრივ არსებობს და ნაწილობრივ არა? ან რომ იესო ალბათ აღსდგა მკვდრეთით?
შენ რასაც მეუბნები უფრო აგნოსტიკოსის პოზიციას წააგავს.
QUOTE
და შენ თვლი, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყოველივე ამის ცალსახა მიზეზად თვით რწმენა გამოვაცხადოთ? ეს ისეთივე ყალბი მსჯელობაა, როგორც ის, რომ მეცნიერებაა ყოველივე ბოროტების წყარო, რახან მეცნიერება აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს ომები გააჩაღონ და უამრავი ხალხი ჟლიტონ ატომური ბომბებით.
რა თქმა უნდა არა. მე ის ვთქვი და ვამბობ, რომ ბრმა რწმენა და განსაკუთრებით ფუნდამენტალისტური რწმენა კარგი ნიადაგია ირაციონალური ნაბიჯის გადასადგმელად, მშვენიერი ბერკეტია რელიგიური ლიდერებისთვის რათა მან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ მასები.
რწმენა = ბოროტებას ფორმულას ცალსახად არ ვეთანხმები
QUOTE
ჩემთვის პირველ ადგილზე დგას საღი აზრი, დასაბუთებული ფაქტი, კვლევით მოძიებული სიმართლე და ხშირად კანონი სწორედ ასეთ სიმართლეს ასახავს ხოლმე
ხშირად - ესე იგი არა ყოველთვის, ხომ? ჰოდა როცა არ ასახავს, მაშინაც დგას შენთვის ის პირველ ადგილზე?
კონკრეტული მაგალითის გარეშე რთულია პასუხის გაცემა.
QUOTE
თუნდაც დამოუკიდებლად აზროვნება რო ახსენე, იმ რეპლიკიდან ცხადი იყო, რომ შენთვის დამოუკიდებელი აზროვნების შეზღუდვა ცუდი რამეა. ეხლა ვინმე გიმტკიცებს, რომ ძალიანაც კარგი რამეა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რო დამოუკიდებელ აზროვნებას გადააჩვიო, გაცილებით ძლიერი გახდება როგორც საზოგადოებაო და რაღაც ეგეთი. ლოგიკით, მხოლოდ ლოგიკის მეშვეობით შეძლებ მის გადარწმუნებას?
გააჩნია რას გულისხმობს სიძლიერეში. როგორ გითხრა ლოგიკით ან სხვა რამით თუ შევძლებ ვინმეს გადარწმუნებას? არ ვიცი უბრალოდ.
მე ვიცი ჩემი აზრი იმის შესახებ თუ რატომაა ცუდი დამოუკიდებლად აზროვნების შეზღუდვა და რატომაა კარგი საზოგადოების წევრები თავისუფლად აზროვნებენ და ჩემი არგუმენტები მაქვს. სხვისი არგუმენტი თუ იქნება ის, რომ ღმერთს, ალლაჰს ან შივას სურს ასე და ამიტომ უნდა მოვიქცეთ სწორედ ასე რა ლოგიკით უნდა დავუმტკიცო საწინააღმდეგო?
QUOTE
ესეიგი ვითომ არც გვილაპარაკია ამდენი რა. საიდან მოგაქვს რო როგორც კი ადამიანი მორწმუნეა, ეგრევე ბავშვის აღზრდისას აეგ მიზნები ამოძრავებს?
იქიდან მომაქვს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვი იჩაგრება მშობლებისგან მსგავსი მეთოდების გამო.
ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ მიიტან კაცო (ვახ)
QUOTE
არა მაიცა მე სხვა რამე გკითხე. შენ თუ დაუკინსივით თვლი რო ყოველივე ბოროტების მიზეზი თვით რწმენაა, არ უნდა აღზარდო ბავშვი შესაბამისად? არ უნდა უთხრა, მორწმუნე რო გახდე გაბოროტდებიო? არ იქნება ეგ მისი დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნეიტრალობის შეზღუდვა?
აშკარად დოუკინსში გერევი ან ჩემს პოსტს კარგად არ კითხულობ ხოლმე. რამდენჯერ დავწერო, რომ რწმენას არ ვაიგივებ ბოროტებასთან (სეკულარულ რწმენას, ადამიანს, რომელიც მის საფუძველზე ბოროტმოქმედებას არ ჩადის და არა ფუნდამენტალისტისას) არამედ ვთვლი, რომ რელიგიური რწმენა და რელიგიური მორჩილება არის
ნიადაგი
იმისთვის რომ გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინო (ან სავალალო ან ნაკლებად სავალალო),
ბერკეტი
სხვა ადამიანის ხელში...
საიდან მოიტანე, რომ ბავშვის რელიგიოფობად და მღვდელოფობად გაზრდას ვაპირებ და უნდა ვუჩიჩინო რომ ეკლესიებში ხალხს აწამებენ ან მორწმუნე ადამიანები კაციჭამიები არიან ან რწმენა ბოროტებას უდრის?
მაშ რითი განვსხვავდები იმ ფუნდამენტალისტი მორწმუნისგან, რომელსაც ვაკრიტიკებ?
მეორეს მხრივ აუცილებლად ავუხსნი იმას, რომ შენი რწმენის გამო სხვა ადამიანზე ძალადობა, მისი დამცირება, შეურაცხყოფა ბოროტებაა.
QUOTE
მთავარს ტოვებ - როგორც ათეისტს სწორ მორალურ პრინციპებად რა მიგაჩნია და როგორ უნდა დაეხმარო ბავშვს მათ გაგებაში.
რაც უწინ მიმაჩნდა (როცა თავს მორწმუნედ და რელიგიურ ადამიანად ვთვლიდი) ძირითადად ისევ ის.
რომ ძალადობა მიუღებელია თუკი თავის დაცვის გამო არ გიწევს მას მიმართო. რომ სხვას არ უნდა ავნო, გარემოს უნდა გაუფრთხილდე, კანონი უნდა დაიცვა. რომ ადამიანი ყველა ერთნი ვართ შავებიც, თეთრებიც, ყვითლებიც, თვალის ჭრილის სიწვრილის თუ სიფართოვის მიუხედავად და რომ ყველა ჩვენგანშია "კარგი" და "ცუდი" მხარეები. რომ ყოველთვის უნდა ეცადო სხვა ადამიანის თვალით შეხედო სამყაროს და შემდეგ განსაჯო. რომ ადამიანი თავისუფალია იაზროვნოს და იცხოვროს ისე როგორც სურს თუკი თავისი ქმედებებით სხვის თავისუფლებას არ ხელჰყოფს. რომ ადამიანის ფიზიკური ნაკლი, გარეგნობა, სექსუალური ორიენტაცია თუ წარმომავლობა არ განსაზღვრავს იმას თუ ვინაა კარგი და ვინ ცუდი. რომ სისულელეა იმით ამაყი ან სირცხვილის განცდა რასაც შენ ვერ ირჩევ.. მაგალითად ეროვნება ან ისევ სექსუალური ორიენტაცია ან სქესი ან თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი. რომ სიცოცხლე მოკლეა და ყველას აქვს უფლება იცოცხლოს და ბედნიერი იყოს და მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ფაქტორების გამო ადამიანის დაჩაგვრა და მისთვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება ბოროტებაა. შემიძლია გავაგრძელო.
სანამ ამ ყველაფრის ახსნას შევძლებ მანამდე შემიძლია სანტა კლაუსი მოვიშველიო
QUOTE
შიმპანზეებსაც კი აქვთ გარკვეული მორალური კოდექსი რაც მათზე დაკვირვებით ჩანს და ადამიანი შიმპანზეზე ოდნავ უფრო ანალიტიკურად და პროგრესულად აზროვნებს, ევოლუციურ გზაზეც ერთი საფეხურით მაღლა ვდგავართ იმედია.
გინდა თუ არა მეთქი ამით თქმა, რომ ზნეობა ანალიტიკური აზროვნებით მოიპოვება?
ზნეობით მორალურ კოდექსს გულისხმობ? ანუ იმის გაგებას თუ რა არის ცუდი და რა კარგი და შემდეგ სინდისის ფაქტორს?
ჩემი აზრით ტვინი და ნერვული სისტემა გაცილებით რთული მექანიზმია ვიდრე ჩვენ გვგონია. თანაგრძნობა, სიბრალული, სინანული - ეს ყველაფერი მიმაჩნია რომ სრულიად მიწიერ დონეზე ხდება ჩვენს სხეულებში. თუ ამას მეკითხები. მხოლოდ ანალიტიკური აზროვნება არამგონია გასაღები იყოს.
QUOTE
საქმეც ისაა, რომ მაგ ფილმში მხოლოდ მორწმუნეთა იმ ნაწილზეა გამახვილებული ყურადღება, რომელიც დაუკინსს აწყობს, დასკვნებს კი საერთოდ ყველანაირ რწმენაზე აკეთებს. კრინტს მაინც ძრავს დაუკინსი, ბოროტ ადამიანთა პროცენტი მორწმუნეებში მეტია თუ ათეისტებში?
იმიტომ რომ მასეთი მორწმუნეები მართავენ მსოფლიოს და მასეთები ახერხებენ მსოფლიოში ყველაზე მეტი ბოროტების ჩადენას. რატომ გიკვირს რომ მათზე კეთდება აქცენტი და არა მშვიდ და უწყინარ ბუდისტებზე?
პროცენტულ მაჩვენებელს რაც შეეხება არ ვიცი არსებობს თუ არა ასეთი გამოკითხვა. საინტერესოა რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს მორწმუნეებში უფრო მეტი ბოროტი ადამიანებია თუ ურწმუნოებში
QUOTE
რწმენა-არრწმენა შეიძლება მხოლოდ ისეთი რამის, რის დასაბუთება ან საწინააღმდეგოს დასაბუთება არ მოგეპოვება.
კი ბატონო. მაგრამ რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ რწმენა და რა ადგილი უნდა დაეთმოს მას საზოგადოებაში?
რატომ არის ღმერთის და იესოს რწმენა პატივსაცემი და რატომაა მფრინავი სპაგეტის მონსტრი ან ვარდისფერი სპილოები სასაცილო და არასერიოზული?
QUOTE
ჯერ ერთი, რწმენა არის საბუთის გარეშე ყოველთვის, არ არსებობს საბუთიანი რწმენა. მეორე, შენ აკეთებ დაშვებას, რომ ყველანაირი ქმედება, რომელიც რაციონალური განსჯის საფუძველზე არ ხდება, არის ბოროტება. და მესამე, იძახი, რომ ნებისმიერი ადამიანის მორწმუნეობა შეიძლება ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს. რომელიმე ამათზე რაიმე არგუმენტაცია გაგაჩნია?
1. მე ვფიქრობ რომ ათეისტმაც ისევე შეიძლება ბოროტება ჩაიდინოს როგორც მორწმუნემ. სამაგიეროდ რელიგიურ მოტივებზე ჩადენილი დანაშაული სულ სხვა ფენომენია .. როცა "იმქვეყნიურის" გამო ამ ქვეყანაზე ჩადიხარ ავკაცობას სხვისი ნაკარნახების გამო.
2. ნებისმიერი მორწმუნის ნდობა და მორჩილება შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული რელიგიური ავტორიტეტების გამო.
მაგალითად: პატრიარქმა რომ სთხოვოს მორწმუნეებს ისინი კანონს დაარღვევენ. მღვდელმა რომ გალახოს მოქალაქე პოლიციელი განზე გადგება - ესენი არის ის ფაქტები რაც რეალურად ხდება დღეს ჩვენთან. უარესი მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ სექტემბრის ტერაქტებზე და ა.შ.
QUOTE
ყველა ადამიანი ათეისტია by default.
ხოხ ეს გავატაროთ თუ რა ვქნათ?
მე არ მინახია მორწმუნე ახალშობილი. ან ბავშვი თავისით, სხვისი სწავლების გარეშე მისულიყოს იმ დასკვნამდე რომ ღმერთი არსებობს და ესა თუ ის რელიგიაა ჭეშმარიტი.
თუ ასეთ ბავშვს მანახებ ვიტყვი, რომ მორწმუნეებადაც იბადებიან ხოლმე.
შეგახსენებ, რომ ათეიზმი რწმენა არაა, ეს არის ზებუნებრივი არსებების, მათ შორის ღმერთის არსებობის რწმენის უქონლობა. მართალია, რომ ბავშვი არ აზროვნებს ჯერ იმ დონეზე რომ თუნდაც ათეისტი იყოს. ის უბრალოდ არც თეისტია და არც ათეისტი დაბადებით. სამაგიეროდ მისი აღზრდა ხდება ათეიზმისადმი მტრულად და ამა თუ იმ რელიგიისადმი მიკერძოებულად.
QUOTE
როგორ არ ვამბობ რო დაუსაბუთებელია? არა მარტო დაუსაბუთებელია, დაუსაბუთებადია. ღმერთის არსებობა დაუსაბუთებადია, ისევე როგორც ღმერთის არარსებობა. დასაბუთებადი რო იყოს ან ერთი ან მეორე, რწმენის კი არა ცოდნის საგანი იქნებოდა. რახან დაუსაბუთებადია, რწმენის საგანია ერთიც და მეორეც.
იგივენაირად დაუსაბუთებადია ნებისმიერი რელიგია და ნებისმიერი მტკიცება. ისიც დაუსაბუთებადია, რომ მე უცხოპლანეტელმა მაჩვებმა მომიტაცეს პატარა რომ ვიყავი და საკუთარი პლანეტა დამათვალიერებინეს. რატომღაც ეს რომ მოვყვე დაცინვის ობიექტი გავხდები, სამაგიეროდ ვინმეს რელიგიურ გრძნობას რომ ცოტა ირონიით შევეხო შეიძლება ჩავიქოლო.
რატომ აქვს რელიგიურ რწმენას პრივილეგია მინიჭებული?
QUOTE
რაციონალურად მოაზროვნე გარეწარი არ გინახავს? ან კიდევ მორწმუნე, რომელიც თვლის, რომ ღვთის ნებაა რო არავის არაფერი დაუშავო?
ვაპირებდი დამეწერა რომ რა თქმა უნდა ორივენი მინახავს, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ არ ვიცნობ რაციონალურად მოაზროვნე საღ აზრზე მყოფ ადამიანს, რომელსაც ბოროტი აზრები აწუხებს და მეცნიერულ ენაზრ რომ ვთქვათ სრული პრო#¤"ია.
შენ თუ გინახავს ასეთი? იქნებ მისი პრო#¤%ობა სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ არასწორად, დაუსაბუთებლად, ირაციონალურად აზროვნებდა და საღი აზრისგან შორს იდგა?
რაც შეეხება მორწმუნეს - კი, მინახავს და ვიცნობ მორწმუნეებს რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და ვერაფრით ვიტყვი რომ ბოროტება უდევთ გულში. თუმცა ბოროტებასაც გააჩნია. შეიძლება ჰომოსექსუალი სძულდეთ იმიტომ რომ ეს "ცოდვაა" და ეს აგრძნობინონ კიდეც. ასეთ რამეს სიკეთედ ვერ ჩავთვლი.
QUOTE
მცდარ ფილოსოფიაზე კრინტი არ დამიძრავს, ლაპარაკი ბოროტებაზე იყო. ჰოდა ვიღაცა თუ ავიწროებს ათეისტებს ეგ რანაირად ნიშნავს რო რწმენას ბოროტება მოაქვს?
იმ რწმენას, რომელიც განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობას ქადაგებს ნამდვილად მოაქვს ბოროტება.
თუმცა მორწმუნემ რწმენისგან განსხვავებული მიზეზებით შეიძლება ბოროტება ჩაიდინოს. ამ შემთხვევაში რელიგიური რწმენა რა შუაშია.
QUOTE
ქრისტიანებს ვინც სდევნიდნენ იმათ სხვათა შორის სხვა ღმერთების სწამდათ და საერთოდ არ იყვნენ ათისტები.
ათეისტებს არ უდევნიათ მორწმუნეები არა? ნამუსი გაქვს?
ნამუსი მგონი მაქვს, გმადლობ. რომაელებზე მქონდა საუბარი და ჩემი მთავარი აზრი ის იყო, რომ შენ საუბრობ განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობაზე. ამ შემთხვევაში ათეისტმაც და თეისტმაც შეიძლება ავკაცობა ჩაიდინოს.
კომუნისტების შემთხვევაში ათეიზმი კი არაა დამნაშავე, არამედ კომუნიზმი თუ ბოლშევიზმი თუ რა იდეოლოგიაც იდგა განსხვავებული აზრის დევნის უკან. ადამიანს თუ ღმერთის არ სწამს ის არის ათეისტი. ამ ადამიანს თუ პლიუს კიდევ მიაჩნია, რომ თავისი ურწმუნოება სხვას უნდა მოახვიოს თავს მითუმეტეს ძალადობის გამოყენებით სულ სხვა პრობლემები აქვს. რატომღაც შვედ ან გერმანელ ათეისტებს არ უჩნდებათ იგივე სისულელის კეთების სურვილი. ამიტომ სრულიად მიუღებლად მიმაჩნია ათეიზმის და კომუნისტების ჩადენილი იდიოტიზმების ერთმანეთთან გაიგივება.
ათეიზმი არის ღმერთის არსებობის რწმენის არქონა. ამ პოზიციის სხვაზე ძალის გამოყენებით თავს მოხვევა ათეიზმი კი არა მარაზმია.
QUOTE
განსხვავება ისაა რო ათეისტი შეიძლება საერთოდ ყველანაირ ზნეობას უარყოფდეს (და პახოდუ რაციონალურად აზროვნებდეს)
რას გულისხმობ?
არ მახსენდება ხეებზე მძრომიალე, პირზე სისხლშემხმარი ათეისტი, რომელიც ქვემოთ მოსიარულეებზე ისაქმებს ხიდან და თან ხელზე ახლადმოპარული ოქროს ბრასლეტი აქვს ასხმული.
თუ ადამიანი თვლის რომ ღმერთი არ არსებობს და ამის გამო დასაშვებად მიაჩნია აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება რაც თავში მოუვა იმ ადამიანს საღი აზრი არ გააჩნია და ვერ ხვდება რა საჭიროა წესრიგი, კანონმორჩილება, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა.
ასეთ ადამიანს ვერც რწმენა უშველის. ადრე თუ გვიან ციხეში ამოყოფს თავს.
თუმცა
QUOTE
ჰოდა მერე ეგ ამბობს რამეს რწმენის როგორც ასეთის ბოროტებაზე, თუკი ათეიზმის ბოროტებაზე ვერაფერს ამბობს?
მე იმასაც ვფიქრობ, რომ ბრმა რწმენამ, ღმერთის შიშმა, შეიძლება ადამიანი უარესობიდან უკეთესობისკენ მოაბრუნოს.
რა თქმა უნდა ვთვლი, რომ სამწუხაროა როცა ზოგს მათრახის შიში ან იმქვეყნიური ჯილდო სჭირდება იმისათვის რომ ამ ქვეყანაზე ადამიანურად მოიქცეს, მაგრამ თუკი სხვა გამოსავალი არაა შეიძლება ასე სჯობს თუკი რა თქმა უნდა ეს კაცი რწმენის გამო უარეს ბოროტებას არ ჩაიდენს.
QUOTE
ათეიზმი არის - ღმერთი არ არსებობს მანამ სანამ საბუთი არ მექნება
ვა რა საინტერესო პრინციპია შენ და ეგ მაინცდამაინც ღმერთზე ვრცელდება მარტო? აი მაგალითად ელექტრონები 1896 წლამდე არ არსებობდნენ?
მერე რომ არ არსებობდნენ? შეიძლება კიდევ ბევრი რამ არ არსებობს. შეიძლება მართლაც მფრინავი სპაგეტის მონსტრის შექმნილია სამყარო.
ათასგვარი უცნაური ჰიპოთეზა არსებობს, ყველაფერი უნდა ვიწამოთ და მათზე ავაწყოთ ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ ისინი დამტკიცებულები არ არიან?
ვერ მივხვდი რისი თქმა გინდოდა.
ისე მგონი ჯობია შევამოკლოთ ნელნელა პოსტები თორემ სულ უფრო და უფრო იზრდება მათი ზომა
* * *
ჯიბ
QUOTE
ხოლო თუ გჯერა, რომ ზნეობა არსებითად არარაციონალიზებადია, მაშინ შენივე რწმენის ძალით პირადი მოტივაციით ებრძვი შენში ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებსაც და სადისტურსაც.
ჰომოსექსუალიზმი მიდრეკილება არაა. ის ორიენტაციაა. ოდისმე გიფიქრია რომ შენს ჰეტეროსექსუალობასთან (საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა) გებრძოლა? ხომ სისულელე იქნებოდა ეს? თინეიჯერი შეიძლება თვითმკვლელობამდეც მივიდეს ამის გამო. იმის ნაცვლად რომ იყოს ის ვინცაა და იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით.
QUOTE
საკითხი იმაშია, რა ქმედებებს იწვევს ცალსახად და გარდაუვლად რწმენა როგორც ასეთი და რას - ათეიზმი როგორც ასეთი. რაზე ჩვენ არც კი გვისაუბრია.
გააჩნია ალბათ მორწმუნეს, რამდენად ფუნდამენტალისტურია რწმენა, რა საზოგადოებაში ვართ და ა.შ.
ათეიზმი რა ქმედებებს იწვევს ჯერ არ მიფიქრია ამაზე
შენ აზრი საინტერესო იქნება.
QUOTE
ეგ კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ გარდამავალს თავი დავანებოთ, შენთვის ყველაზე უკიდურესი და ცალსახად მკაფიოდ ბოროტება არ არსებობს? რაღაცის მიმართ ხო არა ხარ ლიბერალურად განწყობილი? მე ეგ გკითხე. თუ ყველაფრის მიმართ ხარ?
QUOTE
ჰოდა მომიყვანე მაგალითი რაღაც ისეთის, რაც შენ ბოროტებად მიგაჩნია და ამის რაციონალურად და ლოგიკურად ახსნა შეგიძლია, თუ რატო მიგაჩნია ბოროტებად.
ადამიანის დისკრიმინაციას კანის ფერის გამო ვერ ვამართლებ მაგალითისთვის.
ვერც ბავშვის მოტაცებას, გაუპატიურებას, წამებას.
განსხვავებული აზრის გამო ადამიანის დევნას, შეურაცხყოფას.
განვმარტო რატომ მიმაჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ბოროტებად?
QUOTE
მანდ კი გეთანხმები, მაგრამ ერთ რამეში მაინც არა. მე ვერ ვხედავ შენგან რაიმე არგუმენტს იმის დასადასტურებლად, რომ ყველანაირი ქმედება, რომელიც რაციონალური განსჯის შედეგად არ არის გაკეთებული, ცალსახად უარყოფითი რამაა.
როგორ შეიძლება მასეთი სისულელე ვთქვა.
თუ ვინმე კაცს არ კლავს იმიტომ რომ ეშინია ჯოჯოხეთის თავად ამ რწმენის შედეგი დადებითია.. სამაგიეროდ ჩემი აზრით ამ დასკვნამდე მიმავალი გზაა მცდარი. ჯოჯოხეთი რომ არა კაცის კვლა მისაღები იქნებოდა ანუ?
QUOTE
ვერ ვხვდები სუსტი რწმენით რას გულისხმობ
რო გწამს მაგრამ რწმენის საწინააღმდეგოდ იქცევი ხოლმე.
რა პრობლემაა.. მოინანიებ გულწრფელად და ყველაფერი მიგეტევება.. ღმერთის უარყოფის გარდა
ანუ ოღონდაც არარელიგიური არ გახდე და თუ გინდა სულ ამოგიხოცია ერები ქალიან ბავშვიანად.. მოინანიე - მიგეტევება.
QUOTE
დაახლოებით ისევე, როგორც ნდობა. რწმენა ჩემთვის არის ანგარიშგასაწევად ჩათვლა ისეთი რამის, რის დამტკიცება თუ უარყოფა არ გაგაჩნია და პრინციპულადაც ვერ გექნება. მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ყველაზე არსებითი რამეები მიუწვდომელია რაციონალური განსჯისთვის. საერთოდაც ადამიანისთვის მიუწვდომელია, ისინი წვდებიან ადამიანს, თუკი ის ამას მოისურვებს, და არა ადამიანი წვდება მათ.
ხომ კარგად იცი, რომ ადამიანის ტვინი ისეთი მექანიზმია რომ თუ
ძალიან მოინდომე
მთვარეზე მოსიარულე მწვანე კაცებსაც დაინახავ, მფრინავი სპილოც გამოფრინდება მაცივრიდან და ყოველ ღამე მოგიტაცებენ უცხოპლანეტელები ლოგინიდან.
QUOTE
ღმერთის არსებობის სინამდვილის ალბათობას როგორ აფასებ ძალიან მაინტერესებს
იგივენაირად, როგორც მფრინავი სპაგეტის მონსტრის, ტროლების, ჰორუსის, ბაალის, დამავოების, თოვლის კაცის, ქუჩაზე გადარბენილი შავი კატის გამო მოვლენილი უბედურების, თურის და ოდინის არსებობის სინამდვილის ალბათობას. კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს შევიკავებ
საქმე იმაშია, რომ ღმერთის არსებობის იმდენივე დამადასტურებელი საბუთი მაქვს რამდენიც ამ უკანასკნელების და ისიც კარგად ვიცი, რომ 2 მილიარდ ადამიანს რომ მფრინავი სპაგეტის მონსტრის სწამდეს სწორედ მისი არსებობის ალბათობაზე გვექნებოდა ახლა ამხელა დისკუსიები.
QUOTE
რასელი მაგარი ვინმე იყო მარა მაგ ამბავში აშკარად ჩაიჭრა. სისულელეა პარალელის გავლება ისეთ რამეს შორის, რის რაციონალურად შემოწმების საშუალება უბრალოდ ძალიან გართულებულია მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობის გამო და ისეთ რამეს შორის, რის რაციონალურად შემოწმება პრინციპულად შეუძლებელია.
ჩაამატე რასელის მაგალითში სიტყვა "უჩინარი" სიტყვა ჩაიდნის წინ და პრობლემა მოხსნილია.
----
შემომაქვს წინადადება:
ძალიან გართულდება ამხელა პოსტების კითხვა და წერა თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით იმაზე თუ რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე, რომელი რწმენაა მავნებელი და რატომ და რომელი არა, ათეიზმის ბოროტება კომუნისტების ხელში და ა.შ.
ჩემთვის ამ თემაში მთავარი გაუგებარი საკითხია რატომ ენიჭება yahweh ის თუ ალლაჰის რწმენას პრივილეგია მაშინ როცა მათი არსებობაც იმდენად დაუმტკიცებელია და იმდენად შეუძლებელია მათი არსებობა-არარსებობის დამტკიცება რამდენადაც უჩინარი კოსმიური ჩაიდნისა თუ უცხოპლანეტელი გამჭვირვალე მუსტანგებისა. რითი განსხვავდება ეს რწმენები. რატომაა ერთი სასაცილო, მეორე კი სერიოზული და პრივილეგირებული.
დაასახელე შენის მხრივ რა საკითხის განხილვა გსურს და შევამოკლოთ პოსტები
ჯერ ერთ ან ორ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბროთ და შემდეგ სხვა საკითხებს გადავწვდეთ.
This post has been edited by
WolfSpell
on 6 Apr 2009, 16:02
--------------------
"To think for yourself you must question authority
and learn how to put yourself in a state of vulnerable, open-mindedness;
chaotic, confused, vulnerability to inform yourself." - Tool, Third Eye
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48238
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#13261632
· 6 Apr 2009, 17:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
ცერცვზე ფასმა აიწია და დროებით უნდა დაგტოვო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13268902
· 7 Apr 2009, 02:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kaisa @ 5 Apr 2009, 23:29 )
ყველა პოსტი რომ წავიკითხო ის ოთხი-ხუთი საათიც აღარ მეძინება დღეში, ახლა რომ მძინავს
ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, სანამ ამ თემას გახსნიდი
QUOTE
გადავხედე ლინკებს და 40/30/30 მაინც ვერსად ვნახე. მორწმუნე მეცნიერები რომ არსებობენ ისედაც ვიცი, მაგაზე ლინკები არ მჭირდება, ლაპარაკი სტატისტიკაზე იყო.
როგორც გითხარი, პირველ ორს მე ვერ ვნახულობ. მესამეში წერია აგერ
QUOTE
When asked their beliefs about God, nearly 34 percent of academic scientists answer “I do not believe in God” and about 30 percent answer “I do not know if there is a God and there is no way to find out,” the classic agnostic response.
(მეორე გვერდზე, ქვესათაურის მეორე აბზაცი)
QUOTE
დაუკინსის თეზისზე მე პასუხს ვერ ვაგებ.
ძალიან მიჭირს ამ გამონათქვამისა და თემის პირველი პოსტის შეთანხმება. თემას იწყებ განცხადებით, რომ სიტყვები არ გყოფნის ფილმით აღფრთოვანების გამოსახატად და რომ ჯერ არ გინახავს ადამიანი, რომელსაც ასე თითქმის ყველაფერში დაეთანხმებოდი. ნუთუ ამ თითქმისში მაინც და მაინც ფილმის საკვანძო თეზისს გულისხმობ, რომლისთვისაცაა მთელი ეს ფილმი გადაღებული?
QUOTE
მე პირადად რწმენაზე პრობლემა არა მაქვს.
იმავე პირველ პოსტში წერ,
რწმენა ზოგადად
არა მარტო საღი აზრის, არამედ მორალურობის მტერიცააო, ჰოდა ეგ თუ ეგრეა, მაგაზე მეტი პრობლემა რაღა უნდა იყოს?
QUOTE
ვუშვებ, რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს, თუმცა to me it is possible but not probable. ვირივით გაჯიუტებული ათეისტი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთის არსებობის არანაირი პროცენტი არსებობს, პირადად მე არ შემხვედრია. სხვისთვის შეიძლება ალბათობა მეტად ჩანდეს და პატივს ვცემ მათ გრძნობებს, როგორც თავისუფალი ადამიანებისას.
მე მგონი აქ ალბათობაზე ლაპარაკი ისეთივე უადგილოა, როგორც well-demonstrated reasonზე.
QUOTE
თუმცა, ასევე როგორც თავისუფალი ადამიანი, ჩემს გრძნობებსაც გამოვხატავ და ვკამათობ. აი რელიგიაზე კი დიდი პრობლემა მაქვს ყველანაირად და დიახაც ვთვლი, რომ რელიგიურობა ათეიზმზე უფრო ამორალურია.
ნუ ეს გარკვეული აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აქაც გკითხავ - ნებისმიერი რელიგიურობა ნებისმიერ ათეიზმზე?
QUOTE
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამორალური ათეისტი და მორალური მორწმუნე არ არსებობს.
რახან ყველაფერს სტატისტიკით ზომავ - გაქვს კი მონაცემები, რამდენი პროცენტია ამორალურები ან თუნდაც ბოროტმოქმედები ათეისტებში და რამდენი - მორწმუნეებში?
QUOTE
QUOTE
ისევე როგორც ცალკეული ადამიანების ათეისტობას. ელიტაზე კიდევ შენ დაიწყე ლაპარაკი, ჰოდა მეცნიერული ელიტიდანაც მოგიყვანე მაგალითები.
ცალკეული ადამიანების არც ათეისტობას აქვს მნიშვნელობა და არც მორწმუნეობას. ლაპარაკი იყო სტატისტიკაზე. არა მგონია ვერ ხვდებოდე რას ვამბობ.
შენ დაიწყე ლაპარაკი მეცნიერულ ელიტაზე, მეც მოგიყვანე მაგალითები. მანამდე სტატისტიკაც ახსენე და სტატისტიკაც მოგიძებნე.
QUOTE
და სტატისტიკაზე ლაპარაკი იმის შემდეგ დავიწყე, რაც შენ დაუკინსის აზრს, რომელსაც სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბევრი ჭკვიანი ადამიანი ეთანხმება, სისულელე დაუძახე.
შეგიძლია მომიძებნო ეს მონაცემები - რომ ბევრი ჭკვიანი ადამიანი თვლის, თითქოს რწმენას well-demonstrated reasonი ჭირდებოდეს?
QUOTE
აინშტაინი ვინ იყო, მე მგონი არავინ იცის წესიერად.
ეგრე მე ისიც არ ვიცი წესიერად მე თვითონ ვინ ვარ. მე აჲნშტაჲნის ნაწერებით ვმსჯელობ.
QUOTE
მე უბრალოდ ნერვები მეშლება როდესაც აინშტაინის რწმენა მოყავთ ლოგიკურ არგუმენტად გინდა მორწმუნეებს და გინდა ათეისტებს, არ არსებობს ადამიანი, რომლის ყველა აზრს ჭეშმარიტად მივიჩნევ, რაც უნდა გენიოსი იყოს. ესაა და ეს.
აბა მეცნიერული ელიტა რისთვის ახსენე? თუკი ვინმეა მეცნიერული ელიტა, ერთ-ერთი აჲნშტაჲნია.
QUOTE
არა, არც ელიტის მორწმუნეობა წყვეტს არაფერს.
ათეისტობა წყვეტს და მორწმუნეობა არა?
QUOTE
ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიმართლე ყოველთვის მრავალრიცხოვნებთან არაა.
მაშინ სტატისტიკაზე რაღატო ლაპარაკობ? თუ იმაზეა დამოკიდებული, ვინაა უმრავლესობაში - ათეისტები თუ მორწმუნეები?
QUOTE
ვიმეორებ, ელიტა იმიტომ ვახსენე, რომ შენ ახსენე "სისულელე".
ელიტა და სტატისტიკა ერთი და იგივეა? სტატისტიკაზე უკვე გთხოვე, ეხლა გთხოვ კიდევ მეცნიერული ელიტიდან ვინმე მანახე დაუკინსის გარდა, ვინც თვლის, რომ რწმენას well-demonstrated reasonი ჭირდება.
QUOTE
ჩემს აზრებს კონტექსტიდან გლეჯ
რატომ? ვერ ვხვდები.
QUOTE
და მერე მსჯელობას მიწუნებ. ის, რომ ღმერთს შეუძლია დაგვენახოს და თავისი არსებობა დაამტკიცოს, ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობა/არარსებობის დამტკიცებას ერთნაირი შანსი არა აქვთ.
შენ გამოდიხარ იქედან, რომ ღმერთი შენთვის დანახვებას მოისურვებს თუ არა ამის შანსების შეფასებაა შესაძლებელი. დამერწმუნე, სრულიად შეუძლებელია. გამოდის რო გაქვს ორი რამე - ერთის ალბათობა იცი რო ნოლია, მეორის ალბათობაზე კი არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნია. მართებულია ასეთ ვითარებაში მტკიცება, რომ მეორე უფრო ალბათურია?
QUOTE
შენ ამბობ, რომ ორივე პრინციპულად შეუძლებელია, მე კი გიმტკიცებ, რომ არარსებობის დამტკიცება პრინციპულად შეუძლებელია და არსებობის დამტკიცება შეიძლება.
როგორ შეიძლება, თუ თვითონ ღმერთმა არ მოისურვა დაგენახოს?
QUOTE
ეს ერთი. მეორეც, როდესაც მე ვთქვი, რომ არსებობა აუცილებლად დამტკიცდებოდა მეთქი, მერე არგუმენტიც მოვაყოლე, რომელიც შენ ამოგლიჯე და გამოიყვანე, თითქოს მე ვამბობდი რადგან ღმერთს შეუძლია დაგვენახოს, აუცილებლად დაგვენახებაო. მე კი აი რას ვამბობდი: ის, რომ როგორც უკვე ვთქვი, ღმერთს შეუძლია დაგვენახოს, შენს არგუმენტს - არსებობის პრინციპულად დაუმტკიცებლობას false-ად აქცევს.
არა გეშლება. შეგახსენებ, რომ დამტკიცების ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანების მიერ რაციონალური მსჯელობით დამტკიცებას. თავად ღმერთი რას მოისურვებს, ეგ ადამიანის რაციონალური მსჯელობისთვის სრულიად მიუწვდომელია.
QUOTE
თანაც, თუ ღმერთი არსებობს, თითოეულ ჩვენგანს დაუმტკიცდება ეს გარდაცვალების მერე. ანუ, რომ შევაჯამოთ: ღმერთის არსებობის დამტკიცების შანსი სიცოცხლეში ყოველთვის არის
დამტკიცების კი არა, ხილვის, რაც სულ სხვა რამეა. და თანაც ეგ შანსი რამხელაა კონკრეტულად შენთვის, ამის დადგენაც პრინციპულად შეუძლებელია რაციონალური მსჯელობით.
QUOTE
და გარდაცვალების შემდეგ 100%-იანია.
რანაირად, თუ ათეისტი ხარ და თვლი რომ გარდაცვალების შემდეგ უბრალოდ ქრები, როგორღა უნდა დაადგინო?
QUOTE
არარსებობის დამტკიცების არანაირი შანსია არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ.
აი მაგაში გეთანხმები.
QUOTE
მერე რა, ჰაერზე ხომ არ უმტკიცებენ ადამიანები? მოყავთ არგუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები. მორწმუნეებს ყოველთვის შეუძლიათ მოიყვნანონ უძლიერესი დამამტკიცებელი საბუთი: გამოცხადებული ღმერთი.
ეგ არ არის არგუმენტი, ეგ არის მოწმობა (witnessing), რომლის მიღებასაც თავის მხრივ რწმენა ჭირდება და არა რაციონალური დასაბუთება.
QUOTE
ასე რომ, დიახაც რომ არსებობის დამტკიცება შეიძლება და არარსებობის არა.
რაციონალურ-ლოგიკური - არ არსებობს.
QUOTE
შეიძლება შენ ლაპარაკობ რწმენაზე, როგორც ასეთზე.
თემის პირველ პოსტში შენც ამაზე არ ლაპარაკობდი?
QUOTE
მე რელიგიაზე ვლაპარაკობ და ღმერთზე, რომელიც მორწმუნეებმა გამოგონებულ ზღაპრებში უმდაბლესი თვისებებით "დააჯილდოეთ", მაგალითად პატივმოყვარეობით და შურისმაძიებლობით.
ღმერთი ამოუცნობელია, და მორწმუნე მას ვერანაირ მისთვის ცნობილ თვისებას ვერ მიაწერს. შეიძლება ეცადოს რაიმე ცნობილს მიამსგავსოს და გამოუვა კიდეც სისულელე.
QUOTE
დეისტების ღმერთზე პრობლემა არა მაქვს.
ჰო ვიღაც აბსტრაქტული დეისტების რაღაც აბსტრაქტულ ღმერთზე, რომელზეც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ იგი არსებობს, არ გექნება პრობლემა. მაგრამ ღმერთი აბსტრაქცია არაა.
QUOTE
ვიცი, რომ ფორუმის ეტიკეტი შენობით ლაპარაკია, მაგრამ არ გამიხარდებოდა ყოფილ ლექტორთან შეყბედება.
კაი რა შენთან ურთიერთობა რა თემაშიც არ მინახავხარ ყველაზე ნაკლებად შეყბედებასთან ასოცირდება.
QUOTE
თუ დამიჯერებ დაცრეცილი ჩათვლის წიგნაკიც გადმოვიღე, რომ ლექტორები გამეხსენებინა
უი ეხლა გამახსენდა, ერთი სემესტრი კი მიმყავდა პრაქტიკული, ოღონდ მექმატზე. დანარჩენი კი უბრალოდ ნებაყოფლობითი სემინარები იყო, ოფიციალურად ლექტორი არასდროს ვყოფილვარ, რაზმაძეში ვმუშაობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება
QUOTE
დიდი მადლობა ლინკისთვის, აუცილებლად წავიკითხავ გიოდელის თეორიაზე თემას, თუმცა ვანოს თემებს არ უნდა ვკითხულობდე, გამოცანების ტოპიკში ერთერთ გამოცანაზე ვკამათობდით და ბოლოში დამაიგნორა
ოო, ეგ უნდა გიხაროდეს, ვანომ თუ დაგაიგნორა, ესე იგი დამარცხება აღიარა
QUOTE
ლოგიკაზე მეგონა მიხვდებოდი, რომ ნახევრად ხუმრობით გიპასუხე. არ მიმაჩნია შენი შეკითხვა სერიოზულად და იმიტომ. როგორც მათემატიკოსს, შენც უნდა გესმოდეს, რომ არსებობს აქსიომები, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს.
აქსიომების სტატუსი არ არის აბსოლჲუტური ჭეშმარიტება. შეგიძლია აქსიომათა ერთი სისტემა მიიღო და ერთი თეორია გამოგივა, მეორეს მიიღებ - მეორე გამოგივა. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ადგენ, სხვადასხვა თეორიას იძლევიან თუ ერთსა და იმავეს.
QUOTE
1. მე ვამბობ, რომ რაღაც ლოგიკურად მტკიცდება. 2. შენ მეკითხები რატომ მიმაჩნია ლოგიკა უფრო ძლიერ არგუმენტად, ვიდრე ქურდული გაგება 3. ლოგიკა უფრო ძლიერ არგუმენტად საყოველთაოდ არის მიჩნეული, ეს აქსიომაა. 4. შენ თუ თვლი, რომ ასე არაა, შენ უნდა დამიმტკიცო საწინააღმდეგო და არა მე.
მე მხოლოდ იმის დამტკიცება მინდოდა, რომ ლოგიკა ერთ-ერთი ისეთ რამეთაგანია, რაც საყოველთაოდ მიჩნეულია მსჯელობის სანდო მეთოდად ისე, რომ თვით ამ ფაქტს - ლოგიკის სანდოობას - ვერავინ რაციონალური მსჯელობით ვერ ასაბუთებს.
QUOTE
ვერ გავიგე რას მეუბნები. შენი სახელი და გვარი გამოვიცანი ლოგიკური მსჯელობით და ასევე ლოგიკური მსჯელობით (პრიმიტიულით, მაგრამ მაინც ლოგიკურით) დავასკვენი, რომ ჩემი ლექტორი არ ყოფილხარ მეთქი. და გეხუმრე ქურდულად რომ მოგწოლოდი, არ მეტყოდი მეთქი.
ჰოდა არ არის ეს ყველაფერი რაციონალური მსჯელობით დასაბუთება. ეს არის გამოცდილებაზე დაყრდნობა, რომელიც ოდესმე გიმტყუნებს თუ არა, არავინ იცის.
QUOTE
ჩემი პროფესორი კი თამაზ ვაშაყმაძე იყო.
კარგად ვიცნობ ცხადია, თუმცა ერთად არასდროს გვიმუშავია.
QUOTE
მესმის, რომ გაწუხებს, როდესაც ვიღაც გეუბნება, რადგან გწამს გეშლებაო. მაგრამ შენ თავად ხარ კატეგორიული ადამიანი, რომელიც ხშირად ეუბნები სხვას, რომ "არაა სწორი", "ეშლება", "ვერ გაიგო" და ასე შემდეგ. იქნებ იმათაც აწუხებთ?
მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი სიტყვების დასაბუთებას - დაუკინსისგან განსხვავებით, რომელიც დასაბუთების ნაცვლად პროპაგანდისტულ დაბოლებას მიმართავს.
QUOTE
არავინ გეუბნება, რადგან გწამს ბოროტი ხარო.
როგორ არა, დაუკინსი მეუბნება ზუსტად მაგას. შენ კიდევ პირველ პოსტში მეუბნები რაც უფრო მორწმუნე ხარ უფრო ამორალური ხარო.
QUOTE
მსგავსი რამის დაბრალება თქვენსკენ მოიკითხე. ვერც კი დავითვლი, რამდენჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა ჩემი ათეისტობის გამო.
არ გეწყინოს და როცა აცხადებ რწმენა ამორალურიაო, საპასუხო შეურაცხყოფა არ უნდა გაგიკვირდეს.
QUOTE
შეიძლება შენ კეთილი ხარ, მაგრამ შენი რელიგია ვითომ შეფარულად ქადაგებს შეუწყნარებლობას და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ჩემი აზრით დიდი ბოროტებაა.
ვითომ შეფარულად კი არა ბევრი დაუფარავად ქადაგებს ამას, ეს რამეს ამტკიცებს რწმენაზე ან თუნდაც რელიგიაზე როგორც ასეთზე რამეს? არის რელიგია რომლის მიხედვითაც არც ერთ ცოცხალ არსებას ზიანი არ უნდა მიაყენო, დადიან ტიპები და თავის წინ მიწას ხვეტენ ცოცხით, შემთხვევით ჭიაღუას არ დავაბიჯოო. ზოგი რელიგია ასეთია ზოგი ისეთი, და თითოეულის შიგნითაც ყველას თავისი წარმოდგენები აქვს დოგმატებზეც კი. ეგრე ათეისტებს როგორც კი ძალაუფლება ჩაუვარდებოდათ ხელში, ეგრევე მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე გადადიოდნენ.
QUOTE
სამსახურში ჯდომიდან მუშაობა არ გამომდინარეობს
უკვე გამომდინარდა
QUOTE
იმედია საღამოს მაინც გაატარე დრო კარგად.
კი გაიხარე, მაგრა მოვილხინეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
Kaisa
Mapulian geek
ჯგუფი: Members
წერილები: 2369
წევრი No.: 37858
რეგისტრ.: 7-July 07
#13269764
· 7 Apr 2009, 09:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
თემებს კიდევ გავხსნი, მაგრამ თითო სიტყვის დაქუოთირებას და პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ
დავიწყებ ამით:
QUOTE
მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი სიტყვების დასაბუთებას - დაუკინსისგან განსხვავებით, რომელიც დასაბუთების ნაცვლად პროპაგანდისტულ დაბოლებას მიმართავს.
ცხადია, არაა ასე. ძალიან ხშირად წინადადებებს უადგილო ადგილას ხლიჩავ, აზრებს კონტექსტიდან აგდებ და დემაგოგიას ეწევი.
სიტყვებზე გამოკიდება მეც შემიძლია, two can play this game
შენ არ თქვი?
QUOTE
მეცნიერთა 40% რელიგიურია. დანარჩენებიდან მხოლოდ ნახევარია ათეისტი, მეორე ნახევარი ამბობს
QUOTE
I do not know if there is a God and there is no way to find out
ლინკზე რომ ჩაგეძიე კი ეს მომეცი
QUOTE
When asked their beliefs about God, nearly 34 percent of academic scientists answer “I do not believe in God” and about 30 percent answer “I do not know if there is a God and there is no way to find out,” the classic agnostic response.
34+30+40 ასია?
4%-ს მპარავდი?
QUOTE
შენ გამოდიხარ იქედან, რომ ღმერთი შენთვის დანახვებას მოისურვებს თუ არა ამის შანსების შეფასებაა შესაძლებელი. დამერწმუნე, სრულიად შეუძლებელია. გამოდის რო გაქვს ორი რამე - ერთის ალბათობა იცი რო ნოლია, მეორის ალბათობაზე კი არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნია. მართებულია ასეთ ვითარებაში მტკიცება, რომ მეორე უფრო ალბათურია?
აჰა, ესე იგი შენი მხრიდანაა მართებული იმის მტკიცება, რომ ორივეს ალბათობა ერთნაირია და ნულს უდრის, არა?
QUOTE
არა გეშლება. შეგახსენებ, რომ დამტკიცების ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანების მიერ რაციონალური მსჯელობით დამტკიცებას. თავად ღმერთი რას მოისურვებს, ეგ ადამიანის რაციონალური მსჯელობისთვის სრულიად მიუწვდომელია.
არა, შენ გეშლება. დამტკიცების დროს იგულისხმება ადამიანების მიერ მოტანილი არგუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები ანუ, evidence-ები. მე არ ვამბობ, რომ მორწმუნე თავის არგუმენტად იმას გამოიყენებს, რომ ღმერთი გამოჩნდება და ნახავო. მაგრამ, ღმერთმა თუ მოისურვა გამოჩენა, მორწმუნეებს evidence გაუჩნდებათ. თუ არ მოისურვა, არ გაუჩნდებათ. ათეისტს კი არასოდეს გაუჩნდება evidence. თქვენი მტკიცებით, ღმერთი ერთხელ უკვე მოევლინა საკმაოდ ბევრ ადამიანს. ის, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს, შესაძლებელია. თუმცა, შენ ამტკიცებ, რომ რადგან არ იცი ამის ალბათობა, ესე იგი ნულია
QUOTE
რანაირად, თუ ათეისტი ხარ და თვლი რომ გარდაცვალების შემდეგ უბრალოდ ქრები, როგორღა უნდა დაადგინო?
რა ვქნა ახლა, თავიდან გადავწერო ყველაფერი?
მე ვწერდი: თუ ღმერთი არსებობს, გარდაცვალების შემდეგ 100% გავიგებ მეთქი. რა არის აქ გაუგებარი? ათეისტი კი ვარ, მაგრამ წინადადებას ვიწყებ დაშვებით:
თუ ღმერთი არსებობს
.
QUOTE
აქსიომების სტატუსი არ არის აბსოლჲუტური ჭეშმარიტება. შეგიძლია აქსიომათა ერთი სისტემა მიიღო და ერთი თეორია გამოგივა, მეორეს მიიღებ - მეორე გამოგივა. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ადგენ, სხვადასხვა თეორიას იძლევიან თუ ერთსა და იმავეს.
მერე, ეს რატომ გამორიცხავს იმას, რომ მე ლოგიკა ქურდულ გაგებაზე უფრო ავტორიტეტულად ჩავთვალო?
QUOTE
შენ კიდევ პირველ პოსტში მეუბნები რაც უფრო მორწმუნე ხარ უფრო ამორალური ხარო.
ამას გულისხმობ?
QUOTE
ადრე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ რელიგია და რელიგიურობა ათეიზმზე ამორალურია. ადრე ვთვლიდი, რომ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და ყველას თანაბარი მაღალმორალურობის შანსი აქვს. ახლა კი, მართალია ისევ ვაღიარებ, რომ ამორალური ათეისტი და მორალური მორწმუნეები არსებობენ, უკვე რამდენიმე თვეა იმ აზრამდე მივდივარ, რომ რწმენა, ზოგადად, არა მარტო საღი აზრის, არამედ მორალურობის მტერიცაა.
არ თვლი, რომ შენი ბრალდება რბილად რომ ვთქვათ, არაპატიოსანია?
QUOTE
არ გეწყინოს და როცა აცხადებ რწმენა ამორალურიაო, საპასუხო შეურაცხყოფა არ უნდა გაგიკვირდეს.
რატომ ფიქრობ, რომ გაქვს საკმარისი ინფორმაცია გაიგო, ვინ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება? ჩემი შენს მიერ მრავალგზის ნახსენები პირველი პოსტი არ გეუბნება, რომ ადრე რელიგიას და ათეზმს ერთნაირად მორალურად მივიჩნევდი მეთქი? დებილს და ამორალურს კი ჯერ კიდევ 12-14 წლის ასაკში მეძახდნენ მართლმადიდებელი კლასელები.
QUOTE
ვითომ შეფარულად კი არა ბევრი დაუფარავად ქადაგებს ამას, ეს რამეს ამტკიცებს რწმენაზე ან თუნდაც რელიგიაზე როგორც ასეთზე რამეს? არის რელიგია რომლის მიხედვითაც არც ერთ ცოცხალ არსებას ზიანი არ უნდა მიაყენო, დადიან ტიპები და თავის წინ მიწას ხვეტენ ცოცხით, შემთხვევით ჭიაღუას არ დავაბიჯოო.
კი, მქონდა ბედნიერება ტიბეტელების უბანში მეცხოვრა და ძალიან მწარედ მახსოვს მათი ტარაკნების მიმართ დამოკიდებულება, სანამ მენეჯმენტი ყველას გასახლებით არ დაემუქრა.
სამწუხაროდ სხვა ბევრი არაფერი ვიცი, რომ მათ რელიგიაზე ვიმსჯელო. სამაგიეროდ, ახლა ვფიქრობ, მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყავი იქნებოდი ვითომ ჰომოფობი? შეიძლება ყოფილიყავი, შეიძლება არა, ალბათ არა. ყველა ვარიანტში, ეს შენ საამაყოდ მიგაჩნია და მე სამარცხვინოდ. მეტყვი, ვის აინტერესებს შენ რას ფიქრობო. მე კი გიპასუხებ, შენ თუ გრძნობების საფუძველზე ღმერთის არსებობას სრულ ჭეშმარიტებად აცხადებ, ჩემი გრძნობებიც არა ჩემთვის მაინც სულ უმნიშვნელო.
და ბოლოს...
QUOTE
ოო, ეგ უნდა გიხაროდეს, ვანომ თუ დაგაიგნორა, ესე იგი დამარცხება აღიარა
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მგონი მართალი ხარ
, ხანდახან ადამიანი იმიტომ აიგნორებს მეორეს, რომ ნერვები ან დრო აღარ ყოფნის
პ.ს. ღმერთი არ გწამთ, მითხარით რას დავაჭირე ხელი, რომ ქვოთები აღარ მუშაობს.
და გამისწორეთ რააა
This post has been edited by
WolfSpell
on 7 Apr 2009, 13:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20505
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04
#13272311
· 7 Apr 2009, 13:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kaisa
არ მწამს მაგრმ გაგისწორე ციტირებები
This post has been edited by
WolfSpell
on 7 Apr 2009, 13:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13277171
· 7 Apr 2009, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WolfSpell @ 6 Apr 2009, 15:33 )
მათემატიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი წარმოდგენით იმ კანონების უმეტესობას რაზეც ფიზიკა და შესაბამისად ალბათ მეცნიერების სხვა დარგებიცაა დაფუძნებული ბუნებაზე ჩვენი მწირი შესაძლებლობებით, ჩვენი თითო ოროლა ინფორმაციის არასრულყოფილი არხებით (მხედველობა, სმენა .. ა.შ.), უზარმაზარი სამყაროს იმ ერთი ციცქნა ნაწილის, დედამიწისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით ვიცნობთ ისეთს როგორიც მეცნიერებამ იცის. სამყაროს სხვა კუთხეში, სხვა გარემოში, სხვანაირი მოაზროვნე არსებებისთვის შეიძლება ზოგი კანონი სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს.
ფაქტია რომ მაგალითად განუზღვრელობის პრინციპს, ანუ ზოგიერთი ფიზიკური სიდიდის პრინციპულად დაუდგენადობას თუ ეჭვქვეშ დავაყენებთ, მაშინ გამოვა რო კაცობრიობას მიკროსამყაროზე საერთოდ არანაირი წარმოდგენა არა აქვს. მათემატიკის შემთხვევაში კიდევ უარესია - თუკი ეჭვქვეშ დავაყენებთ ზოგიერთი მათემატიკური ჭეშმარიტი ფაქტის პრინციპულად დაუმტკიცებადობას, მაშინ გამოვა რო რაციონალური მსჯელობის ის წესები არ ვარგა, რომლითაც საერთოდ რაიმეზე ვმსჯელობთ, კერძოდ, მე და შენ რო ვკამათობთ, თითოეული ჩვენგანის მსჯელობაც ეჭვქვეშ დგება და მაშინ სანამ რამე სხვაზე ვილაპარაკებთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, აბა რაღანაირად ვიმსჯელოთ.
QUOTE
საქმე იმაშია, რომ მაინც არ მესმის ჩვენი და ჩვენი მეცნიერების არასრულყოფილება რატომაა არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ.
მერამდენედ ვამბობ, მერამდენედ - ღმერთის არსებობის ან არარსებობის დასაბუთება პრინციპულად შეუძლებლად მიმაჩნია, მე მაგაზე არავის ვეკამათები, ამ თემაში მხოლოდ დაუკინსის ძირითადი თეზისის სრული დაუსაბუთებლობა მინდა დაგანახოთ და მეტი არაფერი.
QUOTE
QUOTE
ეგ შენ ეხლა თეორიებზე კი არა ჰიპოთეზებზე ლაპარაკობ, ეს სულ სხვა რამეა. მეცნიერული ჰიპოთეზის სტატუსი აქვს დებულებას, რომელიც თავის შემოწმებას ელოდება. თუ ამ დებულების პრინციპული შეუმოწმებადობა მკაცრად დამტკიცდა, ის სხვა სფეროში გადადის.
ღმერთს რატომ არ აქვს ჰიპოთეზის სტატუსი?
აუ ამწუთას არ გითხარი - იმიტომ არ აქვს რომ ჰიპოთეზა განმარტებით არის შემოწმებადი რამ რომელიც ჯერ შემოწმებული არაა. თუ პრინციპულად შეუმოწმებადია, მაშინ ჰიპოთეზა არ ქვია.
QUOTE
და თუ აქვს
არა აქვს, არა.
QUOTE
- რატომ არის, რომ კოსმიური ჩაიდნის ჰიპოთეზა სასაცილოა და მის ალბათობას არავინ განიხილავს, ღმეთის ჰიპოთეზას კი (ღმერთისა რომელმაც სამყარო და ადამიანი შექმნა იმისათვის, რომ ყოველი ადამიანის ლოცვები ისმინოს, განსაჯოს ვინ ჯოჯოხეთში წავა და ვინ სამოთხეში და დაგვიდგინოს ყოველ ჩვენგანს როდის რას შევჭამთ, ვისთან დავწვებით და ვის რას ვეტყვით) სრული სერიოზულობით განიხილება.
არც ერთი სერიოზული ადამიანი ღმერთის არსებობას როგორც ჰიპოთეზას არ განიხილავს. უბრალოდ ან წამს ან არა, სხვა შანსი არაა ან რამე ალბათობის დადგენის ან რამე ეგეთის. თუ წამს, ამ რწმენიდან ვინ რა დასკვნებს აკეთებს, ეგ სულ სხვა საკითხია. სხვადასხვა ხალხი სულ სხვადასხვა ძალიან განსხვავებულ დასკვნებს აკეთებს, და ვერანაირ დასაბუთებას ვერ ვხედავ, რომ ყველა ეს დასკვნა მცდარი და ბოროტია.
QUOTE
მეტიც - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შიშით შეიძლება ადამიანმა საკუთარი აზრი ვერ გამოხატო ზოგჯერ.
ზოგჯერ ათეისტურ გარემოშიც საშიშია მორწმუნეობის გამხელა, დამტკიცდა მხოლოდ ამით რომ ათეიზმი ბოროტებაა?
QUOTE
QUOTE
თუ ამ დებულების პრინციპული შეუმოწმებადობა მკაცრად დამტკიცდა, ის სხვა სფეროში გადადის.
ე.ი. მე რომ განვაცხადო, რომ ამა თუ იმ პლანეტაზე მცხოვრები უჩინარი მუსტანგი მელაპარაკება ხოლმე და მომავალს მიწინასწარმეტყველებს, ვინაიდან ამ ჰიპოთეზას ვერავინ დაამტკიცებს გამოდის, რომ მისი ალბათობა სერიოზულად უნდა განიხილონ? 50-50% ?
თუ პრინციპულად შეუმოწმებადია, არც ჰიპოთეზაა. შენი მაგალითი არ არის შემოწმებადი ეხლანდელ ვითარებაში, პრინციპულად შემოწმებადია, და თავის შემოწმებას ელოდება, მანამდე რჩება ჰიპოთეზად, როცა შემოწმდება გახდება შემოწმებული ფაქტი ან შემოწმებული ტყუილი.
QUOTE
პრინციპულად დაუმტკიცებელი თუა რაიმე (რაც ჩემი აზრით მაინც არ გამორიცხავს იმის თეორიულ შესაძლებლობას რომ ოდესმე დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნეს ეს თუ ის ჰიპოთეზა)
ზოგიერთი მათემატიკური დებულების შემთხვევაში ეს თეორიული შესაძლებლობა გარდაუვლად იწვევს იმის თეორიულ შესაძლებლობასაც, რომ ჩვენ საერთოდ არასწორად ვმსჯელობთ ყველაფერზე ამ ქვეყნად.
QUOTE
რატომ ნიშნავს ეს იმას, რომ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება თუ სიმცდარე ერთი და იგივენაირად შესაძლებელია?
ზოგი ჰიპოთეზის ალბათობის შეფასება შესაძლებელია შემოწმებამდე, ზოგის ვერა. ღმერთის არსებობისა ალბათობაც პრინციპულად შეუფასებადია და შემოწმებაც პრინციპულად შეუძლებელი, ასე რომ ჰიპოთეზა საერთოდ არ არის.
QUOTE
(კოსმიური ჩაიდნის და უცხოპლანეტელი მუსტანგის მაგალითები) რატომ განიხილება რელიგიური ჰიპოთეზები სერიოზულად (ამათგან ყველა არა, მხოლოდ ზოგიერთი.. ზევსი მაგალითად სასაცილოდაც არ ყოფნის ადამიანს) და ზოგი კი - არა?
არ არის ეს ჰიპოთეზები, არა.
QUOTE
მე როგორც ვიცი არც ერთი მოძღვარი არ დაგეთანხმება იმაში, რომ დოგმები გარკვეულწილად სიყალბეს შეიცავენ
მართლმადიდებელ მოძღვართა უმრავლესობა ზოგ კათოლიკურ დოგმას არ ღებულობს და პირიქით, სხვადასხვა რელიგიის შედარებაზე რო აღარაფერი ვთქვათ. შენივე რელიგიის დოგმები შეიძლება ყველა ცალსახად მიღებული გქონდეს, მაგრამ ზოგის უფრო მყარად გწამდეს და ზოგის ნაკლებად. როგორც გითხარი, აბსოლჲუტურად მყარი რწმენა არავის აქვს. მაცხოვარმა შესჩივლა ჯვარზე მამა ღმერთს, რატომ დამტოვეო და ჩვენი რწმენა მასთან რაღა მოსატანია.
QUOTE
ვინ გეტყვის, რომ ღმერთი ნაწილობრივ არსებობს და ნაწილობრივ არა?
ეგ უბრალოდ უაზრობაა და მაგას არც მოძღვარი გეტყვის და არც პარტკომი.
QUOTE
ან რომ იესო ალბათ აღსდგა მკვდრეთით?
ეგ ზოგ სექტაში შეიძლება მართლა ეგრე გონიათ. პირადად მე მაგის მწამს, მაგრამ ჩემი რწმენისთვის საკვანძო მომენტი ეგ არაა. ზოგისთვის შეიძლება კი იყოს საკვანძო.
QUOTE
შენ რასაც მეუბნები უფრო აგნოსტიკოსის პოზიციას წააგავს.
აგნოსტიკოსისგან მე ძირეულად იმით განვსხვავდები რომ მჯერა - არსებობს ადამიანისთვის პრინციპულად მიუწვდომელი ცოდნა, რომელიც მას შეიძლება მოემადლოს ზეადამიანური ნებით.
QUOTE
მე ის ვთქვი და ვამბობ, რომ ბრმა რწმენა და განსაკუთრებით ფუნდამენტალისტური რწმენა კარგი ნიადაგია ირაციონალური ნაბიჯის გადასადგმელად, მშვენიერი ბერკეტია რელიგიური ლიდერებისთვის რათა მან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ მასები.
მერე ეგ რამეზე მიუთითებს? ასევე ზოგიერთ მდაბიო თვისებებთან შეზავებული ათეიზმი მშვენიერი ნიადაგია გადატრიალების მოსახდენად, რაც არაერთხელ გამოუყენებიათ კიდეც, რამეს ამბობს მხოლოდ ეგ ათეიზმზე როგორც ასეთზე?
QUOTE
რწმენა = ბოროტებას ფორმულას ცალსახად არ ვეთანხმები
ამათ ტოლობაზე დაუკინსიც არ ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ რწმენა ცალსახად იწვევს ბოროტებას. და ამას არანაირად არ ასაბუთებს.
QUOTE
QUOTE
QUOTE
ჩემთვის პირველ ადგილზე დგას საღი აზრი, დასაბუთებული ფაქტი, კვლევით მოძიებული სიმართლე და ხშირად კანონი სწორედ ასეთ სიმართლეს ასახავს ხოლმე
ხშირად - ესე იგი არა ყოველთვის, ხომ? ჰოდა როცა არ ასახავს, მაშინაც დგას შენთვის ის პირველ ადგილზე?
კონკრეტული მაგალითის გარეშე რთულია პასუხის გაცემა.
ვახ, შენ თვითონ თქვი, ხშირადო, ყოველთვისო ხო არ გითქვავს. ესეიგი შენც გცოდნია მაგალითები. რავი სულ არაა საინტერესო მაგრამ მოგიყვან ერთ მაგალითს მე პირადად რასაც შევეჯახე. ეხლანდელი შრომის კოდექსის მიხედვით, თუკი დამქირავებელს მოუნდება დაქირავებულთან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, ერთადერთი, რაც ამისთვის აუცილებელია არის ის, რომ ერთი თვის ხელფასი უნდა გადაუხადოს. ასახავს ეს რაიმე საღ აზრს, დასაბუთებულ ფაქტს ან კვლევით მოძიებულ სიმართლეს?
QUOTE
გააჩნია რას გულისხმობს სიძლიერეში.
რას და მტერი რო ვერ მოერევა და მამენტ შეიძლება თვითონ იქეთ წაგლიჯოს რამე მტერს.
QUOTE
როგორ გითხრა ლოგიკით ან სხვა რამით თუ შევძლებ ვინმეს გადარწმუნებას? არ ვიცი უბრალოდ.
ნუ ართულებ, ძალიან მარტივი რამე ვიგულისხმე. აი ზუსტად შენნაირი ტიპია, ზუსტად ისთივე დამოკიდებულება აქვს რაციონალურ-ლოგიკურ არგუმენტებთან, შენ როგორიც გექნებოდა.
QUOTE
მე ვიცი ჩემი აზრი იმის შესახებ თუ რატომაა ცუდი დამოუკიდებლად აზროვნების შეზღუდვა და რატომაა კარგი საზოგადოების წევრები თავისუფლად აზროვნებენ და ჩემი არგუმენტები მაქვს. სხვისი არგუმენტი თუ იქნება ის, რომ ღმერთს, ალლაჰს ან შივას სურს ასე და ამიტომ უნდა მოვიქცეთ სწორედ ასე რა ლოგიკით უნდა დავუმტკიცო საწინააღმდეგო?
არა, ვინც ლოგიკას და რაციონალიზმს ისევე აფასებს, როგორც შენ, მაგრამ დამოუკიდებლად აზროვნების შეზღუდვა ცუდ რამედ არ მიაჩნია, იმას როგორ დაუმტკიცებ მეთქი ლოგიკურ-რაციონალური მსჯელობით, რომ ცდება?
QUOTE
QUOTE
ესეიგი ვითომ არც გვილაპარაკია ამდენი რა. საიდან მოგაქვს რო როგორც კი ადამიანი მორწმუნეა, ეგრევე ბავშვის აღზრდისას აეგ მიზნები ამოძრავებს?
იქიდან მომაქვს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვი იჩაგრება მშობლებისგან მსგავსი მეთოდების გამო.
რანაირად მოგაქვს მერე, რანაირად? "ძალიან ბევრი" ყველაა? თუ ნახევარი? ხუთი მილიონი? ორი ათასი? რამე სტატისტიკას გულისხმობ თუ რას ამბობ?
QUOTE
ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ მიიტან კაცო (ვახ)
საკუთარ თავზე კი არა იმ მორწმუნეებზე მიმაქვს, ვინც ბავშვებს მშვენივრად ზრდის. მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვი დაიჩაგრა ათეისტურ-ტოტალიტარულ წყობაში გაზრდის გამო, და მხოლოდ ეგ არანაირ საფუძველს არ იძლევა ვამტკიცოთ, რომ როგორც კი ადამიანი ათეისტია, ის ეგრევე ბავშვს ცუდ რამეს უშვება.
QUOTE
აშკარად დოუკინსში გერევი ან ჩემს პოსტს კარგად არ კითხულობ ხოლმე.
ძალიან ყურადღებით ვკითხულობ, მაგრამ მაპატიე და ეს თემა დაუკინსის ფილმზეა და როცა ცდილობ სხვაგან გადაუხვიო, მე ვცდილობ ხოლმე უკან დაგაბრუნო
QUOTE
რამდენჯერ დავწერო, რომ რწმენას არ ვაიგივებ ბოროტებასთან
გაიგივებით არც დაუკინსი აიგივებს, იძახის ერთი მეორეს იწვევსო გარდაუვლადო და მაგას არანაირად არ ასაბუთებს.
QUOTE
(სეკულარულ რწმენას, ადამიანს, რომელიც მის საფუძველზე ბოროტმოქმედებას არ ჩადის და არა ფუნდამენტალისტისას)
სეკულარული რწმენა დაახლოებით ისეთივე რამეა რაც მშრალი წყალი. ეგეთი რამე არ არსებობს. აგერ ინტერნეტ-კონტრაბანდმა ვაბშემც გამომიცხადა, მაო ათეისტი არ იყოო, რელიგია ქონდაო.
QUOTE
არამედ ვთვლი, რომ რელიგიური რწმენა და რელიგიური მორჩილება არის
ნიადაგი
იმისთვის რომ გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინო (ან სავალალო ან ნაკლებად სავალალო),
ბერკეტი
სხვა ადამიანის ხელში...
ათეიზმი არ შეიძლება გახდეს მსგავსი ნიადაგი და ბერკეტი? გამხდარა კიდეც. რამეს ამტკიცებს მხოლოდ ეს თავად ათეიზმის ბოროტებაზე?
QUOTE
მეორეს მხრივ აუცილებლად ავუხსნი იმას, რომ შენი რწმენის გამო სხვა ადამიანზე ძალადობა, მისი დამცირება, შეურაცხყოფა ბოროტებაა.
რწმენა აქ რა შუაშია? რა, რაიმე სხვა რამის გამო არ არის მაგენის გაკეთება ბოროტება?
QUOTE
QUOTE
მთავარს ტოვებ - როგორც ათეისტს სწორ მორალურ პრინციპებად რა მიგაჩნია და როგორ უნდა დაეხმარო ბავშვს მათ გაგებაში.
რაც უწინ მიმაჩნდა (როცა თავს მორწმუნედ და რელიგიურ ადამიანად ვთვლიდი) ძირითადად ისევ ის. რომ ძალადობა მიუღებელია თუკი თავის დაცვის გამო არ გიწევს მას მიმართო. რომ სხვას არ უნდა ავნო, გარემოს უნდა გაუფრთხილდე, კანონი უნდა დაიცვა. რომ ადამიანი ყველა ერთნი ვართ შავებიც, თეთრებიც, ყვითლებიც, თვალის ჭრილის სიწვრილის თუ სიფართოვის მიუხედავად და რომ ყველა ჩვენგანშია "კარგი" და "ცუდი" მხარეები. რომ ყოველთვის უნდა ეცადო სხვა ადამიანის თვალით შეხედო სამყაროს და შემდეგ განსაჯო. რომ ადამიანი თავისუფალია იაზროვნოს და იცხოვროს ისე როგორც სურს თუკი თავისი ქმედებებით სხვის თავისუფლებას არ ხელჰყოფს. რომ ადამიანის ფიზიკური ნაკლი, გარეგნობა, სექსუალური ორიენტაცია თუ წარმომავლობა არ განსაზღვრავს იმას თუ ვინაა კარგი და ვინ ცუდი. რომ სისულელეა იმით ამაყი ან სირცხვილის განცდა რასაც შენ ვერ ირჩევ.. მაგალითად ეროვნება ან ისევ სექსუალური ორიენტაცია ან სქესი ან თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი. რომ სიცოცხლე მოკლეა და ყველას აქვს უფლება იცოცხლოს და ბედნიერი იყოს და მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ფაქტორების გამო ადამიანის დაჩაგვრა და მისთვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება ბოროტებაა. შემიძლია გავაგრძელო. სანამ ამ ყველაფრის ახსნას შევძლებ მანამდე შემიძლია სანტა კლაუსი მოვიშველიო
სანტა კლაუსს სანამ მოიშველიებდე უბრალოდ ის მითხარი, ამ ყველაფერს რაციონალური მსჯელობით აუხსნი ბავშვს? აი გკითხა ამ ყველაფერზე, და რატოო? ლოგიკურად დაუმტკიცებ?
QUOTE
ზნეობით მორალურ კოდექსს გულისხმობ? ანუ იმის გაგებას თუ რა არის ცუდი და რა კარგი და შემდეგ სინდისის ფაქტორს? ჩემი აზრით ტვინი და ნერვული სისტემა გაცილებით რთული მექანიზმია ვიდრე ჩვენ გვგონია. თანაგრძნობა, სიბრალული, სინანული - ეს ყველაფერი მიმაჩნია რომ სრულიად მიწიერ დონეზე ხდება ჩვენს სხეულებში. თუ ამას მეკითხები. მხოლოდ ანალიტიკური აზროვნება არამგონია გასაღები იყოს.
ისევ მექანიზმებზე მელაპარაკები, რა მექანიზმით შეიძლება წარმოგვეშვას ზნეობრივი პრინციპები, მე ამაზე არ გეკითხები, მე არსზე გკითხე, ის, რაც შენ ზნეობის ქვეშ გესმის (რატო უნდა ვიხმარო გამოთქმა "მორალური კოდექსი" არ ვიცი), მისი არსი როგორც გესმის, შეგიძლია ამის რაციონალურ ლოგიკაზე ან ანალიტიკურ აზროვნებაზე დაიყვანო?
QUOTE
იმიტომ რომ მასეთი მორწმუნეები მართავენ მსოფლიოს
აზვიადებ რა, ვერ ხვდები რო მაგრა აზვიადებ? ბევრი პოლიტიკოსი იარაღად რელიგიას იყენებს (ბევრიც ათეიზმს), რას ნიშნავს მორწმუნეები მართავენ მსოფლიოს? რა ლაპარაკია ეს?
QUOTE
და მასეთები ახერხებენ მსოფლიოში ყველაზე მეტი ბოროტების ჩადენას.
ათეისტები დიდი წარმატებით უწევენ მათ კონკურენციას, ყოველ შემთხვევაში, როცა და საცაკი ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხეს, ბოროტმოქმედებათა მაშტაბებით ყველა დანარჩენს თვისობრივად გადაუჯოკრეს.
QUOTE
რატომ გიკვირს რომ მათზე კეთდება აქცენტი და არა მშვიდ და უწყინარ ბუდისტებზე?
მე ეგ სულ არ მიკვირს, სტანდარტული პროპაგანდისტული ილეთია იმაზე გაამახვილო ყურადღება რაც შენ გაწყობს და დანარჩენი ისე შეფუთო თითქოს სხვა არც არსებობს. მე სხვა რამე მიკვირს, კაცს რო თავი მეცნიერად მოაქვს და ელემენტარული დასაბუთებითაც რო არ იწუხებს თავს, ახვავებს ერთი რამის დამადასტურებელ მასალას, მერე იძახის მეორე რამეს, და ეს მეორე პირველიდან გამოდის თუ არა, ამაზე კრინტსაც არ ძრავს.
QUOTE
პროცენტულ მაჩვენებელს რაც შეეხება არ ვიცი არსებობს თუ არა ასეთი გამოკითხვა. საინტერესოა რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს მორწმუნეებში უფრო მეტი ბოროტი ადამიანებია თუ ურწმუნოებში
შენ რაც გაგიხარდება იმ კრიტერიუმებით. მარა ასე თუ ისე, ხო მეთანხმები რო სანამ ეგეთი სტატისტიკა არ იცი, არაკორექტულია იმაზე ლაპარაკი რო რწმენა არის The root of all evil?
QUOTE
QUOTE
რწმენა-არრწმენა შეიძლება მხოლოდ ისეთი რამის, რის დასაბუთება ან საწინააღმდეგოს დასაბუთება არ მოგეპოვება.
კი ბატონო. მაგრამ რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ რწმენა
რას ქვია უნდა მივიღოთ. ვინც მორწმუნეა, მისთვის რწმენა ყველაზე მთავარი რამეა ცხოვრებაში. ათეისტისთვის ის არაფერს არ ნიშნავს.
QUOTE
და რა ადგილი უნდა დაეთმოს მას საზოგადოებაში?
არ გეწყინოს და ამხელა პოსტებში პირველად დასვი საინტერესო კითხვა. არ ვიცი.
ჩემი პირადი შეხედულება ამ საკითხზე მარტივია - ღმერთს ვენდობი. საზოგადოების მოწყობა ჩემი საქმე არ არის და უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე მმართველიც ამ საკითხის გადაწყვეტას თავის თავზე არ უნდა იღებდეს.
QUOTE
რატომ არის ღმერთის და იესოს რწმენა პატივსაცემი და რატომაა მფრინავი სპაგეტის მონსტრი ან ვარდისფერი სპილოები სასაცილო და არასერიოზული?
იმიტომ რომ ღმერთის რწმენა უბრალოდ ნიშნავს ადამიანის შეხედულებათა არასრულყოფილებისგან დამოუკიდებელი აბსოლჲუტური სიკეთის არსებობის რწმენას, რაც დამეთანხმები ოდნავ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ვიდრე კოსმოსური ჩაიდანის ადგილსამყოფელი.
QUOTE
1. მე ვფიქრობ რომ ათეისტმაც ისევე შეიძლება ბოროტება ჩაიდინოს როგორც მორწმუნემ. სამაგიეროდ რელიგიურ მოტივებზე ჩადენილი დანაშაული სულ სხვა ფენომენია .. როცა "იმქვეყნიურის" გამო ამ ქვეყანაზე ჩადიხარ ავკაცობას სხვისი ნაკარნახების გამო.
ვითომ რითაა უკეთესი რელიგიით გასულელებული და ექსპლუატირებული პროლეტარიატის დაცვის პრეტენზიით ხალხის ჟუჟვა მაოს წითელ წიგნში ამოკითხულის გამო? ისიც უკუღმართობაა და ისიც. უბრალოდ შენი მაგალითი რწმენის გაუკუღმართებას ეყრდნობა, ჩემი კი თავიდანვე უკუღმართობას.
QUOTE
2. ნებისმიერი მორწმუნის ნდობა და მორჩილება შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული რელიგიური ავტორიტეტების გამო.
ნებისმიერი? შეგიძლია ეგ რამენაირად დაასაბუთო?
QUOTE
მაგალითად: პატრიარქმა რომ სთხოვოს მორწმუნეებს ისინი კანონს დაარღვევენ.
პატრიარქს გააჩნია, მორწმუნეს გააჩნია და კანონს გააჩნია. ვახ ერთი მეორის მიყოლებით ტიპიურ დაუკინსიზმებს აფრქვევ - ფარდობით დებულებას ასაღებ აბსოლჲუტურ ჭეშმარიტებად.
QUOTE
მღვდელმა რომ გალახოს მოქალაქე პოლიციელი განზე გადგება
მღვდელს გააჩნია, მოქალაქეს გააჩნია და პოლიციელს გააჩნია. ეს ოხერი, მკალავიშვილი არ ჩასვეს ციხეში?
QUOTE
- ესენი არის ის ფაქტები რაც რეალურად ხდება დღეს ჩვენთან. უარესი მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ სექტემბრის ტერაქტებზე და ა.შ.
ვაი? ეს რაღა იყო?
QUOTE
მე არ მინახია მორწმუნე ახალშობილი.
ათეისტი ახალშობილი გინახია არა?
QUOTE
ან ბავშვი თავისით, სხვისი სწავლების გარეშე მისულიყოს იმ დასკვნამდე რომ ღმერთი არსებობს და ესა თუ ის რელიგიაა ჭეშმარიტი.
შენა და საიდან გაჩნდა მაშინ საერთოდ ეს რელიგიები?
QUOTE
თუ ასეთ ბავშვს მანახებ ვიტყვი, რომ მორწმუნეებადაც იბადებიან ხოლმე.
სხვათა შორის შენი არ ვიცი და ჩემი ყველაზე ადრინდელი ბავშვობის სიზმრები რო მახსენდება, გაცილებით უფრო ძლიერი არაამქვეყნიური საიდუმლოს შეგრძნება ახლდა თან ვიდრე ნებისმიერ ეზოტერულ ტექსტს რაც კი წამიკითხავს ან ქადაგებას რაც კი მომისმენია. და სხვათა შორის ცხადშიც ყველაზე ადრინდელი ჩემი ძლიერი შთაბეჭდილებები რაც მახსოვს,
QUOTE
შეგახსენებ, რომ ათეიზმი რწმენა არაა, ეს არის ზებუნებრივი არსებების, მათ შორის ღმერთის არსებობის რწმენის უქონლობა.
ეგეც საკამათოა მე რო მკითხო. იმისთვის რო ათეისტი გერქვას, არ უნდა გჯეროდეს, რომ ღმერთი არ არსებობს?
QUOTE
მართალია, რომ ბავშვი არ აზროვნებს ჯერ იმ დონეზე რომ თუნდაც ათეისტი იყოს. ის უბრალოდ არც თეისტია და არც ათეისტი დაბადებით.
აბა რაღატო ამბობ, by default ათეისტიაო?
QUOTE
სამაგიეროდ მისი აღზრდა ხდება ათეიზმისადმი მტრულად და ამა თუ იმ რელიგიისადმი მიკერძოებულად.
აუცილებლად? თუ ათეისტურად გაზარდე, აუცილებლად ათეიზმისადმი მიკერძოებულად და რწმენისადმი მტრულად ზრდი?
QUOTE
იგივენაირად დაუსაბუთებადია ნებისმიერი რელიგია
კი ბატონო, მეც ხო ვთქვი ეგ.
QUOTE
და ნებისმიერი მტკიცება.
ეგ რაღას ნიშნავს? ნებისმიერი მტკიცება თვითონ წარმოადგენს რაღაცის დასაბუთებას.
QUOTE
ისიც დაუსაბუთებადია, რომ მე უცხოპლანეტელმა მაჩვებმა მომიტაცეს პატარა რომ ვიყავი და საკუთარი პლანეტა დამათვალიერებინეს.
რანაირად კაცო? ეს ძალიან იოლად შემოწმებადი მტკიცებულებაა.
QUOTE
რატომღაც ეს რომ მოვყვე დაცინვის ობიექტი გავხდები, სამაგიეროდ ვინმეს რელიგიურ გრძნობას რომ ცოტა ირონიით შევეხო შეიძლება ჩავიქოლო. რატომ აქვს რელიგიურ რწმენას პრივილეგია მინიჭებული?
ყოფილა და არის საზოგადოებები, სადაც რელიგიურობის გამოხატვა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რამეს ამტკიცებს ეს?
QUOTE
QUOTE
რაციონალურად მოაზროვნე გარეწარი არ გინახავს? ან კიდევ მორწმუნე, რომელიც თვლის, რომ ღვთის ნებაა რო არავის არაფერი დაუშავო?
ვაპირებდი დამეწერა რომ რა თქმა უნდა ორივენი მინახავს, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ არ ვიცნობ რაციონალურად მოაზროვნე საღ აზრზე მყოფ ადამიანს, რომელსაც ბოროტი აზრები აწუხებს და მეცნიერულ ენაზრ რომ ვთქვათ სრული პრო#¤"ია. შენ თუ გინახავს ასეთი?
მინახავს.
QUOTE
იქნებ მისი პრო#¤%ობა სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ არასწორად, დაუსაბუთებლად, ირაციონალურად აზროვნებდა და საღი აზრისგან შორს იდგა?
აზრის სისაღეში რას გულისხმობ გააჩნია. თუ შენთვის საღი აზრის ქონა არაპრო*ობას ნიშნავს, მაშინ განმარტებით ეგრეა შენ რასაც ამბობ. თუ უპირატესად რაციონალურ ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით ქმედებას - მაშინ არა, ჯერ არანაირად არ გამომდინარეობს.
QUOTE
რაც შეეხება მორწმუნეს - კი, მინახავს და ვიცნობ მორწმუნეებს რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და ვერაფრით ვიტყვი რომ ბოროტება უდევთ გულში. თუმცა ბოროტებასაც გააჩნია. შეიძლება ჰომოსექსუალი სძულდეთ იმიტომ რომ ეს "ცოდვაა" და ეს აგრძნობინონ კიდეც. ასეთ რამეს სიკეთედ ვერ ჩავთვლი.
ჩემი რწმენის მიხედვით (როგორც ადრე, მარტო საკუთარ თავს არ ვგულისხმობ) ცოდვის ჩადენის გამო ვინმეს სიძულვილი თავადაც ცოდვაა, ერთ-ერთი უმძიმესი.
* * *
ვა, ვეღარ ეტევა ჩემი პოსტები. ვინმემ რამე ჩაუფინეთ რა
This post has been edited by
ჯიბ
on 7 Apr 2009, 19:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20505
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04
#13289052
· 8 Apr 2009, 15:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
მოდი როგორც წინა პოსტში დავწერე მთავარ საკითხებს მივუბრუნდეთ და შევამოკლოთ ჩვენი პოსტები
QUOTE
მერამდენედ ვამბობ, მერამდენედ - ღმერთის არსებობის ან არარსებობის დასაბუთება პრინციპულად შეუძლებლად მიმაჩნია, მე მაგაზე არავის ვეკამათები, ამ თემაში მხოლოდ დაუკინსის ძირითადი თეზისის სრული დაუსაბუთებლობა მინდა დაგანახოთ და მეტი არაფერი.
QUOTE
აუ ამწუთას არ გითხარი - იმიტომ არ აქვს რომ ჰიპოთეზა განმარტებით არის შემოწმებადი რამ რომელიც ჯერ შემოწმებული არაა. თუ პრინციპულად შეუმოწმებადია, მაშინ ჰიპოთეზა არ ქვია.
ანუ მტკიცებას იმის შესახებ რომ ღმერთი არსებობს ჰიპოთეზა არ ჰქვია ვინაიდან მისი შემოწმება პრინციპულად შეუძლებელია?
რამდენადაა გამართლებული ჭეშმარიტებად ჩათვალო, გწამდეს და იმ პრინციპებით ააწყო ცხოვრება, რომლებიც სწორედ იმ მთავარ პირობას ემყარება რომ მტკიცებულება ჭეშმარიტია?
QUOTE
არც ერთი სერიოზული ადამიანი ღმერთის არსებობას როგორც ჰიპოთეზას არ განიხილავს. უბრალოდ ან წამს ან არა
ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. ბევრი ცნობილი მორწმუნე ცდილობს ღმერთის და ბიბლიის ჭეშმარიტება დაამტკიცოს ამა თუ იმ სასწაულებით, ბიბლიის შესაბამისობით ისტორიულ ფაქტებთან და ა.შ.
QUOTE
შენი მაგალითი არ არის შემოწმებადი ეხლანდელ ვითარებაში, პრინციპულად შემოწმებადია, და თავის შემოწმებას ელოდება
თუკი უჩინარი და უხილავი კოსმოსური ჩაიდანის ჰიპოთეზა პრინციპულად შემოწმებადია მაშინ უჩინარი და უხილავი ღმერთის არსებობის შემოწმებაც არის შესაძლებელი ოდესმე მომავალში.
QUOTE
ზოგიერთი მათემატიკური დებულების შემთხვევაში ეს თეორიული შესაძლებლობა გარდაუვლად იწვევს იმის თეორიულ შესაძლებლობასაც, რომ ჩვენ საერთოდ არასწორად ვმსჯელობთ ყველაფერზე ამ ქვეყნად.
შეიძლება ასეცაა, მაგრამ მორწმუნეების უმეტესობა გეტყვის, რომ რაც არ უნდა იყოს, მთელი ქვეყანა რომ თავდაყირა დადგეს ერთი რამ უეჭველია - რომ ღმერთი არსებობს
ფაქტიურად შენც გამორიცხავ მისი არ არსებობის შესაძლებლობას თუ სწორად გაგიგე.
QUOTE
სანტა კლაუსს სანამ მოიშველიებდე უბრალოდ ის მითხარი, ამ ყველაფერს რაციონალური მსჯელობით აუხსნი ბავშვს? აი გკითხა ამ ყველაფერზე, და რატოო? ლოგიკურად დაუმტკიცებ?
თუ ჯერ არაა საკმარისად ჩამოყალიბებული იმისათვის რომ ლოგიკური ახსნა გაიგოს მაშინ იმის თქმას რომ ღმერთი ჯოჯოხეთში ჩააგდებს სადაც ეშმაკი მოხარშავს ცოცხლად და ხორცს ცხელი შანთებით დააგლეჯენ ვეტყვი, რომ თოვლის ბაბუა არ მოუტანს საჩუქრებს ახალ წელს.
QUOTE
ეგეც საკამათოა მე რო მკითხო. იმისთვის რო ათეისტი გერქვას, არ უნდა გჯეროდეს, რომ ღმერთი არ არსებობს?
დარწმუნებული ვარ შენ არ გწამს მფრინავი ვარდისფერი სპილოების, ამიტომ მორწმუნე გამოდიხარ?
მთავარი ჩემთვის ამ კამათში არის ღმერთის არსებობის ჰიპოთეზა, რომელსაც შენ არ თვლი ჰიპოთეზად ვინაიდან მისი შემოწმება შენი თქმით პრინციპულად შეუძლებელია.
მე ვამბობ, რომ იგივე ლოგიკით შეუძლებელია უჩინარი, არამატერიალური, კოსმიური მფრინავი ჩაიდნის არსებობის შემოწმება. ამიტომ გამართლებულია რომ მისი არსებობის ალბათობა სერიოზულად განვიხილოთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13290282
· 8 Apr 2009, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WolfSpell @ 8 Apr 2009, 15:40 )
მოდი როგორც წინა პოსტში დავწერე მთავარ საკითხებს მივუბრუნდეთ და შევამოკლოთ ჩვენი პოსტები
მაგაზეც ვწერდი წინა პასუხში, ვერ დაეტია
ეხლა იმას დავამთავრებ და დანარჩენზე მოგვიანებით გიპასუხებ, თორემ მართლა უსაშველოდ გაიბერა.
თან მანამდე Kaisaსაც უნდა გავცე პასუხი, შენზე ადრე გამიხურა
QUOTE
(WolfSpell @ 6 Apr 2009, 15:33 )
იმ რწმენას, რომელიც განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობას ქადაგებს ნამდვილად მოაქვს ბოროტება.
როგორ შეიძლება რწმენა რამეს ქადაგებდეს? ეგ იგივეა რო თქვა, ათეიზმი მელაპარაკებაო. შეიძლება ადამიანი თავისი რწმენის საკუთარი ინტერპრეტაციით ეგეთ რამეს ქადაგებდეს, ეს თვით რწმენაზე როგორც ასეთზე არაფერს ამბობს. ისევე როგორც ის, რომ რომელიმე ათეისტი შეიძლება თავისი ათეიზმიდან გამომდინარე მივიდეს დასკვნამდე, რო ყველა მორწმუნე უნდა გააათეისტო და თუ გაგიძალიანდა კედელთან მიაყენო, ჯერ თავისთავად არაფერს არ გეუბნება ათეიზმზე როგორც ასეთზე.
QUOTE
თუმცა მორწმუნემ რწმენისგან განსხვავებული მიზეზებით შეიძლება ბოროტება ჩაიდინოს. ამ შემთხვევაში რელიგიური რწმენა რა შუაშია.
მაგაზე არც გვაქვს ლაპარაკი.
QUOTE
QUOTE
ათეისტებს არ უდევნიათ მორწმუნეები არა? ნამუსი გაქვს?
ნამუსი მგონი მაქვს, გმადლობ. რომაელებზე მქონდა საუბარი
არა, არანაირი რომაელები არ გიხსენებია. შენ სიტყვა-სიტყვით თქვი, ქრისტიანებს ვინც დევნიდა ისინი ათეისტები არ ყოფილანო.
QUOTE
და ჩემი მთავარი აზრი ის იყო, რომ შენ საუბრობ განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობაზე.
არა მე მაგაზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ დაუსაბუთებელ დებულებებზე და მეტი არაფერზე. არანაირი მორალური არგუმენტი არსად არ მომყავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამე მინდა დაგანახო - რომ დაუკინსი რასაც იძახის, იმას არანაირად არ ასაბუთებს.
QUOTE
ამ შემთხვევაში ათეისტმაც და თეისტმაც შეიძლება ავკაცობა ჩაიდინოს. კომუნისტების შემთხვევაში ათეიზმი კი არაა დამნაშავე, არამედ კომუნიზმი თუ ბოლშევიზმი თუ რა იდეოლოგიაც იდგა განსხვავებული აზრის დევნის უკან.
ალბათ რომელიმე თემაში იმასაც დაგიმტკიცებ, რომ ათეიზმს გარდაუვალად მივყავართ კომუნიზმის მაგვარ მოძღვრებებამდე. მაგრამ ეგ თუ დავაპირე, დაუკინსივით დაუსაბუთებლად კი არ დავიწყებ ძახილს, რახან კომუნისტები ათეისტები იყვნენ, ესე იგი ათეიზმს კომუნიზმი მოაქვსო. მართლა დავასაბუთებ. ოღონდ ამ თემაში არა.
QUOTE
ადამიანს თუ ღმერთის არ სწამს ის არის ათეისტი.
თუ დარწმუნებულია, რომ ღმერთი არ არსებობს?
QUOTE
ამ ადამიანს თუ პლიუს კიდევ მიაჩნია, რომ თავისი ურწმუნოება სხვას უნდა მოახვიოს თავს მითუმეტეს ძალადობის გამოყენებით სულ სხვა პრობლემები აქვს. რატომღაც შვედ ან გერმანელ ათეისტებს არ უჩნდებათ იგივე სისულელის კეთების სურვილი. ამიტომ სრულიად მიუღებლად მიმაჩნია ათეიზმის და კომუნისტების ჩადენილი იდიოტიზმების ერთმანეთთან გაიგივება.
მაშინ რატო მიგაჩნია მისაღებად ისეთი ფილმის დაცვა, რომლის სათაური პირდაპირ გეუბნება, რწმენა ყველა ბოროტების ფუძეაო?
QUOTE
ათეიზმი არის ღმერთის არსებობის რწმენის არქონა.
თუ მაინც ღმერთის არარსებობის რწმენის ქონა?
QUOTE
ამ პოზიციის სხვაზე ძალის გამოყენებით თავს მოხვევა ათეიზმი კი არა მარაზმია.
ნუ მარაზმი კიდევ სხვა რამეა ალბათ
QUOTE
QUOTE
განსხვავება ისაა რო ათეისტი შეიძლება საერთოდ ყველანაირ ზნეობას უარყოფდეს (და პახოდუ რაციონალურად აზროვნებდეს)
რას გულისხმობ? არ მახსენდება ხეებზე მძრომიალე, პირზე სისხლშემხმარი ათეისტი, რომელიც ქვემოთ მოსიარულეებზე ისაქმებს ხიდან და თან ხელზე ახლადმოპარული ოქროს ბრასლეტი აქვს ასხმული.
რა ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის რო ზნეობას უარყოფდე? ნიცშე მაგალითად არაფერ მასეთს არ ჩადიოდა (ისე კი დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ სიტყვამ მოიტანა).
QUOTE
თუ ადამიანი თვლის რომ ღმერთი არ არსებობს და ამის გამო დასაშვებად მიაჩნია აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება რაც თავში მოუვა იმ ადამიანს საღი აზრი არ გააჩნია და ვერ ხვდება რა საჭიროა წესრიგი, კანონმორჩილება, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ასეთ ადამიანს ვერც რწმენა უშველის.
როგორ ვერ უშველის? რაციონალური მსჯელობით მართლა ვერ დაუმტკიცებ ეგეთ რამეებს, თორემ თუ ირწმუნა რო ეგ ყველაფერი საჭიროა, უშველია და ეგაა.
QUOTE
ადრე თუ გვიან ციხეში ამოყოფს თავს. თუმცა
QUOTE
ჰოდა მერე ეგ ამბობს რამეს რწმენის როგორც ასეთის ბოროტებაზე, თუკი ათეიზმის ბოროტებაზე ვერაფერს ამბობს?
მე იმასაც ვფიქრობ, რომ ბრმა რწმენამ, ღმერთის შიშმა, შეიძლება ადამიანი უარესობიდან უკეთესობისკენ მოაბრუნოს.
მე მასე არ ვთვლი. მე მგონი შიში ვერაფერ კარგისკენ ვერავის ვერ მოაბრუნებს.
QUOTE
რა თქმა უნდა ვთვლი, რომ სამწუხაროა როცა ზოგს მათრახის შიში ან იმქვეყნიური ჯილდო სჭირდება იმისათვის რომ ამ ქვეყანაზე ადამიანურად მოიქცეს, მაგრამ თუკი სხვა გამოსავალი არაა შეიძლება ასე სჯობს თუკი რა თქმა უნდა ეს კაცი რწმენის გამო უარეს ბოროტებას არ ჩაიდენს.
არაფერი საერთო არა აქვს შიშს რწმენასთან. და ნებისმიერი შიშზე დამყარებული საზოგადოება გადაგვარების გზაზე დგას, როგორც რელიგიური, ისე ათეისტურიც.
QUOTE
QUOTE
აი მაგალითად ელექტრონები 1896 წლამდე არ არსებობდნენ?
მერე რომ არ არსებობდნენ?
არ არსებობდნენ? 1896 წელს გაჩდნენ?
QUOTE
შეიძლება კიდევ ბევრი რამ არ არსებობს. შეიძლება მართლაც მფრინავი სპაგეტის მონსტრის შექმნილია სამყარო. ათასგვარი უცნაური ჰიპოთეზა არსებობს, ყველაფერი უნდა ვიწამოთ და მათზე ავაწყოთ ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ ისინი დამტკიცებულები არ არიან?
ორი ვარიანტია მარტო - ან მწამს რო არსებობს ან მწამს რო არ არსებობს? არ შეიძლება უბრალოდ არ ვიცოდე და ჩესტნად ვთქვა არ ვიციო?
QUOTE
ვერ მივხვდი რისი თქმა გინდოდა.
შენ თქვი, ღმერთი არ არსებობს სანამ საბუთი არ მექნებაო. ელექტრონების არსებობის საბუთი სანამ არ გვქონდა ისინი არ არსებობდნენ? და მხოლოდ მაშინ გაჩნდნენ როცა ჩვენ საბუთი მოვიპოვეთ?
QUOTE
ისე მგონი ჯობია შევამოკლოთ ნელნელა პოსტები თორემ სულ უფრო და უფრო იზრდება მათი ზომა
მე ბატონო ჩემო ახალი საკითხი არც ერთხელ არ წამომიჭრია, რასაც ამბობ იმაზე გპასუხობ.
QUOTE
ჰომოსექსუალიზმი მიდრეკილება არაა. ის ორიენტაციაა. ოდისმე გიფიქრია რომ შენს ჰეტეროსექსუალობასთან (საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა) გებრძოლა? ხომ სისულელე იქნებოდა ეს? თინეიჯერი შეიძლება თვითმკვლელობამდეც მივიდეს ამის გამო. იმის ნაცვლად რომ იყოს ის ვინცაა და იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით.
რაც გინდა დაუძახე, ეგ პრობლემას არ ხსნის. სადიზმსაც არ უნდა ებრძოლოს ადამიანი საკუთარ თავში? ჯობია რო ბოლომდე ისადისტოს სანამ არ დაიჭერენ? ერთნაირი დამოკიდებულება გაქვს სადიზმისა და ჰომოსექსუალიზმისადმი?
QUOTE
QUOTE
საკითხი იმაშია, რა ქმედებებს იწვევს ცალსახად და გარდაუვლად რწმენა როგორც ასეთი და რას - ათეიზმი როგორც ასეთი. რაზე ჩვენ არც კი გვისაუბრია.
გააჩნია ალბათ მორწმუნეს, რამდენად ფუნდამენტალისტურია რწმენა, რა საზოგადოებაში ვართ და ა.შ. ათეიზმი რა ქმედებებს იწვევს ჯერ არ მიფიქრია ამაზე
იფიქრე მერე
QUOTE
შენ აზრი საინტერესო იქნება.
მაგაზე როგორც გითხარი ჯობია ცალკე თემა გავხსნა.
QUOTE
ადამიანის დისკრიმინაციას კანის ფერის გამო ვერ ვამართლებ მაგალითისთვის. ვერც ბავშვის მოტაცებას, გაუპატიურებას, წამებას. განსხვავებული აზრის გამო ადამიანის დევნას, შეურაცხყოფას. განვმარტო რატომ მიმაჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ბოროტებად?
ჰო აბა რა, მაგიტომ გკითხე. რაციონალურად ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ რაციონალური ლოგიკური მსჯელობით დამისაბუთე.
QUOTE
QUOTE
მანდ კი გეთანხმები, მაგრამ ერთ რამეში მაინც არა. მე ვერ ვხედავ შენგან რაიმე არგუმენტს იმის დასადასტურებლად, რომ ყველანაირი ქმედება, რომელიც რაციონალური განსჯის შედეგად არ არის გაკეთებული, ცალსახად უარყოფითი რამაა.
როგორ შეიძლება მასეთი სისულელე ვთქვა. თუ ვინმე კაცს არ კლავს იმიტომ რომ ეშინია ჯოჯოხეთის თავად ამ რწმენის შედეგი დადებითია..
სრულიად არ გეთანხმები. ამას ჩემთვის ისევე არა აქვს არანაირი ფასი, როგორც კანონის სიმკაცრის შიშით ბოროტმოქმედების არჩადენას. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ ასეთ შიშს საბოლოო ჯამში თითქმის იმდენივე ბოროტება მოაქვს რაც თვით იმ საქციელს, რომლის ჩადენაც გინდა მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ჩადიხარ რომ შენთვის უარყოფითი შედეგების გეშინია.
QUOTE
სამაგიეროდ ჩემი აზრით ამ დასკვნამდე მიმავალი გზაა მცდარი. ჯოჯოხეთი რომ არა კაცის კვლა მისაღები იქნებოდა ანუ?
სიტყვა შიში გამოგრჩა. რომ არ გამოგრჩენოდა, ცალსახად გიპასუხებდი, რა თქმა უნდა არა მეთქი. თუ შიშს არ ახსენებ, მაშინ ცოტა სხვა რამეა, ჯოჯოხეთი როგორც ასეთი უბრალოდ ღმერთისგან (ანუ, რაც იგივეა, ყოველგვარი სიკეთისგან) სამუდამოდ ჩამოცილებას ნიშნავს, და ბევრს ზუსტად ეგ უნდა და თავისი ნებით აკეთებს კიდეც.
QUOTE
რა პრობლემაა.. მოინანიებ გულწრფელად და ყველაფერი მიგეტევება.. ღმერთის უარყოფის გარდა
ეგეც მიგეტევება თუ მოინანიე. პრობლემა ისაა რო შეიძლება არ მოგინდეს მონანიება.
QUOTE
ანუ ოღონდაც არარელიგიური არ გახდე და თუ გინდა სულ ამოგიხოცია ერები ქალიან ბავშვიანად.. მოინანიე - მიგეტევება.
შენ თვლი რო არის ისეთი რამ რაც არავინ არავის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აპატიოს?
QUOTE
ხომ კარგად იცი, რომ ადამიანის ტვინი ისეთი მექანიზმია რომ თუ
ძალიან მოინდომე
მთვარეზე მოსიარულე მწვანე კაცებსაც დაინახავ, მფრინავი სპილოც გამოფრინდება მაცივრიდან და ყოველ ღამე მოგიტაცებენ უცხოპლანეტელები ლოგინიდან.
აქედან შეგიძლია გამოიყვანო რომ არაფერი ისეთი, რაც რაციონალური განსჯისთვის მიუწვდომელია, არ არსებობს?
QUOTE
QUOTE
ღმერთის არსებობის სინამდვილის ალბათობას როგორ აფასებ ძალიან მაინტერესებს
იგივენაირად, როგორც მფრინავი სპაგეტის მონსტრის, ტროლების, ჰორუსის, ბაალის, დამავოების, თოვლის კაცის, ქუჩაზე გადარბენილი შავი კატის გამო მოვლენილი უბედურების, თურის და ოდინის არსებობის სინამდვილის ალბათობას. კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს შევიკავებ
აფსუს როგორ მაინტერესებდა რო იცოდე
QUOTE
საქმე იმაშია, რომ ღმერთის არსებობის იმდენივე დამადასტურებელი საბუთი მაქვს რამდენიც ამ უკანასკნელების და ისიც კარგად ვიცი, რომ 2 მილიარდ ადამიანს რომ მფრინავი სპაგეტის მონსტრის სწამდეს სწორედ მისი არსებობის ალბათობაზე გვექნებოდა ახლა ამხელა დისკუსიები.
რატომღაც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ალბათობაზე ლაპარაკი ოდნავ უფრო გაგიადვილდებოდა.
QUOTE
ჩაამატე რასელის მაგალითში სიტყვა "უჩინარი" სიტყვა ჩაიდნის წინ და პრობლემა მოხსნილია.
უა? მოხსნილია? აბსოლჲუტური სიკეთე და მფრინავი ჩაიდანი ვერ შედარდება, მაგრამ აბსოლჲუტური სიკეთე და უჩინარი მფრინავი ჩაიდანი - პაჟალუსტა?
QUOTE
შემომაქვს წინადადება: ძალიან გართულდება ამხელა პოსტების კითხვა და წერა თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით იმაზე თუ რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე, რომელი რწმენაა მავნებელი და რატომ და რომელი არა, ათეიზმის ბოროტება კომუნისტების ხელში და ა.შ. ჩემთვის ამ თემაში მთავარი გაუგებარი საკითხია რატომ ენიჭება yahweh ის თუ ალლაჰის რწმენას პრივილეგია მაშინ როცა მათი არსებობაც იმდენად დაუმტკიცებელია და იმდენად შეუძლებელია მათი არსებობა-არარსებობის დამტკიცება რამდენადაც უჩინარი კოსმიური ჩაიდნისა თუ უცხოპლანეტელი გამჭვირვალე მუსტანგებისა. რითი განსხვავდება ეს რწმენები. რატომაა ერთი სასაცილო, მეორე კი სერიოზული და პრივილეგირებული. დაასახელე შენის მხრივ რა საკითხის განხილვა გსურს და შევამოკლოთ პოსტები ჯერ ერთ ან ორ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბროთ და შემდეგ სხვა საკითხებს გადავწვდეთ.
თუ ჩემს პოსტებს ყურადღებით გადაიკითხავ
შეამჩნევ, რომ მე არანაირი ახალი საკამათო საკითხი არ შემომიტანია, პირიქით, ვინმე რომ მთავარი თემიდან გადახვევას აპირებს ხოლმე, ვცდილობ უკან დავაბრუნო. მე ეს თემა როგორც მესმის, ეხება ფილმს, რომელსაც ქვია The root of all evil?, რაშიც, როგორც ფილმის ნახვისას რწმუნდები, იგულისხმება რწმენა როგორც ასეთი. თემა გაიხსნა ამ ფილმის გამო, და მე ვცდილობ მის შესახებ ჩემი აზრი დავასაბუთო - სახელდობრ, რომ ძირითადი აზრი, რომლის გასატარებლადაცაა ეს ფილმი შექნილი, მასში არანაირად არ არის დასაბუთებული, და დასაბუთების სრული უქონლობა შენიღბულია ყველაზე პრიმიტიული პროპაგანდისტური ხერხებით. მეტი არაფერზე ლაპარაკი მე ამ თემაში არ მაინტერესებს. უბრალოდ რა კონტრარგუმენტებიც ვნახე ჩემი თვალსაზრისის, ყველაში არამართებული მსჯელობა აღმოვაჩინე და შევეცადე ეს არამართებულობა სხვებისთვის დამენახვებინა.
* * *
QUOTE
(Internet_Contraband @ 6 Apr 2009, 17:56 )
ცერცვზე ფასმა აიწია და დროებით უნდა დაგტოვო
იმედია ადრე თუ გვიან დარწმუნდები რომ ჩემთან ცერცვისფასიანი არგუმენტებით კამათს აზრი არა აქვს
* * *
QUOTE
(Kaisa @ 7 Apr 2009, 09:10 )
თემებს კიდევ გავხსნი, მაგრამ თითო სიტყვის დაქუოთირებას და პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ
ეს ბოლო იყო?
QUOTE
QUOTE
მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი სიტყვების დასაბუთებას - დაუკინსისგან განსხვავებით, რომელიც დასაბუთების ნაცვლად პროპაგანდისტულ დაბოლებას მიმართავს.
ცხადია, არაა ასე. ძალიან ხშირად წინადადებებს უადგილო ადგილას ხლიჩავ
უადგილო ადგილას რო გავხლიჩო, უაზრო ნაგლეჯზე პასუხის გაცემას ვერ მოვახერხებდი. მე ვხედავ დებულებას, ვხედავ მის არამართებულობას, გითითებ ამ არამართებულობაზე.
QUOTE
, აზრებს კონტექსტიდან აგდებ
კონტექსტი ეს თემაა, მე აქედან გამოვდივარ და ამ თემაში ყველა გამოთქმულ აზრს მხოლოდ და მხოლოდ ამ თემის კონტექსტში განვიხილავ. ეგრე რო არ ვქნათ, აირევა ყველაფერი.
QUOTE
და დემაგოგიას ეწევი.
მაგალითად?
QUOTE
სიტყვებზე გამოკიდება მეც შემიძლია, two can play this game შენ არ თქვი?
QUOTE
მეცნიერთა 40% რელიგიურია. დანარჩენებიდან მხოლოდ ნახევარია ათეისტი, მეორე ნახევარი ამბობს
QUOTE
I do not know if there is a God and there is no way to find out
ლინკზე რომ ჩაგეძიე კი ეს მომეცი
QUOTE
When asked their beliefs about God, nearly 34 percent of academic scientists answer “I do not believe in God” and about 30 percent answer “I do not know if there is a God and there is no way to find out,” the classic agnostic response.
34+30+40 ასია?
4%-ს მპარავდი?
ეგ პრეტენზია ვიკიპედიას, იქაა ეს ციფრები. და ისე ხო გესმის, 4% რო ხდება შენთვის საზრუნავი, ეგ უკვე თავისთავად შენი პოზიციის სისუსტეზე მიუთითებს
QUOTE
QUOTE
შენ გამოდიხარ იქედან, რომ ღმერთი შენთვის დანახვებას მოისურვებს თუ არა ამის შანსების შეფასებაა შესაძლებელი. დამერწმუნე, სრულიად შეუძლებელია. გამოდის რო გაქვს ორი რამე - ერთის ალბათობა იცი რო ნოლია, მეორის ალბათობაზე კი არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნია. მართებულია ასეთ ვითარებაში მტკიცება, რომ მეორე უფრო ალბათურია?
აჰა, ესე იგი შენი მხრიდანაა მართებული იმის მტკიცება, რომ ორივეს ალბათობა ერთნაირია და ნულს უდრის, არა?
მე ეგეთი არაფერი მითქვამს. მე ერთმანეთს ვადარებდი ღმერთის არსებობისა და არსებობის რაციონალურ-ლოგიკური მსჯელობით დამტკიცების შესაძლებლობას. ეგენი ერთნაირად შეუძლებლად მიმაჩნია, კი. და ამ თემისთვის მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დაგვანახებს well-demonstrated reasonის შესახებ დაუკინსის გამონათქვამის სრულ უადგილობას.
QUOTE
არა, შენ გეშლება. დამტკიცების დროს იგულისხმება ადამიანების მიერ მოტანილი არგუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები ანუ, evidence-ები. მე არ ვამბობ, რომ მორწმუნე თავის არგუმენტად იმას გამოიყენებს, რომ ღმერთი გამოჩნდება და ნახავო. მაგრამ, ღმერთმა თუ მოისურვა გამოჩენა, მორწმუნეებს evidence გაუჩნდებათ. თუ არ მოისურვა, არ გაუჩნდებათ. ათეისტს კი არასოდეს გაუჩნდება evidence. თქვენი მტკიცებით, ღმერთი ერთხელ უკვე მოევლინა საკმაოდ ბევრ ადამიანს. ის, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს, შესაძლებელია. თუმცა, შენ ამტკიცებ, რომ რადგან არ იცი ამის ალბათობა, ესე იგი ნულია
ფაქტია რომ დაუკინსისთვის ეს evidenceბი არ წარმოადგენენ well-demonstrated reasonს. რასაც მე ვეთანხმები - არა მარტო რელიგიური evidence, ისტორიული evidenceს უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ არის well-demonstrated. ბუნებისმეტყველისთვის well-demonstratedად ითვლება განმეორებადი ცდის შედეგი. მათემატიკოსისთვის - გადამოწმებადი მსჯელობის შედეგი. ჰუმანიტარებს მე მგონი well-demonstratedობის მკაფიო განსაზღვრება საერთოდ არა აქვთ, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი რა აქვთ.
QUOTE
რა ვქნა ახლა, თავიდან გადავწერო ყველაფერი?
მე ვწერდი: თუ ღმერთი არსებობს, გარდაცვალების შემდეგ 100% გავიგებ მეთქი. რა არის აქ გაუგებარი? ათეისტი კი ვარ, მაგრამ წინადადებას ვიწყებ დაშვებით:
თუ ღმერთი არსებობს
.
მაგაზე არ შემოგედავე, მე იმის თქმა მინდოდა, რომ ათეისტს საერთოდ არ მიაჩნია ყურადსაღებად გარდაცვალების შემდგომი მოვლენები, მისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ისაა, რაც ამქვეყნად ხდება, და ამქვეყნად ვერანაირად ვერ დაასაბუთებს ღმერთის არსებობას. და ვერც არარსებობას.
QUOTE
QUOTE
აქსიომების სტატუსი არ არის აბსოლჲუტური ჭეშმარიტება. შეგიძლია აქსიომათა ერთი სისტემა მიიღო და ერთი თეორია გამოგივა, მეორეს მიიღებ - მეორე გამოგივა. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ადგენ, სხვადასხვა თეორიას იძლევიან თუ ერთსა და იმავეს.
მერე, ეს რატომ გამორიცხავს იმას, რომ მე ლოგიკა ქურდულ გაგებაზე უფრო ავტორიტეტულად ჩავთვალო?
მაგას სრულიადაც არ გამორიცხავს. ეს მხოლოდ იმას გამორიცხავს, რომ შენი ამ პრიორიტეტის ლოგიკური მსჯელობითვე დასაბუთება შეგეძლოს.
QUOTE
QUOTE
შენ კიდევ პირველ პოსტში მეუბნები რაც უფრო მორწმუნე ხარ უფრო ამორალური ხარო.
ამას გულისხმობ?
QUOTE
ადრე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ რელიგია და რელიგიურობა ათეიზმზე ამორალურია. ადრე ვთვლიდი, რომ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და ყველას თანაბარი მაღალმორალურობის შანსი აქვს. ახლა კი, მართალია ისევ ვაღიარებ, რომ ამორალური ათეისტი და მორალური მორწმუნეები არსებობენ, უკვე რამდენიმე თვეა იმ აზრამდე მივდივარ, რომ რწმენა, ზოგადად, არა მარტო საღი აზრის, არამედ მორალურობის მტერიცაა.
არ თვლი, რომ შენი ბრალდება რბილად რომ ვთქვათ, არაპატიოსანია?
პირიქით, ვთვლი რომ შენ რა ციტატაც მოიყვანე, ის არის რბილად რომ ვთქვათ არათანმიმდევრული. შენ იძახი გარკვეულ X დებულებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ დებულების კონტრმაგალითები არსებობს, მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ ეს დებულება ჭეშმარიტიაო.
QUOTE
რატომ ფიქრობ, რომ გაქვს საკმარისი ინფორმაცია გაიგო, ვინ დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება? ჩემი შენს მიერ მრავალგზის ნახსენები პირველი პოსტი არ გეუბნება, რომ ადრე რელიგიას და ათეზმს ერთნაირად მორალურად მივიჩნევდი მეთქი? დებილს და ამორალურს კი ჯერ კიდევ 12-14 წლის ასაკში მეძახდნენ მართლმადიდებელი კლასელები.
შენ თვლი რომ აქ იმ შენს კლასელებს ეკამათები? როგორ გგონია, არავინ კითხულობს შენს პოსტებს ისეთი, ვისაც აზრადაც არ მოსვლია შენთვის შეურაცხყოფის მოყენება და საერთოდ მანამდე შენს შესახებ არანაირი წარმოდგენა არ ქონია? ჰოდა როგორ გგონია ეგეთ ადამიანს როგორი პირველი წარმოდგენა შეექმნება შენს შესახებ?
QUOTE
ახლა ვფიქრობ, მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყავი იქნებოდი ვითომ ჰომოფობი?
ჯერ ერთი ის რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიმაჩნია, სულაც არ ნიშნავს, რომ ჰომოფობი ვარ. ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ, ეს არ ნიშნავს რომ ყველას მიმართ ფობია მაქვს. მეორეც, არამართლმადიდებელი ჰომოფობი არ გინახავს?
QUOTE
ყველა ვარიანტში, ეს შენ საამაყოდ მიგაჩნია და მე სამარცხვინოდ.
ყველანაირი ფობია უაზრობად და სისუსტედ მიმაჩნია.
QUOTE
მეტყვი, ვის აინტერესებს შენ რას ფიქრობო.
ეგ რო არ მაინტერესებდეს ამხელა პოსტებს არ გაგიბავდი.
QUOTE
მე კი გიპასუხებ, შენ თუ გრძნობების საფუძველზე ღმერთის არსებობას სრულ ჭეშმარიტებად აცხადებ, ჩემი გრძნობებიც არა ჩემთვის მაინც სულ უმნიშვნელო.
ვინ გითხრა, რომ ჩემი რწმენა გრძნობებზეა დამყარებული? გრძნობები კიდევ უფრო შეზღუდული რამაა ვიდრე რაციონალური მსჯელობა.
QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მგონი მართალი ხარ
, ხანდახან ადამიანი იმიტომ აიგნორებს მეორეს, რომ ნერვები ან დრო აღარ ყოფნის
ვანოს ნერვები ან დრო აღარ ყოფნის!? გამორიცხულია
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(25)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 1.1157 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.