ევანგელ ნიშნავს სახარებას ბერძნულად და მას, ვინც სახარებას ანუ კარგ ამბავს აუწყებს ადამიანებს იესო ქრისტეს შესახებ, ცათა სასუფეველზე, ეწოდება სახარების თანახმად ევანგელისტი ანუ ქართულად მახარებელი. იხილეთ ადგილები ახ. აღთქმაში; საქმეების 21 თავის 8 მუხლში ჩანს რომ ფილიპე ოყო ევანგელისტი ანუ მახარობელი. ეფესელთა 4თავი 11 მუხლში ჩანს რომ ევანგელისტობა(მახარებლობა) იყო ერთერთი მსახურება ეკლესიაში დანარჩენ ხუთ მსახურებასთან ერთად. ასევე 2 ტიმოთეს 4თავის 5მუხლში პავლე მოციქული შეაგონებს და ამხნევებს ტიმოთეს რომ აკეთოს მახარებლის საქმე.
პავლე მოციქული ამბობს მე არ მრცხვენია სახარების, რადგან იგი ღმერთის ძალაა ყოველი მისი მორწმუნის გადასარჩენად, ასევე მეც არ მრცხვენია სახარების და იმის დამოწმების თუ ვინ არის იესო და რა გააკეთა მან ჩემს ცხოვრებაში.
კეთილი ამბავი ის არის რომ ისე შეგვიყვარა ღმერთმა თითოეული ჩვენთაგანი, რომ მოგვცა თავისი მხოლოდსობილი ძე, რათა ყოველი ვინც მას ვირწმუნებთ არ დავიღუპოთ, არამედ გვქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

პს. ბოდიშით, მეორე ვარ რიგით და იმედი მაქვს პირველიც გაგცემთ პასუხს.
This post has been edited by manchoo on 12 May 2010, 04:39