ამაზე ზუსტად როგორღა უნდა ვთქვა?
1). ადამიანი ზეციდან უნდა იყო შობილი.
2). უფლება უნდა ჰქონდეს მიცემული ღმერთისგან, ანუ განდევნა უნდა შეესაბამებოდეს ღმერთის ნებას.
3). დემონი (დაცემული სული) იდევნება ქრისტიანის (ზეციდან შობილი სული) მიერ იესო ქრისტეს სახელით - დემონი ემორჩილება ამ დროს, რადგან თავისზე დიდ ძალასთან უწევს შეჯახება და უკან იხევს.
შედარება: სამოქალაქოში ჩაცმულ ადამიანს ყურადღებას არ მიაქცევ როცა რაღაცას ითხოვს შენგან (ვინ ხარ ბიჯოოო?) და თუ ეს ადამიანი ქამარზე დამაგრებულ FBI -ს ემბლემას დაგანახებს, სხვანაირად მოგიწევს მასთან საუბარი. ასეა დემონიც. იესო ქრისტეს სახელზე ისევე რეაგირებს როგორც მოქალაქე FBI-ს ემბლემაზე, ეს ნიშნავს რომ ემბლემიანს შენზე მეტი ძალაუფლება აქვს. ეს უხეში მაგალითია, მაგრამ აზრი, ვფიქრობ გასაგებადაა გადმოცემული.
ის ორი ებრაელი იმიტომ სცემა დემონმა, რომ FBI-ს ემბლემა არ ჰქონდათ და ისე ახურებდნენ ... ანუ ლეგალური უფლება არ ჰქონდათ, არალეგალურად მოქმედებდნენ
არანაირი ტექნიკა და განსაკუთრებული მდგომარეობა არ უნდა მაგას. ერთი ეგაა რომ საშიშია მაგის კეთება და ქრისტიანის ცხოვრება სრულად უნდა იყოს დაცული, თორემ აბაროტს აუღებენ.
მისტიკასთან და ეზოთერიკასთან არანაირი შეხება არა აქვს დემონის განდევნას ... 12 წლის ბავშვს შეუძლია განდევნოს ...
"19. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას (გამოიხატება FBI-ს ემბლემაში) გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ.
20. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან (დემონი ცუცუკდება როცა მასზე დიდი ძალას ეხება). არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი" (ლუკ 10:9)
This post has been edited by Hammerfest on 10 Jul 2013, 10:11