#28047437 · 28 Oct 2011, 04:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-KONSTANTINE-
| QUOTE | | მადლით ღმერთობაზე არ წერდა ეგ მეტამორფოზა. რაც დაწერა მწვალებლობაა. |
ნუ ეხლა რას დაარქმევს ჩემს მიერ დაწერილს კაცი ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩემთვის მთავარია რას დაარქმევს მას ღმერთი. ეძახე შენ მწვალებლობა, მასე ეძახდნენ იესოსაც ბელზებელის ძალით ეშმაკთა მდევნელს, მაგრამ ამ ძახილს იესო მართლა ბელზებელის ძალით ეშმაკთა მდევნელად არ გადაუქცევია.
| QUOTE | | წმინდა მამათა სწავლებებს არ იცნობს ეს კაცი |
დამიჯერე შენზე უკეთ ვიცნობ  და მარტო შენზე უკეთ კი არა ბევრ სასულიერო პირზე უკეთესად. მწვალებლობა თუ სუბიექტური აზრების არ დათანხმებაა მაშინ ვმწვალებლობ ესე იგი, თუმცა მე მწვალებლობა უფრო ღვთის სიტყვის არ დათანხმება და დამახინჯება მგონია, ამიტომ თუ სურვილი გაქვს ზუსტად 5 წუთში დაგანახვებ, სინამდვილეში ვინ მწვალებლობს.
| QUOTE | | სულიწმიდა ვიზეც გადადის ღმერთად იქცევაო წერს |
მერე რა ნახე ამ ფრაზაში მწვალებლური? მე ხომ არ დამიწერია რომ სულიწმინდა ვისზეც გადადის ის მამა ღმერთად ან ძე ღმერთად იქცევა მეთქი? მე ხომ არ ვწერ რომ პავლე იესოდ გადაიქცა როცა მასზედ სული წმინდა გადავიდა თქო? ცოტა უნდა დააკვირდე ხოლმე რას ვწერ მე და ნაადრევი დასკვნებისაგან თავი შეიკავო.
| QUOTE | | წმინდა იოანე ოქროპირიზეც იყო სულიწმიდა გადასული, |
იყო რო? 100% დარწმუნებული ხარ რომ იყო?
თუ ვერ იქცა ანუ არ განღმრთოვდა ესე იგი არ ყოფილა. ეხლა კი იმას აგიხსნი რატომ დავწერე ეს: ჯერ იესოს ეს სიტყვები გაიაზრე რას ნიშნავს: 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.
21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. შემდეგ ეს ეპიზოდი გაიაზრე რას ნიშნავს: 30. მე და მამა ერთი ვართ.
31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.
32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.
34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? ამ ეპიზოდს რომ გაიაზრებ მერე ფსალმუნებსაც გადახედე აი ამ მონაკვეთს: 1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
2. როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.
3. განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
4. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
5. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.
8. აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს. ჰო და როდესაც დაასრულებ საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა, მე ვმწვალებლობ თუ შენ არ იცი ბოლომდე რაღაც რუღაცეები. * * * Free_Mason
| QUOTE | | როგორ უნდა ვიხილო ღმერთი როდესაც ის დიდი ხანია რაც გარდაიცვალა |
ეგ ძალიან უნდა თქვენს ღმერთს, რომ მასე იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეგ თქვენი ღმერთი გარდაიცვალა და თან ისე რომ ვერც კი მიხვდა. ამიტომაც შევახსენებ: 15. სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა.
16. უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
17. გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.
18. ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ.
--------------------
ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი. კონფუცი.
|