LILI_KA
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 117349
რეგისტრ.: 19-June 10
|
#21281212 · 25 Aug 2010, 23:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი ასე ავხსნი: ვიცი ცოტა გამიგრძელდება,მაგრამ ასე ჯობია... თუ ჰომოსექსუალიზმს განვიხილავთ სულიერ ჭრილში, ის ნამდვილად არის ავადმყოფობა, ცოდვა სულის ავადმყოფობაა... რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა... ცოტა შორიდან მოვყვები... ადამიანი ღმერთმა შექმნა ,,ხატად და მსგავსად თვისსა", ამდენად, ადამიანი ბუნებრივი მდგომარეობა ღვთის მსგავსებაა...ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ ყველანაირი საღვთო განგებულება ადამიანმა საკუთარი სიამოვნების წყაროდ აქცია... ვინაიდან ადამიანი თავისი უსუსურობის გამო მიდრეკილია ცოდვისკენ, ამასთან ის თავისი შესაძლებლობებით დანარჩენ არსებებს აღემატება, შესაბამისად ფანტაზიაც განუსაზღვრელი აქვს... კაცობრიობის ისტორიაში ხშირად იყო პერიოდები, (დასაბამიდან ასე იყო, ადამის და ევას მაგალითი თუნდაც), როდესაც ადამიანები თავიანთი ცხოვრბის წესით სცილდებოდნენ ღმერთს, ამდენად ეს გაუკუღმართებული ურთიერთობები ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგია და არა ,,ბუნებრივობა" ან ჩვეულებრივობა"... განა მართლა სიკვდილმისჯილი ,,გეები" გაიქცნენ და აქედან გაჩნდნენ ჰომოსექსუალები, არამედ იმიტომ რომ ამ ქალაქში ცხოვრების წესმა მიაღწია გახრწნილების უმაღლეს საფეხურს, ამიტომ დაიწვა სოდომ-გომორი და ეს უნდა ყოფილიყო მაგალითი მომავალში დანარჩენი მსოფლიოსთვის... ამდენად, ჰომოსექსუალიზმი გაუკუღმართებული სურვილების შედეგად საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცოდვაა და არა ბუნებრივი მდგომარეობა... ვიცი აქ იტყვიან, ,,გეი"-სტვის ეს არის ბუნებრივიმდგომარეობაო, მაგრამ ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებსაც ცოდვის ,,ბუნებრივობის" განცდა აქვს, თან ცოდვაში ყოფნა უფრო ადვილია ადამიანური ბუნებისთვის, ვიდრე მასთან ბრძოლა, ამიტომ არსებობს ეკლესია, რომ ჩაერთოს საღვთო ძალა და დაეხმაროს ადამიანს ცოდვასტან ბრძოლაში, ანუ გადარჩენაში, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლების ამ ცოდვას ბუნებრივად წარმოაჩენენ, ფაქტიურად ხელს უწყობენ ადამიანის დაღუპვას...ადამიანს, რომელიც გეობას ცოდვად მიიჩნევს და ცდილობს მის გამოსწორებას, (უამრავი შემთხვევაა ასეთი)იბრძვის, რომ დაამარცხოს გაუკუღმართებულის სურვილები,სანაქებო მამულიშვილობაში ეს ხელს არ უშლის... ეკლესიას კი არ ძულს ეს ადამიანები, არამედ შეაგონებენ და იბრძვიან მათ გადასარჩენად, ხოლო როდესაც ამ ცოდვის პროპაგანდირება ხდება, როგორც ბუნებრივი მოვლენის, იმას ვისაც ამ ცოდვისკენ მიდრეკილება აქვს, ბრძოლას კი არ იწყებს, არამედ იწყებს ფიქრს, რომ ეს თურმე ,,არაფერი" არ არის, თუმცა ზუსტად იცის, რომ არასწორია, მაგრამ ისევ ადამიანური უძლურების გამო ურჩევნია მარტივად იყოს ცოდვაში, ვიდრე რთUლ ბრძOლაში... გეები მაშIნ კი არ კომპლექსდებიან, როცა ამას მალავენ, არამედ მაშIნ როცა ამას საჯაროდ გამოხატავენ, ამ დროს უჩნდებათ სწორედ პრეტენზიები, საზოგადოების ,,ჩვეულებრივ" წევრობაზე...ამ ,,ჩვეულებრივივად" მიღებას ცოტა ხანშI შეიძლება მოყვეს ,,ინცესტის" ჩვეულებრივობა, ანუ თUკი ვინმეს ბიძაშვილ-მამიდაშვილობაში გაუჩნდება უკუღმართი სურვილები, გამოჩნდებიან დამცველები და ესეც ,,ბუნებრივი მოვლენა" გახდება...ასე, რომ ფრთხილად, აი ცხოვრების ასეთი წესის გამო, გაუკუღმართებული, გახრწნილი და აღვირახსნილი ურთიერთობების გამო დაიწვა სოდომ-გომორი...
რაც შეეხება საზოგადოების მზაობას - მე მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ მართლმადიდებელი საზოგადოება ვერასოდეს ვერ მიიღებს და ვერ იქნება მზად გეი-აღლუმებისთვის, რადგან მართლმადიდებლური ცნობიერება მსგავს უკუღმართობას არ იცნობს... გამომდინარე ამ თემების გააქტიურებიდან, რატომ და რა ძალები ებრძვიან მართლმადიდებლობას, ალბათ გასაგებია...
ამისთქმა მინდოდა და კამათში შემოსვლას აღარ ვაპირებ...
|