ვიცი გიყვარს ხუმრობა მაგრამ.... ნაციონალიზაციაზე,ეს ხომ უდიდესი ტრაგედია იყო კაცობრიობის ისტორიაში.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%....83.98.E1.83.90კოლექტივიზაცია [რედაქტირება]
საბჭოთა წყობილებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო იმიტომ, რომ მიწაზე კერძო საკუთრება არსებობდა. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს - კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა ქარხნების ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნეული იყო. თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საშიში იყო.
საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია ”სოფლის კოლექტივიზაციის ” სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო მაგრამ , მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლება ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. არადა თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა , ცხადია, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე. ამას კი საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. ვითომდა სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობისთვის წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს , კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებული გახადეს სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმების შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშვალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა (კულაკობა) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.
საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობად. მიუხედავად სერიოზილი წინააღმდეგობისა საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილი იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნებით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზილი დასაყრდენი ნახა. კოლექტივიზაციის პროცესში უამრავი უსამართლობა იქნა დაშვებული, ამ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.
http://iberiana.wordpress.com/m-mchedlishv...hedlishvili-10/იხეილ მჭედლიშვილი
„ნებაყოფლობითი“ კოლექტივიზაცია
სტალინური რეპრესიების თანხლებით
ოცდაათიან წლებში სტალინმა წამოიწყო გლეხებისათვის კერძო მიწაწყლის
ჩამორთმევისა და კოლმეურნეობებში იძულებითი გაწევრიანების
აქცია. მაგრამ, რამდენადაც, გლეხობის უმრავლესობას არ სურდა კერძო
საკუთრების დათმობა და, როგორც მაშინ იტყოდნენ, „სანახირეში“ შესვლა,
მთავრობამ მიმართა მანამდე გაუგონარ მეთოდს ხალხის მოსათოკად.
უპირველეს ყოვლისა, გამრჯე გლეხობას შეუტიეს, მათ „კულაკის“ დამღა
დააკრეს და საკუთარი სახლ-კარიდან გამორეკეს. რა უნდა ექნათ,
ჩარდახიან ურმებში ჩასხეს ცოლ-შვლი, დააწყვეს ქვაბ-ჯამ-ჭურჭელი
საჭირო სანოვაგით და ზოგი სოფლის ბოლოს დამკვიდრდა, ზოგი კი მთის
ხეობებში განლაგდა. ასე ამყოფეს მზე-წვიმაში კარგა ხანს და მხოლოდ იმ
პირობით დააბრუნეს თავის კარ-მიდამოში, რომ კოლმეურნეობაში
შესულიყვნენ. ხოლო ისინი, ანუ ურჩი „კულაკები“, ვინც კვლავ არ
დაემორჩილა ხელისუფალთა მოთხოვნებს, მთელი რიგი ოჯახები
დედაწულიანად ციმბირში გადაასახლეს.
ამ ვანდალიზმს სტალინმა უწოდა „კულაკური კლასის ლიკვიდაცია“.
-------------------
ასე რომ, მთლიანი კოლექტივიზაციის განხორციელების პერიოდში,
სტალინის ანტიხალხური პოლიტიკის შედეგად, შეიქმნა ისეთი ვითარება,
როცა გლეხს აღარც ოჯახში შერჩა სარჩო-საბადებელი და ვეღარც
კოლმეურნეობიდან ღებულობდა შრომის საფასურს.
ამგვარმა განუკითხაობამ 1933 წელს – კოლექტივიზაციის
დასრულების წელს, – გამოიწვია მასობრივი შიმშილი, მთელი იმპერიის
მასშტაბით, ანუ ეს იყო, სტალინის სიტყვებით – „თავბრუდახვევა
წარმატებებისაგან“, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მრავალდარგოვანი კულტურების მწარმოებელ რესპუბლიკებში,
როგორიც მაგალითად, საქართველო იყო, ხალხი ნაწილობრივ მაინც
შოულობდა საარსებო საღსარს საკარმიდამო ნაკვეთებიდან –
ვენახებიდან, ციტრუსებიდან, ხეხილიდან. ამიტომ, ეს უბედურებანი,
ყველაზე უფრო მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონს დაატყდათ თავს –
უკრაინას, ყუბანს, ვოლგისპირეთს და სხვ. უკრაინაში, კერძოდ, 7 მილიონი
კაცი გაწყდა შიმშილით. უკრაინის ამ უსაშინლესი ტრაგედიის 50 წლისთავი
სამგლოვიარო მარშებით აღინიშნა ევროპის დედაქალაქებში 1983 წელს.