#26519152 · 18 Jul 2011, 16:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემაში მინდა მოგიყვეთ ჩემი მოძღვრის აწ. განსვენებული სქიარქიმანდრიტი ანტონის შესახებ.
იღუმენი მაკარი(შემდგომში სქიარტიმანდრიტი ანტონი) საერო სახელია პაატა კიტეიშვილი დაიბადა ქალაქ რუსთავში 1961 წელს. იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი და კარატისტი. შემდგომში მოხდა ისე რომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და აღიკვეცა ბერად. იგი მსახურობდა ფოკის მონასტერში, შემდგომში ქვათახევის მონასტერში 1997-2000 წლებში იყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვაკე-საბურთალოს ეკლესიაში, ხოლო 2001-2011 წლებში იყო დავით მეფსალმუნის ტაძრის (ახლა უკვე მამათა მონასტერის, მდებარე ავლაბარში მეტეხის აღმართზე) წინამძღვარი. მამა მაკარი(ანტონი) ბერად აღკვეცის თანავე შეუდგა მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას, მისი ბერული ცხოვრების თითეული მონაკევთი საკმაოდ ბევრ ადამიანს დააფიქრებდა ამ წუთისოფელზე. ჰყავდა არც თუ ისე დიდი სამწყსო(მრევლი) გამომდინარე იქედან რომ იყო საკმაოდ მკაცრი ეკლესიურ ცხოვრებასთან და დოგმებთან დაკავშირებით. მტკიცედ იცავდა ყოველგვარ წმინდა ტრადიციას თუ მართმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნას, არამარტო სიტყვით არამედ საქმითაც. ამიტომაც საკმაოდ ბევრ ვითომ ”მორწმუნემ” ვერ გაუგო მას, როდესაც იგი ცდილობდა თითეული მრევლის ტკივილი თავის თავზე აეღო. თუ კი ადამიანი გამოჩნდებოდა ვისაც ნუგეში, შველა, დახმარება, სულიერი საზრდო უნდოდა მიიღებდა გულიანად, დააკვალიანებდა და ისე გაუშვებდა. არასოდეს მახსოვს ბევრისაგან განსხვავებით მას რაიმე რიტუალის მაგ: ჯვრისწერა, ნათლობა და მსგავსებზე რაიმე ფული აეღოს და ვინმე თუ კი შესწირავდა იმასაც კვირაობით გაჭირვებულებს ურიგებდა (50 კაცამდე ყოველ კვირას). სულ ცდილობდა ისეთი საქმე გაეკეთებინა რაც უფლისათვის იქნებოდა სასიამოვნო. 2002 წელს დაიწყო გარეჯის მონასტერთან მდებარე ერთი ძველი სამონასტრო კომლექსი ”ჩიჩხიტურის” აღდგენა, თუმცა საქართველოს ინიათო მთავრობის ხელში აზერებმა არ დაამთავრებინეს და თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე შეჩერდა (საზღვარიაო აზერებისო, არადა ჩვენი ტერიტორიაა). 2008 წელს ოქრო ვერცხლით მოკაზმა დავით მეფსალმუნის ტაძრის სახარება. ასევე მოაწყო ტაძრის გარშემო კელიები, პატრიარქისა თუ სხვა ბერების მოსასვენებლად. თვითონ კი ერთ უბრალო ხის ტახტზე იწვა. მას ხშირად სტუმრობდნენ ბერები ათონის მონასტრიდან და უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებასა თუ სხვა საიდუმლოებებს. წლების მანძილზე შეგროვილი ფულით იყიდი რაჭის ერთ-ერთ სოფელში 2 სართულიანი სახლი, სადაც მუდმივად ყოველ წელს ზაფხულის პერიოდში აგზავნიდა მრევლიდან ბავშვებს დასასვენებლად ეკლესიის ხარჯებით, ასევე მუდმივად ზრუნავდა რომ ყველა ბავშვი ყოფილიყო მაქსიმალურად დატვირთული სწავლით, სხვადასხვა სპორტით და ა.შ
სამწუხაროდ მამა მაკარს უკურნებელი სენი შეეყარა (ცეროზი), მიუხედავად 4 წლიანი მკურნალობისა მედიცინამ ვერაფერი შეძლო. ბოლო 1 წელი საოცრად წვალობდა და ებრძოდა ავადმყოფობას. მას რამოდენიმეჯერ შესთავაზა პატრიარქმა სქიზმაში აყვანა თუმცა სულ ირიდებდა თავიდან და ამბობდა რომ ამისთვის იგი მზად არ იყო თუმცა ცხოვრების ბოლო დღეებში თავადვე მოითხოვა და იღუმენი მაკარი პატრიარქმა სქიარქიმანდრიტ ანტონად აკურთხა. დღეს მამა ანტონის 40 არის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და იქედან ილოცოს სრულიად საქართველოსათვის.
თემის გახსნას რაც შეეხება მინდა ხალხმა იცოდეს რომ დღევანდელ დღესაც მიუხედავად ბევრი საეკლესიო მსახურის ქცევებიდან გამომდინარე, არსებობენ სასულიერო პირები რომლებმაც მთელი ცხოვრება უფალს მიუძრვნეს და მთელი ცხოვრება მას ემსახურებიან, ყოველგვარი შოვინიზმისა და PR ის ელემენტების გარეშე. ცხოვრების ბოლო წუთებში მამა ანტონი მეუფეებმა აზიარეს, ხოლო მრევლს ანდერძად დაუტოვა ერთმუშტად ყოფნა. სულის გასვლის ლოცვების 3 ლოცვაზე უფალმა იგი გაიყვანა ამ ქვეყნიდან. პატრიარქის გადაწყვეტილებით იგი სამტავროს მამათა მონასტერში დაკრძალეს მამა გაბრიელთან ახლოს.
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|