თემა ვნახე, შემოვედი
მოკლედ ვიტყვი
ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი
ეკლესიურად არ ვცხოვრობ
ზოგადად მორწმუნე ვიყავი, ოღონდ ჩემებურად, მღვდელი, შუამავლები, ცეცხლის მისტიური ანთება და ეგეთების არ მჯეროდა და არც მჯერავს.
მაგრამ მჯერავს ზებუნებრივი აბსოლუტური წესიგი-კანონზომიერება-ბალანსის და იმის, რომ რაღაც ძალამ ეს ყველაფერი დაადგინა (აბსოლუტური გონი, წმინდა სული, ტრასცენდენტული მისტიკა, თუნდაც უცხოპლანეტელები...), რომელსაც ღმერთი ქვია და მე იესოს სახით ვიცნობ (იეღოველებთან და ეგეთებთან კამათში შესვლას არ ვაპირებ), თუმცა შეიძლება ვიღაცისთვის ბრაჰმაა, ვიღაცისთვის ბუდა, მუჰამედი და ა.შ. (მიუხედავად ქრონოლოგიისა, ისტორიულად რეალურად არსებულობისა და ა.შ.)
ხოოდა სააღდგომოდ რიგ თემებს ჩავუღრმავდი და რწმენის გონებით დასაბუთების ჭია შემიჩნდა (მოვინდომე რაა

), მოკლედ რაღაცეები გადავიკითხე, არისტოტელეს ტელეოლოგიიდან და ტერტულიანეს "მწამს, რადგან აბსურდიადან" მოყოლებული ანსელნ კენტერბელიელის "მწამს რათა შევიმეცნომდე"+შუა საუკუნეების სქოლასტიკა აქვინელებიდან ბეკონი-ოკამის დაპარალელებული თეო-ფილოსოფია (სხვათა შორის, როჯერ ბეკონს (არ აგვერიოს ემპირიზმის ფუძემდებელ და ზოგიერთის აზრით, შექსპირის ნაწარმოებების ავგტორ ფრენსის ბეკონში. თუ სწორად მახსოვს, ხორცის გაყინვის ტექნოლოგიაც მაგან გამოიგონა (ეს ისე, ლირიული ჩანართი

)) ) საინტერესო რამ აქვს (რაც მერე კუზანელმა გააგრძელა), ორგვარი არასილოგისტური ჭეშმარიტება, ერთი გონების, მეორე სულის, რომელიც ერთიმეორეს არ ეწინააღმდეგება) და რენესანსის იდეალისტები (თავისთავადი და მიღმური საგნებით, კატეგორიული იმპერატივებით და ა.შ.) და ყველა ეტაპზე მეცვლებოდა შეხედულობა და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ვხვდებოდი რა უვიცი ვიყავი. ერთის მხრივ პირველყოფილი უძლური ადამიანი, სიკვდილის გაუცნობიერი ინსტიქტური შიში და მფარველობის მისტიკურ ძალებში ძიება, სამყაროს წარმოშობის მეცნიერული თეორიები (და არა შუქი შეიკუმშა, 7 დღეში მოზილა და მსგავსნი მისნი) და ეგეთები საკმაოდ ლოგიკურად მეჩვენებოდა, მეორეს მხრივ თან ხელჩასაჭიდს ვეეძებდი - ღმერთის არსებობის დასაბუთების არგუმენტები; არისტოტელე, აინშტაინი, გალილეო, კოპერნიკი, ნიუტონი... მაგათ სწამდათ , მე ვინ ვარ და ეგეთები.
პერიოდულად სრულიად ათეისტურ განწყობაზე ვდგებოდი, შემდეგ თითქოსდა ვიცოდი რომ რაღაცა მწამდა, მაგრამ მაგ რაღაცას რა ერქვა, ეგ ვერ გავიგე (ინდუიზმი, ბუდა,. კაბალა და რარაცეებს ) და ვერც ამ ფორუმზე მივაგენი რაიმე ხელჩასაჭიდს.
მოკლედ ფრიად შემერყა რწმენა, თანაც სააღდგომოდ (ზოგიერთი ამბობს, მაგ დროს აქტიურდებიან ბნელეთის მოციქულებიო

))
ხოდა მერე ხდება ასეთი რამ:
9 წელი მეორე ბავშვი არ უჩნდებოდა მეუღლეს და ღვთის მადლით (თუ რატომ ვამბობ, ღვთის მადლით მეთქი, ქვემოთ წერია. და ეს ის შემტხვევა არ არის, მხოლოდ ერთი განყენებული პრობლემის გადაჭრის გამო რომ უჩნდებათ რწმენა) ეგ პრობლემა გადაიჭრა (დაფეხმძიმდა).
ჩემი და უკვე 10 წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ და კონტაქტი მხოლოდ სატელეფონო. ერთ დღესაც დედაჩემი ურეკავს და ახალი ამბავი უნდა გითხრაო და ვიცი, რძალი ფეხმძიმედაო (ეს მრავალწლიანი მკურნალობის თემა კი იცოდა, მაგრამ უკვე იმდენად მობეზრებული ქონდა ყველას, რომ მაგაზე აღარც ვლაპარაკობდით და ვახსენებდით), სიზმარში ვნახეო.
ანუ, რა ძალას ან შემთხვევითობას უნდა გადაეტანა ეგ აზრი 3000 კმ-ზე და თანაც 9 წლის ინტერვალში, ზუსტად საჭირო დროს?!
დედაჩემის მეგობარი ქალი, რომელიც დროებით ასევე საზღვარგარეთ ცხოვრობს, რეკავს და - სიზმარში ვნახე, ტქვენთან მოვდიოდი, გზა დამებნა და ვიღაც პატარა ბიჭმა მომიყვანა შენს სახლამდე და ფეხმძიმედ ხომა რაა რძალიო?
მაგის მერე, მივდივართ ეხოზე რამდენიმე კვირაში და მიუხედავა მრგვალი მუცლისა და ეგეთი წინასწარი გოგოს დაპირებებისა, ეხო ამბობს ბიჭიაო.
ხოდოა, შეიძლება ახლა არაფერი ისეთი სასწაულები ამაში არ მომხდარა, მაგრამ რაციონალურ ახსნას ვერ ვუძებნი და ეს ტელეპატიურ-პარაფსიქოლოგიური ინფორმაციის ტელეპორტაცია ვინმემ ახსენით.
თან ერთი მომენტია, ჩემს ცხოვრებაში ყოველივე ელემენტალური საკითხიც კი მიპრობლემდება (რატომაც ვტქვი ღვთის მადლით მეთქი), მაგრამ საბოლოო ჯამში გადაუჭრელი ტემა არც მახსენდება, ძნელად, გვიან, მაგრამ მაინც გამოდის და ისევე როგორც ყველა სხვა საკითხში, ასევე ამ ბიჭის ამბავზეც (იმედია მშვიდობიანად დაიბადება და ყველაფერი კარგად იქნება) მუდმივად მქონდა შინაგანი რწმენა, რომ კეთილად დაგვირგვინდებოდა.
ხოოდა მაგას ვამბობდი სწორედ - "რწმენა" - გინდა შინაგანი, გინდა გარეგანი, მაგრამ რწმენა.
და იმას მივხვდი, რომ რამდენიც და რაც არ უნდა ვიკითხოთ, გონებით ღმერთს ვერ შევიმეცნებთ, მაგრამ ის რომ რაღაც მიღმური საყოველთაო ძალა არსებობს, ჩემის ღრმა რწმენით უეჭველია. უბრალოდ, არ ვიცი მას ზუსტად რა ქვია, მაგრამ მე მას იესოს სახით ვიცნობ და პრინციპში დანარჩენ დეტალებს არც აქვს მნიშვნელობა.
და კიდევ ერტი, პაპაჩემი, სისხლხორცეული კომუნისტი და ყოვლად ურწმუნო , ამავე დროს ძალიან განათლებული კაცი, სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც მობრუნდა ღვთისკენ, ნუ დიდი მორწმუნე არ გამხდარა, მაგრამ ღმერთს და სანთელს აღარ უარყოფდა (თუ სწორად მახსოვს, ღმერთის არსებობის დასაბუთების პასკალისეული პრაგმატული არგუმენტია "ჩემი რა მიდის" პრინციპზე დაფუძნებული. ანუ, უფრო მაწყობს მისი არსებობა ვიწამო, ვიდრე არ ვიწამო), ანუ რისი თქმა მინდა, ათეისტები მაინდამაინც ნუ გააჯაზებთ, ადამიანი მაინც მხოლოდდამხოლოდ ადამიანია და წლების მატებასთან ერთად შეიძლება შეხედულებები თქვენც შეგეცვალოთ - შიში მაინც ოხერი და მამაძაღლია

)
გმადლობთ ყურადღებისათვის

)
This post has been edited by aladini on 22 Apr 2012, 21:09