3DG,"რაარი რა კითხვებია იაღოველები ხართ ??????

"

უარესები!
ღლიცინის გარეშე, ღმერთს მე მგონი იმდენი უცხოპლანეტური რასა ყავდა შესაქმნელი, რომ თითოზე 6-7 დღე გათვალა სულ. გავყოთ სამყაროს არსებობის 14 მილიარდი წელი ანუ 14*365*10^9 ამ 7 დღეზე, მივიღებთ:
730 * 10^9 ანუ 7,3 * 10^11 სიცოცხლის ჩანასახი მთელს სამყაროში. ზოგში ალბათ გადარჩა, ზოგში _ ვერა. მაინც მე მგონია, თანაბრადაც რომ იყოს მეტაგალაქტიკაში განაწილებული, ჯერ შეიძლება ვერც მიგვეგნო ერთმანეთისთვის. ვინ იცის, რა არის კიდევ გეგმაში.
თეოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს 6-7 დღე რაღაცას უნდა ნიშნავდეს, ისე ხომ არ იქნება? ან სიმბოლოა, ადამიანის შრომითი საქმიანობის ალეგორია, ან უფრო ღრმა აზრი აქვს. მე ვცადე უფრო ღრმა აზრიდან დანახვა
დამაინტერესა, რამდენი ვარსკვლავია სულ სამყაროში. ინტერნეტი ამაზე ამბობს:
A study by Yale astronomer Pieter van Dokkum just took the estimated number of stars in the universe—100,000,000,000,000,000,000,000, or 100 sextillion—and tripled it.
ანუ 3 * 10^23 ვარსკვლავი სულ, დღევანდელი მეცნიერების აზრით...
რომ გავყოთ ერთი მეორეზე, მივიღებთ, რომ 4,1 * 10^11 ვარსკვლავში მხოლოდ ერთზე მოაწყო ღმერთმა ედემის ბაღი. საკმაოდ გაგვიმართლა, მე მგონი ალიენოლოგებიც რაღაც ასეთ ციფრებს იძლევიან ალბათობაზე დაყრდნობით...
უკაცრავად, ბიბლიასთანაც და მეცნიერებასთანაც ასეთი სინთეზისთვის. მართლა არ ვშაყირობ, ამდენა რიცხვებს ხუმრობით ერთმანეთზე რა გამაყოფინებდა?