ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კარგი საბაბია წარმოაჩინო რელიგიურ-პოლიტიკური ელიტის თვითმპყრობელობის მანკიერება... ხულიგნობისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხალხს... ეს არაა ფასეულობების ომი, ეს არის მახინჯი სისტემის მხილება... ქვეყნები სადაც გაბატონებულია თავისუფალი აზროვნება და სამართლიანობა ბუნებრივად აკრიტიკებენ უსამართლო განაჩენს, სულ ესაა...კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს იყო პერფორმანსი, პანკ-ლოცვა. ხოლო ტაძარი სალოცავი ადგილია და ამ გოგონებმა გადაწყვიტეს ასე ელოცათ. მორწმუნეების შეურაცხყოფას მე აქ ვერ ვხედავ, ეს არის სახეში მიფურთხება სისტემისთვის!
საქართველოში ეს ჯერ ვერ მოხდება, მარტივი მიზეზის გამო - რუსი მართლმადიდებლების დიდი ნაწილი პუტინის მომხრეა და ოპოზიციურობით არ გამოირჩევა, ქართველი მართლმადიდებლების (მრევლის) უმრავლესობას კი მიშა სძულს და ეკლესია მათი ერთადერთი იმედია.... "მმკ" ამ ხალხის რადიკალური ნაწილის ნათელი დადასტურებაა.
მაგრამ მაინც, თუ ვინმე ოდესმე გადაწყვეტს მსგავსი რამ გააკეთოს სამებაში, მე ქართულ ვერსიას შემოგთავაზებთ. არ დაგავიწყდეთ ტექსტის ავტორად მიუთითოთ პროგრესიუსი
დედავ ღვთისმშობელო, მიშა მოგვაცილე...
მიშა მოგვაცილე, დედავ ღვთისმშობელო.. (

)
ბოლო ჟამია დღეს, შვილნო ჩემნო!
რიგში ჩადექით: ამბორი გიხსნით
სული მიჰყიდეთ КГБ-ს ბელადს
თორემ მოგხედავთ უფალი რისხვით.
"გეიებს" ვდევნით წმინდა მახვილით
სათავეში ხომ გვიდგას ილია,
ფეხი დაბანე ქმარს დედაკაცო
და შენი სული გამოხსნილია!
ღვთის მადლის წყაროს მონოპოლისტი
ის ბოლო ჟამის პატრიარქია,
თავად მკურნალობს გერმანიაში
აქ მადლით ვაჭრობს წმინდა მაფია...
უწმინდესია, სდევნის უკუნეთს
უკუნის სუფევს ნეტარებაში,
კურთხეულ ჯიპებს არიგებს უხვად
როგორც სწერია სახარებაში...
ბიუჯეტიდან მოდის თანხები
ვაჭრობის ქსელი გაფართოვდება,
უნეტარესი მიტინგზე არ ჩანს,
წმინდა მარიამს ვთხოვთ შემწეობას....
წმინდაო მარიამ, გახდი ფემინისტი,
გახდი ფემინისტი წმინდაო მარიამ...