
რამოდენიმე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ათეისტური ფანატიზმი გჭირთ.
1. თქვენ გჯერათ, რომ თვითმფრინავები, კომპიუტერები, კომპასი... ვინმეს მიერ მიზანმიმართულად იქნა სპროექტირებული და შექმნილი, მაგრამ თქვენ ასევე გჯერათ, რომ ადამიანის სხეული, რომელიც გაცილებით უფრო რთულია , არსებულთაგან ნებისმიერ ტექნიკურ აპარატზე, წარმოიშვა შემთხვევითი ბიოლოგიური ევოლუციის შედეგად.
2. თქვენ ამტკიცებთ, რომ საჭიროა ყველაფერს სკეპტიკურად მივუდგეთ, მაგრამ გულუბრყვილოებად თვლით მათ, ვინც სკეპტიკურად მიუდგება ევოლუციის თეორიას.
3. თქვენ ამტკიცებთ, რომ ცხოვრება წარმოიშვა უსიცოცხლო ქიმიური ნაწილაკებისაგან, მაგრამ აბსოლუტურად უარყობთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობას.
4. თქვენ ამბობთ, რომ "განსაკუთრებული მოწოდებები განსაკუთრებულ მტკიცებულებებს მოითხოვს“, შემდეგ კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებთ, რომ ღმერთი არ არსებობს.
5. თქვენ ამტკიცებთ, რომ ქრისტიანობაზე მოქცეული ათეისტები, ან ცრუობენ, ან კიდევ არასდროს არ ყოფილან "ნამდვილი ათეისტები“
6. თქვენ თვლით, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ვიწროა, რადგან მათ მხოლოდ ერთი ღმერთის სწამთ, მაგრამ თქვენი პირიქით ფართოა, იმიტომ, რომ თქვენ საერთოდ არცერთის არ გწამთ.
7. თქვენ არ იცით, ტერეზა დედა იყო თუ და, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორც მინიმუმ ორმოცდაათი ამერიკელი პედოფილი სასულიერო პირის გვარი.
8. თქვენ გაწბილდით, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ ყველა ქრისტიანი არ აღიქვამს ბიბლიის ყველა სიტყვას - ბუკვალურად.
9. თქვენ თვლით, რომ ბიბლია ზღაპრული ლიტერატურაა, ხოლო „და ვინჩის კოდი“- დოკუმენტალური.
10. თქვენ ლოგიკას ხედავთ შემდეგ სილოგიზმში: "ბიბლია- სქელი წიგნი. ბეჭდების მბრძანებელი- სქელი წიგნი. რა საბუთია, რომ ვიწამოთ პირველი, და არა მეორე?“
11. თქვენ უფრო ირწმუნებთ ჰობიტების, ელფების და ორკების არსებობას, ვიდრე იესოს.
12. თქვენ ძალდატანებით სცემთ პატივს ქრისტიანებს, რომლებიც მიუხედავად თქვენი არგუმენტებისა, ამტკიცებენ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამავე დროს თვლით, რომ ქრისტიანებს არ შეუძლიათ თავისი გონებით აზროვნება.
13. თქვენ თვლით, რომ საკუთარი გონებით აზროვნება, ნიშნავს - იყო ათეისტი.
14. თქვენ თვლით, რომ ნებისმიერი ქრისტიანი, რომელმაც დაწერა წიგნი ქრისტიანობაზე, ამას იგი ფულის გამო აკეთებდა, ხოლო ნებისმიერი ათეისტი, რომელიც წერს ათეიზმზე, ამას მასების განსანათლებლად აკეთებს.
15. თქვენ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ 2000 წლის წინანდელი მოვლენები, იმიტორო „ ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ ეს მართლაც მოხდა“, მაგრამ თქვენ მტკიცედ გჯერავთ, რომ რელიგია გამოიგონეს მმართველმა კლასებმა 5000 წლის წინ, რათა ხალხი უფრო ადვილად ემართათ.
16. თქვენ თვლით, რომ იმ ტიპის კითხვები, რომ შეძლებს თუ არა ღმერთი კვადრატული წრის, ან კიდევ ისეთი ქვის შექმნას, რომელსაც ვერ აწევს... ქრისტიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
17. თქვენ მოიხსენიებთ იესოს, როგორც "იეშუა" და ღმერთს-"იაჰვეთ", რადგან მიანიშნოთ, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან წარმართული "მოლოქისა" და "ბაალისაგან".
18. თქვენ ამაყობთ იმით, რომ თავისუფალი ხართ ცრუ შეხედულებების ტყვეობისაგან, განსხვავებით: "ჩლუნგი, საზიზღარიი, არანორმალური, აგრესიული და ძუნწი ქრისტიანებისაგან."
19. თქვენ თვლით, რომ ზოგიერთი ქრისტიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ცოდვები (ინკვიზიტორები, კონკისტადორები, პედოფილიის ფაქტები...), რომლებიც ქრისტეს სწავლებების საწინააღმდეგიდ მოქმედებდნენ, მთლიანი ქრისტიანობის დისკრედიტირებას ახდენენ, მაგრამ იმ ათეისტების დანაშაულებები, როგორებიც იყვნენ, ჰიტლერი, ლენინი და სტალინი... რომლებიც ათეისტური სწავლებების შესაბამისად იქცეოდნენ, რომელიც უარყობს ობიექტური მორალის არსებობის მნიშვნელობას, არავითარ შემთხვევაში არ აყენებს ჩრდილს ათეიზმს.
20. თქვენ უბრაზდებით ღმერთს იმისთვის, რომ ის არ არის.
21. თქვენ თვლით, რომ სამყაროს ასტრონომიული ზომები უარყობენ ღმერთის არსებობას ( თითქოს ღმერთი მხოლოდ ერთიციცქნა კოსმოსით შემოიფარგლებოდეს)
22. თქვენ შეგიძლიათ დაამრცოთ ნებისმიერი თეოლოგიური დისკუსი, ბაბა იაგასა და ვარდისფერი მარტორქების "არსებობაზე" აპელირებით.
23. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბაბა იაგასა და ვარდისფერი მარტორქების არსებობის შესახებ უფრო მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე ღმერთის შესახებ.
24. თქვენ ამტკიცებთ, რომ ღვთის რწმენა , ბრმა რწმენაა, მაგრამ ვერ ამჩნევთ, რომ თავად გწამთ ბრმად, ღმერთის არარსებობისა.
25. თქვენ უარყობთ თქვენს - რწმენას, ღმერთის არ არსებობის შესახებ, და აზუსტებთ, რომ თქვენ უბრალოდ არ გჯერავთ მისი არსებობისა (თითქოს ეს ორი რამ, სხვადასხვა რამ იყოს!!)
26. თქვენ გწამთ, რომ მაიმუნისგან წარმოიშვით (იფიქრეთ ამაზე!!!)
27. თქვენ გჯერათ, რომ მაიმუნებისაგან წარმოიშვით, მაგრამ სახეში უთავაზებთ ნებისმიერს, რომელიც მაიმუნს გიწოდებთ.
28. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ჩვენ სკოლებში ვასწავლით ბავშვებს , გონებრივი არსების შესახებ თეორიას, მაშინ სავსებით ლოგიკურია, თუ მას დავამატებთ წეროს თეორიასაც.
29. თქვენ ინახულებთ "ბნელ და უცოდინარ" ქრისტიანებს, რომლებსაც მენტორული ტონით ჩამოუთვლით ბიბლიურ „ურთიერთწინააღმდეგობებს“ ( თითქოს ჩვენ თავად არაფერი ვუწყით საკუთარი რელიგიის შესახებ).
30. თქვენ ამტკიცებთ, რომ არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების აბსოლუტური კატეგორიები, მაგრამ ამავე დროს ამბობთ, რომ ქრისტიანობა ბოროტებაა.
31. თქვენ უწყით, რომ რელიგია შთააგონებს ძალადობას, და ამის დამოწმებას უწყებთ პირველივე შემხვედრს, მაგრამ ყურადღების მიღმა ტოვებთ იმას, რომ ტელევიზიით გადმოცემული ბოევიკები და სატანისტური მუსიკა (მაგ: black metal, ან death metal-ის სტილის) , მართლაც უბიძგებენ ადამიანს ძალადობისა და დაუნდობლობისკენ.
32. თქვენ თვლით, რომ „ფსიქიურად ჯანმრთელი ქრისტიანი“- ურთიერთწინააღმდეგობრივია.
33. მიუხედავად ათეისტური მმართველობის სისხლიანი გამოცდილების ისტორიისა ( საფრანგეთის რევოლუცია, ფაშიზმი, კომუნიზმი), თქვენ თვლით, რომ ათეიზმი, სახელმწიფოს დონეზე , მოიტანს ურთიერთშემწყნარებლობასა და მშვიდობას.
34. თქვენ თვლით, რომ ქრისტიანებს მხოლოდ იმიტომ სწამთ ღმერთისა, რომ ეშინიათ ჯოჯოხეთში მოხვედრის.
35. თქვენ თვლით, რომ მქადაგებლებისა და სხვა კეთილი ქრისტიანების მიზანი, რომლებიც გიზიარებენ მათ რწმენას, რათა არ მოხვდეთ მარადიულ გეენაში, არის ის, რომ მოიხვეჭონ თქვენგან ფული, და სხვა არაფერი.
36. თქვენ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "თუ ღმერთი არსებობს, უკეთესი იქნებოდა , რომ იგი არ არსებულიყო"
http://nnm.ru/blogs/sashek11/40-priznakov-...ateist-fanatik/