#39146382 · 20 Dec 2013, 11:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
@lex
QUOTE | ენერგია რომ არსაიდან არ წარმოიქმნება და არსად რომ არ ქრება და ერთი სახის ენერგიიდან მეორეში რომ გადადის ვიცი მაგრამ ფიზიკოსები ამბობენ რომ დიდი აფეთქება მოხდა არასდროს, არსად და არაფრისგან, ანუ ენერგია "ჯადოსნურად" გაჩნდა |
სინგულარობის მომენტში ერთ წერტილში იყო ენერგია თავმოყრილი და არც დრო-სივრცე არსებობდა, არც განზომილებები და ა.შ. შესაბამისად მასე თქმაც შეიძლება. დროც და სივრცეც სამყაროსთან ერთად გაჩნდა
QUOTE | ეს მხოლოდ ჩვენი ფანტაზიები და ლოგიკური აზროვნების შედეგია |
უამრავი პლანეტა აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რანაირადაა ფანტაზია?
QUOTE | საინეტერესოა რომ არ გჯერადთ უმაღლესი გონის, მაგრამ იჯერებთ უცხოპლანეტელების არსებობას |
არცერთის არ მჯერა, სანამ ფაქტს არ დამიდებენ. ღმერთის არ მჯერა იმიტომ რომ მეცნიერება ღმერთის გარეშეც ხნის ფუნდამენტურ საკითხებს. უცხოპლანეტელებს რაც შეეხება, wow სიგნალს თუ არ ჩავთვლით (რომელიც სადავოა), მათი არსებობის მტკიცებულება არ გაგვაჩნია, თუმცა მე ვფიქრობ რომ მაღალი შანსია მათი არსებობის, თუნდაც პრიმიტიულ ფორმებში
QUOTE | გაგვიმართლა? მოვერგეთ? უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ სასათბურე პირობები გვაქვს შექმნილი, შეიძლება ითქვას რომ 13.7 მილიარდმა წელი ყვეალფერი იქითკენ მიდიოდა რომ homo Sapiens-ი გაჩენილიყო |
გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ მილიონობით სახეობიდან, რომლებსაც ოდესმე დედამიწაზე უარსებიათ, ჩვენ გავხდით გონიერი დომინანტი არსებები და არა სხვები
QUOTE | განმარტე თუ შეიძლება |
ადამიანის ქმედება არ გავს გონიერი არსებისას. ყველაფერს ანადგურებს, რაც მას საარსებოდ სჭირდება - გარემოს, ჰაერს, დედამიწას, ცხოველებს, მცენარეებს, თავისივე სახეობის ინდივიდებს. ცივილიზაცია მთლიანად ეფუძნება მეცნიერებასა და ტექნოლოგიას, მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა ინტერესს არ იჩენს მათდამი, გარდა ამისა, გაცილებით მეტი იხარჯება სამხედრო სფეროში (რაც მხოლოდ კონფლიქტებთან ასოცირდება), ვიდრე იმ ორ დარგში.
რავიცი უცხო თვალით რომ შეხედო, გაუაზრებელ და დაუდევარ ქმედებას უფრო ჰგავს, ვიდრე გონივრულს
temart
QUOTE | ამერიკელი პროფესორი რობერტ ლანცა (Robert Lanza) აცხადებს |
ერთი მეცნიერის განცხადება მტკიცებულება არ არის. მითუმეტეს ქართულ საიტებზე უყვართ მყვირალა სათაურები, რომ ხალხი მიიზიდონ
--------------------
charlius.com
|