ჩარლი ჩაპლინის წერილი მისი ქალიშვილისადმი
ჩემო გოგონა ჟერალდინა …
სულ პაწაწინა რომ იყავი ზღაპრებს გიყვებოდი,უფლისწულზე,ცეცხლის მფრქვეველ გველეშაპზე,მაგრამ მე შენთვის ჩემი ზღაპარი არ მომიყოლია,ზღაპარი მშიერ მასხარაზე ,ლონდონის ღარიბ უბნებში რომ ცეკვავდა და მღეროდა.
მერე კი ხელებგაშვერილი ითხოვდა მოწყალებას.აი ასეთია ჩემი ზღაპარი,მე გამოვცადე შიმშილი, მე ვიცი რაც არის უსახლკარობა,კიდევ მეტი…
მე განმიცდია მოხეტიალე მასხარის დამცირება,ამიკრეფია შემოწირული გროშები, ეს მაშინ როცა გულში სიამაყე ბობოქრობდა..
დიახ, მე ჩარლი ვარ. მე ბებერი მასხარა ვარ ,დღეს შენი ჯერია, იცეკვე!მე ჩაფართხუნებული, დახეული შარვლით ვცეკვადი,შენ მეფის ასულის ბრწყინველე სამოსში ცეკვავ.ეს ცეკვა და ტაშის გრიალი ხანდახან ცაში აგიტაცებს.
იფრინე სულ მაღლა და მაღლა ,იფრინე. მაგრამ ხანდახან დაბლაც დაეშვი ხოლმე,შენ უნდა იხილო ადამიანთა ცხოვრება , უნდა იხილო ქუჩის მომღერალთა და მოცეკვავეთა ცხოვრება,რომლებიც მღერიან და კრთიან სიცივისა და შიმშილისაგან.
დროდადრო დაიარე ფეხით ქალაქი და უთხარი შენ თავს ,მეც ერთი ამათგანი ვარ!გახსოვდეს რომ ჩარლის ოჯახში არავინ ყოფილა ისეთი,მეეტლე ან სენის ნაპირას მჯომი მათხოვარი რომ დაემცირებინოს!
შენ იცი მე დიდხანს ვმუშაობდი ცირკში და მუდამ გულისფანცქალით შევცქეროდი მუშთაედებს,მეშინოდა საბედისწერო ბაგირიდან არ ჩამოვარდნილიყვნენ,მაგრამ ეხლა ერთი რამ უნდა გაგანდო:
ადამიანები უფრო იოლად ეცემიან მყარ მიწაზე,ვიდრე მუშთაედები ვარდებიან არასაიმედო ბაგირიდან.
შენ ძნელი სამუშაო გაქვს,მე ვიცი ეს.შენ სხეულს აბრეშუმის სიფრიფანა ქსოვილი ფარავს. გახსოვდეს, ხელოვნების გულისთვის სცენაზე გამოსვლა შიშველიც შეიძლება,მაგრამ იქედან უფრო სპეტაკი და განწმენდილი უნდა დაბრუნდე…
შენ ჩემს გვარს ატარებ, ჩაპლინი ხარ!40 წელზე მეტი აცინებდა ეს გვარი ადამიანებს ,მე კი უფრო მეტჯერ ვტიროდი, ვიდრე ისინი იცინოდნენ.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…!
ეს წერილი ჟერალდინას პირად ბარათებში იპოვეს მისი გარდაცვალების შემდეგ.
smile - nat king cole
„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო......
მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ."
"მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა, რომანებისა და თავგადასავლების ისტორიით აღსავსე.“
"იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა განიცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.“
მე მუდამ მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს, როცა ვტირი.“
„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“
„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ.
ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“
„ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ.
მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.
მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა.
ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.“
როგორ არ უნდა გაგიკვირდეს!!!
This post has been edited by Nostalgia34 on 5 Sep 2013, 22:00