#38129126 · 23 Sep 2013, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anita
| QUOTE | | კი, ჩავედი და იმედგაცრუებული დავრჩი, რაღაც გრანტები, რაღაც ფონდები,.. ძაან ტუფტა რაღაცეები... რეალური ქველმოქმედება არ ჩანს.. |
როგორც ჩანს, თემის მონაწილეებს ინფორმაცია არ გვაქვს უბრალოდ. ასე იოლად ალბათ ვერაფერს იტყვი ადამიანი, უნდა მიხვიდე, როგორც მინიმუმ, მითითებულ ორგანიზაციებში და იკითხო, გადაამოწმო. ნამდვილად გამორიცხული მგონია, რომ ქველმოქმედებაზე არაფერი იხარჯებოდეს დღეს.
პროპორციაშია საქმე, ანუ რამდენა თანხაა შემოსავალი და აქედან რა ნაწილი ხმარდება ქველმოქმედებას. ეს ინფორმაცია რომ გასაჯაროებული ყოფილიყო, ნამდვილად კარგი იქნებოდა, შევძლებდით და შევადარებდით კიდეც ეფექტურობის მიხედვით თანამედროვე საერო საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მაგრამ სამწუხაროდ, ქრისტიანებს აქ პრინციპული პოზიცია აქვთ, არ გვინდა ვჩანდეთ, ჩუმად და მალულად უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმეებიო...
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|