რას მიქვია საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ? აუცილებლად ჯიბე გამოფხეკილი და გაჭირვებული უნდა იყოს მამაო და საცოდავი მანქანით უნდა დიდიოდეს რომ პატივისცემა დაიმსახუროს? აბა თქვენი ქონება ჩამოწერეთ.
თქვენ ხომ გაინტერესებთ მღვდლების ჯიპები, მე მაინტერესებს თქვენ რა გაგაჩნიათ. თუ ჯიბეების ქექვაზე მივიდა საქმე მოდით ამოიბრუნეთ და დაწერეთ. და თუ აღმოჩნდა რომ 1 ლარის მაგივრად ორი ლარი გაქვთ, მაშინ ესე დავაყენოთ საქმე. მოდით ჯერ თქვენი ქონების ნახევარი მაინც გაიღეთ და მერე დავიწყოთ ჩვენი თანა მოქალაქეებზე ჭორაობა.
იმიტომ რომ, აქ რაღაც იდიალებზე და ხელგაშლილობაზე მიდგა საქმე. თქვენ რომ ქადაგებთ ეხლა რომ მღვდლებმა გაიღონო, მოდით თქვენს აზრს ფასი რომ დაედოს გვანახეთ რამდენის გაღება შეგიძლიათ. ეს საუბარი იგივე პოზიციაში გაყენებთ რასაც აკრიტიკებთ.
რაც შეეხება მღვდლების ჯიპებს. აქ ვერ ვნახე ადამიანი რომელმაც 4-5 ფაქტი დადო 70.000 დოლარიანი მანქანის მფლობელი სასულიერო პირის. მე პირადად არავის ვიცნობ ასეთი მანქანა ჰყავდეს. რათქმაუნდა არ გამოვრიცხავ რომ რამოდენიმეს ჰყავდეს მარა იმ რამოდენიმეზე მიდის აქ საუბარი? მაშინ დაწერეთ ვინ არიან ესენი, და მერე დაადგინეთ საიდან ჰყავთ მართლა.
ჯერ ერთი სხვის ჯიბეში ქექვაა ჩვენი პრობლემა.
მეორეც კიდევ არ არსებულ პრობლემებზე ენის ფხანვა, თითქოს ყველაფერი ამის გარდა საათივით გვქონდეს აწყობილი და სასულიერო პირები გვიფუჭებენ ყველაფერს