ცოტა ხნის წინ თურქულ ტელეარხ TRT-ზე გავიდა გადაცემა, რომელშიც საუბარი იყო სადაზვერვო საქმიანობისას იმქვეყნიური ძალების გამოყენების თემაზე. პუბლიცისტები მეხმეტ შეკერი და ომარ ოზკაია ამტკიცებდნენ, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მუშაობისას ე.წ. ჯინებს იყენებენ. მათი თქმით, ჯინები მზვერავებს წყალქვეშა ნავებიდან საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებაში ეხმარებიან. იმქვეყნიური ძალების დახმარებაში ეჭვმიტანილია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება, რუსეთის სპეცსამსახურები და ისრაელის „მოსადი“.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=14976ჯინ ბონდ 007