http://ick.ge/articles/17678-i.htmlკახეთში გამოკითხული რესპოდენტების 11,70% ამბობს, რომ ცოლზე ძალადობა გამართლებულია, თუ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს; 8,10% აღნიშნავს, რომ ძალადობა გამართლებულია თუ ცოლი ქმარს ეჩხუბება; 5,20%–ს ცოლზე ძალადობა გამართლებულად მიაჩნია იმ შემთხვევაშიც, თუ ის საჭმელს წვავს; 5,80% ამბობს, რომ ცოლი საცემია თუ სექსზე უარს ამბობს; გამოკითხულთა 7,30%–ს ცოლზე ძალადობა გამართლებულად მიაჩნია, თუ ქალი სახლიდან ნებართვის გარეშე გადის.მონაცემები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევიდანაა, რომელიც 2013 წელს საქართველოს სამ რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა 1500, 18-60 წლის ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით თბილისში, სამეგრელო-სვანეთის და კახეთის რეგიონებში.
კვლევის მიხედვით, ცოლზე ძალადობის სიმძიმე უფრო მეტად თბილისსა და კახეთში შეფასდა. კვლევის მიხედვით, ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმად ფიზიკური ძალადობაა მიჩნეული.
ოჯახში ძალადობა გამოკითხულთა 4%-თვის მისაღებია, 34% თვლის, რომ მიუღებელია, თუმცა ყოველთვის არ უნდა დაისაჯოს კანონით, 58%-სთვის ოჯახში ძალადობა მიუღებელია და თვლიან, რომ ყოველთვის უნდა ისჯებოდეს კანონით, 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ძალადობა ყველაზე მეტად მიუღებლად მიაჩნიათ სამეგრელო-ზემო სვანეთში (61.8%), თბილისში (55.2%) და ყველაზე ნაკლებად კახეთში (54.3%).
გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულია, 25%-ს აზრით ეს ოჯახის საქმეა, 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად მიიჩნევს კახეთში გამოკითხულების 72.10%, თბილისში გამოკითხულთა 71.70% და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკითხულების 62.60%.
კვლევის მიხედვით მონაცემები ასე განაწილდა:
ქმრის ცოლზე ძალადობა გამართლებულია მაშინ, თუ:ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს – 13,70%;
ცოლი ეჩხუბება ქმარს – 6,60%;
ცოლი საჭმელს წვავს – 5,40%;
ცოლი უარს ამბობს სექსზე – 4,60%;
ნებართვის გარეშე გადის სახლიდან – 4,30%;
ცოლის ცემის გამართლება რეგიონების მიხედვით:ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს – კახეთი – 11,70%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,40%; თბილისი – 6,20%;
ცოლი ეჩხუბება ქმარს – კახეთი – 8,10%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8,30%; თბილისი – 3,40%;
ცოლი საჭმელს წვავს – კახეთი – 5,20%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,80%; თბილისი – 1,45%;
ცოლი უარს ამბობს სექსზე – კახეთი – 5,80%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6,30%; თბილისი – 1,60%;
ნებართვის გარეშე გადის სახლიდან – კახეთი – 7,30%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4,20%; თბილისი – 1,40%;
კვლევის მიხედვით, ცოლის ცემას ქმრის მიერ ბევრად უფრო ამართლებენ საშუალო, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე პირები;
გამოკითხული ცოლების რეაქცია ძალადობაზე ასეთია: 69% ქმართან დაშორება, 17% მოთმენა, 14%-ს პასუხი არ აქვს.
კახეთში გამოკითხულების 73.00% მიიჩნევს, რომ ცოლის რეაქცია ძალადობაზე ქმართან დაშორება უნდა იყოს. რესპოდენტების 14.50% მიიჩნევს, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. კახეთში 61.80% მიიჩნევს, რომ მოტაცების შემთხვევაში ქალი კაცს არ უნდა გაყვეს. 31.80% მიიჩნევს, რომ უნდა გაყვეს სექსუალური ურთიერთობის შემთხვევაში.
ძალადობის შემთხვევაში გამოსავლად ეკლესია მიაჩნია კახეთში 70.60%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 81.70%-ს და თბილისში 68.30%-ს.
ადვოკატისთვის მიმართვას მიიჩნევს გამართლებულად კახეთში 69.10%, სამეგრელო-ზემო სვანეთში 54.20% და თბილისში 73.00%.
პოლიცისთვის მიმართვის მოლოდინი ყველაზე მეტად აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის (68.6%) მოსახლეობას და ყველაზე ნაკლებად კახეთის (61.0%) მაცხოვრებლებს.
პოლიციისთვის არმიმართვის მიზეზები ასეთია: 91.10% სირცხვილი; 89.70% მეტი ძალადობის შიში; 82.50% ოჯახის წევრების გაკიცხვის შიში; 81.20% საზოგადოების მიერ გაკიცხვის შიში; 78.60% გამოსავლის არქონა; 51.80% პოლიციისადმი უნდობლობა.
კითხვაზე „რას გააკეთებდით რომ გაგეგოთ თქვენი მეგობარი ძალადობის მსხვერპლია“ პასუხები ასე გადანაწილდა: 80.80% - მას დაველაპარაკებოდი; 70.60% ვურჩევდი ეკლესიისთვის მიმართვას; 70.00% მის ახლობლებს დაველაპარაკებოდი; 57.70% ვურჩევდი პოლიციისთვის მიმართვას; 55.00% ვურჩევდი სერვისის მიმწოდებლებისთვის მიმართვას; 27.50% პოლიციას მივმართავდი; 16.10% არაფერს გავაკეთებდი.