Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
პატრიარქის 2014 წლის საშობაო ეპისტოლე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
#39350826
· 8 Jan 2014, 00:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Internet_Contraband
QUOTE
ჩვენი ჰიდრორესურსები მიზერულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით,
რის საფუძველზე ამბობ ამას?
QUOTE
დიდი ჰიდროელექტროსადგურებია, რომელსაც ასევე ძალიან უშლიან ხელს
მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში იყო რიონჰესი, ზაჰესი და ხრამჰესი. მოსახლეობა დღევანდელზე მეტი იყო, წარმოებაც მშვენივრად იყო განვითარებული. რა შეიცვალა? რატომ გვჭირდება ჰუდონჰესი, როცა ათეულობით მცირე ჰესიც გვაქვს?? არსებული ჰესები მოიყვანონ წესრიგში რა!
QUOTE
აქედან ინდუსტრიული მნიშვნელობის რაც არის - ყველაფერს უკვე მოიპოვებენ და უკვე გააქვთ ექსპორტზე. დანარჩენი უმნიშვნელოა. კავკასიონი არის სალი კლდე.
ვინ ამბობს ამას???
QUOTE
სასოფლოსამეურნეო
სავარგული მიწები რამდენი პროცენტია?
QUOTE
ამჟამად, ერთადერთი გამოსავალი იმიგრაციის მაქსიმალურად გაძნელება და შობადობის კონტროლია. ამ ქვეყანას ფაქტია 4.5 მილიონის შენახვა არ შეუძლია. უფრო მეტს უფრო ვერ შეინახავს რათქმაუნდა. ასე რომ დამატებითი მოქალაქეები საერთოდ არაფერში არ გვჭირდება, ცხადია ეკლესიას სჭირდება იმიტომ რომ ბევრი მონა სჭირდებათ, მაგრამ ქვეყანას - არაფერში.
ეს ქვეყანა 4 მილიონზე მეტს ვერ დაიტევს, იმიგრაციის კონტროლზე გეთანხმები. შობადობის კონტროლი საჭირო არ არის, არ ვგავართ აფრიკას სადაც სოციალური დონე დაბალია და მიუხედავათ ამისა, ერთ ქალზე 7 შვილი მოდის.
QUOTE
ყველა საქართველოში აღმოჩენილი ნავთობისსაბადო უხარისხო პროდუქტს იძლევა,
ვინ თქვა ეს?
QUOTE
ამერიკას რესურსები აქვს
ჩვენ - არა.
სკოლა ხომ მაინც უნდა გვქონდეს ??
QUOTE
კავკასიონი არის სალი კლდე.
კავკასიონის მწვერვალებს გარშემო აკრავს თითქმის ერთი მეტრი სისქის ვერცხლის შემცველი ფენა.
გეოლოგიაში ტყუიებს ასწავლიან????
This post has been edited by
strelicia
on 8 Jan 2014, 00:46
--------------------
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
წერილები: 43419
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09
#39351019
· 8 Jan 2014, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქმეც მაგაშია რო ტიპებს იმდენ სისულელეებს ასწავლიან და ისე მორგებულს რო ხრენევოზნაეტ გაარკვიონ რა არის სიმართლე და რა არა.
ეს ვაი პატრიოტიზმიც მაგარია რა.
საქართველო = ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა = ყველაზე მაგარ ხალხს = ყველაზე ამგარ ბუნებას
ხალხს რო კითხო საქართვლეოში რო ბუნებაა ეგეთი ვის აქვსო , იმენა ინფორმაციულ ვაკუუმში ზიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48241
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#39351164
· 8 Jan 2014, 00:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
რის საფუძველზე ამბობ ამას?
ენერგეტიკას ვსწავლობდი, კერძოდ საქართველოს ენერგო შესაძლებლობებს.
QUOTE
მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში იყო რიონჰესი, ზაჰესი და ხრამჰესი. მოსახლეობა დღევანდელზე მეტი იყო, წარმოებაც მშვენივრად იყო განვითარებული. რა შეიცვალა? რატომ გვჭირდება ჰუდონჰესი, როცა ათეულობით მცირე ჰესიც გვაქვს?? არსებული ჰესები მოიყვანონ წესრიგში რა!
საბჭოთა კავშირში სხვა სახის ეკონომიკა მოქმედებდა, იქ არ იყო მოთხოვნა-მიწოდება, არამედ ცენტრალური მგეგმავი იყო და გინდა - არ გინდა, მაინც უნდა გეწარმოებინა, ეს გიგანტი ქვეყანა ცდილობდა თავისი თავი თვითონვე დაებალანსებინა, რესურსები კი არნახული ჰქონდა.
იმიტომ რომ მცირე ჰესის გამომუშავებული ძალიან მიზერულია, ეკონომიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ნუ, ჰესსაც გააჩნია.
დიდს კი იმხელა პოტენციალი აქვს რომ შეგვიძლია თურქებს მივყიდოთ - ესეიგი ბიუჯეტში ფული შევა.
სამწუხაროდ ხალხი ამ საკითხს ისე უყურებს როგორც "რად გვინდა დიდი, ცოტა და პატარ-პატარები არ ჯობია" - რადგან რიგით მოქალაქეს არ აქვს წარმოდგენა რას ნიშნავს რეალობაში და პრაქტიკაში ეს, როგორ ხდება ენერგიის დისტრიბუცია და ა.შ. გონიათ რომ ეს იგივეა თითქოს ერთი დიდი სასტუმროს ნაცვლად რამოდენიმე პატარა ააშენო. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია.
QUOTE
ვინ ამბობს ამას???
მე გეუბნები. სადმე რამე მსგავსი რომ იყოს მე ვერ მიმასწრებ, მე რა - მე კიდე ერთი 1000 კაცი მიმასწრებს ალბათ
ბიზნესი ეგეთი თემაა, სადმე პოტენციალი რომ იყოს არავინ არ გამაზავს მაგას.
QUOTE
სავარგული მიწები რამდენი პროცენტია?
ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, რამდენადაც ვიცი იმ შემთხვევაშიც კი თუკი ყველა სასოფლოდ ვარგის მიწას გამოვიყენებთ, საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი - სასოფლო პროდუქციაზე. (ცალკეულ პროდუქტებზე კი ბატონო, მაგრამ არა ყველაზე) რაღაცეების იმპორტი მაინც მოგვიწევს.
QUOTE
ეს ქვეყანა 4 მილიონზე მეტს ვერ დაიტევს, იმიგრაციის კონტროლზე გეთანხმები. შობადობის კონტროლი საჭირო არ არის, არ ვგავართ აფრიკას სადაც სოციალური დონე დაბალია და მიაუხედავათ ამისა ერთ ქალზე 7 შვილი მოდის.
არ ვიცი, ძნელი სათქმელია, ჩემი აზრით 2 მილიონი რომ ვიყოთ - გაცილებით უკეთ იქნებოდა საქმე.
QUOTE
ვინ თქვა ეს?
არის კომპანია, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებაზე მუშაობს, თავისდროზე საქართველოს რესურსებს გავდიოდით ძალიან დაწვრილებით და იყო მოწვეული ლექტორები მსგავსი ორგანიზაციებიდან. მათ შორის სამთავრობო სააგენტოებიდან.
გავლილი მაქვს ძალიან დაწვრილებით ჰესებიდან დაწყებული, წიაღისეულით გაგრძელებული დამთავრებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები, რეგიონების მიხედვით.
თუმცა ეს დიდი ხნის წინად იყო და კარგად არ მახსოვს
QUOTE
სკოლა ხომ მაინც უნდა გვქონდეს ??
რომელი სკოლა? ფიზიკის? სკოლა კი უნდა გქონდეს, მაგრამ ასე შევხედოთ ამ საკითხს - ამ ქვეყანას ათასობით იურისტი არაფერში არ სჭირდება, განათლების სფერო ისე უნდა იყოს რეგულირებული რომ ის პროფესიები რომელიც გადაჯერებულია, მეტი აღარ მიიღოს ხალხმა, ან თუ მაინც მიიღებს - დავუშვათ თვითონვე დააფინანსოს, ხოლო რომელიც გვჭირდება ის სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე.
QUOTE
კავკასიონის მწვერვალებს გარშემო აკრავს თითქმის ერთი მეტრი სიმძლავრის ვერცხლის შემცველი ფენა.
გეოლოგიაში ტყუიებს ასწავლიან????
როგორ? მსგავსი არაფერი მსმენია - რას ნიშნავს ვერცხლის ფენა? როგორ შეიძლება ეგ კლდეებს აკრავდეს?
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
#39351181
· 8 Jan 2014, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Internet_Contraband
QUOTE
აქედან ინდუსტრიული მნიშვნელობის რაც არის - ყველაფერს უკვე მოიპოვებენ და უკვე გააქვთ ექსპორტზე.
ამაზე დამავიწყდა. გააქვთ მაგრამ რა ფასად? რატო?
ჩალის ფასად, ჯართის ფასად, ნედლეულის ფასად მაინც გავატანოთ თუ აქვე პროდუქტად , ნაკეთობად წარმოების თავი არ გვაქვს და ისე გატანის.
გიორგი XII
QUOTE
ვის მადლობა ღმერთს თუ გეოგრაფიულ გარემოს?
გეოგრაფიული გარემო გვაქვს კაკრაზ ეგეთი რომ ჩავეყლაპეთ რუსეთს, კერეკებივით, ნანაელებივით, ოროჩებივით, სელკუპებივით/...... სახელიც კი არ შეგვრჩებოდა))))
ღმერთსთქო გეტყოდი, მაგრამ ვერ დავაბრალებ ნახევრად გაკეთებულ საქმეებს.
მადლობა წინაპრებს , ზაქიჭამიებს კი არა წესიერ წინაპრებს.
This post has been edited by
strelicia
on 8 Jan 2014, 01:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
წერილები: 43419
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09
#39351226
· 8 Jan 2014, 01:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
გეოლოგიური გარემო გვაქვს კაკრაზ ეგეთი რომ ჩავეყლაპეთ რუსეთს, კერეკებივით, ნანაელებივით, ოროჩებივით, სელკუპებივით/...... სახელიც კი არ შეგვრჩებოდა))))
ჩაყლაპული ყავდი ერთ დროს როცა აწყობდა და ეხლა უმაქნისი მექანიზმი ხარ.
QUOTE
მადლობა წინაპრებს , ზაქიჭამიებს კი არა წესიერ წინაპრებს.
რაც მეტს წაიკითხავ და ხიბლში არ ჩავარდები უფრო კარგი იქნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48241
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#39351254
· 8 Jan 2014, 01:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
ამაზე დამავიწყდა. გააქვთ მაგრამ რა ფასად? რატო?
ჩალის ფასად, ჯართის ფასად, ნედლეულის ფასად მაინც გავატანოთ თუ აქვე პროდუქტად , ნაკეთობად წარმოების თავი არ გვაქვს და ისე გატანის.
ასე მარტივად ნუ უყურებ ყველაფერს, პროდუქტზე ფასს - მოთხოვნა აყალიბებს, რასაც იხდიან ისე გააქვთ. ნაკეთობის წარმოებას არაფერი არ უნდა - გაყიდი? ეგაა მთავარი.
თუ შენს პროდუქტს არავინ იყიდის, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რას აწარმოებ, რამდენად იშვიათს, ან რამდენად რთულს, ან რამდენ დროს ახარჯავ, ან რამდენ შრომას.
მთავარია ის ვინმეს უნდოდეს ( ფულს გიხდიდეს ) - აი ეს არის ამოსავალი წერტილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
#39351335
· 8 Jan 2014, 01:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Internet_Contraband
QUOTE
ენერგეტიკას ვსწავლობდი, კერძოდ საქართველოს ენერგო შესაძლებლობებს.
საქართველოს ენერგო შესაძლებლობები შვეიცარიისნაირი აქვს? მიახლოვებით მაინც?
QUOTE
დიდს კი იმხელა პოტენციალი აქვს რომ შეგვიძლია თურქებს მივყიდოთ - ესეიგი ბიუჯეტში ფული შევა.
ჰუდონჰესი მაგალითად ხო? )))
QUOTE
მე გეუბნები.
მე კიდე გეუბნები ნავთობის ხარისხი მაღალია , მსუბუქი და გოგირდს ძალიან ცოტას შეიცავს. + საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობიანობის რეალური პერსპექტივები ჯერჯერობით არ ვიცით, პალეოგენური და მეზოზოური ტერიგენული ნალექები ცოტა ღემადაა და ამხელა ჭაბურღილებისთვის ფული არ გვემეტება.
QUOTE
ვერცხლის ფენა? როგორ შეიძლება ეგ კლდეებს აკრავდეს?
ვერცხლის შემცველი ფენა და არა ვერცხლის ფენა.
კიდევ სვანები რუსეთს ორი საუკუნე, წელიწადში 8 გრამ ოქრის უგზავნიდნენ ხარკად, თითო ოჯახი 8 გრამ ოქროს , ორი საუკუნე., რომელსაც მდინარეებში მოიპოვებდნენ.
QUOTE
სკოლა კი უნდა გქონდეს, მაგრამ ასე შევხედოთ ამ საკითხს - ამ ქვეყანას ათასობით იურისტი არაფერში არ სჭირდება, განათლების სფერო ისე უნდა იყოს რეგულირებული რომ ის პროფესიები რომელიც გადაჯერებულია, მეტი აღარ მიიღოს ხალხმა, ან თუ მაინც მიიღებს - დავუშვათ თვითონვე დააფინანსოს, ხოლო რომელიც გვჭირდება ის სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე.
მეც მანდ ვარ)))
* * *
Internet_Contraband
QUOTE
ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, რამდენადაც ვიცი იმ შემთხვევაშიც კი თუკი ყველა სასოფლოდ ვარგის მიწას გამოვიყენებთ, საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი - სასოფლო პროდუქციაზე. (ცალკეულ პროდუქტებზე კი ბატონო, მაგრამ არა ყველაზე) რაღაცეების იმპორტი მაინც მოგვიწევს.
მე მახსოვს 30 %-ია მთლიანი საქართველოს ტერიტორიის და თიკი ასეა საქმე რომ ეს მიწები ვერ გვაკმაყოფილებს კიდევ დიდი ჰესებით ვტბოროთ???
* * *
გიორგი XII
QUOTE
რუსეთი 170 საქართველოს იყიდის და ზემოდან ოქროს საქართველოს დააშენებს თარაზულად დადგმულს. რუსეთის ეკონომიკა ძალიან დიდია და მაგაზე ნუ ვიმსჯელებთ საიდნა გაქ ეგ ინფორმაციები რო რუსეთი სადმე ბუქსაობს კ იარ ბუქსაობს ოქროს ხანაში იყო არის და იქნება
მაქვე გქონდეს, მაქვე გქონდეს))))))) ნავთობისა და გაზის დიდი მარაგის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებული გახდეს. მაგრამ ამ გაზის და ნავთობის მომხმარებელი აპირებს რომ საკუტარი ეკონომიკა ამ პროდუქტებზე ნაკლებდამოკიდებული გახადოს. ხოლო რუსეთი აპირებს ამის საკომპენსაციოდ ჩინეთს მიჰყიდოს გაზი და ნავთობი, მაგრამ ჯერ იმის ფული უნდა ნახოს სადმე გაზის მილები ჩინეთისკენ შეაბრუნოს))))
გიორგი XII
QUOTE
ჩაყლაპული ყავდი ერთ დროს როცა აწყობდა და ეხლა უმაქნისი მექანიზმი ხარ.
რუსეთის მიერ ჩაყლაპული არ იცი ეტყობა რას ნიშნავს)))
This post has been edited by
strelicia
on 8 Jan 2014, 01:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
Georgianna
Othell Adventurer
ჯგუფი: Members
წერილები: 43419
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09
#39351577
· 8 Jan 2014, 01:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რუსეთის მიერ ჩაყლაპული არ იცი ეტყობა რას ნიშნავს)))
გააჩნია პირდაპირი მნიშვენელობით იგულისხმე თუ არა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64103
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#39351600
· 8 Jan 2014, 01:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
ნავთობისა და გაზის დიდი მარაგის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებული გახდეს
არ აქვს და არც ექნება
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
strelicia
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9703
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
#39351764
· 8 Jan 2014, 01:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
QUOTE
არ აქვს და არც ექნება
ჰქონდეთ იქნებ დაკმაყოფილდნენ რამენაირად, მდიდარი და თვითკმარი მეზობელი ვის არ გაუხარდება?? )))))
გიორგი XII
QUOTE
გააჩნია პირდაპირი მნიშვენელობით იგულისხმე თუ არა
მაგალითი უკეთ მისახვედრად და ხიბლიდან გამოსასვლელად : კარელიის სამთავროს ტერიტორია იყო კარელიის და მურმანსკის ოლქის მთელს ტერიტორია, ფინეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გუბერნიები, პოლარული ნორვეგიის ნაწილი, ლენინგრადის, ვოლოგდის არხანგელსკის ოლქების ნაწილი.
1478 წელს კარელიის სამთავრო ნოვგოროდის მიწასთან ერთად ივან მესამემ გადაყლაპა სამუდამოდ.
დაგაყლაპა გადმოყლაპვის გარეშე.
პ.ს. მე მეძინება.
აქაური მოდერატორი გაბრაზდება,
თემა ტავდაყირაა ))))))))))))
მე მაპატიეთ))))
Internet_Contraband
QUOTE
გავლილი მაქვს ძალიან დაწვრილებით ჰესებიდან დაწყებული, წიაღისეულით გაგრძელებული დამთავრებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები, რეგიონების მიხედვით.
თუმცა ეს დიდი ხნის წინად იყო და კარგად არ მახსოვს
მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ამ მიწების შენარჩუნებისთვის მაინც არსებული ჰესები მოიყვანოთ წესრიგში, ისე, რომ გამოსაყენებელი გახდეს მომავალშიც, ამისათვის საჭიროა ასიგნირება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარჯებით და ამას ენერგო პრო ჯორჯია ნამდვილად არ გაგვიკეთებს.
პ.ს. ბიზნესი და მისი ველური წესები მე არ ვიცი და არც ვცნობ, ამიტომ პუნქტები გამოვტოვე. თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეა საჭირო , კი ბატონო, მაგრამ ამათი გაკეთებული საქმე არ მინახია მე ჯერ წესიერი არაფერი და სკეპტიკურად ვუყურებ ამიტომ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64103
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#39351879
· 8 Jan 2014, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
ჰქონდეთ იქნებ
არ აქვთ
რუსეთი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში იყო ჩამორჩენილი, მშიერი და ბოგანო ქვეყანა და ასეთად დარჩება კიდევ კაი ხანი
QUOTE
მდიდარი და თვითკმარი მეზობელი ვის არ გაუხარდება?? )))))
მდიდარი მტერი უფრო საშიშია ვიდრე ღარიბი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#39352554
· 8 Jan 2014, 03:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
strelicia
QUOTE
პ.ს. მე მეძინება.
აქაური მოდერატორი გაბრაზდება,
თემა ტავდაყირაა ))))))))))))
მე მაპატიეთ))))
სულ არ ვარ გაბრაზებული. გამოიძინეთ და დაგვიბრუნდით, ზოგი იდეა ძალიან მომეწონა.
არწივი9
QUOTE
მდიდარი მტერი უფრო საშიშია ვიდრე ღარიბი
ეგ ვერ გამდიდრდება, თუ არ გაცივილიზებულდა. თუ გაცივილიზებულდება, მაშინ მტერიც აღარ იქნება...
გიორგი XII
QUOTE
ჩაყლაპული ყავდი ერთ დროს როცა აწყობდა და ეხლა უმაქნისი მექანიზმი ხარ.
სწორედ ჩაყლაპული მექანიზმი ხდება თავისი თავისთვის უმაქნისი. ახლა ნელ-ნელა ჩვენი თავისთვის სასარგებლო მექანიზმი გავხდებით, თუ დაგვცალდა. რუსების ქვისმომნელებელი კუჭის სიმჟავეში მაგარი დამწვრობა მივიღეთ, როგორც ჩანს.
This post has been edited by
ლაბარნა
on 8 Jan 2014, 03:16
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shevchenko andrei
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Shevchenko andrei
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11497
წევრი No.: 99232
რეგისტრ.: 6-September 09
#39352865
· 8 Jan 2014, 04:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა დამაფიქრებელია: ჩვენ, ქრისტიანებსაც კი გვიჭირს ხოლმე ყოვლადწმინდა სამების დოგმატის არსში ოდნავ მაინც წვდომა-მართლაც როგორი აღსაღქმელია ერთარსება,ერთბუნებოვანი,ერთი ღმერთი,მაგრამ სამი პიროვნებით-მამა,ძე და სული წმინდა? მაგრამ რომ დაუფიქრდები-რა არის ის ზემოთ აღწერილი გულის,გონებისა და სულის „დიალოგი“ ჩემში? თანაც ჩემი ცხოვრების ყოველი საჭირბოროტო და ზნეობრივი საკითხის და ქმედების განხილვისას? ვინ არიან და როგორ მელაპარაკებიან,მე ხომ ერთი ადამიანი ვარ? ან ვინ ვარ მე სოსო თუ ვალერი,ანუ პიროვნება,რომელსაც ასე უსიტყვოდ მემორჩილებიან? საინტერესოა,ადამიანის პიროვნების არჩევანის აბსოლუტური თავისუფლება და მის ერთ ბუნებაში მოქცეული რამოდენიმე „პირი“ ხომ არ არის ის,რაზედ ღმერთმა განგვიცხადა,რომ „ჩემ ხატად“ შევქმენი ადამიანიო? ოღონდ ეგაა,რომ ღმერთში სამივე პირი,ანუ ჰიპოსტასი,სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან,აქვთ ერთი საერთო ნება და სურვილი და შესაბამისად-ქმედებაც. სიყვარული მხოლოდ ცოცხალ პიროვნებებს შორის შეიძლება იყოს და ამიტომაცაა,რომ მხოლოდ ქრისტიანობამ (თავად ღმერთის გამოცხადებით) ამცნო კაცობრიობას ჭეშმარიტება,რომ „ღმერთი სიყვარული არს“-ო. ამითაც უნიკალურია ეს რელიგია. მაცხოვარი ამბობს სახარებაში: „სასუფეველი ღრმთისა შორის თქვენსა არს“-ო. ჩვენ კი ადამიანები ბედნიერებას გარეთ ვეძებთ ყოველთვის. არადა პრობლემები მხოლოდ ჩვენშია,ჩვენ პიროვნულ არჩევანშია. ადამიანი ნეტარებას,ანუ უმაღლეს და ჭეშმარიტ ბედნიერებას,მხოლოდ მაშინ მიაღწევს საიქიომდე უკვე სააქაოშიც კი,როცა მასში დამყარდება სრული ჰარმონია მის სულს,გულ-სხეულსა და გონებას შორის. მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეუძლია მას ეზიაროს უფალს,ვინაიდან მსგავსი მსგავსს შეიძლება მხოლოდ ეზიაროს და შეუერთდეს და უკვდავ იქმნეს,ვინაიდან ღმერთია ყველანაირი ნეტარების,სიკეთისა და ბედნიერების წყარო. ასეთ მდგომარეობაში იყო ადამი შეცოდებამდე. ხოლო მისი დაცემის შემდეგ ადამიანური ბუნება დასახიჩრდა,დანაწევრდა და დღემდე ასეთ „დანაწევრებულ“ მდგომარეობაში დავდივართ,ჩვენ,საბრალო ადამიანები-ჩვენი სული მუდმივად ღმერთის ძიებაშია და მისკენ მიილტვის,ამ მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვული სხეული თავისი გულით-სურვილების,გრძნობების დაკმაყოფილების ძიებაშია და მუდმივად სიამოვნებების გადამეტებული მიღებისკენ მიილტვის (ხაზს ვუსვამ-გადამეტებული),ხოლო ჰაერში გამოკიდებული გონება,თავისი ინტელექტით მუდმივად იმის ძიებაშია,როგორ დააკმაყოფილოს სულიც და გულიც,მაგრამ მაინც უფრო მეტად გულისთქმებისკენ მიილტვის. ჩვენ გამალებით ვეძებთ ბედნიერებას,თანაც ღმერთის გარეშე, იქ, სადაც ის არ არის და მერე „ნატვრის ხის“ პერსონაჟ ელიოზივით გვნახულობენ ხოლმე სადმე „ხეზე მიყინულს“,ნატვრის ხის უაზრო ძებნაში სულამოხდილს. „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება“-ო,-შეგვაგონებს მაცხოვარი. ანუ ჭეშმარიტება-იესო ქრისტე,ერთია და შესაბამისად მისკენ სავალი გზაც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ეს გზა კიდევ არის მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობა თავისი უცვლელი და ურყევი ქრისტეს სწავლებით,რომელიც თანამედროვე გარყვნილი კაცობრიობის მოთხოვნილებებსა და მოთხოვნებს ფეხქვეშ არ გაგებია და აშკარა ცოდვებისთვის „რევერანსები“ არ გაუკეთებია,სხვა „ქრისტიანული“ კონფესიების ნაცვლად. მხოლოდ ჩვენი რელიგია ასწავლის ზუსტად,როგორ უნდა დავიბრუნოთ ის ჰარმონიული და სიყვარულით აღსავსე მდგომარეობა,ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ გამალებით უფალი და ამას ჩვენი უდიდესი წმინდანებიც ადასტურებენ. „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.“
* * *
Internet_Contraband
შენ მოსაზრებას კი,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან შეზღუდული ვარ დროში,უპასუხოდ ვერ დავტოვებ. შენ შეეხე საკითხს,რომელშიც მდგომარეობს კიდეც ერთერთი ის ფუნდამენტური განსხვავება,რითაც აღემატებიან კიდეც მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ნაწილობრივ კაი,კათოლიკობაც,დანარჩენ ქრისტიანულ კონფესიებსა თუ სხვა რელიგიებს და რომლის არსიც უმრავლესობას კარგად არ ესმის,თვით ეკლესიაში მოსიარულე ქრისტიანებსაც კი. მე დაგიწერ ქვევით სახარებიდან ერთ ამბავს,ერთ ფრაზას და ერთ იგავს და დაგისვამ რამოდენიმე კითხვას. თუ გეცოდინება იმ კითხვებზე სწორი პასუხი,მაშინ გამოვა,რომ ტყუილა ვკამათობთ და აქამდე უბრალოდ ზედმეტ კითხვებს სვამდი ჰაიჰარაზე. ხოლო თუ არ გეცოდინება და ახლა მიხვდები,ხომ უკეთესი,ამისთვის პატარა ქარაგმასაც გაწვდი ახლა და მერეც: ღმერთი ბიბლიით სულიერ კატეგორიებზე გველაპარაკება,ჩემო კარგო. მაღალი ზნეობა კიდევ ქრისტიანისთვის და უმრავლესობა მრწამსისთვისაც იმდენად თავისთავადი და ბუნებრივი მოთხოვნაა,რომ ამაზე შეურაცხმყოფელიც კია ადამიანთან ლაპარაკი. და ბოლოს,თუ არ გეცოდინება და არც ეცდები,რომ მიხვდე,მაშინ მომწერე,თუ მართლა გაინტერესებს ეს საკითხები და სიამოვნებით აგიხსნი. ახლა კი სახარება: ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი,ვისაც იესო ქრისტე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა,თანაც ხშირად,ფარისეველები იყვნენ ( სწორედ მათგან არის ქართულში უკვე სხვანაირი გაგებით დამკვიდრებული სიტყვა „ფარისეველი“). მათ გველის წიწილებად და გარედან ლამაზად შეღებილ საფლავებად მოიხსენიებდა,მაშინ როცა არცერთი მეძავი,ავაზაკი ან მეზვერეც კი არ შეურაცხუყვია. შეგახსენებ,რომ ფარისეველები იყვნენ ქრისტეს თანამედროვე იუდაური რელიგიის ერთერთი ფრთა,რომლებიც უმაღლესი ზნეობით გამოირჩეოდნენ. ყველა ზნეობრივ ნორმას,ყველა სჯულისმიერ წესებს ზედმიწევნით აღასრულებდნენ,ქველმოქმედებდნენ,ლოცულობდნენ,მარხულობდნენ,შემოსავლის მეათედს ეკლესიას სწირავდნენ. ერთი სიტყვით,ადამიანური ლოგიკითა და გაგებით და თითქოს სჯულის მიხედვითაც უმწიკვლოები იყვნენ (ახლაც უმრავლეს რელიგიებში, ქრისტიანობის გარდა,სულის საცხოვნებლად რაღაც გარეგნული წესებისა და ქმედებების შესრულება საკმარისია. კათოლიკებიც კი თავიანთი ახალ-ახალი მცდარი დოგმატებით ამ არასწორი გზით მიდიან უკვე). აქვე,შენ მსჯელობას სწორი მიმართულება რომ მივცე,დაგიწერ შეპირებულ ფრაზას: იესო ქრისტე ამბობს „არა მოვედ წოდებად მართალთა,არამედ ცოდვილთა სინანულად“-ო. პატარას გიკარნახებ,რომ სიტყვა „მართალთა“ ამ ფრაზაში ბრჭყალებში უნდა იყოს,კონტექსტიდან გამომდინარე. ეს როგორ გავიგოთ?-ესე იგი ღმერთს არ ჭირდება ისინი,ვინც მართალია ადამიანური ლოგიკით და ცოდვილებს უხმობს? შენ ეთანხმები მის ამ აზრს,თუ უცნაურად ჟღერს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვაკო_მარქსი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ვაკო_მარქსი
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1138
წევრი No.: 174838
რეგისტრ.: 13-October 13
#39354187
· 8 Jan 2014, 12:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუროგატი დედების და ინ ვიტრო ჩასახული ბავშვები პრობლემურები იქნებიან. ამისი ვისაც ჯერა, ჯობია სულ არ გამრავლდეს, არც ბუნებრივად, არც დაკვირტვით და არც გადაწვენით.
* * *
QUOTE
იმიტომ რომ მცირე ჰესის გამომუშავებული ძალიან მიზერულია, ეკონომიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ნუ, ჰესსაც გააჩნია.
დიდს კი იმხელა პოტენციალი აქვს რომ შეგვიძლია თურქებს მივყიდოთ - ესეიგი ბიუჯეტში ფული შევა.
თუ ჰესს ააშენებს სახელმწიფო და არა კერძო ინვესტორი- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
--------------------
ნაციზმის ფანი ვარ და მკაცრი პატრიოტი ვარ. (c)Fanatikosi
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სერაფიტი
maggie
ჯგუფი: Members
სერაფიტი
maggie
ჯგუფი: Members
წერილები: 6456
წევრი No.: 113021
რეგისტრ.: 17-February 10
#39354761
· 8 Jan 2014, 13:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაკო_მარქსი
QUOTE
სუროგატი დედების და ინ ვიტრო ჩასახული ბავშვები პრობლემურები იქნებიან. ამისი ვისაც ჯერა, ჯობია სულ არ გამრავლდეს, არც ბუნებრივად, არც დაკვირტვით და არც გადაწვენით.
+1
თან, რა ვქნა და გამეცინა!
--------------------
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0385 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.