Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
« პირველი
...
4
5
[6]
7
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ათეიზმი არ არის ლიბერალიზმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10
#39411316
· 12 Jan 2014, 23:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
QUOTE
სწორედაც მაგიტომ ფიქრობ, იმიტომ რომ რაციონალიზებური არ გაქვს კაცის კვლა შეიძლება თუ არა, რა არსება ხარ ინდივიდი თუ კოლექტიური არსება და ა.შ შენ ამ შემთხვევაში გაქვს რწმენათა ერთობლიობა, რომელზეცაა დაფუძნებული მორალი და რომლითაც განიხილავ სასარგებლოსა და არასასარგებლოს.. ეს რწმენა კი სათავაეს იღებს ქრისტიანობისგან.. ქრისტიანული მორალი არ არის რაციონალური მორალი, ის რწმენაზე და დოგმატურობაზეა აგებულ. ასევეა ლიბერალიზმიც.. ლიბერალური ეთიკა, მორალი რწმენაზეა დაფუძნებული..
რწმენაზე რატომ არის დაფუძნებული, რა შუაშია ქრისტიანობა, ადამიანს იმიტომ არ მოვკლავ, რომ ეს არ არის ხელსაყრელი, სასარგებლო, უკურეაქციას იწვევს, მე თუ მოვკალი და გამივიდა, შანსია იგივე მე მიქნან და გაუვიდეთ, თუ არ გამივიდა, ციხეში მოვხვდები და არ მინდა, საზოგადოებაში ვერ დავიმკვიდრებ თავს, ვერ გადავრჩები, ვერ გავმრავლდები და ა.შ. ეს საქციელი პირველ რიგში მე დამაზიანებს. გარდა ცივი გონებით შეხედვისა, რა თქმა უნდა, ცხელი გონებითაც ვუყურებ, გარდა იმისა, რომ ეს არახელსაყრელია, ისედაც ვერ ვიზამ, იმიტომ, რომ შემეცოდება. ქრისტიანობა იგივეს იმიტომ ამბობს, რომ ეს მისთვის ხელსაყრელია, დანერგოს ის მორალი, რაც ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრებისთვის სასარგებლოა, ასე რომ ქრისტიანობა იპარავს უკვე დამკვიდრებულ მორალს, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოებასთან შეგუებაზეა დამკვიდრებული.
QUOTE
მხოლოდ არა, ათეიზმი მხოლოდ ღმერთის არ რწმენას რომ ნიშნავდეს და მეტს არაფერს, ჩვეულებრივი რწმენა გამოდის. შენ თუ უბრალოდ არ გწამს ღმერთი, მაგრამ გწამს ამ ღმერთზე აგებული მორალის, მაშინ ჩვეულებრივი მორწმუნე ხარ...
არანაირად, ათეიზმი მხოლოდ ღმერთის არ რწმენაა, სხვა მეტი არაფერი, არანაირი იდეოლოგიის მატარებელი არ არის. რწმენა რატომ გამოდის, არ რწმენა რწმენაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
#39411432
· 12 Jan 2014, 23:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველას პრობლემა, მდგომარეობს არჩევნის სიმცირიდან და იმ დისკურსიდან, რა დისკურსაც ლიბერალები და კონსერვატორები ქმნიან...
დავინახოთ უფრო მეტი არჩევანი...
ჩვენ სხვა უმცირესობების პოზიციაში არ ვართ, ჩვენ ყველაზე ძველი უმცირესობა ვართ და ამავე დროს ყველაზე დაცულები. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი აქციები, ჩვენ ჩვენი აზრით, შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მეტს, მაგრამ როგორც კი ლიბერალიზმის, ლგბტ-ს ან ვიღაცას ვუკავშირდებით, ეგრევე მათი ბედის გამზიარებლები ვხდებით და იძულებულნი ვართ, ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ არ გვაწყობს..
არ გვინდა ეს ფსევდო სოლიდარობა სხვა უმცირესობებთან. დავგმოთ როგორც უმრავლესობა (მართლმადიდებლებ), ისე უმცირესობა (იაღველები, მუსლიმები, იუდაველები და ა.შ)... არ დაგავიწყდეთ რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრული მამაოები, ენჯეოშნიკები არ არიან ავტოამტურად ჩვენი მოკავშირეები.. ამის კარგი მაგალითია ბასილ კობახიძე, გადახედეთ მის ნაშრომს, (აქ ფორუმზე იყო) როგორ დასდევდა უნი-ში ათეისტებს და როგორც ცდილობდა ათეისტების განდევნას საჯარო სივრციდან, ეხლა თურმე ის ჩვენი მოკავშირეა... არ ადგავიწყდეთ, რომ ჩვენ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს და განთავისუფლდით, კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსიისგან, ეჭვის ქვეშ დააყენეთ ის ღირებულულებები, რომლებსაც "პროგრესულად" გვაწვდიან...
ხო ხედავთ, არ არსებობს არც ერთი ათეისტური ორგანიზაცია, ყველა მიეკედლა ლიბერალ ენჯეოშნიკებს... ამის არ შეცვლა იქნება ლიბერალებისა და საპატრიარქოს დისკურსი... ჩვენ კი ცვლილება გვინდა, ჩვენ კი გადაფასება გვინდა!!!
--------------------
http://nukriko.blogspot.com/
www.planeta.ge
http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY
Мой грех - есть зависть к доблести
in peace vigilance in war victory in death sacrifice
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48250
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#39411617
· 13 Jan 2014, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
QUOTE
ასე მაგალითად ინდივიდუალიზმი. ადამიანის პირადი ხსნისგან (პროგესტანულ ეთიკიდან) წარმოჩინებული რწმენა, რომ ინდივიდი არის უზენაესი ნებისმიერი სოციალურ ჯგუფზე თუ კოლექტივის წინაშე..
ამ რწმენაზე, რომლის საფუძველიც პროტესტანტულ თეოლოგიიდან არის ამოღებული, სათავეს იღებს ლიბერალური ინდივიდუალიზმი..
ადამიანს პირად ხსნას და ადამიანის პირად თავისუფლებას შორის ჩემი აზრით ძალიან დიდი სხვაობაა.
კაი და პროტესტანტული თეოლოგია რაღა შუაშია?
საერთოდ რელიგია რა შუაშია? ნებისმიერი რელიგია თავისი არსით შემზღუდავია და ამა-თუ-იმ სახის ადამიანის თავისუფლების შემზღუდავ ირაციონალურ წესებს ამკვიდრებს, რაც პირდაპირ განსხვავდება ლიბერალიზმისგან.
QUOTE
ჩვენთან ისტორიულად, კულტურულად არასდროს არ ყოფილა პრობლემა რწმენის თავისუფლების - უბრალოდ ეს არ ხდებოდა ლიბერალური გაგებით..
ასე რომ რწმენის თავისუფლებისა და ქრისტიანობის დაპირისპირება კი არა, არამედ ლიბერალური ფორმისა და არალიბერალურ ორთოდოქსულ ფორმებს შორის არის განსხვავება..
ვერ დაგეთანხმები, ყველა რელიგია მოწოდებულია გაანადგუროს სხვა რელიგია, ვერცერთი მათგანი ვერასდროს დაუშვებს კოექზისტენციას, უფრო მეტიც ის ვერასდროს დაუშვებს განსხვავებული აზრის ნორმალურ არსებობას.
მე მესმის შენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიბერალი მამაო და ფანატიკოსი მამაო ერთი "ჩორტია" და ამიტომ ისიც იგივე საფრთხეა, მართლაც ასეა, მაგრამ ამას ლიბერალიზმთან არანაირი შეხება არ აქვს.
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Swanton999
Antichrist
ჯგუფი: Registered
Swanton999
Antichrist
ჯგუფი: Registered
წერილები: 979
წევრი No.: 64177
რეგისტრ.: 11-June 08
#39412280
· 13 Jan 2014, 00:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქრისტიანობას და ლიბერალურ ათეიზმს ერთი მორალური საფუძველი აქვს : ყველა თანასწორია(1. ღმერთის წინაშე 2. კანონის წინაშე) .განსაკუთრებული,გამორჩეული,დიდებული ადამიანი ქვეითდება და უტოლდება ადამიან-მასას. ეს არის ძალადობა, ოღონდ სათნოებას ამოფარებული.
შურისძიების ფორმულა ქრისტიანული ვერსია : ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია.
შურისძიების ფორმულა ლიბერალური ვერსია : კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
ლიბერალური ათეიზმის მორალი არის იდენტური ქრისტიანული მორალის - ღმერთის გამოკლებით.
ქრისტიანული მორალის საფუძველი არის მეტაფიზიკური არსება , ღმერთი რომელიც ადგენს რა არის სათნოება და რა არის მანკიერება ,ხოლო როდესაც ღმერთი კვდება(შენს გულში) , მორალს ეცლება საყრდენი, საფუძველი ,რის შედეგადაც იძულებული ხარ (რადგან აუცილებლობით გამომდინარეობს) უარყო ყოველგვარი ობიექტური მორალური ღირებულება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17101
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10
#39412381
· 13 Jan 2014, 00:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
გასაგებია
ანუ არ მოგწონს ის ადამიანები,რომლებიც თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის ფლაგმანები არიან,ასე რომ ვთქვათ.
არ გეთანხმები იმაში,რომ განგებ ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს შემოგდებული თემაა,რაც ხალხმა აიტაცა
რა თქმა უნდა ფაქტია,რომ კონკრეტული პირები აშკარად ახდენენ სიტუაციის გამწვავებას და მათ მიზნებში შედის საპატრიარქოს რეპუტაციის შელახვა.
მე ვარ ამის მომხრე და ეს ბუნებრივიცაა
ეკლესია თავისი ქმედებით ახდენს პროვოცირებას და ამაზე უბრალოდ თვალებს ვერ დახუჭავ.
ქართველი ლიბერალის ასოციაციას რაც შეეხება
სამწუხაროა,რომ ლიბერალი მაშინვე იდენტიფიცირდება ნაციონალთან და პირიქით
ხარ ნაციონალი - ხარ ლიბერალი
პირველ რიგში ეს სტერეოტიპი უნდა მიეცეს დავიწყებას.
QUOTE
არ გვინდა ეს ფსევდო სოლიდარობა სხვა უმცირესობებთან. დავგმოთ როგორც უმრავლესობა (მართლმადიდებლებ), ისე უმცირესობა (იაღველები, მუსლიმები, იუდაველები და ა.შ)
დავგმოთ
მაგრამ ეს "დაგმობა" საბოლოოდ აგრესიამდე მიდის
ხალხი არაა მზად დასაგმობად
QUOTE
მცირედი კრიტიკა საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ხალხის გასაგონად, ეკლესიამდე არ უნდა მიდიოდეს. აქციები არ უნდა იყოს.
აქციები პირდაპირ საპატრიარქოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
ამას ვეთანხმები.
This post has been edited by
melodyman/
on 13 Jan 2014, 00:49
--------------------
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#39412717
· 13 Jan 2014, 01:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
melodyman/
QUOTE
ქართველი ლიბერალის ასოციაციას რაც შეეხება
სამწუხაროა,რომ ლიბერალი მაშინვე იდენტიფიცირდება ნაციონალთან და პირიქით
ხარ ნაციონალი - ხარ ლიბერალი
პირველ რიგში ეს სტერეოტიპი უნდა მიეცეს დავიწყებას.
ეს არის კარგად შენიღბული პოლიტიკური თემა და მხოლოდ იმიტომ არ ვხურავ, რომ კარგად არის შენიღბული.
რა თქმა უნდა, არანაირად არ ვეთანხმები თემის პათოსს. ათეიზმი ცხვრის ფარა არაა, რომ ერთ მწყემსს ან ყოჩს გაყვეს და ერთი მიმართულებით იაროს.
ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და თუ გვინდა, რომ სამოქმედო ჯგუფები მივიღოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ჯგუფად მაინც დაიყოფა ათეიზმი.
This post has been edited by
ლაბარნა
on 13 Jan 2014, 01:13
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39413014
· 13 Jan 2014, 01:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ლაბარნა @ 13 Jan 2014, 01:12 )
melodyman/
QUOTE
ქართველი ლიბერალის ასოციაციას რაც შეეხება
სამწუხაროა,რომ ლიბერალი მაშინვე იდენტიფიცირდება ნაციონალთან და პირიქით
ხარ ნაციონალი - ხარ ლიბერალი
პირველ რიგში ეს სტერეოტიპი უნდა მიეცეს დავიწყებას.
ეს არის კარგად შენიღბული პოლიტიკური თემა და მხოლოდ იმიტომ არ ვხურავ, რომ კარგად არის შენიღბული.
რა თქმა უნდა, არანაირად არ ვეთანხმები თემის პათოსს. ათეიზმი ცხვრის ფარა არაა, რომ ერთ მწყემსს ან ყოჩს გაყვეს და ერთი მიმართულებით იაროს.
ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და თუ გვინდა, რომ სამოქმედო ჯგუფები მივიღოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ჯგუფად მაინც დაიყოფა ათეიზმი.
ლიბერალური ათეიზმი პოლიტიკური თემა არაა ???
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#39413042
· 13 Jan 2014, 01:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
ლიბერალური ათეიზმი პოლიტიკური თემა არაა ???
ეგეც, მაგრამ ლიბერალებს არ გაუხსნიათ თემა სათაურით: "ათეიზმი არის იგივე ლიბერალიზმიო".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
#39413179
· 13 Jan 2014, 01:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
maromar
QUOTE
არანაირად, ათეიზმი მხოლოდ ღმერთის არ რწმენაა, სხვა მეტი არაფერი, არანაირი იდეოლოგიის მატარებელი არ არის. რწმენა რატომ გამოდის, არ რწმენა რწმენაა?
ათეიზმი არის აზროვნების ფორმა..
შენ თუ მხოლოდ საკულტო ობიექტი უარყავი, მარა იგივე აზროვნების ფორმა გაქვს, რაც თეისტს, არანაირი განსხვავება არ არის.
QUOTE
რწმენაზე რატომ არის დაფუძნებული, რა შუაშია ქრისტიანობა, ადამიანს იმიტომ არ მოვკლავ, რომ ეს არ არის ხელსაყრელი, სასარგებლო, უკურეაქციას იწვევს, მე თუ მოვკალი და გამივიდა, შანსია იგივე მე მიქნან და გაუვიდეთ, თუ არ გამივიდა, ციხეში მოვხვდები და არ მინდა, საზოგადოებაში ვერ დავიმკვიდრებ თავს, ვერ გადავრჩები, ვერ გავმრავლდები და ა.შ. ეს საქციელი პირველ რიგში მე დამაზიანებს. გარდა ცივი გონებით შეხედვისა, რა თქმა უნდა, ცხელი გონებითაც ვუყურებ, გარდა იმისა, რომ ეს არახელსაყრელია, ისედაც ვერ ვიზამ, იმიტომ, რომ შემეცოდება. ქრისტიანობა იგივეს იმიტომ ამბობს, რომ ეს მისთვის ხელსაყრელია, დანერგოს ის მორალი, რაც ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრებისთვის სასარგებლოა, ასე რომ ქრისტიანობა იპარავს უკვე დამკვიდრებულ მორალს, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოებასთან შეგუებაზეა დამკვიდრებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მორალი იმიტომ არის ქრისტიანული, რომ რაციონალურ საფუძლებზე არ დგას და რწმენის ობიექტია, ამ რწმენას უბრალოდ ვერ გაექცევი, თუ ამ მორალურ სივრცეში დარჩი.
არა კაც კვლა - დოგმატია. მაგრამ განა ყოველთვის არ უნდა მოკლა კაცი? განა უნდა შეიქმნას აბსოლუტები?
და ვინ ვარ მე - ინდივიდი თუ სოციალური არსება? აქ განსაზღვრებებზეა და მის ახსნებზეა საუბარი.. როდესაც უბრალოდ იღებ რაღაცას, რადგან ეს კომფორტულია და მასზე აშენებ კულტურას, შენ ქრისტიანობისგან შორს არ მიდიხარ. ამიტომა იქნება ლიბერალიზმში ყოველთვის რელიგია და რელიგიური პრინციპები, უბრალოდ შეიძლება რელიგიურობის კონსერვატორი, ორთოდოქსული დოქტრინები არ იყოს გაბატონებული, მაგრამ ეკლესიის ლიბერალური ფრთა (რომელიც ყოველთვის არსებობდა) ყოველთვის იქნება..
Internet_Contraband
QUOTE
კაი და პროტესტანტული თეოლოგია რაღა შუაშია?
იეზუიტების ტექსტები, ქრისტიანული თეოლოგიას რომ უდიდესი გავლენა აქვთ "ადამიანის უფლებების დეკლარაციაზე" და ამერიკის კონსტიტუციაზე, ამაზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი.. პრინციპში უამრავ რამეს იმეორებს..
QUOTE
ვერ დაგეთანხმები, ყველა რელიგია მოწოდებულია გაანადგუროს სხვა რელიგია,
არ არის ესე, მსგავსი რელიგიები ერთმანეთს არ ეხებიან.. პირიქით, რელიგიურ სამყაროსთვის მნიშვნელოვანია მრავალრელიგიურობა, რომ წარმოსახვითი მტერი ყავდეს. ამის გარდა ისლამი აღიარებს 5-6 საღვთო რელიგიებს, ქრისტიანობა იუდაიზმს და ა.შ
QUOTE
მე მესმის შენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიბერალი მამაო და ფანატიკოსი მამაო ერთი "ჩორტია" და ამიტომ ისიც იგივე საფრთხეა, მართლაც ასეა, მაგრამ ამას ლიბერალიზმთან არანაირი შეხება არ აქვს.
შენც ეხლა ქრისტიანისავით ნუ დაიწყე საუბარი, როდესაც ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე საუბრობენ ხოლმე...
melodyman/
QUOTE
ანუ არ მოგწონს ის ადამიანები,რომლებიც თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის ფლაგმანები არიან,ასე რომ ვთქვათ.
არა, ნუ მიგყავს აქეთ საკითხი - ესაა ზუსტად ლიბერალიზმი რეალობაში...
QUOTE
არ გეთანხმები იმაში,რომ განგებ ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს შემოგდებული თემაა,რაც ხალხმა აიტაცა
ეს არ მითქვამს რომ განგებ ხდება, ნუ ზოგ შემთხვევაში ხო, მარა ზოგადად არა...
QUOTE
რა თქმა უნდა ფაქტია,რომ კონკრეტული პირები აშკარად ახდენენ სიტუაციის გამწვავებას და მათ მიზნებში შედის საპატრიარქოს რეპუტაციის შელახვა.
მე ვარ ამის მომხრე და ეს ბუნებრივიცაა
ეკლესია თავისი ქმედებით ახდენს პროვოცირებას და ამაზე უბრალოდ თვალებს ვერ დახუჭავ.
ჩემი პოზიციაა შემდეგი, რომ მათი ერთობლიობა ლიბერალების და საპატრიარქოს ქმნის იმ დისკურს, რომელიც განვიტარების საშუალებას არ გვაძლევს და ეს დისკუსი გარანტია მათი ძალაუფლების..
QUOTE
ქართველი ლიბერალის ასოციაციას რაც შეეხება
სამწუხაროა,რომ ლიბერალი მაშინვე იდენტიფიცირდება ნაციონალთან და პირიქით
ხარ ნაციონალი - ხარ ლიბერალი
პირველ რიგში ეს სტერეოტიპი უნდა მიეცეს დავიწყებას.
ეს სტერეოტიპი არ არის, ესენი არიან ლიბერალები მოქმედებაში.. ის რაც წიგნებში წერია, კეთილ ლიბერალებზე, გამოგონილია..
QUOTE
დავგმოთ
მაგრამ ეს "დაგმობა" საბოლოოდ აგრესიამდე მიდის
ხალხი არაა მზად დასაგმობად
აგრესიის რატომ გვეშინია თუ ის ჩვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48250
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#39413285
· 13 Jan 2014, 02:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Swanton999
QUOTE
შურისძიების ფორმულა ქრისტიანული ვერსია : ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია.
ამდაგვარი ფორმულირება არ მსმენია - სადმე წერია მსგავსი რამ?
Nshoshia505
QUOTE
იეზუიტების ტექსტები, ქრისტიანული თეოლოგიას რომ უდიდესი გავლენა აქვთ "ადამიანის უფლებების დეკლარაციაზე" და ამერიკის კონსტიტუციაზე, ამაზე უამრავი სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი.. პრინციპში უამრავ რამეს იმეორებს..
კარგი რა, ამერიკის კონსტიტუციაზე როგორღა მივედით, რას იმეორებს? - მაინტერესებს.
QUOTE
არ არის ესე, მსგავსი რელიგიები ერთმანეთს არ ეხებიან.. პირიქით, რელიგიურ სამყაროსთვის მნიშვნელოვანია მრავალრელიგიურობა, რომ წარმოსახვითი მტერი ყავდეს. ამის გარდა ისლამი აღიარებს 5-6 საღვთო რელიგიებს, ქრისტიანობა იუდაიზმს და ა.შ
აღიარებით ყველა აღიარებს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მასთან ერთად არსებობას აპირებს. მასე ისლამში ქრისტიანული ელემენტებია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შეეგუებიან, ის კი არადა მუსულმანების თუ ქრისტიანების სხვადასხვა მრწამსები ერთმანეთს ბედნიერად ჟლეტენ. რა არის აქ ლიბერალური?
QUOTE
შენც ეხლა ქრისტიანისავით ნუ დაიწყე საუბარი, როდესაც ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე საუბრობენ ხოლმე...
ნე, მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ძალიან ხელოვნურად ცდილობ ლიბერალიზმი და ქრისტიანობა ადღვიბო ერთად, ოღონდ რა აზრი აქ მაგას ვერ ვხვდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17101
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10
#39413440
· 13 Jan 2014, 02:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
QUOTE
ჩემი პოზიციაა შემდეგი, რომ მათი ერთობლიობა ლიბერალების და საპატრიარქოს ქმნის იმ დისკურს, რომელიც განვიტარების საშუალებას არ გვაძლევს და ეს დისკუსი გარანტია მათი ძალაუფლების..
არის სიმართლის მარცვალი.
მაგრამ სხვა რა გზა არსებობს?
თითქოს ამის თქმას ცდილობ და ნელ-ნელა გვამზადებ.
QUOTE
ეს სტერეოტიპი არ არის, ესენი არიან ლიბერალები მოქმედებაში.. ის რაც წიგნებში წერია, კეთილ ლიბერალებზე, გამოგონილია..
შეიძლება არ არსებობენ მაღალ ეშელონებში,მაგრამ მე,რიგითი მოქალაქე,მიუხედავად იმისა,რომ არ მიყვარს "სახელების დარქმევა" და რაიმე იდეოლოგიაში გაწევრიანება,ვიზიარებ ლიბერალიზმის მოსაზრებებს(ანუ რაც წიგნში წერია) და რა გამოვდივარ?მოტყუებული?
QUOTE
აგრესიის რატომ გვეშინია თუ ის ჩვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული?
არ ვარ აგრესიის მომხრე.
ეს არ გულისხმობს,რომ არ მინდა მე მოვხვდე მსგავს სიტუაციაში და ამიტომ ვამბობ უარს.
აგრესია არ მიმაჩნია პრობლემის გადაწყვეტის რაციონალურ გზად.
რა თქმა უდნა თუ უკიდურესი შემთხვევა არაა.
This post has been edited by
melodyman/
on 13 Jan 2014, 02:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Swanton999
Antichrist
ჯგუფი: Registered
Swanton999
Antichrist
ჯგუფი: Registered
წერილები: 979
წევრი No.: 64177
რეგისტრ.: 11-June 08
#39413453
· 13 Jan 2014, 02:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Internet_Contraband
Galatians 3:28
There is neither Jew nor Greek, there is neither slave nor free man, there is neither male nor female; for you are all one in Christ Jesus.
Proverbs 22:2
The rich and the poor have a common bond, The LORD is the maker of them all.
This post has been edited by
Swanton999
on 13 Jan 2014, 02:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39413466
· 13 Jan 2014, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ის კი არადა მუსულმანების თუ ქრისტიანების სხვადასხვა მრწამსები ერთმანეთს ბედნიერად ჟლეტენ. რა არის აქ ლიბერალური?
ლიბერალიზმში ეჯიბრებიან
ისე, ქრისტიანული დოგმა: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, უფრო ძველია ვიდრე ქრისტიანობაა.
მსგავსი ქადაგებები ჰქონდა ბუდას, სოკრატეს, პლატონს და ლაო-ძის.
ასე რომ, ქრისტიანობა განვითარებულია იმისა, რასაც ანტიკურ ხანაში უკვე ამბობდნენ. მას შემდეგ კი დოგმის სახე მისცა ქრისტიანობამ, იქამდე იდეა იყო და შემდეგ დაკანონდა, რომ თუ არ გიყვარს მოყვასი შენი ხარ ბოროტი და არჩევანის უფლება აღარ დატოვეს, რაც ისეთივე ბოროტებაა როგორც სიძულვილი - რა მნიშვნელობა აქვს რის გამო შეიძულებ.
ქრისტიანობის ყველაზე უარყოფითი მხარე არის უსაზღვრო თანაგრძნობა და საყოველთაო სიყვარულის მოთხოვნა (ხაზს ვუსვამ: მოთხოვნა), ეს უკანასკნელი მოძრავ ორგანიზმს უბიძგებს მორჩილებისკენ, მონობისკენ და დეგრადირებისკენ.
ჰუმანური ჩანს, მაგრამ მთლიანობაში არაჰუმანურია.
This post has been edited by
Hushta
on 13 Jan 2014, 02:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48250
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#39413688
· 13 Jan 2014, 02:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Swanton999
ეგ არ ნიშნავს რომ ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია. იმიტომ რომ ქრისტიანულად სულაც არ არის ყველა ღმერთის წინაშე თანასწორი. მაგალითად არსებობენ წმინდანები, მონარქები და სხვ. პრივილეგებული კასტა, ასევე არაპრივილეგებული უსჯულოები, თვითმკვლელები და ა.შ.
საერთოდ იესოს პერსონაჟი იმასაც კი ამბობს, მარტო ებრაელებისთვის მოვედიო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39413720
· 13 Jan 2014, 03:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Internet_Contraband @ 13 Jan 2014, 02:57 )
Swanton999
ეგ არ ნიშნავს რომ ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია. იმიტომ რომ ქრისტიანულად სულაც არ არის ყველა ღმერთის წინაშე თანასწორი. მაგალითად არსებობენ წმინდანები, მონარქები და სხვ. პრივილეგებული კასტა, ასევე არაპრივილეგებული უსჯულოები, თვითმკვლელები და ა.შ.
საერთოდ იესოს პერსონაჟი იმასაც კი ამბობს, მარტო ებრაელებისთვის მოვედიო.
ეგენი საიდან კაცო?
არანაირი კასტა არ არსებობს. წმინდანები ამათი გამონაგონია.
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(7)
« პირველი
...
4
5
[6]
7
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0544 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.