#41247732 · 11 Jun 2014, 16:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
blue_velvet
გამოსვლა 20:5 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
წინაპრების ცოდვები შვილებსაც მოეკითხებათ, მაგრამ პიროვნული არჩევანი და ნების თავისუფლება არ აქვს არავის შეზღუდული. ყველა ადამიანში არის ჩანერგილი ჭეშმარიტი ღმერთისკენ სწრაფვა. დანარჩენი უკვე მასზეა, თუ გულწრფელად ეძებ ღმერთს, აუცილებლად იპოვი.
შენი წინაპრის ცოდვა ზუსტად ის იყო, რომ განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს და შენც დაგაშორა და სამწუხაროდ, ეს ცოდვა შენზეც გადმოვიდა მემკვიდრეობით. ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდე არასდროს წინაპრის რწმენით და ეცადო გაიგო, რამდენად ჭეშმარიტია მისი რწმენა. დანარჩენში ღმერთი დაგიდგება გვერდში.
--------------------
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
|