kino222
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
|
#44566283 · 11 May 2015, 21:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bfjribhs რატომ მისცა იეჰოვამ სატანას საშუალება, ამ ქვეყნიერების მმართველი გამხდარიყო და რატომ დართო ადამიანებს საკუთარი თავის მართვის ნება. 12 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რა გზით უნდა ამოხსნან რთული ამოცანა. ერთი მოსწავლე, რომელიც ნიჭიერია, მაგრამ მეტისმეტად თამამი, ამბობს, რომ მასწავლებელი არასწორი გზით ხსნის ამოცანას. ეს მოსწავლე ეჭვქვეშ აყენებს მასწავლებლის უნარს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამოცანის ამოსახსნელად უკეთესი გზა იცის. ზოგი მოსწავლე ფიქრობს, რომ ის მართალია და ისინიც ეკამათებიან მასწავლებელს. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? თუ ის კლასს დაატოვებინებს მათ, რას იფიქრებენ სხვა მოსწავლეები? განა იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ მათი თანაკლასელები მართლები იყვნენ? კლასში დარჩენილმა მოსწავლეებმა შეიძლება მასწავლებლის პატივისცემა დაკარგონ და იფიქრონ, რომ მას შეეშინდა, სიმართლე არ გამოვლენილიყო. მაგრამ დავუშვათ, რომ მასწავლებელი საშუალებას აძლევს პირველ მოსწავლეს, მთელ კლასს აჩვენოს, თვითონ რა გზით ამოხსნიდა ამოცანას.
ნუთუ მოსწავლეს მასწავლებელზე მეტი ესმის?
13 იეჰოვა ასეთი მასწავლებლის მსგავსად მოიქცა. გაიხსენე, რომ იმას, რაც ედემის ბაღში მოხდა, მილიონობით ანგელოზიც ადევნებდა თვალყურს (იობი 38:7; დანიელი 7:10). მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება უდიდეს გავლენას მოახდენდა ყველა ამ ანგელოზზე და, საბოლოოდ, ყველა გონიერ ქმნილებაზე. რა გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვამ? მან საშუალება მისცა სატანას, ეჩვენებინა, თუ თვითონ როგორი მმართველი იქნებოდა. ღმერთმა ადამიანებსაც დართო ნება, რომ საკუთარი თავი თვითონ ემართათ სატანის ხელმძღვანელობით.
14. რა მხრივ იქნება სასიკეთო ის, რომ იეჰოვამ ადამიანებს საკუთარი თავის მართვის ნება მისცა? 14 ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში მასწავლებელს ესმის, რომ მოსწავლეები, რომლებიც მას ეკამათებიან, არ არიან მართლები. მაგრამ მას ისიც ესმის, რომ, თუ მათ თავიანთი მოსაზრების დამტკიცების საშუალებას მისცემს, ეს მთელი კლასისთვის იქნება სასარგებლო. როდესაც ისინი ამას ვერ შეძლებენ, გულწრფელად დაინტერესებული ყველა მოსწავლე დაინახავს, რომ სინამდვილეში მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია მათი კლასის სათანადოდ ხელმძღვანელობა. ამის შემდეგ მათთვის გასაგები იქნება, თუ რატომ დაატოვებინებს მასწავლებელი კლასს უსაფუძვლოდ მოკამათეებს. მსგავსად ამისა, იეჰოვამ იცის, რომ ყველა გულწრფელი ადამიანისთვის და ანგელოზისთვის სასიკეთო იქნება სატანისა და მისი მომხრეების წარუმატებლობის დანახვა და იმაში დარწმუნება, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის მართვა. ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ჭეშმარიტია ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვები: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
რატომ ასე დიდხანს? 15, 16. ა) რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ადამიანთა ტანჯვა ასე დიდხანს გაგრძელებულიყო? ბ) რატომ არ იღებს იეჰოვა ზომებს, რომ არ დაუშვას დამნაშავეობის საშინელი შემთხვევები? 15 რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ადამიანთა ტანჯვა ასე დიდხანს გაგრძელებულიყო? რატომ არ იღებს ზომებს, რომ უბედურებები არ ხდებოდეს? დავფიქრდეთ, თუ რას არ გააკეთებდა მასწავლებელი ზემოთ მოყვანილ მაგალითში. პირველი, ის არ შეაჩერებდა მოსწავლეს ამოცანის ამოხსნისას. მეორე, მას არც ამოხსნაში დაეხმარებოდა. ანალოგიურად, იეჰოვამ გადაწყვიტა, თუ რა არ უნდა გაეკეთებინა. პირველი, მას ხელი არ შეუშლია სატანისა და მისი მომხრეებისთვის, რათა გამოვლენილიყო, იყვნენ თუ არა ისინი მართლები. ამან საჭირო გახადა დროის გასვლა. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებს საშუალება მიეცათ, ღვთისგან დამოუკიდებელი მმართველობის ყოველგვარი ფორმა გამოეცადათ. მეცნიერებაში თუ სხვა სფეროებში კაცობრიობა მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს, მაგრამ უსამართლობის, სიღარიბის, დამნაშავეობისა და ომების გამო მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ამიტომაც დღეს უკვე ცხადია, რომ ადამიანთა მმართველობამ მარცხი განიცადა.
16 მეორე: იეჰოვა არ დახმარებია სატანას ამ ქვეყნიერების მართვაში. ღმერთს რომ ზომები მიეღო და არ დაეშვა, მაგალითად, დამნაშავეობის საშინელი შემთხვევები, განა ამით ხელს არ შეუწყობდა თავის მოწინააღმდეგეებს? განა ხალხი არ იფიქრებდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ დამღუპველი შედეგების გარეშე საკუთარი თავის მართვა? იეჰოვა ასე რომ მოქცეულიყო, სიცრუის მონაწილე გამოვიდოდა. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელები 6:18).
17, 18. რას გააკეთებს იეჰოვა იმ სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც სატანის ზეგავლენით ადამიანთა მმართველობას მოჰყვა? 17 რა შეიძლება ითქვას იმ სავალალო შედეგებზე, რაც სატანის ხანგრძლივ მმართველობას მოჰყვა? ნუ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლეა. ღმერთს შესწევს ძალა, ადამიანთა ტანჯვის ყოველგვარი კვალი წაშალოს და ნებისმიერი მდგომარეობა გამოასწოროს. ის ამას აუცილებლად გააკეთებს. როგორც უკვე გავიგეთ, ჩვენი პლანეტის გაპარტახებას ბოლო მოეღება და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ხალხი ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლდება, მკვდრეთით აღდგომა კი სიკვდილის შედეგებს გააქარწყლებს. ამგვარად, ღმერთი იესოს მეშვეობით „ეშმაკის საქმეებს“ დაამსხვრევს (1 იოანე 3:8). ამ ყოველივეს იეჰოვა თავის დროზე გააკეთებს. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ ჩქარობს, რადგან მისი მოთმინება ჭეშმარიტების გაგებისა და მისდამი მსახურების შესაძლებლობას გვაძლევს (2 პეტრე 3:9, 10). ვიდრე ბოროტი სისტემის აღსასრული დადგება, ღმერთი ერთგულ თაყვანისმცემლებს კრებს და ეხმარება მათ, რომ გაუძლონ ნებისმიერ სირთულეს, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ პრობლემებით სავსე ამ მსოფლიოში (იოანე 4:23; 1 კორინთელები 10:13).
|