#46657104 · 6 Jan 2016, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Internet_Contraband
QUOTE | კაი, საერთოდ შევეშვათ მეუფეებს, მაშინ ქრისტიანები რატომ არიან აგრესიულები ეგ მითხარი, ეგეც ხომ არ არის 1-2 გამონაკლისი, ფაქტია მასა სწორედ აგრესიული და სხვის განადგურებისკენ მიმართული ადამიანია. |
პასუხი ძალიან მარტივია: არიან მღვდლები და ზოგი ეპისკოპოსიც კი, რომელთა ქადაგებები სცდება ქრისტიანობას და თავის მრევლს აგრესიას უნერგავენ. სამწუხაროდ ამგვარი მღვდლები ერთ შეთანხმებულ ორგანიზაციად არიან შეკრულები და მათი ქმედებები კონსოლოდირებულია. მე საუბარი მაქვს მმკ-ს სასულიერო პირებზე, მათ მფარველებზე და მხარდამჭერებზე. სწორედ მათი ინიციატივით ხდება ვანდალური ფაქტები, თავდასხმაბეი, ეპატაჟური გამოსვლები და ა.შ. მათი ორგანიზებით მოხდა 17 მაისს აქციის დარბევა. მათი მრევლი მცირერიცხვოვანი არ არის. პირდაპირ გეტყვი, ისინი უკვე დეფაქტო სექტაა, რომლებიც მცირე ხნით მიაჩუმეს (დაიჭირეს რამდენიმე კაცი და ამით აიძულეს შეერბილებინათ ქმედებები). მაგრამ ისინი არსად არ გამქრალან, კვლავაც უქადაგებენ მრევლს ანტიქრისტიანულ სწავლებას.
საბედნიეროდ ბევრია ისეთი სასულიერო პირი, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ქადაგებენ. შესაბამისად, მათი მრევლიც შემწყნარებელი და ლოიალურია ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების მიმართ. ისინი გამოირჩევნიან კეთილგონიერებით, მოთმინებით, სასულიერო განათლებით და სხვა მრევლისათვის საჭირო თვისებებით.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აგრესიის მოქადაგე სასულიერო პირენი მალე აილაგმებიან და ის მრევლიც, რომელიც მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული, კვლავაც დაუბრუნდება ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებებს.
თუ გახსოვს აქ, ფორუმზე იყვნენ მათი წარმომადგენლები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით. ისინიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებდნენ. მე ავლაგმე მათი ქმედებები ფორუმზე და დღეს ყველა მათგანს ბანი ადევს. ასევე უნდა მოხდეს მათი განეიტრალება ეკლესიაშიც. სამწუხაროდ მათ საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავთ, მაგრამ იმედს ვიტოვებ სიკეთე სძლევს ბოროტებას. * * * Internet_Contraband
QUOTE | როგორ გამოდის რომ არის ქადაგებები სადაც აგრესიის ნატამალიც არ არის, მაგრამ რატომღაც მოსახლეობა მაინც აგრესიულია?
|
ასეთები არ არის! მღვდელი რომელიც სიკეთეს და სიყვარულს ქადაგებს, შეუძლებელია აგრესიული მრევლი ჰყავდეს. არა მგონია შენ დაკვირვება ჩაგეტარებინოს... ქრისტეს სწავლება არ ქადაგებს ძალადობას, ის სიკეთის და სუყვარულის რელიგიაა. და თუკი ვინმეს თავდაყირა ესმის ბიბლია, ეს ქრისტიანობის ბრალი არ არის, არამედ გაუნათლებლობის და ადამიანის სიბნელის. აი კარგი სტატია, რომელი თავად ვთარგმნე. სრულებით ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს:
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|