Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
53
54
[55]
56
57
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
> არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? IV
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55282560
· 23 Sep 2019, 14:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
მარტო ეგ აბზაცი წაიკითხე?
მარტო ეგ არა აი ესეც წავიკითხე:
გვწამს ერთი მამა, ყოველივეს დასაბამი და მიზეზი, არათუ ვინმესგან შობილი, არამედ ის მხოლო უმიზეზოდ და უშობლად მყოფი, შემოქმედი ყოველივესი, მამა მარტოდენ მისი ერთი ბუნებითი ძისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გამომავლინებელი ყოვლადწმინდა სულისა.
გამომავლინებელიც ეგაა და მიზეზიცო. არც ვინმესგან ნაშობი არამედ ძისგან და სულილწმინდისგან განსხვავებით საკუთარ თავში აქვს არსებობაც და სიცოცხლეც რომელსაც უნაწილებს დანარჩენ ორ ჰიპოსტას და რომელთაც მამისგან აქვთ ეს ყველაფერი. გაქრება მამა და დანარჩენებიც მამაზე დამოკიდებული აღარ იარსებებენ..
მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.
ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის
აქ არ წერია ძეა დასაბამი და მიზეზი ყოველივესიო არ სულიწმინდაო...
„ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ იოან. 5,19
მიაქციე ყურადღება რასაც აკეთებს მამა მსგავსადვე აკეთებსო ძეცო. არ წერია პირიქით. ჯერ მამაა სულ და მერე იესო და სულიწმინდა ბოლოში.
ძალიან წვალობს დამასკელი როგორმე გამოიყვანოს ეს სამი ერთ თანასწორ ღმერთად და რას აღარ მიედ მოედება. ცარიელი სიტყვების მრავალჯერადი უინტერესო განმეორებებით. ყოველგვარი ლოგიკური წესების დარღვევით ცეცხლისა და სინათლის მაგალითით დემაგოგიურად ცდილობს გამოიყვანოს მისთვის სასურველი დასკვნა და ეს სამი როგორმე გააერთიანოს და თანასწორ ჰყოს მაგრამ მაინც ვერ გაექცა საბოლოო დასკვნაში სადაც ერთგვარად აჯამებს უკვე მის წინა ნათქვამს და ამბობს:
ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც
* * *
მარტივ კითხვაზე მიპასუხე, ვისზეც იქნება შენი არსებობა და სიცოცხლე დამოკიდებული იმის სწორი და ტოლი რანაირად შეიძლება იყოს ადამიანი? ვისგანაც გექნება ყოველივე და ეს ვიღაც თუ არ იქნა ეს ყველაფერიც წაგერთმევა, მაინც იმის თანასწორი და ტოლი ხარ? შეგიძლია ამიხსნა რანაირად, როგორ?
* * *
პ.ს საბოლოო ჯამში წმინდანები რასაც არ უნდა წერდნენ ეს არის მათი ინტერპრეტაცია და ბიბლიისეული გაგება. მათი სიტყვებია ყველაფერი რასაც წერენ და რაღაც იქნება თანხვედრაში და რაღაც არა.. ყველას განმარტებაში ძალიან დიდი ადგილი აქვს სუბიექტურობას და სურვილს რო როგორმე მოარგონ საკუთარ შექმნილ მოძღვრებას და ყველა საშუალებით და ხერხით ცდილობენ მისცენ ისეთი სახე და ფორმა როგორიც თვითონ აწყობთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55282951
· 23 Sep 2019, 15:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
პ.ს საბოლოო ჯამში წმინდანები რასაც არ უნდა წერდნენ ეს არის მათი ინტერპრეტაცია და ბიბლიისეული გაგება. მათი სიტყვებია ყველაფერი რასაც წერენ და რაღაც იქნება თანხვედრაში და რაღაც არა.. ყველას განმარტებაში ძალიან დიდი ადგილი აქვს სუბიექტურობას და სურვილს რო როგორმე მოარგონ საკუთარ შექმნილ მოძღვრებას და ყველა საშუალებით და ხერხით ცდილობენ მისცენ ისეთი სახე და ფორმა როგორიც თვითონ აწყობთ.
წმინდა მამებს მთელი ცხოვრება ქრისტესთვის ქონდათ მიძღვნილი, თავს დებდნენ მისთვის. ესენი ახლანდელი ეპისკოპოსობი ხო არ გგონია შენ? რაში უნდა აწყობდეს ადამიანს უდაბნოში, ტყეში, სვეტზე და ა.შ. დაყუდება, განმარტოება, განდეგილობა? რომ სიცრუე გაავრცელონ?
და რას მოიგებენ ამით? რატო იტანჯავენ თავს ამ ცხოვრებაში შენი აზრით, მამაოებმა რო ჯიპებით იარონ მერე?
კიდე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები მოგყავს. ეგ თავი ერთიანად უნდა გაიაზრო და არა მასე აბზაც აბზაც...
ბუნებრივია მამაა მიზეზი ძის შობისა და სული წმინდაც მისგან გამოდის...
მამა ღმერთი ხო სულ მამა ღმერთი იყო, ე.ი. ძეც სულ იყო. ღმერთი არ განიცდის ცვალებადობას... წარმოიდგინე, სამყაროს შექმნამდე მამა ღმერთის არსებობა. ვისი მამა იყო ?
არ იქნება მამა, არ იქნება ძეც, ბუნებრივია...
მაგრამ, თუ არ იქნება ძე, მაშინ მამა ღმერთიც აღარ იქნება... ძალიან კარგადაა მაგ თავში ახსნილი სამება და მე რაღა უნდა აგიხსნა მეტი.
თან, ჯერ მაგალითად მოგყავს, იოანე დამასკელი ასე ამბობსო, მამის უპირატესობაზე საუბრობსო და მერე უცებ აღარ ენდობი იოანე დამასკელს.
ლოგიკა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55283154
· 23 Sep 2019, 16:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
შეგნებულ ტყუილზე არ მაქვს საუბარი უბრალოდ ყველა თავისი შესაბამისი და სასურველი რწმენის კონტექსტიდან განმარტავს. ისე როგორც მათ აწყობთ. და ცხადია სუბიექტურობას აქვს დიდი ადგილი. თვითონ ამატებენ სიტყვებს, ცვლიან შინაარსს და საბოლოოდ სულ სხვა ფორმა ეძლევა. ამას აკეთებენ ვითომ ახსნის და განმარტების გამო მაგრამ ამ ფილოსოფიურობასა და ფსევდოინტელექტუალურ მიხვრა მოხვრებში ცდებიან ბიბლიურ ტექსტს.
QUOTE
კიდე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები მოგყავს. ეგ თავი ერთიანად უნდა გაიაზრო და არა მასე აბზაც აბზაც...
QUOTE
"ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე"
ანუ არ აქვთ მამისგან რაც აქვთ? ან მამის არსებობის გამო არ აქვთ ძეს და სულიწმინდას სიცოცხლე და არსებობა?
QUOTE
თან, ჯერ მაგალითად მოგყავს, იოანე დამასკელი ასე ამბობსო, მამის უპირატესობაზე საუბრობსო და მერე უცებ აღარ ენდობი იოანე დამასკელს.
ლოგიკა?
ეგ არ მითქვამს არ ვენდებიო. ბევრ რამეში ემთხვევა კიდევაც ბიბლიურ მუხლებს მაგრამ რაღაცაში მიედ მოედებიან მამები და ეს არცაა გასაკვირი. ყველა ჩვეულებრივი ადამიანი იყო რომლებიც ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისგან ერგოთ წმინდანების წოდება. ხშირად მათ ნაშრომებში ჩანს თუ როგორ ცდილობენ მათთვის სასურველი აზრის გამოყვანას ყოველგავარი ლოგიკური წესების დარღვევით და დემაგოგიური ხერხებით სასურველი დასკვნის გამოყვანას. დამასკელთან ეს კარგად ჩანს ცეცხლისა და სინათლის მაგალითზე. ნებისმიერი ლოგიკოსი წაიკითხავს თუ არა მაშინვე იპოვის უამრავ ლოგიკურ და სწორი არგუმენტირებისათვის დამახასიათებელ ჩამოყალიბების არასწორ გზებს და გარღვევებს.
This post has been edited by
satis
on 23 Sep 2019, 16:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55283693
· 23 Sep 2019, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
ანუ არ აქვთ მამისგან რაც აქვთ? ან მამის არსებობის გამო არ აქვთ ძეს და სულიწმინდას სიცოცხლე და არსებობა?
სად ვთქვი ეგ?
მამა, არ იქნებოდა მამა, რო არ ყოლოდა ძე.
თავიდანვე რო არ ყოლოდა ძე და მერე ეშვა, მერე გახდებოდა მამა, ანუ შეიცვლებოდა...
ღმერთი არ განიცდის ცვალებადობას, იგი ერთია ყოველთვის და ყოველთვის მამა ღმერთია, აქედან გამომდინარე ძე და მამა ცალცალკე არასდროს არ იყვნენ,ძეც ყოველთვის იყო მამასთან ერთად და ის სულ ძე ღმერთი იყო. რაჟამს არის მამა, არის ძეც და სული წმინდაც. მამა არის მიზეზი, ძის და სული წმინდის არსებობის, მიზეზობრივი და არა შედეგობრივი...
იოანეს მახარებელიც ადასტურებს ამას " პირველად იყო სიტყვა"....
ქრისტეს ორი ბუნება ნუ გავიწყდება კიდე, ძე ღმერთმა შეიმოსა ადამიანური ბუნება, მაგრამ როგორც ღმერთი დარჩა იქ, სადაც იყო, მამის მარჯვნივ. იესო როგორც ადამიანი ისე ევედრება მამას ყველაფერს და პლიუს კიდე, ჩვენთვის მაგალითის მოსაცემად...
წარმოიდგინე ასე რო ეთქვა ჯვარზე "გპატიობთ თქვენ, რადგან არ იცით რას სჩადიხართო"... მამაო რატო დამიტოვე მეო, ადამიანური ბუნება დარჩა მარტო, არ გამოუყენებია ქრისტეს თავისი ღმერთობა თავისი ადამიანური ბუნების ან ვნებების შესამსუბუქებლად... როგორც ადამიანი ისე ევნო და ადამიანური სხეული განაღმრთო...
ჩვენ იესოს სიტყვებიც გვავიწყდება " ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"...
This post has been edited by
dola86
on 23 Sep 2019, 18:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55283898
· 23 Sep 2019, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
მამა, არ იქნებოდა მამა, რო არ ყოლოდა ძე.
QUOTE
რამეთუ ძის გარეშე მამად წოდებულიც არ იქნებოდა იგი, რადგან თუ იქნებოდა ძის არმქონე, ესე იგი მამა არ იქნებოდა და თუ შემდეგში შეიძენდა ძეს, შემდეგში გახდებოდა მამა
წოდებული არ იქნებოდაო მამად თორემ მამა როგორც ღმერთი როგორ არ იარსებებდა როცა თვითონ დამასკელი წერს შემდეგს:
მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.
ხოლო ამ აბზაცს რაც შეეხება:
ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე,
ნათლად ჩანს, რომ არა მამა, არ ექნებოდათ არსებობა და სიცოცხლეო. განა ძე, ძედ არ იწოდებოდა და სულიწმინდა სულიწმინდადო, არამედ მამის გარეშე არც ერთს არ ექნებოდათ ის რაც აქვთო, თვით არსებობა და სიცოცხლეცო.
* * *
განსხვავებას ხედავ? ძისა და სულიწმინდის გარეშე არ იარსებებდაო მამა და მაგათგან კი არ აქვს მამას არსებობა და სიცოცხლე არამედ ორივეს მამისგან გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ვერც ძე და სული ვერ იქნება მამის თანასწორი და თანაზომიერი არსება.
This post has been edited by
satis
on 23 Sep 2019, 19:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55283968
· 23 Sep 2019, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
მამა, არ იქნებოდა მამა, რო არ ყოლოდა ძე.
QUOTE
წოდებული არ იქნებოდაო მამად თორემ მამა როგორც ღმერთი როგორ არ იარსებებდა როცა თვითონ დამასკელი წერს შემდეგს
მაგრამ არ იქნებოდა მამა ღმერთი. რაღამც "მამაა" ე.ი მიზეზი მისი "მამად " ყოფნის, არის ძე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55283993
· 23 Sep 2019, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
მაგრამ არ იქნებოდა მამა ღმერთი. რაღამც "მამაა" ე.ი მიზეზი მისი "მამად " ყოფნის, არის ძე...
და არა არსებობის... რადგან ძისგან კი არ აქვს მამას არსებობა, არამედ თავის თავისგან.. შესაბამისად ძე არაფერ შუაშია მამის როგორც ღმერთათან არსებობაში. არამედ პირიქით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55284040
· 23 Sep 2019, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
განსხვავებას ხედავ? ძისა და სულიწმინდის გარეშე არ იარსებებდაო მამა და მაგათგან კი არ აქვს მამას არსებობა და სიცოცხლე არამედ ორივეს მამისგან გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ვერც ძე და სული ვერ იქნება მამის თანასწორი და თანაზომიერი არსება
მამას, ძეს და სული წმინდას ნება აქვთ ერთი. ერთ საქმეს აკეთებენ, ერთი აზრი აქვთ, ერთმანეთისთვის ცხოვრობენ. მამა _ძისთვის და სული წმინდისთვის, ძე _მამისთვის და სული წმინდისთვის და სული წმინდა მამისთვის და ძისთვის . მოქმედებენ დამოუკიდებლად, სხვადასხვანაირად , მაგრამ აკეთებენ ერთ საქმეს და ეს საქმე არის ჩვენი გადარჩენა და განღმრთობა. არცერთი ერთმანეთზე უმეტესი არაა და ვერც იქნება, რადგან ერთია აზრით და ნებით, გამოვლინებაა სხვადასხვა...
იოანე 17
აქაც ჩანს ეს : 21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე
და აქაც:
24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
ნახე, როგორ ეუბნება მამას, განა თხოვნით და ვედრებით, არა "მნებავს" ....
შენზე უპირატესს "მნებავს" ეტყვი, თუ "გთხოვს" ან "მსურს"...
მნებავს, ანუ ჩემი ნებაა რომ ისინიც ჩემთან იყვნენ. ქრისტე ამას ჩვენ გასაგონად ამბობს, რადგან ნება ერთი აქვთ ძეს, მამას და სული წმინდას...
This post has been edited by
dola86
on 23 Sep 2019, 19:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#55284672
· 23 Sep 2019, 22:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(dola86 @ 23 Sep 2019, 19:30 )
მამას, ძეს და სული წმინდას ნება აქვთ ერთი. ერთ საქმეს აკეთებენ, ერთი აზრი აქვთ, ერთმანეთისთვის ცხოვრობენ. მამა _ძისთვის და სული წმინდისთვის, ძე _მამისთვის და სული წმინდისთვის და სული წმინდა მამისთვის და ძისთვის .
dola86
ბიბლიაში არსად წერია სულიწმინდა მამისთის ცხობრობსო. რეებს იგონებ?
და საერთოდ მასეთი ფორმირება არასწორია. არაბიბლიური და მცდარია. ქრისტე შექმნილია. სულიწმინდა ღვთის ძალაა.
სამება არაა ბიბლიის სწავლება. ეგ არი ეკლესიის მამების მოგონილი ცრუ სწავება რომელიც მამა ღმერთს აკნინებს და ქმნილებას (ქრისტეს) აღმერთებს. მასეთი სწავლება კი ღმერთის გმობა და შეურაწყოფაა. ანუ სერიოზული ცოდვა.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55285682
· 24 Sep 2019, 02:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
ჯიუტად აიგნორებ და არ გინდა კიდევ დანახვა და სხვა რამეზე, ერთ მიზანზე და ერთ ნებაზე გადამიტანე საუბარი.
ეს იქით იყოს და ერთი ნება და ერთი მიზანი არ აქცევს არავის იმის ტოლად და სწორად ვინც მოგცა სიცოცხლე.
QUOTE
მოქმედებენ დამოუკიდებლად, სხვადასხვანაირად ,
რის დამოუკიდებლად, ხო ხედავ შენც არ იცი
https://www.youtube.com/watch?v=c0z-KlBGKQc
35:42 აქედან მოუსმინე რას ამბობს.
რაღაცას რო იცავ და ხსნი, სიფრთხილეა საჭირო. წაიკითხავს ვინმე და მართალი ეგონება, არადა ამ დროს ვერ ერკვევი. გაქანებული ერესს ბაზრობ და წარმოდგენაც არ გაქვს.
QUOTE
ნახე, როგორ ეუბნება მამას, განა თხოვნით და ვედრებით, არა "მნებავს" ....
შენზე უპირატესს "მნებავს" ეტყვი, თუ "გთხოვს" ან "მსურს"...
გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს. იოანეს 14:28
QUOTE
21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე
ისე რა განსხვავებაა მსურსა და მნებავს შორის? სხვათაშორის ახალ ქართულში მსურს წერია. გადაამოწმე თავად მაგრამ ეგ არაფერია გავაგრძელოთ.
შენი საწინააღმდეგო მუხლები რო მოგყავს თუ ხვდები? ესეიგი, არათუ მამისგან აქვთ სიცოცხლე და არსებობა, არამედ მამას აქვს ასევე ის ძლევა მოსილება რო მოავლინოს და აკეთოს მამის საქმე. „ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც“ იოან. 5,19
ხედავ? მამა უსაზღვრავს რა და როგორ გააკეთოს. მამის ნებას ემორჩილება. მსგავსადვე აკეთებსო. შენ კიდე მეუბნები სხვადასხვანაირად მოქმედებენ და დამოუკიდებლადო. მამაზეა მთელი ქრისტეს ქმედებები და ნამოქმედარი დამოკიდებული.
ახლა თხოვნებს და სურვილებს რაც შეეხება -
"ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ." მარკოზი 14:36
"ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე" -იოანეს 14:15-17
This post has been edited by
satis
on 24 Sep 2019, 03:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#55285728
· 24 Sep 2019, 03:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
ქრისტე შექმნილია
ქრისტე არის ღვთის სიტყვა, ლოგოსი (იოანე 1.1)
ანუ, შენ გინდა თქვა, რომ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, უცებ გადაწყვიტა, რომ სიტყვა სჭირდებოდა და შექმნა?!
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55285729
· 24 Sep 2019, 03:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესეიგი აქეთ რა გვაქვს მოკლედ რო შევაჯამოთ მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა. განსხვავებით ძისგან და სულიწმინდისგან რომელთაც სიცოცხლე და არსებობა აქვთ მამისგან. რომ არ მამა არ იქნება ძე დასული რომ არა ძე უბრალოდ მამა მამად აღარ იწოდება და არა გაქრება საერთოდ რადგან როგოც ზემოთ ითქვა თავის თავისგან აქვს მას არსებობა და არც ძე ჭირდება და არც სული. მეორე, მამა მოავლენს ერთსაც და მეორესაც, მამის საქმეებს აკეთებენ, მამა რასაც აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს, ქრისტეს თუ რამე უნდა დამოუკიდებლად არ შეწევს უნარი განახორციელოს ამიტომაცაა რომ მამასთან ჭირდება მთელი რიგი თხოვნები როგორიც არის სული ნუგეშისმცემლის მოვლინება, სასმისის არიდება, ცოდვების მიტევება და ა.შ.
"მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.
და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55285737
· 24 Sep 2019, 03:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
შენ კიდე მეუბნები სხვადასხვანაირად მოქმედებენ და დამოუკიდებლადო
წაკითხულიდან აზრის გამოტანის სერიოზული პრობლემა გაქ და პლიუს მაგას, კონტექსტიდან ამოგლეჯილობა ამახინჯებს ყველაფერს...
მე არსად დამიწერია დამოუკიდებლად არსებობენ თქო და სხვა რამეებს არ მოუსმინე მაქ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
satis
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16
#55285754
· 24 Sep 2019, 03:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dola86
QUOTE
წაკითხულიდან აზრის გამოტანის სერიოზული პრობლემა გაქ და პლიუს მაგას, კონტექსტიდან ამოგლეჯილობა ამახინჯებს ყველაფერს...
მე არსად დამიწერია დამოუკიდებლად არსებობენ თქო და სხვა რამეებს არ მოუსმინე მაქ?
მოდი მივყვეთ თანდათან. ამას გახსენებ:
> არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? IV (post #54711554)
QUOTE
სამივე დამოუკიდებელი პიროვნებაა
ახლა კიდე შენ რაც თქვი
QUOTE
მოქმედებენ დამოუკიდებლად, სხვადასხვანაირად
დამოუკიდებლად და სხვადასხვანაირად როგორ მოქმედებენ ღვთაებრივი პირები როდესაც მათ შორის არისო როგორც ბუნებითი ერთობა ისევე ჰიპოსტასური ერთობა.
https://www.youtube.com/watch?v=c0z-KlBGKQc
18:09-დან თუ ეგრეა რასაც ამბობს, სხვადასხვანაირად და დამოუკიდებლად როგორ მოქმედებენ?
19:22
20:11
შენ კიდე იძახი სხვადასხვანაირადო და დამოიკიდებლადო.
რო გეუბნები არ იცი არ იცი ესეიგი.. ვის როგორი აზრის გამოტანის და აღქმის უნარი აქვს ეგ შეაფასოს მკითხველმა.
* * *
QUOTE
კონტექსტიდან ამოგლეჯილობა ამახინჯებს ყველაფერს...
ხავსივით ებღაუჭები ამ კონტექსტიდან ამოგლეჯას...
* * *
ახლა წავედი დავიძინე. ცერცვიც გამითავდა უკვე...
This post has been edited by
satis
on 24 Sep 2019, 04:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
dola86
ათასცხრაას
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11
#55285768
· 24 Sep 2019, 05:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
satis
QUOTE
შენ კიდე იძახი სხვადასხვანაირადო და დამოიკიდებლადო.
რო გეუბნები არ იცი არ იცი ესეიგი.. ვის როგორი აზრის გამოტანის და აღქმის უნარი აქვს ეგ შეაფასოს მკითხველმა.
ძაან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოგყავს ეგ მაგალითები...
მე დავწერე მანამდე, რომ სხვადასხვანაირად ავლენენ თავს, მაგრამ ნება აქვთ ერთი თქო. ბუნებრივია ედიშერ ჭელიძე უკეთესად ხსნის, მაგრამ აზრი ერთია მაინც. თუმცა თვითონ სიტყვა " დამოუკიდებელი" არასწორი თარგმანის ბრალი ყოფილა და მადლობა, საინტერესო ლექცია იყო და შენც, შენ გონებას მაგ ლექციის გასაგებად თუ მიმართავ, კარგი იქნება და მარტო იმით არ დაკავდები , რომ როგორმე ბანი ამკიდო ...
ძაან გასაგებად ხსნის მაქ სამივეს ერთარსებობას, თანასწორობას და საერთოდ სამების დოგმატს....
* * *
QUOTE
ხავსივით ებღაუჭები ამ კონტექსტიდან ამოგლეჯას
კონტექსტიდან ამოგლიჯა ამახინჯებს ყველაფერს ზუსტად, მითუმეტეს სახარებასთან მიმართებაში...
This post has been edited by
dola86
on 24 Sep 2019, 05:05
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
53
54
[55]
56
57
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0609 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.