mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#51539654 · 21 Oct 2017, 14:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე თვით უკან, ,,Facebook“-ის საკუთარ გვერდზე მოკლედ მიმოვიხილეთ ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტრ. სერაფიმე ჯოჯუას ირგვლივ შექმნილი ვითარება და მხოლოდ კითხვები დავსვით, რითაც, საკითხში ჩაღრმავებისა და ლოგიკური პასუხების ნაცვლად, საქ. პატრიარქატის დამცველთა რისხვა გამოვიწვიეთ... ათი დღის წინ, შედგა სინოდის რიგგარეშე, სასწრაფო სხდომა, რომელმაც გადაწყვიტა: ,,მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება“ (დადგენილება 2-ა). აწ, უფრო მწვავედ დაისმის კითხვები: მას სინოდის რომელმა კრებამ შეუჩერა მღვდელმოქმედება (ასეთი სხდომა უნდა გამართულიყო იმის შემდეგ, როცა ხსენებული პიროვნება დას. ევროპის ერთ-ერთი ეპარქიის მმართველად იგზავნებოდა და იქაურმა სამღვდელოებამ იგი არ მიიღო)? თუკი, ვთქვათ, კრებაზე არა, მაგრამ ,,სხვაგვარად“ შეუჩერეს მღვდლობა, რა ბრალდებით? თუკი მისი დანაშაული იმდენად მძიმე არ იყო, რომ საეკლ. სამართლის მიხედვით, სასულიერო პირობის სამუდამო ჩამორთმევით განკანონებულიყო და მხოლოდ დროებითი აკრძალვით (შეჩერებით) შემოიფარგლება, მაშ, რისთვის დაეთანხმნენ მისგან ყოფილი ეპარქიის დატოვებას ან ახალ ეპარქიაზე უარის თქმას ან თავის ეპარქიაში რატომ არ აბრუნებენ (ან თვითონ რატომ არ ბრუნდება) და მღვდელმთავარი კაცი მონასტერში რისთვისღა გაამწესეს? ხოლო თუკი დანაშაული მძიმეა, რა უფლებით აღუდგინეს მღვდელმოქმედება? წესით, სინოდი ვალდებულია, დაასახელოს მისი წევრის ბრალეულობა, რათა მრევლმა და ეკლესიის სიწმინდის დაცვის გულშემატკივარმა ,,სჯულისკანონში“ ჩაიხედოს და თვითონვე წაიკითხოს, მოცემული ცოდვა რითი ისჯება და იკურნება, _ მღვდელმსახურების დროებითი ჩამორთმევით თუ სამუდამოთი.
აქვე, ვალდებული ვარ _ მიკერძოება რომ არ გამომივიდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეპ. ქრისტეფორე წამალაიძე იყო ჩვენი პირველი სულიერი მოძღვარი (რაც მისდამი დიდ სიყვარულს გულისხმობს) _, შევეხო ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საკითხს: მასაც იგივე კრებამ მიუთითა, რომ ,,უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს“ (III დადგენილება). კვლავ, ვეკითხებით პატრიარქსა და სინოდს: რომელი ცოდვის (ცოდვების) გამო გაამწესეს მონასტერში? ეს და კიდევ, მოქმედ მღვდელმთავრად მისი დაბრუნების შესაძლებლობის დაშვებულობა, რასაც თავადაც მოითხოვს, კანონიკურად შეესაბამება იმ დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც, მიტრ. სერაფიმესამებრ, მსუბუქად დასაჯეთ, სინანულის გზას გაუყენეთ ანუ გამოსწორებისაკენ მოუწოდეთ?! მერედა, მღვდლის მსგავსი დაცემა (უფალმა აპატიოს!) რომ მღვდლობაში არ სწორდება და მღვდლობაშივე არ მიეტევება?!! ეს არის შემთხვევა, რომლის მსგავსსაც მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში ვერ იპოვნით: ღვთისმსახურს, ოც წელზე მეტია, შეჩერებული აქვს მსახურების უფლება; იგი მაინც განაგრძობდა, განაგრძობს ამას და როცა, ასეთ შემთხვევაში, პირველივე დაუმორჩილებლობისთანავე, სასულიერო წოდება სამუდამოდ ერთმევა, მისი საკითხი, ამდენი ხნის მანძილზე, მაინც განიხილებოდა და განიხილება... აქ, თვითწინააღმდეგობრივი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ რისთვისაც აღნიშნულ პიროვნებას გარდაუვალი განკვეთა ეკუთვნოდა (ეკუთვნის), იგივე ცოდვებით დამძიმებული სხვა მღვდელმთავრები, ილია მეორისა და მისი სინოდის მიერ, განკვეთის ნაცვლად, ჯილდოვდებიან და წინაურდებიან...
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 21 Oct 2017, 14:38
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|