პირდაპირი გაგებით კი არ უნდა გაიგო ეგ სიტყვები. ღმერთისთვის ადამანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოწმეების მოგონილი სისხლის გადასხმის აკრძალვა. რამდენი ადამიანი მოკლეს სისხლის აკრძალვით იცი? რამდენი ბავშვი მოკლეს იცი? მოწმეები მოუწოდებენ ბავშვებს სისხლი არ გადაისხათო და მასე ხოცავენ ბავშვებს.
ჯერაცერთი სულაც მართლა რო კრძალავდეს ღმერთი სისხლის გადასხმას, ადამიანი თვითონ უნდა წყვეტდეს გადაისხას თუ არა სისხლი. მოწმეები კი აძალაბენ სექტის წევრებს სისხლი არ გადაისხათო. საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლებასაც კი არ აძლევენ. აბა მაგარი ხარ და გადაისხი სისხლი. თუ გაგიგეს (99.99% გაგიგებენ) და ეგრევე ამოგარტყავენ ტაკოში წიხლს და გაგაგდებენ სექტიდან, გაგრიყავენ და იჭორავებენ შენზე. ქუჩაში რო იჯდე ულუკმაპუროთ, გზის მეორე მხარეს გადავლენ. კაცთმოძულე სექტა არის ეგ სექტა. ქრისტე მტრების სიყვარულსაც ასწავლიდა თავის მიმდევრებს. ამათ კიდე თავიანთი სექტის წევრებიც კი სძულთ თუ იმ ამერიკელი 8 კაცის ნებას არ ასრულებენ.
მეორეც: სისხლი არ გადაისხაო არსად წერია ბიბლიაში. ეგარი მოწმეების მოგონილი აკრძალვა რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მანახე სად წერია ბიბლიაში სისხლი არ გადაისხაო? იქ წერია თავი შეიკავეთ სისხლისაგან. მაგ სიტყვებს ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება გაუკეთდეს. კონტექსტია მნიშვნელოვანი როცა ბიბლიას ხსნი. სინამდვილეში ეგ სიტყვები იმას ნიშნავდა რო ცხოველს რო მოკლავდნენ, სისხლიანათ არ უნდა ეჭამათ. უნდა გამოედევნათ სისხლი ხორცისგან და ხორცი კარგათ გაერეცხათ და გაესუფთავებინათ რათა არ დაინფიცირბეულიყვნენ. ეგაა და ეგა. მოწმეებმა კიდე ეგ სიტყვები მაგ სექტაში მყოფებისთვის სისხლის აკრძალვის დაკანონებისთვის გამოიყენეს და მასე დააგოიმეს მილიონები. ბევრს ვისაც გადასხმა დასჭირდა, უარი ათქმევინეს და ეგრე მოკლეს. საავადმყოფოებში ჩასაყენებელი გესტაფო კომიტეტებიც კი შექმნეს. (სექტის წევრების იოლათ დასაგოიმებლათ გესტაფო კომიტეტს ასე დაარქვეს: "სავადმყოფოებთან საურთიერთობო კომიტეტი). თუ მოწმე ავად გახდა, გააგზავნიან გესტაფოებს და დააშინებენ პაციენტსაც და ექიმსაც. ექიმს ეუბნებიან სისხლს თუ გადაუსხავ გიჩივლებთო. სექტის წევრ პაციენტს კი სექტიდან გაგდებით აშინებენ. დაშინებული პაციენტი რო მოკვდება სისხლის გადასხმაზე ძალდატანებით ნათქვამი უარის გამო, საკრებულოებში აცხადებენ როგორც მოწამე და სამაგალითო მორწმუნე ისე მოკვდაო.

ვაი თქვენს პატრონს უბედურს. ავადმყოფებო!
ღმერთმა კარგად გამყოფოს მაგრამ თუ შეცდი და ოდესღაც მაგ სექტაში გაწევრიანდი, ზარალისა და დანაკარგის გარეშე ვერ გამოხვალ მაგათგან. მთელი ცხოვრება უნდა ემსახურო ამერიკაში მყოფ 8 კაცს, რომელიც იმას გაგაკეთებინებს რაც მოუნდება. თავკაცები ამერიკაში ჰყავთ. ეგ თავკაცები მილიონებს ღებულობენ, ანუ სექტის წევრებისგან შეწირული მილიონებით გრიალებენ, არაფერს იკლებენ. კაის სვავენ, კაის ჭამენ, კაის იცვამენ, კაი ოქროს სამკაულებიტა და ძვირადღირბეული საათებით უქადაგებენ სისულელეებს ონლაინზე. თავკაცები თვითონ არაფერს იკლებენ ხოლო სექტოს წევრებს ბევრ რამეს უკრძალავენ. არანაირი დღესასწაულები. დაბადების დღეს უკრძალავენ, ახალი წლის აღნიშვნას უკრძალავენ, სახელმწიფო ჰიმნის სიმღერას უკრძალავენ, სისხლის გადასხმას უკრძალავენ, სადღეგრძელოების თქმას უკძალავენ. მოხდენილი და თანამედროვე მოდის შარვლის ჩაცმასაც კი უკრძალავენ სექტის წევრებს. წვერის მოშვებას უკრძალავენ. ქელეხში წასვლას და ქელეხის გაკეთებას უკრძალავენ. ფეისბუკზე თავისუფლათ ვერ გამოაქვეყნებენ ვერაფერს, უკრძალავენ. ხუცესებს ორი და სამი ფეისბუკი აქვთ გახსნილი, უმეტესწილათ სურათიც არ უდევთ რო არ ამოიცნონ სექტის წევრებმა და მასე აკონტროლებენ სექტანტებს, რას დებენ ფეისბუკზე და რას არა. თუ ფრთხილი ან მშიშარა ხარ და ფეისბუკი არ გაქვს, უკეთეს მორწმუნეთ მიგიჩნევენ და შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც სექტაში.
ამერიკაში მჯდომი სექტის ეგ 8 თავკაცი იმდენ რამეს უკრძალავს სექტის წევრებს, მთელი დღე რო ვწერო ვერ ჩამოვწერ. სექტის წევრებს კი ჰგონიათ რო ღმერთს ემსახურებიან. ღმერთს კი არა, სექტის მმართველ 8 კაცისგან შემდგარ ღვთაებას ემსახურებიან ისე რო აზრზეც ვერ მოდიან. მოწმეების ღმერთი სინამდვილეში არი 8 იპოსტასიანი "ღმერთი" და არა იაჰვე ან იეჰოვა.
სისხლის გადასხმა არ დაგაჭირვოს ღმერთმა მარა თუ დაგჭირდა, სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნეფ სექტიდან გაგდების შიშით. მაგათი მიმართ არსბეული შიშის გამო ძულებით მოგიწევს სისხლის გადასხმაზე უარის თქმა და მაგ სექტის თავკაცების მოგონილი აკრძალვის გამო შეიძლება მოკვდე კიდეც. გინდა სიკვდილი? არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა უნდოდეს ვიღაც ჩასუქებული ამერიკელი სექტის თავკაცის მოგონილი სისულელის გამო სიცოცხლის დაკარგვა. დაფიქრდი სადა ყოფ თავს. შენ თავს დააზიანეფ მანდ გაწევრიანებით სხვას არა.
This post has been edited by დაისი on 8 Aug 2020, 12:49