Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58705448
· 18 Dec 2021, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(არტი-მარტის-ბარტყი @ 17 Dec 2021, 03:41 )
გეთანხმები მაგრამ რა ხდება მაშინ როცა შენი ინსტიქტები სწორედ შენი ნებაა? იცი? ფსიქოლოგიური მომენტია, შენ თუ არ მიიღებ შენს თავს მას ისე ვერ გააკონტროლებ ანუ ვერ გაიღვიძებ.
აი მაგალითად მუშაობ სადღაცას და გეზარება, ხელფასი დაბალი გაქვს, იქ მყოფი ხალხიც არ გევასება და იძუკებული ხარ მაინც იმუშაო რო უსაქმური არ დაგიძახონ. რაღაც დრო რომ გავა, აუციოებელად გააცნობიერებ რომ შენი ქმედება მათ შორის შიშიც კი არის მონობა. შენ ზვდები რომ მონა ხარ და მხოდ ერთ უფროსს კი არა, არამედ რამდენიმე რამეს ემონენი:
1. ემონები საზოგადოებას რომ უსაქმური არ გიწოდონ
2. ემონები საზოგადოებას, რომელიც საერთოდ არ მოგწონს , მაგრამ იძულებული ხარ მაინც უღიმო.
3 ემონები იფროსს, რათა ხელფასი არ დაგაკლოს.
4. ემონები სახელწმიფოს ხელფასს გაჭრისნ და შენი ფული გადასახადებში მიდის ძირითადად.
ანუ ყველასა და ყველაფერს ემონები საკუთარი თავის გარდა. ამ შემთხევვაში გამოსავალი არის ის თუ რა გინდა შენ. გი და ეს სამუშაო? გიღირს? იმას გაძლევს რაც შენ გინდა და იმდენს გაძლევს რაც შენ გინდა? არა? ხოდა გაეშვი.
* * *
აი ახლა მოვიყვან ძალიან ადამიანურ მაგალითს თავისუფალ ნებაზე.
დღეს შუადღისით ვწერ ერთ ბიჭს, ნუ ტიპმა შემჭამა გინდა თუა რა უბანი მითხარიო ნუ მოვიშორე როგორღაც და დავავიწყე.
მერე სურათი გამომიგზავნეო და აქ დაიწყო ჩვენი კამათი. ნე ვუხსნი რომ არ მინდა ამის გაკეთება, ის მიხსნის რო მერე რა ეს მხოლოდ 3 წამის საქმეა, მე ვუხსნი რომ სულ 1 წამის საქმეც რომ იყოს არ მინდა ამის გაკეთება და მაშასადამე არც გავაკეთებ. მერე რამის მორალი წამიკითზა ამ თემაზე და ჭკუის სწავლება დამიწყო ძალიან რთულად უყურებო ყველაფერსო, სერიოზულად უყურებო, ხუმრობები არ გესმისო და 1000 ჰაიჰუია როგორც იციან ხოლმე წუწუნი ბიჭებმა.
მე მარტივად გასაგებად ვხნსი თავისუფალ ნებას: თავისუფალი ნება არის თავისუფალი არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანში აბსულიტურად ყველაფერი იგულსიხმება: ხასიათიზ იუმროის გრძნობა, სიყავრულისა თუ აგრესიის გამოხატულება, რელიგიის (ან რწმენის) არჩევა. დავუჯეროთ თუ არა ლამარა ბიცოლას და ზოია დედიას, ვიყოთ თუ არა ხალხზე დამოკიდებულები. მოვცე თუ არა სხვებს იმის უფლება რომ ჩემს პირადში შემოიჭრან და თუნდაც ისეთ კითხვებზე მაიძულონ პასუხის გაცემა რაც არ მინდა და არც საჭიროდ მიმაჩნია.
ამ ბიჭმა მითხრა არც ისეთ განსაკუთრებილ რამეს არ გთხოვთ, მე კი ვიპასუხე ჩემთვის ჩემი ნება მნიშვნლოვანია-თქო და მანდ დავასრულე.
თავისუფალი ნება სხვათაშორის ასევე არის შენი სურვილის მანიფესტაცია სმყაროსთან, რომ მოითხოვო ის რაც გინდა მოხდეს შენს ცხორვებაში და ამისთვის იშრომო.
ცალცალკე მონიშვნა არ ვიცი ამიტომ ერთ პოსტში უპასუხებ და დავწერ ჩემს აზრს.
ზოგადად თავისუფლება შედგება რამდენიმე ნაწილისგან.
პირველი საკითხი. თავისუფლება სურვილებში და ინსტიქტებში. (ადამიანის ემოციური ნაწილი)
სურვილების და ინსტიქტების მართვა საკმაოდ ძნელია თუმცა ნაწილობრივ მართვა კარგი და სასიამოვნო. მაგ ჭამის ინსტიქთთან მქონდა გარკვეული დაპირისპირება. ბავშვობაში ძალიან გაჭირვებაში ვცხოვრობდი და როცა ვარჯიშიდან საღამოს დაღლილი და მშიერი მოვდიოდი სახლისკენ გზად კაფეების და სახაჭაპურეების გვერდით გავლა მიწევდა საიდანაც გემრიელი საჭმლის სუნი მოდიოდა და ვიტრინებზე დაწყობილი გემრიელობები იცქირებოდნენ. თუმცა მე ფული არ მქონდა რომ მეყიდა. ამიტომ ყოველი დღე იქ გავლა დიდი ტანჟვა იყო რომ გინდა და ვერ ჭამ და სხვები ჭამენ. ბოლოს ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე ეს ტანჟვა როგორმე მომეშორებინა თავიდან. მოკლედ ჩემი ბავშვური ჭკუით მოვიფიქრე მეთოდი როცა საჭმლებს გვერდზე გავუვლიდი წარმოვიდგენდი რომ ზედ საზიზღარი ჭიები დადიან და სხვა საშინელება და ამ მეთოდმა იმოქმედა ნერწყვი კი არა პირიქით ზიზღის გრძნობა და ფიქრი ამას როგორღა ჭამს ხალხი და კმაყოფილი გავივლიდი. ). როცა თინეიჯერობის ასაკს მივაღწიე სურვილი გამიჩნდა ამ შეზიზღების და თავისმოტყუების მეთოდზე უარი მეთქვა და უბრალოდ ნებისყოფის ძალით მეკონტროლებინა ეს ინსტიქტი. საბოლოოდ გამოვიდა ისე როგორც მინდოდა თუმცა როგორ მუშაობს მეც არ ვიცი. უბრალოდ რომ ვიტყვი ჩემს თავში რომ გარკვეული პერიოდი მაგ ხორცეულობა და ნამცხვრები არ უნდა ვჭამო რაც ყველაზე მეტად მიყვარს. სულ რომ საქორწინო სუფრაზე ვიყო ხინკლების და ნაპოლეონების ალყაში. არც სურვილი თუ ფიქრი მათი ჭამის არ მომდის და არც ვიზიზღებ როგორც ბავშვობაში. უბრალოდ არმინდა. ხოლო როცა ნებას მივცემ ჩემ თავს მერე ფიქრებიც მომდის და სურვილიც. რაღაც ონ ოფ რეჟიმივითაა. )
ამ მაგალითით იმის თქმა მინდა რომ თუ შენ თავს ცოტა გაავარჟიშებ და ნებისყოფას გააძლიერებ მეტნაკლებად ადვილია სურვილების და ინსტიქტების მართვა და უფრო თავისუფალი ხარ მათგან და თუ მაგ რამე მავნეში გაყავი თავი უფრო ადვილად დააღწევ თავს ვიდრე ისინი რომ ჰგონიათ მთელი დღე მარტო ის უნდა აკეთონ რასაც ინსტიქტები და სურვილები მოსთხოვენ იმ დღეს.
მეორე საკითხი თავისუფლება შენ თავში. (პიროვნებაში).
ზოგი ამბობს მე ესეთი ვარ და რა ვქნა რაც შეცდომაა და რასაც ძირითადად ზარმაცები და ზედაპირულები ამბობენ. სინამდვილეში შენ ხარ ის როგორადაც შენ თავს შექმნი და უნდა შეგეძლოს სხვადასხვა დროს ადამიანს შენ თავში მკვეთრი ცვლილებები, გადაწყობა გადმოწყობა, უკეთესობისკენ როცა საჭიროა.
როგორც სპორტ დარბაზში გოგო ბიჭები რომ დგანან და მიზანმიმართულად ვარჯიშობენ ზოგი გირებით ზოგი შტანგებით, ზოგს კარგი პრესი უნდა ზოგს მკლავზე კუნთები თუ თეძოებზე მიდიან დასახული მიზნისკენ და ისეთები ხდებიან როგორც თავიდან წარმოედგინათ შემდეგ შეიძლება სხვა რამე მოუნდეთ და აშ.. ასევე ადამიანს უნდა ყოველთვის შეეძლოს საკუთარი თავის გადაწყობა უკეთესობისკენ. ესეც თავისუფლების შემადგენელი ნაწილია.
მესამე საკითხი თავისუფლება აზროვნებაში და ინტელექტში.
არასწორია როცა ადამიანი ჯიუტი ბავშვივით არის და სულ მხოლოდ უნდა ის აკეთოს რაც თავად მოიფიქრა. ეს თავისუფლება კი არა დებილიზმია). სწორია და ნამდვილი თავისუფლებაა როცა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე საკუთარი აზრის გარდა სხვების აზრებიც შეგიძლია მოისმინო შემდეგ დაფიქრდე იმსჯელო გონებაში და რომელიც უფრო სწორ და საუკეთესო ვარიანტად მოგეჩვენება ის აირჩიო და ასე ყველა საკითხზე მსჯელობით და სხვადასხვა ვარიანტების განხილვით და ან კიდე ისე ბრმად კეთება ამან თქვა თუ მე ვთქვი. ესაა სწორედ თავისუფლება აზროვნებაში როცა არ ხარ შეზღუდული სხვადასხვა ჩარჩოებით თუ ავტორიტეტებით.
ეს აზროვნება პირველ რიგში უჭირთ ამპარტავნებს ანუ როცა ადამიანი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისაა მათ უჭირთ სხვისი აზრის გაზიარება რადგან ეს უკვე თავის დამცირება ჰგონიათ. ამიტომ თავისუფალი აზროვნების საფუძველი თავმდაბლობაა როცა შეგიძლია ნებისმიერი ადამიანის აზრი მიიღო თუ მსჯელობაში ის ჭკვიანური აღმოჩნდება გინდა ქუჩის ბომჟი იყოს თუ 5 წლის ბავშვი.
და აშ სწორ თავისუფლებაზე კიდე ბევრი შეიძლება ითქვას.
რაც შეეხება მაგ ამბავს. ეს ფსიქოლოგიის საკითხია ანუ ზოგადად კაცები ფიქრობენ რომ ქალი სუსტი ნებისყოფის და კაცზე ნაკლები ჭკუისაა. შესაბამისად როცა ბიჭს უნდა გოგო საკუთარ ჭკუაზე დაატრიალოს. პირველი მეთოდი ტვინი გაუბურღო ერთიდაიგივე საკითხზე ბევრჯერ გამეორებით და ბოლოს დაგითმობს. თუ ეს არ გამოდის მეორე მეთოდი ჭკუაში აჯობო და სხვადასხვა შემოვლითი გზებით მაგ ბევრი კომპლიმენტებით მოქრთამო და აიძულო შენს ნებას წამოყვეს ან პირიქით დააბულინგოსავით ანუ რომ გოგომ თავი იგრძნოს სხვადასხვა კომპლექსებით თუ შუა საუკუნეების პერიოდში მცხოვრებად და ლაპარაკის ეს თემატიკა უტრიალო მანამდე სანამ შენს ნებას არ დაჰყვება.
მოკლედ ბევრი მეთოდია და მაგ საუბრებშიც ერთერთი ეგ სცენარი იკითხება).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58706366
· 18 Dec 2021, 14:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(daviti35 @ 18 Dec 2021, 00:10 )

აბსულიტურად ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე. ხო ბოლო თემა უკვე დავამუღამე მანიპულაციის ეგ თემა. ბოლოს მეთვითონაც ისეთ ტოქსიკურ და მანიპულატორ ადამიანთანვვმეგობრობდი რო მთელი მისი სცენარი უკვე ზეპირად ვიცი და ვითვალისწინებ სხვა შემთხვევაშიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58707798
· 19 Dec 2021, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(არტი-მარტის-ბარტყი @ 18 Dec 2021, 14:21 )
აბსულიტურად ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე. ხო ბოლო თემა უკვე დავამუღამე მანიპულაციის ეგ თემა. ბოლოს მეთვითონაც ისეთ ტოქსიკურ და მანიპულატორ ადამიანთანვვმეგობრობდი რო მთელი მისი სცენარი უკვე ზეპირად ვიცი და ვითვალისწინებ სხვა შემთხვევაშიც.
ჩემი საყვარელი ცხოვრებისეული დევიზია. იყავით ბრძენი ვითარცა გველი და უმანკო ვითარცა მტრედიო. ამ ნათქვამს ღრმა შინაარსი აქვს თუმცა ეს სხვა თემაა.
ადამიანი უნდა ეცადოს იყოს დაკვირვებული და ყველა საკითხში გარკვეული მათ შორის ადამიანთა ურთიერთობებში. ამისთვის კარგია თუნდაც ფსიქოლოგია არა დროში მოძველებული ფროიდი და სხვა უაზრობა რაც წიგნებში წერია, არამედ როცა შენ თვითონ აკვირდები ადამიანებს, მათ ხასიათს, საქციელს სწავლობ მათ შეცდომებზე საბოლოო მიზანი კი რომ იყო დაცული ვერავინ მოგატყუოს და რამე ხიფათში ჩაგაგდოს. ასევე შეიძლება ამ ცოდნით სხვასაც დაეხმარო.
ფორუმი კარგია ამ კუთხით ათასი სხვადასხვა აზროვნების ადამიანი თავის შეხედულებებს ნაწილობრივ გულწრფელად წერს და ეს კარგი ინფორმაციაა იმის მისახვედრად როგორი ადამიანები როგორ აზროვნებენ. ასევე ცხოვრებაშიც სხვებზე დაკვირვებით ბევრი სარგებელია ამ კუთხით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58707847
· 19 Dec 2021, 03:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კი, გეთანხმები აბსულიტურად. სხვათაშორის ეგ აქვს კარგი სოციალურ ქსელს. აქ არავინ იპრანჭება და თუნდაც ყალბი ანგარიშებით წერენ გუკწრფელად, დასაც გრძნობენ და ფიქრობენ გარეთ კი სრულიად სხვები არიან. მერე უკვირთ ხოლმე რატო არის ამდენი გაბოროტებული ადამიანი ინტერნერშიო. ინტერნეტი პირიქით, გაჩვენებს სიმართლეს.
* * *
ურთიერთობებშიც იგივეს ვიტყვი. მეც დამკვირვებელი ვარ. ძირითადაც ჩუმად ვარ და ხალხის რეაქციებს და აზრებს ვაკვირდები. მერე ეს ყველაფერი უკვე იფილტრება და გონიერი ადამია ი ხვდე ი: ვისთან უნდა იმეგობრო, ვის ენდო, ვის არ ენდო და ა.შ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58712460
· 20 Dec 2021, 23:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(არტი-მარტის-ბარტყი @ 19 Dec 2021, 03:07 )
ურთიერთობებშიც იგივეს ვიტყვი. მეც დამკვირვებელი ვარ. ძირითადაც ჩუმად ვარ და ხალხის რეაქციებს და აზრებს ვაკვირდები. მერე ეს ყველაფერი უკვე იფილტრება და გონიერი ადამია ი ხვდე ი: ვისთან უნდა იმეგობრო, ვის ენდო, ვის არ ენდო და ა.შ
კარგია თუ ასეა.
ზოგადად მეტნაკლებად ყველა ადამიანი კარგია მიუხედავად იმისა რა ფიზიკური დაავადება აწუხებს ზოგს კუჭი, ზოგს გული, წნევა თუ სხვა. პიროვნულშიც ასეა. ყველა ადამიანს გარკვეული ნაკლი გააჩნია ხოლო როცა ადამიანი დაკვირვებულია და გარკვეული ფსიქოლოგიურ და პიროვნულ თემატიკაში გავს ექიმს რომელსაც შეუძლია მიახლოებით სწორი დიაგნოზი დაუსვას როგორც საკუთარ თავს ისევე იმათ ვინც ცხოვრებაში შეხვდება და მათში დანახული დაავადების ანუ ნაკლის შესაბამისად ააწყოს მათთან ურთიერთობა მაგ თუ ადამიანი ხარბია მას ბიზნესსს და ფინანსურ საქმეს არ ანდობ თუ მექალთანეა შენ ცოლს თუ ახლობელს. თუ შურიანია ეცდები არ მოუყვე თუ რამე კარგი მოგიხდა ცხოვრებაში რომ არ დაამწუხრო და გადაიმტერო. და აშ სწორი დიაგნოზი გიკარნახებს თუ იმ ადამიანთან როგორი ურთიერთობა ააწყო თან მისგან შეუმჩნევლად შეიძლება ეცადო გამოჯანმრთელებისკენ წაიყვანო.
თავისუფლებაც და ყველაფერი ესაა იცხოვრო ისე რომ არც სხვებს მიაყენო ზიანი და არც მათ მისცე უფლება. იდიალური ადამიანები მხოლოდ ზღაპრებშია. ან მილიონში ერთი.
ისეთი თემაა ზედმეტად სერიოზულ და ჩახლართული პოსტების წერის სურვილს უჩენს ადამიანს).
This post has been edited by
daviti35
on 20 Dec 2021, 23:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58712466
· 20 Dec 2021, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა იცი რა გითხრა, ადამიანსაც გააჩნია. ზოგს არ უნდა გაზრდა და მასთან ტოქსიკური ხდება ურთიერთობა. ნე კიდევ ტოქსიკურობას და არასტაბილურობას მირჩვენია რომ სტაბილურ და კარგ ურთიერთობაში ვიყო. ტოქსიკურში უკვე ვიყავი და მთლიანად გამომცალა მთელი ენერგია.
ხოდა ძალიან კარგი. მე overthinker ვარ და ძალიან მიყავრს ასეთ თემებზე საუბარი. ასეთი აზრები, ფიქრები და თემები მაგრძნობინებს რომ ვარსებობ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58712582
· 21 Dec 2021, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(არტი-მარტის-ბარტყი @ 20 Dec 2021, 23:31 )
ხოდა ძალიან კარგი. მე overthinker ვარ და ძალიან მიყავრს ასეთ თემებზე საუბარი. ასეთი აზრები, ფიქრები და თემები მაგრძნობინებს რომ ვარსებობ
კარგია ასეთი ფიქრები ხელს უწყობს ადამიანში ინტელექტის განვითარებას და წლების მანძილზე ამ ფიქრებით და დაკვირვებებით მიღებული ცოდნა ყველაფერში ადგება ადამიანს.
მე 18 წლიდან გამიტაცა ამ თემებზე ფიქრმა, რადგან სკოლაშიც არ მივლია დროის უქონლობის გამო . თავს სულ ძალიან უცოდინრად ვგრძნობდი. )
ეხლა კი კმაყოფილი ვარ ბევრ თემატიკაში საკმაოდ გავერკვიე )
უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო რომ ადამიანი არ ეცდაოს ყველაფერი თვითონ მოიფიქროს ასე შეიძლება გაგიჟდეს ), არამედ სწორი ანალიზის საფუძველზე სხვების ჭკვიანურ ნაფიქრს მიუმატოს საკუთარიც და მიიღოს კარგი სინთეზი.
ურთიერთობა კი ადამიანს ბევრთან უწევს ნათეასები მეგობრები, სამსახურის კოლეგები და არა მარტო შეყვარებული. შყვარებული გასაგებია ყველაზე უნაკლო უნდა იყოს.) ამიტომ იმ ხალხს ყველას თავისი "ნაკლი"აქვს და ამის მიხედვით როცა აწყობ ურთიერთობას მისი ნაკლი არცერთს არ აზიანებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58715782
· 22 Dec 2021, 03:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შეყვარებულზე ვერ დაგთანხმები. ყველა ადამიაქნს აქვს ნაკლი, მაგრამ როცა ურთიერთობაში შეხვალ და გუყაცრს ადამიანი, ცდილობ რომ მისთვის კომფორტული იყო და ამ სიყვარულის ძალით შენში იმ ნაკლოვანებებს ცვლი და იზრდები, მაგრამ შენ თუ ურთიერთობაში შეხვედი და შენი ნაკლებით და იმ ფაზაებით რაც ურთიერთობამ გაიარა ისევ იმ დონეზე დარჩი მაშინ გამოდის იმ ურთიერთობას შენთვის არაფერი მოუცია სა შენც ბევრი დაგიკარგავს.
მე მაგალითად ბოლო ურთიერთობებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა: პირველ რიგში ჩემი თავი შევიცანი, ჩემი ნელი და ნათელი მხარეებით. ჩემი შიშები, სიამოვნება, რაში ვარ ძლიერი, სუსტი, რა მაქვს სასწავლი, რა მაქვს გადასალახი და ა.შ ასევე შეყვარებულზე დაკვირებით ის ადამია იც შევისწავლე და მისი ხასიათებიდან გამომდიანრე იმ ადამიანის ტიპის მსგავსი ტიპებთანაც ბევრგან გამომადგა ეს ურთიერთობის ცოდნა. მე რომ იგივე დავრჩენილიყავი რაც მაქამდე ვიყავი, ძალიან შემრცხვებოდა ჩემი თავის.
მე ნამდვილად მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ცხოვრებაში მხვდება და მასწავლის. ცუდ გამოცდილებები კი ერთი მხრივ რთულია იმიტომ რომ ადამიანებს ნაკლებად ვენდობი და უფრო ეჭვიანი ვხდები, მაგრამ მამენტ გულუბრყვილობას სჯობს რო ცოტა უდნობლოვაც იცოდეს ადამიანმა და სხვებს დააკვირდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58720589
· 23 Dec 2021, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(არტი-მარტის-ბარტყი @ 22 Dec 2021, 03:52 )
მე ნამდვილად მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ცხოვრებაში მხვდება და მასწავლის. ცუდ გამოცდილებები კი ერთი მხრივ რთულია იმიტომ რომ ადამიანებს ნაკლებად ვენდობი და უფრო ეჭვიანი ვხდები, მაგრამ მამენტ გულუბრყვილობას სჯობს რო ცოტა უდნობლოვაც იცოდეს ადამიანმა და სხვებს დააკვირდეს.
შეყვარებულზე კი ძირითადად ქალები ეწყობიან კაცის ხასიეთზე და ჭკუაზე, თუმცა იდიალურია როცა ეს პროცესი ორმხრივია და თავისუფალი, როცა ორივე საკუთარი ნებით გადადის ერთმანეთის გემოვნებაზე. თუმცა ესეთი რამ იშვიათად ხდება.
უნდობლობას სხვანაირად სიფხიზლე ქვია სხვას კი არა საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო ბოლომდე უნდა ფხიზლად იყოს ადამიანი და შეამოწმოს საკუთარი თავი ყოველთვის თუ რამე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას აპირებს. სხვებთან მიმართებაში კი ეს სიფხიზლე იგივე უნდობლობა პრევენციაა იმის რომ არ გახდე მოტყუებული, გამოყენებული და მრავალ უბედურებაში გახვეული. ცხოვრებაში გარშემო ამის ბევრი მაგალითია.
სიფხიზლე კიდე კარგია ტვინი აქტიურად მუშაობს და ბევრ ინფორმაციას ამუშავებს და ზოგადად ეს პროცესი სასარგებლოა ტვინის კუნთებისთვის ახალი ნეიროქსელები და ადამიანი უფრო ჭკვიანი ხდება ვიდრე იყო. ) ერთია მხოლოდ გიჯები რომ არიან და ყველა ადამიანისგან ცუდი ელანდებათ ამ დონეზე არ უნდა მივიდეს ადამიანი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58724085
· 25 Dec 2021, 03:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰო, არა... მე მჯერა რო ყველა ადამიანში არის სინათლე და შესაძმებელია ამ სინაატკის აღმოჩენა თუ მოინდომებს და თუ დაეხმარებიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი სად იზრდება და როგორ საზოგადოებაში. თუ ისეთ სამყაროში იზრდება სადაც ჩაგრავენ და ამონებენ , ამას მონობის იქით არაფერი გაახსენდება. რომც დაინახოს სადმე ინტერნეტში გმირი ადამიანი ან თავისუფალი ზღაპარი ეგონება. ამიტომ სწავლა აუცილებელია, მუდმივი ცონდის გაღრმავება და სწორი აღზრდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58724171
· 25 Dec 2021, 09:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
უნდა ფხიზლად იყოს ადამიანი და შეამოწმოს საკუთარი თავი
შემოწმება რაღასთან ან ვიღაცასთან შედარებაა საქციელის.
შენ ვის ედრები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
არტი-მარტის-ბარტყი
მაძიებელი
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 226459
რეგისტრ.: 28-November 16
#58724420
· 25 Dec 2021, 12:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რელიგია თუ მაგია... ეს თემა რატო დატოვე? კარგად გავერთობოდთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58724572
· 25 Dec 2021, 13:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 25 Dec 2021, 09:12 )
daviti35
შემოწმება რაღასთან ან ვიღაცასთან შედარებაა საქციელის.
შენ ვის ედრები?
საინტერესო და რთული კითხვაა. ) მოკლე პასუხი სიბრძნეს და სინამდვილეს ანუ ჭეშმარიტებას.
ზარმაცები და ზედაპირულები კი ამბობენ რა არის ჭეშმარიტება ყველას თავისი ინდივიდუალური გაგება აქვს ამის და აშ. ზღაპრები. თუმცა სამყაროში ყველაფერი კონკრეტული და განსაზღვრულია.
გზა კი ასეა.
თავიდან როცა ადამიანი იბადება ყველა სუფთა დაფაა და იწყება მათ ტვინში გიგა და ტერაბაიტობით ინფორმაციის ჩაწერა მაგ ავიღოთ ასაკი1 დან 20 წლამდე პერიოდში. მშობლებისგან, ნათესავები, მეგობრები, ინტერნეტი ტელევიზია სკოლა და სხვა. 20 წლის ასაკში ადამიანს აქვს სხვადასხვა საკითხებზე თავისი შეხედულება ზოგი მშობლებისგან და სხვა ავტორიტეტებისგან ბრმად მიღებული ზოგიც მოფიქრებული თუ ფილმებში ნანახი.
20 წელია თუ ცოტა მეტი როცა ადამიანში თავისუფლების დონე უკვე მაღალია და აზროვნების უნარიც კარგი. ადამიანი იწყებს უკვე მანამდე მიღებული ყველა ინფორმაციის გაფილტვრას და ხელახლა გადამოწმებას რა სწორია და რა სისულელე. ამის საფუძველი კი არის იმის აღიარება საკუთარ თავში რომ მე ბევრი არაფერი ვიცი და კრიტიკული უნდობლობის გამოცხადება როგორც სხვების ისე საკუთარი თავის მიმართ. ანუ საკუთარი თავის გადაფორმატებას იწყებ და აფდეითს უკეთებ შენ თავში ჩაწერილ ვინდოუსს.)
პროცესი ცოტა რთულია რადგან ბევრ თავისუფალ დროს მოითხოვს ფიქრისთვის და თან ათასობით საკითხზე. თუმცა ამ პროცესში ტვინი და აზროვნება ვითარდება როგორც სკოლაშია თავინად 10მდე მიმატებას სწავლობ მერე გამრავლებას და ტვინიც ნელნელა უფრო სწრაფად და სიღრმისეულად უტარებს ანალიზს ინფორმაციას.
როცა მე ეს პროცესი დავასრულე გამიკვირდა რომ 70% მაინც შეხედულებების სისულელე იყო რაც მანამდე მეგონა რომ სწორედ ვიცოდი. შესაბამისად იქმნება უკვე გაფილტრული ბაზისი და საფუძველი მომდევნო წლებში მიღებული გაფილტრული ინფორმაციისა და დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ემატება და ხდები ყველა საკითხში უფრო გარკვეული.
აზროვნების მაგალითი კი ესეა მაგ 10 მცნება ზოგს რომ კითხავ რატოა ისინი სწორი მხოლოდ იმას იტყვის რომ ბიბლიაში წერია და ღმერთმა თქვა ასე სხვა არაფერს რაც არასწორია, ხოლო როცა ადამიანი ყველა მცნებას თავიდან კრიტიკულად შეხედავ დეტალურად გამოიკვლევ და განიხილავ გონებაში გაეცნობი სხვადასხვა ადამიანის განმარტებებს შეადარებ საკუთარ ფიქრებთან და ამ ანალიზის საფუძველზე მიხვდები თუ რატოა 10 ვე მცნება სწორი ეს სულ სხვა საქმეა. მაგ ადამიანის მოკვლა ცუდია ეს ელემენტარული მისახვედრია მერე მაგ სხვის ცოლთან ყოფნა რატოა ცუდი რა პროცესებს იწვევს ეს საქციელი იმ ოჯახზე იქ მყოფ ბავშვებზე და თავად შენზე. ხვდები რომ ეს ადამიანის (ქმრის) პიროვნულად ყველაზე დიდი შეურაწყოფის ფორმაა, რომ ბავშვებს უმახინჯებ ცხოვრებას და სხვა.
ანუ ასე სწავლობ ფიქრს აზროვნებას . იცი ცხოვრებაში რა გინდა რას აკეთებ და რატომ და ყველა საკითხზე გაქვს შეხედულება რომელიც გარკვეულ ანალიზს ეფუძნება და არა იმიტომ რომ მშობელმა, მამაომ თუ ვინმე ოქსფორდის პროფესორმა თქვა.
თავის კითხვაზე პასუხიც ესაა როცა გაქვს ასეთი ბაზისი შენთავში წლების მანძილზე შექმნილი ყოველთვის შეგიძლია შეადარო და გადაამოწმო. ასევე თუ რამე უფრო ჭკვიანური მოისმინე და გაიგე იმას დაუმატო და უფრო გაიღრმავო ცოდნა. ეს პროცესი არ მთავრდება, რომ თქვას ადამიანმა მე ყველაფერი ვიცი არამე წლებთან ერთად უფრო მეტს იგებ კიდე ზოგ საკითხში.
სხვა ცალკე თემაა იმის ცოდნა როდის მუშაობს ადამიანში გონება სწორედ თუ ცუდად მაგ თუ დალეული, მოწეული დაღლილი და სხვა ხარ ამ დროს მოფიქრებული თუ შეადარებ დასვენებული და თავი კარგად რომ მუშაობს იმ დროის აზრებს ხვდები რამხელა სხვაობაა კიდე სხვა ფაქტორებია მაგ ცუდი ცხოვრების წესი, და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა (აჩლუნგებს ტვინს და აზროვნებას ასევე.) როცა იცი ყველა ის ხელშემშლელი პირობაც უკვე ეს ნაწილობრივ გარანტიაა რომ სწორ დასკვნებზე იქნები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58725424
· 25 Dec 2021, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
თავიდან როცა ადამიანი იბადება ყველა სუფთა დაფაა
არ არის სუფთა,გენეტიკური წარსული მოყვება.
QUOTE
როცა მე ეს პროცესი დავასრულე გამიკვირდა რომ 70% მაინც შეხედულებების სისულელე იყო
რას შეადარე,როგორ დაადგინე სისულელე რომ იყო.
QUOTE
განიხილავ გონებაში გაეცნობი სხვადასხვა ადამიანის განმარტებებს შეადარებ საკუთარ ფიქრებთან
ეს კარგია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58725565
· 25 Dec 2021, 20:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 25 Dec 2021, 19:12 )
daviti35
QUOTE
თავიდან როცა ადამიანი იბადება ყველა სუფთა დაფაა
არ არის სუფთა,გენეტიკური წარსული მოყვება.
QUOTE
როცა მე ეს პროცესი დავასრულე გამიკვირდა რომ 70% მაინც შეხედულებების სისულელე იყო
რას შეადარე,როგორ დაადგინე სისულელე რომ იყო.
QUOTE
განიხილავ გონებაში გაეცნობი სხვადასხვა ადამიანის განმარტებებს შეადარებ საკუთარ ფიქრებთან
ეს კარგია.
ზოგადად სუფთა დაფაა. გენეტიკურ მემკვიდრეობას თუ არ ჩავთვლით გარეგნობის და სხვა ხოლო ვინც ამბობს მშობლის ცოდვა შვილზე გადადისო ეგეთ უაზრობა შეხედულებებს არ ვიზიარებ.
რას შევადარე და ის შეხედულებები რაც კონკრეტულ ასაკამდე მქონდა დაგროვილი დროებით გავყინე და თავიდან დავიწყე ანალიზის შედარების და გაფილტვრის საფუძველზე მათი შემოწმება ასევე ვნახე სხვადასხვა ადამიანების ნააზრევი ამ საკითხებზე და ახალი დასკვნები სულ სხვა გამოვიდა შესაბამისად ძველი წაშლას დაექვემდებარა. რადგან ძველი შეხედულებების უმეტესობა იყო ბრმად და უკრიტიკოდ მიღებული ზოგი ფილმებიდან სერიალებიდან და სხვა მასმედია სოციალური ქსელებიდან თუ ახლობელი ადამიანებისგან.
არასდროს დაუჯერო საკუთარ ტვინს და აზრებს ბოლომდე ესაა განვითარების საფუძველი იყავი კრიტიკული როგორც საკუთარი ისე სხვების შეხედულებების მიმართ და მხოლოდ შედარების და სხვა ანალიზის საფუძველზე მიიღე ისინი. თუ ასე იქცევი უფრო წინ წახვალ ხოლო თუ ადამიანი კმაყოფილია და უკრიტიკო საკუთარი აზროვნების მიმართ მერე იმიტოა ერთ ადგილზე გაყინული გადის წლები და ის სულ ერთიდაიგივეს ამბობს. პოლიტიკაშია ეს ხშირად მაგ შევარდნაძე ან მიშას თუ ბიძინას ფანი და აშ.
სხისი შხედულებების ნახვა და შედარება იმიტოა კარგი რომ ხვდები ბევრი შენზე ჭკვიანი ადამიანი დადის უბრალოდ სიჭკვიანე იმაშია რომ ყველა მათგან იღებ შენთვის სასარგებლო და სწორ შეხედულებებს და ქმნი უნიკალურ საკუთარ მოდელს რომელიც არის მერე ძირთადი საფუძველი და ორიენტირი ცხოვრებაში. ყველა ჭკვიანური ნათქვამია და დაწერილი ადამიანმა უნდა მოკრიბო ისინი როგორც ძვირფასი თვლები და შექმნა ერთი კარგი ცეპი მათგან).
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0376 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.