Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#58726753
· 26 Dec 2021, 12:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
ზოგადად სუფთა დაფაა. გენეტიკურ მემკვიდრეობას თუ არ ჩავთვლით გარეგნობის და სხვა ხოლო ვინც ამბობს მშობლის ცოდვა შვილზე გადადისო ეგეთ უაზრობა შეხედულებებს არ ვიზიარებ.
ნება თქვენია თუმცა არც წინაპრებს უნდა ვუწოდოთ სულელი რომლებმაც ანდაზებადაც დაგვიტოვეს ანდერძად ცოდნა და ამოსაკითხია მეორე მხარე, მაგალითად პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილები ... არც თაობებზე გარდამავალი ცოდვები დაგვავიწყდეს... ის აუცილებლად მუშაობს... კარგი დედმამისშვილი... დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე და არის კიდევ
თუ გნ3ბავთ ვიმსჯელოთ თუ გნებავთ არა მაგრამ სისულელეს ნუ უწოდებთ
სუფთა ფურცელი იბადება დიახ
მაგრამ ფურცელი შეიძლება სხვადასხვა მასალა იყოს ეს 3რთი
მეორე მისი აღზრდა და ამ ფურცელზე წერა უკვე ჩანასახიდანვე იწყება მუცლადყოფნისას როცა სამყარში გამორკვევა იწყება
დაბადებისას კი ის იწოვს იმ ენერგიებს რომელსაც დაატარებს მშობელი, განცდები და კითხვები გადადის ნაყოფში
This post has been edited by
ვეგა
on 26 Dec 2021, 12:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58727166
· 26 Dec 2021, 16:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ვეგა @ 26 Dec 2021, 12:58 )

ზოგადად ეს ანდაზა წერია ბიბლიაში და მოიგონეს ებრაელებმა ღმერთის დასაცინად რომ მამების ცოდვების გამო შვილებს სჯისო. მე სისულელეს ვეძახი ამას ხოლო ბიბლიაში მსგავსი ანდაზები ღვთის დაცინვად და შეურაწყოფად განიხილება. ამ ანდაზებზე ღმერთი თავად საყვედურობს ებრაელ ხალხს.
ერთი ადგილი სადაც ეს თემა ვრცლად წერია (ეზეკიელის 18 თავი) არის კიდე სხვა ადგილები სხვა წინასწარმეტყველებთან ცოტა სხვა ფორმულირებით ადრე რომ წავიკითხე ბიბლია იქიდან მახსოვს თუმცა ყველა ადგილები ზუსტად თავების მიხედვით არა მოძებნა უნდა.
ეს ნაწყვეტი მე18 თავიდან.
1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?
3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!
14. აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა.
15. არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,
16. არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,
17. ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
18. მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,
19. თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
თანამედროვე მაგალითიც შეიძლება ვთქვა მაგ პოლიტიკოსმა მიიტაცა ხალხის ფული კორუფციით და სხვა უსამართლო გზებით. თუ მისი შვილები კარგები და სამართლიანები არიან იტყვიან მამაჩვენმა ბევრი დანაშაული ჩაიდინა და ეს ფული ბოროტი გზით იშოვა ამიტომ ისინი ეცდებიან მამისგან მიღებული ქონება სიკეთეში დახარჯონ და ნაწილობრივ მაინც მოახდინონ კომპენსირება მამის დანაშაულის.
ხოლო ცუდი შვილები თავს მოიდებილებენ და იტყვიან რაში გვაინტერესებს მშობლებმა როგორ იშოვეს ფული ჩვენ ამ საქმესთან არაფერი გვაკავშირებს და დაიწყებენ იმ ფულით გულაობას ლოთობა ნარკოტიკები ქალები და აშ. ამ შემთხვევაში ისინი დამნაშავე არიან რომ ბოროტებით ნაშოვნი სისხლიანი ფულია და ეს ფაქტი დააიგნორეს და ცოტა სიკეთე მაინც არ გააკეთეს სანაცვლოდ და არ ქონდათ დანაშაულის განცდა იმ გაჭირვებული ხალხის მიმართ ვინც მისმა მამამ გაძარცვა და ცხოვრება დაუმახინჯა.
ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების მიხედვით ფასდება ღმერთთანაც და ხალხშიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#58727338
· 26 Dec 2021, 18:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(daviti35 @ 26 Dec 2021, 16:42 )

ჩვენ ხომ გვჭირდება მეცნიერული ანუ სტატისტიკური ბმა მაგ რეალობასთან, თქვენი პოზიციაც ხომ სწორედ ასეთია და აღნიშნავთ იმას რომ პარალელს ყოველთვის ავლებთ რეალობასთან
დიახ რეალურია ის რასაც ამბობთ მაგრამ მანდ სტატისტიკაზეა საუბარი ჯერ როგორც მშრალი ფაქტი ხოლო ზოგი მათ შორის რატომ არის ისეთი ეს ცალკე სტატისტიკიდანაა
მაგალითად ექიმი იწყებს ანამნეზს და რიგ შემთხვევაში კითხულობს მშობლების დაავადებებს
ეს ისახება ფიზიკურად
ახლა ავიღოთ სულიერი მომენტები, გინდაც ფსიქიური დაარქვით
საერთო ჯამში სული ინდივიდუალურია დიახ მაგრამ ის არის სიცოცხლის გაგძელება
მას ხვდება გარკვეული ჯვარი და ეს ხომ ინდივიდუალურია, სწორედ ამ ინდივიდუალურს ქმნის ის ერთობა რაც მას დახვდა... რაც მანამდე მოიტანა სასიცოცხლო ენერგიამ სანამ მას გადაეცემოდა... ხოლო იქიდან უკვე უწევს მოქმედება
ტვირთი ზოგს მძიმე ჰხვდება სტანდარტულზე
ზოგადად ესეთ მცნებაში შემოვიტანდი სამ წერტილს სადაც შუა სტანდარტია ხოლო დაცემა ან აღზევება ამ სტანდარტიდან კი ფაქტი
აი ამ ლოგიკით იკვეთება ის რასაც ვამბობ თორე ინდივიდუალურად უფალთან რომ წარსდგებიან ვინ სად მოხვდება ჩვენ არ ვუწყით
გარემო რომელშიც იზრდება ინდივიდი აფორმატებს მას
ეს აისახება ცხოველებშიც კი
მაგალითად გარეული ცხოველი პატარაობიდანვე თუ გაზარდე სახლში მას ველურ ბუნებაში ადაპტირება გაუჭირდება... რატომ? რადგან მასში ჩაიღვარა წარმოსახვა სამყაროზე რისგანაც განთავისუფლება შემდგომ არც ისე ადვილია
ანუ იმ თქვენს ნახსენებ თეთრ ფურცელზე პირველ ნაწერებს ანხორციელებს ენერგიები რომელიც მშობელში ბუდობს
ჩვენ ხომ მეცნიერებასთან სინთეზში ვცდილობთ, ფაქტები ადასტურებს აღმზრდელის როლს აღზრდილში
ეხლა მივუდგეთ სხვანაირად
დარცხვენილი მშობლის ლაქა გადადის შვილში რომელით რესოციალიზაციას განიცდის რის შემდგომაც სტატისტიკურად ხშირ შემთხვევაში ბავშვში ეს ნეგატიური ენერგიის გამომჟღავნებაში შეინიშნება
ძალიან ცუდი მაგალითია მაგრამ მშობლის გინება უზრდელობის გამო ესეც ოდითგან მოდის
დიახ უფალთან კარი ყველასთვის ღიაა... უბრალოდ იმ სუფთა ფურცელზე რომელიც დაიბადა ბევრი დაჯჟაპნეს და ამ ინდივიდს მეტის გამოსწორება მოუწევს სტანდარტულზე ამიტომ შანსიც მეტია შეცდომის თუმცა სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება ფენიოსიც იშვას რადგან მეტი მწარე ნახე სიტკბოებამდე და მან იცის გემოვნება
უფლის მოძღვრება ისაა რომ მის წინაშე ერთნი ვართ თუმცა ჯვრის სიმძიმე განსხვავებულია და რა დროს ბოროტდება ადამიანი კი გეცოდინებათ
როცა მატერიალური სამყაროს დიდებულებით გზრდიან უფრო მწირია შანსი ფურცელი გადაასწორო ვიდრე თავიდანვე სწორედ ჩადებული ფუნდამენტი
მე ვგონებ ენერგია მშობლებიდან გადადის შვილზე, შეიძლება ეს ბებია ან ბაბუა ან სულაც სხვა აღმზრდელი იყოს თუმცა ის გადასცემს მის მიერ აღქმული სამყაროს ნაწილს რომელიც ამ მეორე ადამიანზე მთელი ცხოვრება ახდენს გავლენას მეტნაკლებად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58727424
· 26 Dec 2021, 18:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ცოტა მარტივი და უბრალო განათლება მაქვს ამიტომ გაურბივარ საუბარს სადაც რთული გადასვლები და ჩახუჭუჭებული შეხედულებებია. ანუ ყველაფერში ვეძებ ისეთ ფორმას რომ აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს იყოს მარტივი,ლოგიკური და კონკრეტული. ამ ფორმატში ვიტყვი რომ გასაგებია ყველა ერთ პირობებში ვერ დაიბადება ზოგი სიმდიდრეში თუ სიღარიბეში და სხვადასხვა პირობებში იბადება, ესეც გასაგებია რომ ადამიანს მშბლებისგან მოყვება გენეტიკა, მისი გარეგნობა და აგებულება.
დანარჩენი ყველა ადამიანის ცოდვები და დანაშაული მისი საკუთრებაა და ის არ გადადის მამიდან შვილზე თუ სხვა. ეს წერია ძველ აღთქმაშიც და თავად ამბობს უფალიც. ხოლო ეს ანდაზები როგორც მანდვე წერია მოიგონეს ზოგმა ებრაელებმა რომ მათი ღმერთი რომელსაც არ უჯერებდნენ წარმოეჩინათ უსამართლოდ და ამით გადაეფარათ საკუთარი დანაშაულები. ასევე იქცეონდნენ ბერძნები როცა თავიანთ ღმერთებზე იგონებდნენ სხვადასხვა საშინელ ისტორიებს ერთი მიზეზით რომ როცა თვითონ ადამიანი ცუდს გააკეთებდა ამის გამო შინაგანი დისკომფორტი რომ მოეცილებინა წინ ყავდა ღმერთები რომლებიც ათასჯერ ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ ამიტომ დამშვიდებული და კმაყოფილი იყო. ასევე მეთოდია ხალხი ცუდისკენ წაახალისო როცა ეტყვი ნახე ჩვენი ბერძენი ღმერთები რას აკეთებენ დიდი ამბავი ცოტა შენც რამე ცუდი გააკეთოო. მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკებია რაც ძველმა ხალხმაც კარგად იცოდა. )
დანარჩენი როცა ადამიანი 20 წელს გადაცდება უკვე საკმაოდ დამოუკიდებელია და თავად აირჩიოს ცხოვრებაში რა უნდა ასე მეც ოჯახისწევრების გავლენით ათეისტი ვიყავი თან ცოტა აგრესიული და არცერთხელ ნამყოფი ეკლესიაში. თუმცა ერთხელაც როცა საკმაოდ დამოუკიდებელი გავხდი ვიფიქრე რაც მე ამდენი წლების მანძილზე ვისწავლე ხომ არ ნიშნავს რომ ისინი საყოველთაო ჭეშმარიტებაა. ამიტომ ყველა მანამდე მიღებული ცოდნა ეჭქვეშ დავაყენე და დავიწყე დეტალური ანალიზი და ხელახლა გადამოწმება, პარალელურად გავეცანი სხვადასხვა ჭკვიანი ხალხის აზრებს და მივხვდი რომ ადამიანი არაფრისგან თავისით შეიქმნა და მერე კიდე მაიმუნის და სხვა არსებებისგან ევოლუციურად განვიტარდა იყო არალოგიკური და 200 წლისწინანდელი ზღაპრები. შესაბამისად ათეიზმიდან გადავედი თეიზმში. სახლში ამის გამო თავიდან ბევრი დისკუსიები გვქონდა. თუმცა მე ჯიუტად და არგუმენტირებული დასაბუთებით ვიცავდი ჩემს შეხედულებებს. შემდეგ კი ისინი შეგუენ ჩემს პოზიციას და თავი დამანებეს ხოლო გარკვეული დროის მერე თვითონ გადმოვიდნენ ჩემს პოზიციებზე ისე რომ მე არაფერი მითქვია და გამიკვირდა კიდეც.
ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას იყოს სხვების გავლენის ქვეშ თუ იფიქროს ისე რაც სინამდვილეს შეესაბამება და ჯდება მარტივი ლოგიკის ფორმატში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58727551
· 26 Dec 2021, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
უნდა მოკრიბო ისინი როგორც ძვირფასი თვლები და შექმნა ერთი კარგი ცეპი მათგან
ეს ცეპი აუცილებლად რომელიმე რელიგიურ კონფესიამდე მიგიყვანს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58727668
· 26 Dec 2021, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 26 Dec 2021, 19:54 )
daviti35
QUOTE
უნდა მოკრიბო ისინი როგორც ძვირფასი თვლები და შექმნა ერთი კარგი ცეპი მათგან
ეს ცეპი აუცილებლად რომელიმე რელიგიურ კონფესიამდე მიგიყვანს.
რათქმაუნდა ქრისტიანობამდე. როგორც ერთია ღმერთი ისე ერთია ქრისტიანობა რომელიც სრულად იტევს ჭეშმარიტებას ხოლო სხვები ნაწილობრივ და ამ კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება იერარქიულ კიბეზე დააყენო ისინი. თუმცა აქაც პრინციპი იგივეა. უნდა იყო ქრისტიანი არა იმიტომ რომ აქ დაიბადე თუ სხვაგან არამედ უნდა ყველა მსოფლიო რელიგია გამოიკვლიო მათი სწავლებები მათი შიდა ქვე განშტოებები შეადარო ყველას სწავლებები ერთმანეთს მათი ისტორია და სხვა და მიხვალ იმ ერთადერთამდე სადაც სრულადაა გადმოცემული სინამდვილე და ჭეშმარიტება.
ყველა საკითხში ერთი გზაა ანალიზი, ლოგიკური თანხვედრა და სინამდვილე. როცა ასე იგებ მერე შეგიძლია თქვა კი არ მწამს არამედ უბრალოდ ვიცი. როგორც სხვა ნებისმიერი რამ ცხოვრებაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#58727762
· 26 Dec 2021, 21:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
კარგით რადგან ჩახუჭუჭებაში ვარ დადანაშაულებული გავამარტივოთ))
ვახსენეთ ზევით გენეტიკა აგებულება
რწმენა? მაგალითად მუსულმანური სახელმწიფოში მცხოვრები მუსულმანი ოჯახის შვილი როგორ ფიქრობთ რა რწმენის მატარებელი იქნება სტატისტიკურად 100 ადამიანიდან? ბევრი ხომ...
ასევე ხშირია ასე ვთქვათ უზნეობის გადაცემაც, ლოთს ლოთი ნარკომანს ნარკომანი, განა არ ხდება პირიქითაც მაგრამ მე შემთხვევების მაჩვენებელზე ვსაუბრობ
ნიჭებიც გადადის ხომ, მხატვრობაში, ფეხბურთში, მუსიკაში.... აშ აშ
ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს როგორც ამ სუფთა ფურცელზე ჩაწერისას მიღებული მონაწილეობა მათი
იმას რასაც თქვენ მარტივ ენას უწოდებთ სინამდვილეში ისიც სტატისტიკით უნდა დამოწმდეს რომ მაგალითად ბევრს ესმოდეს თუმცა შესაძლოა აქვე მოგროვდნენ ხალხი ვინც ვერ გაიგებს რას წერთ ანუ ვერ ამოიწუროს მათ კითხვაზე პასუხი, ჩემი სურვილიც გახლავთ რომ აზრი გადმოვცე და თან მარტივად თუმცა ხომ ხედავთ თქვენ მას ჩახუჭუჭებულს ეძახით, შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და გაიგოს რას ვწერ ამიტომ ესეც არა პირადულიდან განსასაზღვრი არამედ საერთო სურათიდან აღსაქმელია
This post has been edited by
ვეგა
on 26 Dec 2021, 21:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58729448
· 27 Dec 2021, 16:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
რათქმაუნდა ქრისტიანობამდე. როგორც ერთია ღმერთი ისე ერთია ქრისტიანობა რომელიც სრულად იტევს ჭეშმარიტებას ხოლო სხვები ნაწილობრივ და ამ კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება იერარქიულ კიბეზე დააყენო ისინი. თუმცა აქაც პრინციპი იგივეა. უნდა იყო ქრისტიანი არა იმიტომ რომ აქ დაიბადე თუ სხვაგან არამედ უნდა ყველა მსოფლიო რელიგია გამოიკვლიო მათი სწავლებები მათი შიდა ქვე განშტოებები შეადარო ყველას სწავლებები ერთმანეთს მათი ისტორია და სხვა და მიხვალ იმ ერთადერთამდე სადაც სრულადაა გადმოცემული სინამდვილე და ჭეშმარიტება.
ქრისტიანობაშიც განსხვავებებია და ამასაც გარკვევა უნდა
* * *
QUOTE
ყველა საკითხში ერთი გზაა ანალიზი, ლოგიკური თანხვედრა და სინამდვილე. როცა ასე იგებ მერე შეგიძლია თქვა კი არ მწამს არამედ უბრალოდ ვიცი. როგორც სხვა ნებისმიერი რამ ცხოვრებაში.
ასეთი გააზრებით ხდება რწმენა ძლიერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58735670
· 29 Dec 2021, 23:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ვეგა @ 26 Dec 2021, 21:27 )
daviti35
კარგით რადგან ჩახუჭუჭებაში ვარ დადანაშაულებული გავამარტივოთ))
ვახსენეთ ზევით გენეტიკა აგებულება
რწმენა? მაგალითად მუსულმანური სახელმწიფოში მცხოვრები მუსულმანი ოჯახის შვილი როგორ ფიქრობთ რა რწმენის მატარებელი იქნება სტატისტიკურად 100 ადამიანიდან? ბევრი ხომ...
ასევე ხშირია ასე ვთქვათ უზნეობის გადაცემაც, ლოთს ლოთი ნარკომანს ნარკომანი, განა არ ხდება პირიქითაც მაგრამ მე შემთხვევების მაჩვენებელზე ვსაუბრობ
ნიჭებიც გადადის ხომ, მხატვრობაში, ფეხბურთში, მუსიკაში.... აშ აშ
ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს როგორც ამ სუფთა ფურცელზე ჩაწერისას მიღებული მონაწილეობა მათი
იმას რასაც თქვენ მარტივ ენას უწოდებთ სინამდვილეში ისიც სტატისტიკით უნდა დამოწმდეს რომ მაგალითად ბევრს ესმოდეს თუმცა შესაძლოა აქვე მოგროვდნენ ხალხი ვინც ვერ გაიგებს რას წერთ ანუ ვერ ამოიწუროს მათ კითხვაზე პასუხი, ჩემი სურვილიც გახლავთ რომ აზრი გადმოვცე და თან მარტივად თუმცა ხომ ხედავთ თქვენ მას ჩახუჭუჭებულს ეძახით, შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და გაიგოს რას ვწერ ამიტომ ესეც არა პირადულიდან განსასაზღვრი არამედ საერთო სურათიდან აღსაქმელია
თქვენი შეხედულებები არ ვიცი ამიტომ ჩახუჭუჭება ზოგადად ვთქვი უყვარს ზოგს ბევრს რომ წერენ თუ ამბობენ და კონკრეტულს არაფერს განსაკუთრებით ფილოსოფოსებს.
ის საკითხი გასაგებია რომ ადამიანიში მისი მშობლისგან გადადის გარეგნობა და გარკვეული გენეტიკური წინა განწყობა დაავადებების თუ ცოტა მიდრეკილება რამე მავნე ჩვევისკენ.
დანარჩენი ცოდვები და სიკეთეები არა ეს მარტივად არის ახსნილი ღმერთის მიერ წინასწარმეტყველის პირით და ის ანდაზა სათანადოდ და სამართლიანად უფლის დაცინვად შერაცხული.
ნიჭები ძნელი სათქმელია მაგ ზოგჯერ მუსიკოს ან ფეხბურთელს შეიძლება შვილიც ნაწილობრივ იგივე პროფესიის ისიც ცოტა ნიჭიერი გამოუვიდეს თუმცა მართლა მასე რომ იყოს მაშინ პელეს და მესის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი შვილები უნდა ჰყავდეთ და კიდე სხვებს თავის სახეობებში.
ზოგადად წინაპრებმა თქვეს ესა თუ ის ანდაზა არაფერს ნიშნავს ასე ცხვრების დაკვლაც მოდის ხატობებზე ათასობით წელია რაც სავარაუდოდ მცხეთაში ჩამოსახლებული ებრაელებისგან გადაიღეს თუმცა არ ნიშნავს რომ სწორია.
საერთოდ ამ თეორიებს რომ ადამიანებში ცოდვები და სიკეთეები გადადის იყენებენ უფრო რელიგიური სექტები. თუ ამ საკითხს ძველი დროით მივყვებით ჯერ იყვნენ ებრაელები რომლებიც ძაან ამაყობდნენ რომ ჩვენ მოსეს შთამომავალი რჩეული ხალხი ვართო ხოლო უფალი სულ ამას საყვედურობდა ეგ არაფერს ნიშნავსო. კარგი ადგილია როცა ეუბნება უფალი მოსეს შთამომავლობაზე და ქვაზე.
შემდეგ 2-3 საუკუნეში იყვნენ გნოსტიკოსები ვინც ამ იდეებით ხალხს ეუბნებოდნენ რომ ისინი მემკვიდრეობით საღმრთო ნაპერწკლის და მსგავსი სწავლებები იყვნენ. ჩვენ დროს კი ამის მაგალითი მაგ საენტოლოგები და შტაინერისტები და აშ.
* * *
QUOTE
(temart @ 27 Dec 2021, 16:57 )
daviti35
QUOTE
რათქმაუნდა ქრისტიანობამდე. როგორც ერთია ღმერთი ისე ერთია ქრისტიანობა რომელიც სრულად იტევს ჭეშმარიტებას ხოლო სხვები ნაწილობრივ და ამ კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება იერარქიულ კიბეზე დააყენო ისინი. თუმცა აქაც პრინციპი იგივეა. უნდა იყო ქრისტიანი არა იმიტომ რომ აქ დაიბადე თუ სხვაგან არამედ უნდა ყველა მსოფლიო რელიგია გამოიკვლიო მათი სწავლებები მათი შიდა ქვე განშტოებები შეადარო ყველას სწავლებები ერთმანეთს მათი ისტორია და სხვა და მიხვალ იმ ერთადერთამდე სადაც სრულადაა გადმოცემული სინამდვილე და ჭეშმარიტება.
ქრისტიანობაშიც განსხვავებებია და ამასაც გარკვევა უნდა
სწორია და ამის გარკვევა არც ისე ძნელია. ანუ როცა ადამიანი გადალახავ პირველ საფეხურს ათეიზმიდან თეიზმისკენ რომ მიხვდები ეს გენიალური სამყარო თავისით ვერასდროს აეწყობა არამედ ვინმეს ინტელექტუალური და სხვა ჩარევითაა შექმნილი და იწყებ იმ ვინმეს ანუ ღმერთის ძებნას მეორე ეტაპზე გადიხარ ძიების ორ ეტაპს.
პირველ ეტაპზე ეცნობი ყველა რელიგიას ვინც რამეს ასწავლის ღმერთზე და ადარებ მათ სწავლებებს.
ხოლო მეორე ეტაპზე უფრო დეტალურად ჩადიხარ თითოეული ძირითადი რელიგიის ქვე დანაყოფებში მაგ ისლამი შიიტები, სუნიტები ვაჰაბიტები და სხვა იგებ რა არის მათ შორის განსხვავება ასევე ქრისტინობამდე როცა მიხვალ და მიხვდები იქაა ჭეშმარიტება სრულად გადმოცემული ასევე ჩადიხარ იმ განშტოებებში რაც არის კათოლიკები პროტესტანტები თავისი მრავალი განხრებით და ჩვენ შეადარებ ყველა შეხედულებებს და მიხვალ იმ ქრისტიანობამდე სადაც იდიალურად არის გადმოცემული ყველაფერი.
ეს გზა რომ გაიარო ცოტა თავისუფალი დრო გინდა და მისწრაფება ამ თემების კვლევისკენ და ღმერთიც ეხმარება რათქმაუნდა იმ ხალხს ვინც მართლა ეძებს ჭეშმარიტებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#58760884
· 9 Jan 2022, 12:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
საუბარი იმ ჭრილში მაქვს რომ მხოლოდ ჩანაწერებზე არ ვმახივლდებით, თავად როგორც ამბობთ შედარებებს ვახდენო და ამიტომ გამიჩნდა დისკუსიის სურვილი, შედარებებში კი იგულისხმება ის რეალობა რაც გვაქვს და ამ რეალობაში არსებული მიზეზშედეგობრიობა ხომ, ხოდა ეს თვალნათელიათქო და ამას სტატისტიკები მოწმობს მთელი რიგი, მე საკითხი სხვანაირად მინდა დავსვა: ის რომ გადადის და უდიდეს როლს თამაშობს ეს ცალსახაა, ახლად შექმნილ ფორმატზე გარემო ჩანაწერი ასრულებს უდიდეს როლს და სწორედ ამ ჩანაწერისგან განთავისუფლება არის გაღვიძების პირველი მცდელობა თორე ინერცია არის ძლიერი, ასე ვთქვათ დინება, და გიწევს ამ დინებაში ადაპტირება, რაც მეტი ინფორმაცია სწორი სახით მივა მით მეტი დახმარებაა ამ ცურვაში ადაპტირებისთვის... ეს არის იმ პირველი რეალობის ფაქტი როცა ვამბობ პაპის ნაჭამმაო, ხოლო მე არ ვამბობ რომ უძლურია ვერ დაძლიოს წინაღობა ინდივიდმა მაგრამ განსხვავებული პირობები ხვდებათ... ადამიანს ცოდნასთან ერთად ყველა იმ ჩამოთვლილის რასაც ამბობთ გამოსწორება შეეძლება... ეს იქნება მემკვიდრეობითი თუ სოციალური, აი ეხლავე ვხედავთ ექიმების რაღაც წინ სვლებს ხომ, გინდაც გარეგნულად შესაძლებელია უკვე ადამიანის გადაკეთებაც და ეს შესძლო ცოდნამ თუმცა მოცემულობა სხვა იყო რომელიც მოდიოდა წინაპრებიდან და გადადიოდა დნმ/რნმ ინფორმაციების სახით
ჩვენ შეგვიძლია შეცვლა ანუ მუხუდოს ოდენა რწმენა მთებს გადადგავს მაგრამ აი ის რომ წინაპარი არ მოქმედებს სხვადასხვა არის, წინაპარი მოქმედებს გინდაც ქრისტეს გენეოლოგიაში რომ მანდამაინც იმ შტოსგან ელოდნენ, ასევე მთელი ძველი ამბები ხომ სწორედ განაყარზეა კაენისა და აბელისა
ქრისტე ამბობს რომ შენ შეგიძლია ამაზე მაღლა დადგე, ჭეშმარიტისთვის შეგიძლია გასცე ყოველი და სიცოცხლეც კი თორემ არ მოქმედებსო როგორ როცა სწორედ იქნებ ეგ მოქმედებს სამყაროში და სწორედ რომ იყო გადაცდომები და იმ გადაცდომებმა თავისი რეალობა შექმნა და იმ შექმნილ რეალობაში საბოლოოდ იბადები ამისასაც ვიმკით))
იმედია ავხსენი
This post has been edited by
ვეგა
on 9 Jan 2022, 12:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58763138
· 10 Jan 2022, 02:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვეგა
ცხოვრებაში ესეა რომ სუპერ ფეხბურთელის შვილი არ გამოდის კარგი ფეხბურთელი. წმინდანის თუ გამოჩენილი ადამიანის შვილი ყველა შემთხვევაში არ გამოდის ასევე მამის მსგავსი გამოჩენილი და კარგი ვინმე ან ცოდვილი თუ მანიაკი დიქტატორის შვილი ყველა შემთხვევაში ცუდი.
ოჯახი, საზოგადოება თუ გარემო გარკვეულ პერიოდამდე ახდენს ადამიანზე გავლენას ხოლო როცა იგი სრულწლოვანი გახდება და სათანადო დამოუკიდებლობას და ჭკუას მიიღებს თავად წყვეტს უკვე რა გზას გაყვეს. ასეთი მაგალითები უამრავია ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში რომ მამა სულ სხვა ცხოვრების იყო და შვილები სულ სხვა. ხოლო ისეთი რომ ჯერ იყო მაგ ხულიო იგლესიასი და მერე შვილი ენრიკე რომელმაც კიდე უფრო აჯობა პოპულარობით მამას თითზე ჩამოსათვლელია.
შედარებების თემა მაშინაა როცა ადამიანი ძიების პროცესშია ხოლო როცა მივა ჭეშმარიტებამდე ანუ ქრისტიანობამდე იქ მერე დიდი შედარებები საჭირო აღარაა უბრალოდ უნდა იმ სწავლებების უფრო სიღრმეში შეიხედო. როგორც მათემატიკაში გამრავლების ტაბულა იდიალურად სწორია და ის ხდება შემდეგ საფუძველი მათემატიკურ სფეროში წინსვლის ასევე სახარებაც ხდება საფუძველი ყველა სულიერ საკითხებში გარკვევის.
უფალს კი დავითის სახლიდან იმიტომ ელოდნენ რომ ასე უნდა მომხდარიყო ისტორიულად ისრაელი განადგურდა დარჩა იუდეის სამეფო რომელიც დავითის სახლიდან იყო.
This post has been edited by
daviti35
on 10 Jan 2022, 02:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58763357
· 10 Jan 2022, 10:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
ეს გზა რომ გაიარო ცოტა თავისუფალი დრო გინდა და მისწრაფება ამ თემების კვლევისკენ
მგონი მისწრაფებაა მთავარი
QUOTE
და ღმერთიც ეხმარება რათქმაუნდა იმ ხალხს ვინც მართლა ეძებს ჭეშმარიტებას.
აუცილებლად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58766058
· 11 Jan 2022, 00:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 10 Jan 2022, 10:40 )
მგონი მისწრაფებაა მთავარი
მისწრაფებაც მთავარია თუმცა თუ ტვინიც არ გაამოძრავე ) საკუთარი თავით ფიქრი, ასევე სხვების ნათქვამი აზრების ანალიზი, ფილტრაცია, შედარება, ლოგიკური მიმდევრობა და ბევრი თავისუფალი დრო არის პროცესი რომელსაც მიყევხარ ლოგიკურად დასაბუთებულ პასუხებამდე.
ანუ ყველაფერი ერთად.)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58767046
· 11 Jan 2022, 13:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
მისწრაფებაც მთავარია თუმცა თუ ტვინიც არ გაამოძრავე
მისწრაფება სულიერი პროცესია მგონი,ტვინი კი ის ინფორმაციული მარაგია,რომელიც გვეხმარება დასკვნების გამოტანაში.
სამწუხაროდ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით რიგი ქვეყნები,მაგრამ თუ თუ მისწრაფება ძლიერია ესეც გადალახვადია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#58767699
· 11 Jan 2022, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
ცხოვრებაში ესეა რომ სუპერ ფეხბურთელის შვილი არ გამოდის კარგი ფეხბურთელი. წმინდანის თუ გამოჩენილი ადამიანის შვილი ყველა შემთხვევაში არ გამოდის ასევე მამის მსგავსი გამოჩენილი და კარგი ვინმე ან ცოდვილი თუ მანიაკი დიქტატორის შვილი ყველა შემთხვევაში ცუდი.
დიახ ცხადია ეს არ მუშაობს როგორც მაგალითად ჟიგულმა გამოუშვა 03 და მერე გააუმჯობესა და გამოუშვა ვარიანტი 07, ან ჯობს რო არც ვიცი მგონი 03 მაგარი მატორი ქონდა )))
)) აქ გასათვალისწინებელია რომ მშობელი ერთი არარის, ქრისტეს პასუხიც მახსოვს როცა ბრმადშობილზედ რომ ჰკითხეს უფალო ვინ შესცოდაო და არცა მისმა მშობლებმაო თუმცა მშობლებით არ განისაზღვრება ის სასუფეველში არამედ პირადად მისაზეა პასუხისმგებელი
ეხლა მე როგორ ვხედავ ამას მთლიან სურათში, სამყაროში რაღაცა რაღაცაზე ყოველთვის მოქმედებს პრინციპით აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა
ეხლა მიაქციეთ ყურადღება რას ვამბობ რომელიც წინა პოსტშიც დავწერე
როცა იბადება ადამიანი ის რაღაცნაირი ხომ უნდა იყოს)) ან მწვანე ან ლურჯი ან ათასფეხა ან უფეხო)) ანუ რაიმე ფორმა უნდა ჰქონდეს თუ ის არსებობს, სწორედ მშობლებიდან გადადის ის კონკრეტიკა რადგან ცხენს ეყოლება კვიცი და კატას კნუტი... ეს არის ის რაც თვალით ადვილად შესამჩნევია. ამ სხეულში ცოცხალი ორგანიზმია და ის გამოხატავს ემოციებს მისწრაფებებს და ა.შ. კაი დედმამის შვილიც ამიტომ იწოდება დადებითი პიროვნება ხოლო ცუდი მეორე მხარეა
მე ვფიქრობ რომ სწორედ იმ ადამიანისთვის ვინც ფიქრობს რომ ის დამკვირვებელია სწორედ მათთვის არის ძალიან ადვილად შესამჩნევი კავშირები ხასიათშიც და მიზნებშიც და ამას სტატისტიკებიც მოწმობს, მაგალითად გექნებათ გაგონილი რომ სეტიული მკვლელების უმრავლესობას "მძიმე ბავშვობა" ჰქონდა... და ზოგადად დაუფიქრდით მძიმე ბავშვობის ფენომენზე რომელიც მთელი ცხოვრება ახდენს პიროვნებაზე გავლენას და მთელი ცხოვრება მასთან ჭიდაობაშია, ასეთი მაგალითები მრავალია
ქრისტიანული მომ3ნტი კი მანდ ვფიქრობ არის ის რაც ფსიქოლოგიური მომენტი რომ "შენ შეძლებ"! შენ შეძლებ იყო უკეთესი ვიდრე დაგხვდა, შენ უნდა ააწყო თავი შენი და არა დასჯერდე ანაწყობს რომელიც წინაპრების წყობაა, მამიდან შვილში და ის კი თავის შვილში ღვრიდა ინფორმაციებს
რაიმე საინტერესოსავით თუ ჩანს თქვენთვის ჩემს ნაწერში გავაგრძელოთ აზრების გაცვლა, მიახლოვებით იგივესავით ამბობთ მაგრამ თან ამბობთ არ გადადის ცოდვა... ცოდვა რა არის? არასწორი ხომ რომ გავამარტივოთ, ხოდა ის არასწორებია ჩაყრილი ყველა ახალშობილში მეტნაკლებად რომელიც ასე ვთქვათ ჩვევად ყალიბდება ხშირად, ჩვევა კი გარკვეულწილად ინტუიტიურია ანუ მექანიკურად განმეორებადი
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0635 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.