Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58771511
· 12 Jan 2022, 21:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 11 Jan 2022, 13:13 )
daviti35
QUOTE
მისწრაფებაც მთავარია თუმცა თუ ტვინიც არ გაამოძრავე
მისწრაფება სულიერი პროცესია მგონი,ტვინი კი ის ინფორმაციული მარაგია,რომელიც გვეხმარება დასკვნების გამოტანაში.
სამწუხაროდ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით რიგი ქვეყნები,მაგრამ თუ თუ მისწრაფება ძლიერია ესეც გადალახვადია.
მე ცოტა სხვანაირად ვხედავ. მისწრაფება ეს არის უბრალოდ სურვილი ადამიანში და მისი სიძლიერე და სიმძაფრე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული შეუძლია მეტად უნდოდეს შეიძლება ნაკლებად.
ხოლო ტვინი მარტო ინფორმაციული მარაგი არ არის. ტვინს აქვს გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქციები რაცაა ანალიზის, შედარების თუ ახალის მოფიქრების, გამოგონების.
შეიძლება ტვინმა რამე საკითხზეარაფერი იცოდეს თუმცა თუ მოუნდა ადამიანს იმ საკითხში გარკვევა და ტვინი კარგად უმუშავებს შეიძლება თავდანვე უზუსტესი შეფასებები გააკეთოს გააჩნია საკითხის სირთულეს.
ანუ ტვინი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის მარაგი და სწორი დასკვნები ისეც შეიძლება გააკეთოს. რადგან ტვინს აქვს კვლევის დამხმარე მეთოდები ლოგიკური აზროვნება ,ანალიტიკური, გამორიცხვის შედარების და აშ მეთოდები ან უბრალოდ მიხვედრის .
* * *
ვეგა
იმაში გეთანხმებით რომ ერთი ადამიანიდან მეორეში გადადის გენეტიკური ინფორმაცია და სხვა.
თუმცა აქ საუბარი იყო კონკრეტულ საკითხზე და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა რომ მამის ჩადენილ ცოდვებს ღმერთი არ მოსთხოვს შვილს. ანუ აქ საუბარია ღმერთის კონკრეტულ მომქმედებაზე ორ ადამიანთან მიმართებაში რომლებიც ნათესაური კავშირით არიან ერთმანეთთან და ის ებრაელების ანდაზა იყო ღმერთის დაცინვა რადგან ღმერთი სამართლიანია და ასე არ იქცევა და ამის შესახებ თავად ამბობს წინასწარმეტყველის პირით და ამ ანდაზის მომგონებს და მთქმელებს რომ კარგი დღე არ დაადგებოდათ პირად სამსჯავროზე ეგეც ვიცი).
დანარჩენი ადამიანი არის თავისუფალი მოქმედებაში და სრულწლოვანი რომ გახდება და ჭკუაში ჩავარდება შეუძლია ნებისმიერი ნეგატიურისგან განთავისუფლდეს რაც ბავშვობაში მოუხდა თუ ნათესაობისგან დაჰყვა. უბრალოდ უმეტესობა ადამიანი ირჩევს მიყვეს ცხოვრების დინებას როგორც თევზი წყალში და საკუტარ თავის შესწავლაზე თუ მაღალ მატერიებზე ფიქრი დროის დაკარგვად მიაჩნია ურჩევნია ძირითადად ყოველდღიურ საქმეებზე იფიქროს ჭამა-სმა გართობა, სამსახური. )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#58771915
· 12 Jan 2022, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
ანუ ტვინი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის მარაგი და სწორი დასკვნები ისეც შეიძლება გააკეთოს. რადგან ტვინს აქვს კვლევის დამხმარე მეთოდები ლოგიკური აზროვნება ,ანალიტიკური, გამორიცხვის შედარების და აშ მეთოდები ან უბრალოდ მიხვედრის .
ვფიქრობ სულიერებას გამოაქვს დასკვნები,რამეთუ ერთი და იგივე ინფორმაციულ მარაგზე სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა დასკვნები გამოაქვთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
isuki
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
isuki
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 152
წევრი No.: 265101
რეგისტრ.: 10-January 22
#58773134
· 13 Jan 2022, 12:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა არის თავისუფალი ნება? თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება? თავისუფლად ვერ აკეთებს ადამიანი არჩევანს მთელი რიგი გარემოებები ახდენენ გავლენას და ზოგჯერ წნეხავენ მის არჩევანს. თავისუფალი არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ თავისუფალ გარემოში. როცა ხდება ადამიანის დაშინება, დაძალება, ესე თუ არ იზავ ასე მოგივა ქვაბში ჩაგაგდებენ, დაგწვავენ და ა.შ ეგ აღარაა თავისუფალი არჩევანი. ან რავი, რა თავისუფალი ნება და არჩევანი. იმასაც ვერ ვირჩევთ რა სქესად დავდადებულიყავით, რომელ ქვეყანაში და საერთოდ დავბადებულიყავით თუ არა. საერთოდ მინდოდა რაიმე არჩევნის წინ დგომა? ვინმე აყენებს ადამიანს საქმის კურსში რომ შენ ასე და ასე გელოდება? და გინდა, გაწყობს შენ ამ რაღაცებიის წინაშე დგომა?არა ხო? ჰოდა მანდ დასრულდა თავისუფალი არჩევანი და ნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#58775359
· 14 Jan 2022, 01:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
isuki
QUOTE
რა არის თავისუფალი ნება? თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება? თავისუფლად ვერ აკეთებს ადამიანი არჩევანს მთელი რიგი გარემოებები ახდენენ გავლენას და ზოგჯერ წნეხავენ მის არჩევანს.
დიახ არჩევანის თავისუფლება აქვს ადამიანს მინიჭებული, მაგრამ მას გარემოს ზემოქმედებები უშლიან ხელს... და ამიტომ ის არჩვანი აღარ გამოდის თავისუფალი...
ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანმა მიმართოს თავისი ყურადღება იმ ხელშემშლელ გარემოებებზე ანუ მოტივებზე, რომლებიც მას ხელს უშლიან თავისუფალ არჩევანის გაკეთებაში...
ანუ ეს ნიშნავს რომ მან უნდა საკუთარ თავში ჩაიხედოს და იმ აზრებს დააკვირდეს რომლებიც ამა თუ იმ მოტივებზეა დამოკიდებული, ამ დამოკიდებულების დანახვისთანავე ადამიანი
თავისუფლდება ამ დამოკიდებულებისგან და არჩევანს უფრო სწორს აკეთებს ვიდრე არ ცოდნისას იმ გარემოებების ანუ მოტივების შესახებ, რომლებიც აიძულებდენ რაიმე არჩევანს...
არის კარგი ლიტერატურაც, წიგნი რომელიც სწორედ ამ თავისუფლებას ეხება...
"თავისუფლების ფილოსოფია"...
ხოლო რაც შეეხება თავისუფალ ნებას, ეს იმ არჩევანის თავისუფლებიდან გამომდინარეობს, მთლად თავისუფალია ნება, რომელსაც ისე მივმართავთ, რომ
სხვა ადამიანის ნებას არ ვზღუდავთ, ანუ საკუთარი თავისკენ მიმართვაა საჭირო ამ ნებისა, რომლის მეშვეობითაც დავაკვირდებით საკუთარ აზრებს და
მასში გამოწვეულ ცვლილებებს, სხვადასხვა მოტივებიდან გამომდინარე... ასე ხდება ადამიანი დამკვირვებელი თავისი თავისუფალი ნებით...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58780471
· 15 Jan 2022, 23:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temart @ 12 Jan 2022, 23:03 )
ვფიქრობ სულიერებას გამოაქვს დასკვნები,რამეთუ ერთი და იგივე ინფორმაციულ მარაგზე სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა დასკვნები გამოაქვთ.
ზოგადად დასკვნების გამოტანა არაფერს ნიშნავს თუ ის დასკვნები ცხოვრებაში არ გამოიყენე პირველ რიგში აქ თუ ვიგულისხმებთ სწორ ზნეობრივ ცხოვრებას. შეიძლება ეშმაკსაც და წმინდანმაც ერთნაირად იცოდნენ სწორი დასკვნები და ჭეშმარიტება ხოლო ერთს სძულდეს მეორეს უყვარდეს.
გააჩნია საკითხის სირთულეს მაგ მცნებების თემატიკა რომ არ უნდა მოკლა გაძარცვო სხვის ცოლს ეცე და მსგავსი ელემენტარულია და დიდ გონებრივ შესაძლებლობებს არ მოითხოვს.)
თუმცა ზოგი თავს იდებილებს ვითომ ვერ ხვდება რომ ცუდი გააკეთა. ამიტომ ზოგის დასკვნები უბრალოდ განპირობებულია იმით რომ არ აწყობს და სხვა რეალობა სურს. მაგ ზოგი ათეისტია მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრებაში ბევრ ცუდს აკეთებს მაგ ვინმე ნარკობარონი და ღმერთის არსებობა თუნდაც ქრისტიანული მოძღვრებით კატეგორიულად მიუღებელ რადგან იცის რომ იმ რეალობაში რაც ელის.
ბევრი ფაქტორი მოქმედებს ადამიანის აზროვნებაზე და მის დასკვნებზე.
ზოგი კი მართლა ვერ ხვდება უფრო ისენი ნარკო და სხვა მავნეთი ტვინს და ფსიქო-ემოციურ შიდა პიროვნებას რომ აზიანებენ და მერე ნევროზი დეპრესია, ტვინის ცუდი მუშაობა და ასეთ პირობებში ძნელია უკვე ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58780590
· 15 Jan 2022, 23:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია ჰქონდეს რაიმე ნება. ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს მასში როგორც მისი სახეობის ერთერთ წარმომადგენელში, თანდაყოლილი ბიოლოგიურ საჭიროებების დაკმაყოფილების მისაღწევად. ადამიანი არის სოციუმის წევრი და ნებისმიერი მისი ქცევა განპირობებულია ამ სოციუმში საარსებოდ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოვიყვანთ ადამიანის ქცევისა რომელშიც შეიძლება დავინახოთ ეს თავისუფალი ნება. იტყვიან რომ.გიჟი თავისუფალიაო, რაც გარკვეულწილად სიმართლეს ჰგავს რადგანაც მისი ქცევები არ არის ადეკვატური სოციუმში დადგენილი ქცევის წესებთან მიმართ და ბიოლოგიური საჭიროებების დაკმაყობილებაც ცოტა არეული აქვს რადგანაც ის მოქმედებს ორ სამყაროში, რეალურსა და ჰალუცინირებულში.
არავინ იქცევა ისე როგორ იქცევა, იმიტომ რომ ნებავს ასე მოქცევა, ყველანი ვიქცევით ისე როგორც ვიქცევით იმიტომ რომ იძულებულნი ვართ ისე მოვიქცეთ როგორც ვიქცევით, თუმცა ეს იძულება კულტურის მიერ არის შეფუთული ე.წ. ნებით.
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58783744
· 17 Jan 2022, 01:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heracles12 @ 15 Jan 2022, 23:30 )
ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია ჰქონდეს რაიმე ნება. ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს მასში როგორც მისი სახეობის ერთერთ წარმომადგენელში, თანდაყოლილი ბიოლოგიურ საჭიროებების დაკმაყოფილების მისაღწევად. ადამიანი არის სოციუმის წევრი და ნებისმიერი მისი ქცევა განპირობებულია ამ სოციუმში საარსებოდ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოვიყვანთ ადამიანის ქცევისა რომელშიც შეიძლება დავინახოთ ეს თავისუფალი ნება.
ადამიანების ცხოვრება ფიზიკა ან მათემატიკა რომ იყოს მაშინ შეიძლებოდა ისეთი ფორმულების მოფიქრება რომელიც ყველა ადამიანს მოერგებოდა და მათ ქცევას ახსნიდა.
ხოლო ასე ზოგადი მსჯელობები არაფერს ნიშნავს კონკრეტიკის გარეშე.
თუმცა ეს საკუთარ მაგალითზეც ვიცი რომ არასწორია რადგან რაც 20 წლის ასაკს გადავაბიჯე ჩემი ერთერთი სასიამოვნო გართობა იყო ოჯახის საზოგადოები, მსოფლიო მოდის თუ პირადი სურვილების და ინსტიქტების საწინააღმდეგოდ საპირისპირო მეკეთებინა. როგორც აკეთებენ ზოგ რამეს ბუდისტები. რომ ჩემ თავში ამაყად მეთქვა რომ მე ვაკონტროლებ ჩემ ინსტიქტებს სურვილებს და არა პირიქით და ჩემს ჭკუაზე დავდივარ და არა საზოგადოების თავსმოხვეული თუ ახლო მეგობრების აზრებით კიდე. )
გიჟის კვალიფიკაციას კი ვერ მივცემ ამის გამო თავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58788765
· 18 Jan 2022, 21:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ადამიანების ცხოვრება ფიზიკა ან მათემატიკა რომ იყოს მაშინ შეიძლებოდა ისეთი ფორმულების მოფიქრება რომელიც ყველა ადამიანს მოერგებოდა და მათ ქცევას ახსნიდა.
ხოლო ასე ზოგადი მსჯელობები არაფერს ნიშნავს კონკრეტიკის გარეშე.
თუმცა ეს საკუთარ მაგალითზეც ვიცი რომ არასწორია რადგან რაც 20 წლის ასაკს გადავაბიჯე ჩემი ერთერთი სასიამოვნო გართობა იყო ოჯახის საზოგადოები, მსოფლიო მოდის თუ პირადი სურვილების და ინსტიქტების საწინააღმდეგოდ საპირისპირო მეკეთებინა.
რატომ გგონია რომ მათემატიკა არ არის შენი ცხოვრება და არის რაღაცა სხვა, ოღონდ არ ვიცი რას უწოდებ მას. განა შენი ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი არ არის? ერთხელ დაგებულ რელსებზე მიგორავს ადამიანი, ამ რელსების დალაგება კი ბავშვობიდან მიმდინარეობს, გწვრთნიან იმისთვის რომ სოციუმის წევრი გახდა, ათასგზის გიმეორებენ ერთიდაიგივეს რომ დაიმახსოვრო, გვეუბნებიან რა არის კარგი და რა არის ცუდი და ჩვენც შემდგომ ამას ვიმეორებთ. მერე რომ გაიზრდები გგონია რომ საკუთარი აზრი გაგაჩნია და რაღაცას განსხვავებულს და საინტერესოს აკეთებ თუმცა ეს იგივეა რასაც შენი წინაპრები აკეთებდნენ - ჭამა, სმა, სოციალურ იერარქიაში მაღალი ადგილის დაკავებისთვის ბრძოლა, შემდგომ გამრავლება და საკუთარი შვილების წვრთნა და ა.შ. ერთი სიტყვით მთელი ბავშვობა ამ შაბლონების (რელსების) აწყობას ეძღვნება, რომლითაც შემდეგ ხელმძღვანელობ მთელი ცხოვრების მანძილზე.
მშობლების წინააღმდეგ სვლას რასაც ეძახი ესეც ერთგვარი სწავლის პროცესია, კომფორტი რომელიც თანამედროვე ცივილიზაციამ მოიტანა, მოდას აყოლა, გარკვეულწილად გამოხატულება საკუთარი "მე"-სი, 500 წლის წინ და 200 წლის წინათაც მშობლების "წინააღმდეგ" წასვლა სიკვდილის ტოლფასი იყო, რადგანაც შიმშილით სიკვდილის გარანტია იყო თუ რაიმე ცხოველი არ შეჭამდა ან ვინმე მონად არ წაგიყვანდა. ინსტინქტების წინააღმდეგ რომ წავსულიყავი ახლა ცოცხალი არ იქნებოდი.
QUOTE
როგორც აკეთებენ ზოგ რამეს ბუდისტები. რომ ჩემ თავში ამაყად მეთქვა რომ მე ვაკონტროლებ ჩემ ინსტიქტებს სურვილებს და არა პირიქით და ჩემს ჭკუაზე დავდივარ და არა საზოგადოების თავსმოხვეული თუ ახლო მეგობრების აზრებით კიდე. )
მოდას არ ხარ აყოლილი? არ მითხრა რომ ცხოველის ბეწვებში გახვეული კომბლით ხელში დარბიხარ ქალაქში ნეანდერტალელივით, ავტოსანტრასპორტო საშუალებებით არ სარგებლობ, ტყეში ხეზე ან გამოქვაბულში ცხოვრობ, ნადირობით ირჩენ თავს და ნახევრად უმ ხორცს მიირთმევ და ა.შ. რა თქმა უნდა ამას ვერ დავიჯერებ, დარწმუნებული ვარ თანამედროვედ გაცვია და არა მეჩვიდმეტე საუკუნის ტანსაცმელი, მოძრაობ ავტოტრანსპორტით, იყენებ ტელეფონს და სხვა თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებს (საფოსტო მტრედს არა), ჩერდები წითელზე და მოძრაობ მწვანეზე, იყენებ სიტყვებს - "გმადლობთ", "გთხოვთ" და ა.შ. მოკლედ მოძრაობ იმ წესების და კანონების დაცვით, რომელიც გასწავლეს და თავს მოგახვიეს და გიკვირს თუ ვინმე არღვევს ამ წესებს, მაგ: თუ ვინმე წითელზე მოძრაობს, ან ყვირილით და გინებით მიდის ქუჩაში და ა.შ.
ახლო მეგობრის აზრებსაც ითვალისწინებ, თუ მათი აზრები არ გაითვალისწინე მაშინ მათთან ურთიერთობა არ გექნება და დარჩები მარტო, მაგათთანაც გარკვეული წესების დაცვით ურთიერთობ რომლის დარღვევაც ცუდი კაცის იარლიყს მოგაწებებს და ამიტომაც მონდომებით ურთიერთობ ამ წესების დაცვით.
* * *
ასე რომ შენი ქცევა საზოგადოებისგან მუდმივი წნეხის და კონტროლის ქვეშაა და მასში მოქმედება სწორედ იმ წესების და ნორმების დაცვით მოგეთხოვება, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ - პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ბანკის თუ სხვა ოფისის თანამშრომელი, კრიმინალი თუ ხელოვანი, უსაქმური თუ ხარ იქაც იმ წესებს ემორჩილები რომელიც უსაქმურებისთვის არის დაწესებული ამ წესების დარღვევას იმ სოციუმიდან გარიყვა მოსდევს რომელსაც მიეკუთვნები და ამიტომაც მონდომებით იცავ წესებს მიუხედავად იმისა შენ რას ფიქრობ შენს ქცევებზე.
* * *
ილუზიაა თავისუფალი ნება, ერთგვარი გრიმი რომელსაც ყველა სიამოვნებით იკეთებს საკუთარი ცხოველობის დასამალავად.
This post has been edited by
Heracles12
on 18 Jan 2022, 21:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jezzi
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
jezzi
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 291
წევრი No.: 264052
რეგისტრ.: 6-October 21
#58792099
· 19 Jan 2022, 22:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://www.imdb.com/title/tt1173494/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვუნდერკინდი
იოდა
ჯგუფი: Members
ვუნდერკინდი
იოდა
ჯგუფი: Members
წერილები: 4875
წევრი No.: 117229
რეგისტრ.: 17-June 10
#58792335
· 19 Jan 2022, 23:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თვითიდენტიფიკაცია და კონტროლი არის ორი ყველაზე დიდი ილუზია სამყაროში. self-awareness არის არსებობის ერთადერთი წყარო. ადამიანთა მოდგმა მხოლოდ მაშინ გადარჩება როცა მთლიანად ადამიანთა მოდგმას გაუჩნდება თვითშეგნება და თვითგადარჩენის უნარი. არ არსებობს ბატონი და მონა რადგან არ არსებობს კონტროლი ერთისგან მეორეს მიერ. ინდივიდის ცხოველად ქცევა მხოლოდ მის შეუგნებლობაზე უსვამს ხაზს.
როცა ტვინი თვითშეგნებას ახერხებს და ღმერთს ამარცხებს(ხვდება რომ ყოველთვის თვითონ იყო ღმერთი), ვარდება კატასტროფულ დეპრესიაში რადგან ხვდება რომ სიკვდილისთვის არის განწირული. თუმცა თვითშეგნება და self-interest არის სიცოცხლის დასაწყისი. ავტონომია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს როცა ის თავის უგუნურებას სამყაროს მიმართ უარყოფს და კატეგორიულ უარს ამბობს მასთან შეერთებაზე და სიკვდილზე. მაგრამ პარადოქსულად ადამიანი მარტო იმიტომ არის ადამიანი და არა გაყინული მკვდარი ღმერთი რომ ის აღიარებს როგორც სიცოცხლეს ისე სიკვდილს და სამყაროს დისბალანსს როგორც სილამაზეს ისე უყურებს.
სანამ უკვდავების წყარო არ იარსებებს, ინდივიდი განწირულია სიკვდილისთვის. მას აქვს მხოლოდ ის არჩევანის უნარი, რომ აირჩიოს რა გადაარჩინოს სიკვდილის მერე. ნამდვილი ღმერთი არის სწორედ ის კონტროლი რაც შენ გაქვს რომ აირჩიო სწორედ რას შეუერთდები სიკვდილის დროს. მაგრამ როცა უკვდავებას გამოიგონებენ აი მანდ დაგვენძრევა ყველას, რადგან მერე გაჩნდება ნამდვილი ადამიანი ღმერთი რომელსაც ვერ დავამარცხებთ და ყველაფერს შეჭამს.
გაქცევა არის სიცოცხლე და თავისუფლება. სიკვდილისგან გაქცევა. ადამიანის მთავარი ოცნება არის მისი ავტონომიის უკვდავება. თუმცა რაც უფრო შორს გაიქცევი, უფრო და უფრო მიხვდები გაქცევის ავტონომიის ამაოებას. ბოლომდე დაცარიელება არის სიცოცხლის უკვდავება მაგრამ ამ დროს სიცოცხლე უბრალო ქანდაკება ხდება.
გენდერულ აღქმაზეც რო დავწერო. კაცის ეგოს დრაივი არის კატეგორიული უარყოფა სიკვდილის. ის არის თვითონ სიკვდილად მოვლენილი როგორც რობოტი რომლის ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენაა. მაგრამ ქალის დრაივი არის სიკვდილის და სიცოცხლის მარადიულობა. სწორედ ქალი ახერხებს განაიარაღოს მკვლელი ეგო როგორც რეალურობაში ისე გენეტიკაში და აღზრდაში. ეგოს გაქცევა და მთლიანად ხვლიკის ტვინით აზროვნება არის ეგოს გაღმერთება და საკუთარი სიკვდილის ბოლომდე დამარცხება. ყველაზე საშიში მომენტი შენთვის არის იმ lizard brain-ის თვითშეგნება რაც გაქ და ამ დროს გებადება კატეგორიული შიში ყველაფრის მიმართ სამყაროში, მარა ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის იმიტომ რომ მართალი ხარ. გეშინოდეს საკუთარი თავის რომ არ გადაიქცე ფსიქოპატად, უფრო სწორად გეშინოდეს ეს თვითშეგნება სხვასაც არ გაუჩნდეს ტვინში, თორე ამ დროს დაიღუპება სამყაროც და ყველაფერიც. არ მომკლა და არ მოგკლავ, მხოლოდ ეს აზრი არის ადამიანთა ევოლუცია, რადგან ერთი ტვინი ვერ მოახერხებს მარადიულად ცხოვრებას. როგორც სული არის უჯრედების ერთობა და თვითგრძნობადობა, ისე არსებობს ადამიანთა მოდგმის სული რაც არის ადამიანთა ერთობა და ურთიერთშეთანხმება. ცოცხალი ორგანიზმი არის მხოლოდ სხვადასხვა უჯრედთა ერთობა რო როგორც entity ისე გადარჩეს. ასევე არის როგორც ადამიანთა სული, ისე სიცოცხლის სული, რაც არის ყველა სიცოცხლის და ყველა ადამიანის თანხვედრა რომ გადარჩეს მათი არსებობა დაუნდობელი უფსკრულისგან რომელიც არის სიცარიელე
This post has been edited by
ვუნდერკინდი
on 20 Jan 2022, 01:52
--------------------
bounce on it, crazy style
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58794351
· 20 Jan 2022, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
თავისუფლება არ ნიშნავს ტარზანივით ტყეში გაიქცე და აკეთო ის რაც მანამდე არავის გაუკეთებია.
თავისუფლება იმაშია როცა ირჩევ ათიათასობით არსებული ვარიანტიდან.
რამდენი მილიარდი ადამიანიცაა იმდენი ტოვებს თავის ინდივიდუალურ კვალს ცხოვრებაში. ხოლო ადამიანი ირჩევ არსებულიდან შენთვის საუკეთესოს ყველაფერში.
რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობას თუ ეს საქმე გეხერხება შენ მათ ჭკუაზე კი არ ივლი პირიქით რომ ისინი მოიქცნენ ისე როგორც შენ მოგწონს და იარონ შენს ჭკუაზე.
თუმცა ეს სხვა თემაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58794505
· 20 Jan 2022, 18:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
თავისუფლება არ ნიშნავს ტარზანივით ტყეში გაიქცე და აკეთო ის რაც მანამდე არავის გაუკეთებია.
და რატომაც არა?
QUOTE
თავისუფლება იმაშია როცა ირჩევ ათიათასობით არსებული ვარიანტიდან.
ათიათასობით არსებული ვარიანტიდან? რისი არჩევანი გაქვს ათიათასობით? ეს სიტყვების ჰაერში სროლაა უბრალოდ, თავის მოტყუება. მაგალითი შეგიძლია მოიყვანო რას გულისხმობ?
QUOTE
რამდენი მილიარდი ადამიანიცაა იმდენი ტოვებს თავის ინდივიდუალურ კვალს ცხოვრებაში
ესეც სიტყვების ჰაერში სროლა ფუჭად, რომელ ადამიანებს გულისხმობ და რამდენი მილიარდის ინდივიდუალური კვალი გაქვს შენ ნანახი?
QUOTE
ხოლო ადამიანი ირჩევ არსებულიდან შენთვის საუკეთესოს ყველაფერში.
დამახინჯებული რეალობა.
არსებულიდან საუკეთესოს? თუ იმ სიტუაციიდან გამომდინარე რომელშიც იმყოფები და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში გაგაჩნია. განვმარტავ: შესაძლოა იცი საუკეთესო ავტომობილი რომელია, თუმცა თუ ავტომობილის ყიდვა დაგჭირდა, ყიდულობ იმ მოდელს რომელიც იმ სიტუაციაში გჭირდება და შენთვის ხელმისაწვდომია იმ კონკრეტულ სიტაუაციაში. სად გაქვს აქ არსებულიდან შენთვის საუკეთესო არჩევანის საშულაება?
QUOTE
რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობას თუ ეს საქმე გეხერხება შენ მათ ჭკუაზე კი არ ივლი პირიქით რომ ისინი მოიქცნენ ისე როგორც შენ მოგწონს და იარონ შენს ჭკუაზე.
თუმცა ეს სხვა თემაა.
ესეც ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს - ბავშვობიდან ჯერ მშობლების ჭკუაზე დადიხარ, მერე ბაღში აღმზრდელის ბრძანებებს ემორჩილები, შემდეგ მასწავლებლებისას სკოლაში, შემდეგ თუ ჯარში გაგიწვიეს დადიხარ მეთაურის ჭკუაზე, შემდეგ სამსახური თუ დაიწყე სადმე უფროსობას ემორჩილები და თუ დაწინაურება გინდა შეიძლება მთლად თავი გამოიდო და ეპირფერო მათ, ქუჩაში პოლიციას ემორჩილები, მაღაზიაში ან აფთიაქში რიგში ჩამდგარი ნერვიულად თუმცა მორჩილად ელოდები შენს რიგს, არაფერს ვიტყვი მეუღლის აზრების და სურვილების გათვალისწინებაზე, მეუღლის მშობლებისა და ნათესავების აზრების გათვალისწინებაზე, მეგობრების თუ მეზობლების აზრების გათვალისწინებაზე და ა.შ. ტელევიზორიდან ან ტელეფონიდან ნიაღვარივით წამოსულ რჩევებს სხვადასხვა პროდუქტების უპირატესობაზეზ რომელთა შესაძენად სესხსაც იღებ ოღონდ მისი მფლობელი გახდე.
ასე რომ შენს ჭკუაზე მოსიარულე ადამიანები არ არსებობენ, ყველა ყველას აზრს ითვალისწინებს იმ სიტუაციიდან გამომდინარე რომელ სიტუაციაშიც არიან აღმოჩენილი და რა შესაძლებლობას ფლობენ იმ კონკრეტულ სიტუაციაში.
This post has been edited by
Heracles12
on 20 Jan 2022, 18:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58794740
· 20 Jan 2022, 19:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
მასე დიოგენე ცხოვრობდა ქვევრში და იყო თავისუფალი.
როცა თავისუფალ ადამიანზე ვსაუბრობთ არ უნდა ვიგულისხმოთ 1 კლასელი ან მსგავსი ასაკის. ბუნებრივია ადამიანი ბავშვობიდან იზრდება და იძენს სხვადასხვა ინფორმაციას ხოლო 20-25 წლის რომ გახდება უკვე აქვს იმდენი გონება რომ თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ცხოვრებაში. თვითონ ირჩევს პროფესიას, უმაღლეს აქ ისწავლის თუ უცხოეთში. თვითონ ირჩევს ჭამის ასორტიმენტს, სხვადასხვა ქვეყნებში წასვლას. სამსახურს, გოგოს თუ საცოლეს, მანქანას, ტელეფონს და აშ. თავისუფლებაც ამაშია და არა იმაში გიჟივით ქვევრში იცხოვრო იმიტომ რომ იყო ყველასგან განსხვავებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58794830
· 20 Jan 2022, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
მასე დიოგენე ცხოვრობდა ქვევრში და იყო თავისუფალი.
და ბევრი ცხოვრობს დღესაც, უსახლკაროდ და უფრო თავისუფლები არიან გარემოს წნეხისაგან ვიდრე ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან სოციუმის სტნდარტულ წევრებად იზრდებიან და ყალიბდებიან.
QUOTE
როცა თავისუფალ ადამიანზე ვსაუბრობთ არ უნდა ვიგულისხმოთ 1 კლასელი ან მსგავსი ასაკის. ბუნებრივია ადამიანი ბავშვობიდან იზრდება და იძენს სხვადასხვა ინფორმაციას ხოლო 20-25 წლის რომ გახდება უკვე აქვს იმდენი გონება რომ თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ცხოვრებაში. თვითონ ირჩევს პროფესიას, უმაღლეს აქ ისწავლის თუ უცხოეთში. თვითონ ირჩევს ჭამის ასორტიმენტს, სხვადასხვა ქვეყნებში წასვლას. სამსახურს, გოგოს თუ საცოლეს, მანქანას, ტელეფონს და აშ. თავისუფლებაც ამაშია და არა იმაში გიჟივით ქვევრში იცხოვრო იმიტომ რომ იყო ყველასგან განსხვავებული.
მაგალითები რომ მოგიყვანე იქ 1 კლასელი არ იყო მხოლოდ:
QUOTE
ბავშვობიდან ჯერ მშობლების ჭკუაზე დადიხარ, მერე ბაღში აღმზრდელის ბრძანებებს ემორჩილები, შემდეგ მასწავლებლებისას სკოლაში, შემდეგ თუ ჯარში გაგიწვიეს დადიხარ მეთაურის ჭკუაზე, შემდეგ სამსახური თუ დაიწყე სადმე უფროსობას ემორჩილები და თუ დაწინაურება გინდა შეიძლება მთლად თავი გამოიდო და ეპირფერო მათ, ქუჩაში პოლიციას ემორჩილები, მაღაზიაში ან აფთიაქში რიგში ჩამდგარი ნერვიულად თუმცა მორჩილად ელოდები შენს რიგს, არაფერს ვიტყვი მეუღლის აზრების და სურვილების გათვალისწინებაზე, მეუღლის მშობლებისა და ნათესავების აზრების გათვალისწინებაზე, მეგობრების თუ მეზობლების აზრების გათვალისწინებაზე და ა.შ. ტელევიზორიდან ან ტელეფონიდან ნიაღვარივით წამოსულ რჩევებს სხვადასხვა პროდუქტების უპირატესობაზეზ რომელთა შესაძენად სესხსაც იღებ ოღონდ მისი მფლობელი გახდე.
ზოგადად ასარჩევი ვარიანტი გაქვს ძალიან მწირი, რადგანაც არჩევანი დამოკიდებულია შენს შესაძლებლობაზე და სიტუაციაზე რომელშიც იმყოფები. ამ მწირ არჩევანს კი შემდეგ ყოფ კარგად ან ცუდად და საბოლოოდ მხოლოდ ორ ვარიანტამდე მიდიხარ - ერთ მხარეს ის რისი უფლებაც შენ შეგიძლია მისცე თავს (სიტუაციიდან გამომდინარე) და სხვა დანარჩენი.
მე მაგალითები მოგიყვანე ზემოთ თუ ვის აზრებს ითვალისწინებ ცხოვრებაში.
რაც შეეხება ნივთების ყიდვას ან მოგზაურობას: ესეც იმ ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე წყდება რომელშიც იმყოფები და არა იქიდან გამომდინარე რომ 20-25 წლის ხარ და ფიქრობ რომ გონება გაგაჩნია.
This post has been edited by
Heracles12
on 20 Jan 2022, 20:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58794949
· 20 Jan 2022, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
ესე მარტივად არაა. უამრავი ადამიანია თავისი უცნაური ცხოვრებით.
მაგ მეზობელი იყო რომელიც თურმე ნაშოვნ ფულს კედლებში მალავდა არადა ცხოვრებაში ოჯახს გაჭირვებაში აცხოვრებდა მისი დაღუპვის შემდეგ როცა ოჯახმა სახლის რემონტი დაიწყო იპოვეს ტონა ფული თუმცა უკვე ვადა გასული.
ასეთი მაგალითები ადამიანები თავიანთი უცნაური ცხოვრების წესით უამრავია რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
გასაგებია ყველა მილიონერის ოჯახში ვერ დაიბადება. ეს კაპიტალიზმის მოდელია ესეთი. ცოტა მდიდარი ფენა და ბევრი ღარიბი ფენა.
დანარჩენი ადამიანი თუ გაინძრევი შეიძლება შენც რამე იშოვო .
თუნდაც ავიღოთ ბიტკოინი 2010 რომ ერთ დოლარათ ეხვეწებოდნენ ხალხს იყიდეთო ვისაც ეყო ჭკუა და მომავლის ხედვა იყიდეს ბევრი და არიან ეხლა მილიონერები. ადამიანის ტვინზეა ბევრი რამ დამოკიდებული როგორი იქნება მისი მომავალი. )
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0430 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.